კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 28 დეკ 2007, 22:15

Mta Mkvarebia
და წარმოიდგინე რა მაგარი იქნებოდა სვანეთში, ცაზე "ბენზინკალონკა" :roll:
ანათებდა, ღაამე და აივანზე ვისხედით, ჰოოდა ყველას ერთი ლექსი უნდა ეთქვა და ასე გაგრძელდაა საათნახევარი დაახლოებით :D:D:D

ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,
როგორც შენს თვალებში ჭინკები..
........
..........
ეს ლექსი ვიცანი, მაშინაც წაიკითხა გელამ :D:D:D
ვოოტ :!: :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 28 დეკ 2007, 22:19

ეს სიმღერა ალბათ ყველამ ზეპირად იცის, მაგრამ მაინც....

ძვირფასო ხევსურზე აუგი არა თქვა,
თორემა სტრიქონთა დასით,
ყივჩაღი ყაჩაღი დაგხვდები არაგვთან,
ნისლივით დაგკარგავ მთაში.
თორღვაის ციხესთან მარჯვენის იმედად,
ვიქნები რად მინდა რაში.
მკრთალ სხივებს მთვარისას აგიგებ კიბედა
და ისე წაგიყვან ვაჟი.
წაგიყვან სხვანაირ სილაღეს გაჩვენებ,
სხვა ჩეროს, სხვა მზეს და გრილოს.
არც ეგრე ცუდი ვარ, თუ კი შენც გაუგებ
ამ ჩემ გულს დატანჯულს ტკბილო.
დალალებს დაფერავ მნათობის ალითა,
რაყიფად მომირეკ ჯიხვებს.
დობილად შუნ-ჯიხვი მოგივა კრძალვითა,
ძმობილად თორღვაის ციხე.
მუსიკად მოისმენ ჩანჩქერის ჩხრიალსა,
თუ გინდა შურთხის ხმას არჩევ.
საჩუქრად მოგიტან ბროლსა და იასა
და ქისტის მოკვეთილ მარჯვენს.
სტუმრად კი ნისლი და ნიავი გვექნება
და ქუში კოშკების რიგი.
ხან ბარსაც ვიხილავ და ისიც ნებნება
მომხიბლავს ათასი ხრიკით.
მერე კი სილაღე გაქრება ლურჯასი,
თმებში რომ იფეთქებს თოვლი,
შენ მაინც ამაყად გაივლი ქუჩაში
ხევსური პოეტის ცოლი
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 28 დეკ 2007, 22:20

LOKOKINA

რა საინტერესოა... პოეტური "ბენზინკალონკა" :)
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 28 დეკ 2007, 22:22

Mta Mkvarebia
ლამპოჩკა :roll:
აბა პაატას მთვარე ვერ ვათქმევინეთ და :roll:
მეტს აღარ დავწერ... მე მაპატიეთ :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 28 დეკ 2007, 22:23

LOKOKINA wrote:Mta Mkvarebia
და წარმოიდგინე რა მაგარი იქნებოდა სვანეთში, ცაზე "ბენზინკალონკა" :roll:
ანათებდა, ღაამე და აივანზე ვისხედით, ჰოოდა ყველას ერთი ლექსი უნდა ეთქვა და ასე გაგრძელდაა საათნახევარი დაახლოებით :D:D:D

ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,
როგორც შენს თვალებში ჭინკები..
........
..........
ეს ლექსი ვიცანი, მაშინაც წაიკითხა გელამ :D:D:D
ვოოტ :!: :roll:
რა მშვენიერება იქნებოდა... მარტო "ბენზინკალონკის" ნათება და მისი ჩრდილები რად ღირს მთაში, და თანაც მთიელთა პოეზიით ტკბობა...
სვანეთოლოგი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 28 დეკ 2007, 22:31

LOKOKINA
მე უნდა დამეწერა, მეტს აღარ დავწერ-თქო, მაგრამ :oops:


ეს პოეტი ახლა აღმოვაჩინე... (მე მაპატიეთ)

სანათა

ჩვენი ვერცხლის ქორწილი

“ჩემ მკერდზე თავმიდებული
ღუღუნებ ქედანივითა...”
ოცდახუთი წელია,
მზე-რგოლს ხუნდად ვატარებ,
ოცდახუთი წელია,
მაქალებ და მახარებ...
ოცდახუთი წლის წინათ
დაგაბედა განგებამ,
მოპოეტო, მარტივით
შლეგი გოგოს გაძლება...
არც ვყოფილვართ მას მერე
კენტად, იო-წიოდა,
ბევრჯერ კიდეც გვტკიოდა,
გვციოდა და გვშიოდა...
ოცდახუთი წელია,
სარეცელს მიზიარებ,
მძიმე ყმაწვილკაცობის
ლექსით გიფევ იარებს...
შენს ჩრდილს შემოფარებულს,
სევდა ვერ მინაპირებს,
ოცდახუთი წელია,
იანვრებს მიაპრილებ...
მერე რა, თუ დღეს და ხვალ
შვილიშვილებს ვნატრულობთ,
ჩემო თეთრცხენიანო
უფლიწულო ზღაპრულო!
ოცდახუთი წელია,
კერიის ცეცხლს გინახავ,
ეჭიც არ გამჩენია,
ნეტავ, თუღა მიყვარხარ...
ისევ ვხიბლავთ ერთურთს და
ისევ გვეტრფიალება,
რა დროს შემოდგომაა,
ჩემო ივრისთვალებავ?!
ოცდახუთი წლის მერეც,
თავბრუს გახვევ წინანდელს,
მთელი მაშრიყ-მაღრიბის
ლამაზმანთა ჯინაზე...
ოცდახუთი წელია,
შენს ეზო-კარს ვალაგებ,
ოცდახუთი წელია,
მამღერებ და მალაღებ...
ოცდახუთი წელია,
გვადევს ოქროს ბორკილი,
ღვინობისთვის მიწურულს
დავთქვათ ვერცხლის ქორწილი...
იმ, სხვა ქორწილებამდე
ფერი ბევრჯერ ვიცვალოთ,
შენი მკერდი სასთუმლად
ღმერთმა ნუ მომიშალოს...
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 28 დეკ 2007, 23:01

ერთ სევდიან "დატირებას" დავდებ :roll: ძალიან მიყვარს და ეხლა წავაწყდი. მიხვდებით ვისაც ეძღვნება:

რად სტირის ღრუბლებში ჩუმ-ჩუმად ნეტა მზე? -
თვალს ცხელი ცრემლი წვავს, გულს - ნაღვერდალები...
თმებით დაკიდულან თოვლიან კეტამზე დამხრჩვალი დალები...
დასრულდა ზღაპარი. მოეღო ბოლო მითებს.
უშბიდან მეწამულ მაშხალებს ისვრიან...
ო, ფისიმც დასხმია მაცდურ დოლომიტებს,
ჩხვიმლიან!
თეთნულდის თეთრ წვერზე კურცხლები დაგორდა.
ვარსკვლავნიც დნებიან, ცრემლებად ცვივიან,
ვაი მე, რა ნადიმს გიმართავს აგორდა,
ჩხვიმლიან!
კივიან ზარები და შმაგი ქარები
ყინვარებს ლოკავენ, მთებს გაეთამაშნენ...
კვლავ მთაში დაუდის სამსხვერპლო ხარები
მამაშენს...
მჯიღს იცემს, ლაღამი ცრემლებით მოალტო, -
ხვალ შენი მოძმენი ჯიხვებზე ივლიან...
ბოროტი ღიმილით გისტუმრებს სუალტო
ჩხვიმლიან!
ო, რად შლის სიკვდილი სიცოცხლის თარიღებს?! -
სად შემოგვეფეთა მზაკვრულად, ფარულად,
მაგრამ შენს საქმეებს ლეგენდად წარიღებს
ჟამთასვლის მარულა.
კლდეზე აღესრულე, შმაგო ვეფხვო კლდეთა.
ტახტზე კვნესით სიკვდილს ეს სჯობს გაცილებით...
ცაში დაფრინავდი, მიწას შეუერთდა
შენი დამსხვრეული ტანის ნაწილები...
გაწყდა ბაწარი და კლდეზე დაეკიდე.
გარს ცეცხლისფრთიანი ღრუბვლები გივლიან...
ალბათ ბეთქილივით თეთრ შუნს გაეკიდე,
ჩხვიმლიან!
სვანეთოლოგი

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meko » 28 დეკ 2007, 23:06

LOKOKINA წერდა:
განთიადზე უცბად...
თავს დამესხა ბრუ
meko წერდა:
კარვის გვერდით ჩუმად
მოჩუხჩუხებს რუ
LOKOKINA წერდა:
როცა გავიზრდებით
ერთად ვივლით, სუულ
meko წერდა:
შემოვივლით მთა-ბარს
დავიმშვიდებთ სულს
LOKOKINA წერდა:
ღამ-ღამობით, ცეცხლთან
ჩამოვსხდეთ და.... ჩუუუუუუუუუუუუუუ
meko წერდა:
არვის ვუთხრათ ჩუმად
გამოვაცხოთ შუუუუ
LOKOKINA წერდა:
ან და სახლში,
მივიყვანოთ კუ
meko წერდა:
მიყვარს მე კუ
მივიყვანოთ კუუუ

:roll:
:D:D:D:D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 28 დეკ 2007, 23:08

meko
:lol: :lol: :lol:

მიყვარს მე შუუუუ :wink: :)
Image

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლობო » 29 დეკ 2007, 00:13

გვალდა
ჩხვიმლიან!

რასნისჰნავს მაკ?

დაან მაგარია! ჰეჰ

დოლომიტებიკიარადა ჰეჰ ვიგაციტალიელ სამჰედროებს დაგორებიატო კვა :(
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლობო » 29 დეკ 2007, 04:16

meko
ესბრუ რაარის ტორემ ტავად ლექსი გასაგებია :roll:

მეცვიტკვი ერტს 8)

katleti

Zgvashi shevida katleti tevzebma ai atleti
Meduzas magrad gautyda yvela pexebi gauxma
Saqmes charia santeli saxelad erqva nateli
Tevzebma es rom gaiges yvela medusa gaigdes
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 29 დეკ 2007, 14:19

ლობო
:D:D:D
გარითმული PM-ები იყო ეგა :roll:
ბრუ? თავ-ბრუ-მესხმისო თუ მეხვევაო თუ რაღაც ნუ... :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 29 დეკ 2007, 15:27

"მეც მყვარებია გოგო,
მაგრამ... ეს იყო წინათ.
ახლა, ისე ვარ როგორც,
გადაღებული წვიმა..."
:D :D :D :D :cry:



:D :D :D :D :(
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 29 დეკ 2007, 20:21

tama
ანუ თავიდან უნდა იწვიმოს? :roll: (რიტორიკული შეკითხვა)
:)
წვიმა ვერასოდეს გადაიღებს დიდი ხნით , სამუდამოდ :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by GOGONA » 30 დეკ 2007, 00:43

LOKOKINA wrote:tama
ანუ თავიდან უნდა იწვიმოს? :roll: (რიტორიკული შეკითხვა)
:)
წვიმა ვერასოდეს გადაიღებს დიდი ხნით , სამუდამოდ :roll:
კიდევ კარგი :lol: :lol: :lol: :lol:
Who is John Galt?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]