კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by qvevri » 27 დეკ 2007, 12:55

ღმერთი და ხალხები
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად.
მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილებს ანიშნებდა.

წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.

მის წინ რიგში იდგნენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგნი თუ... ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ.
ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი.

ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები...
უფლის განაჩენი არ იყო სადაო.
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი
(რიგი და ქართველი?.. საიდან სადაო).

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა-ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ, სად არა,
წარუდგნენ და ჰკითხეს: ჩვენ რა ვქნათ, უფალო?

მიწის ამზომელნი სულს ძლივღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი სჩანდა თვით მეუფეც.
განცვიფრდა: ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები,
შენი სადღეგრძელო თასები მოვცალეთ...
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ,
და დაგვაგვიანდა ჰე, ღმერთო მოწყალევ...

დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო!...

რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად,
რა ვუყოთ... ნუ სწუხარ... შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!..

ალპებად, ანდებად თუ კავკასიონის
მთებად აიწივნენ წარბები შეკრული.
სად დაგაბინაოთ არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ერთგულნი...

სულ ყველა გავეცი,-ბილიკიც, ჭიუხიც...
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი.
იქ კალთა დავიბერტყე სიტურფის, სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი.

მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ... ხოლო ეს ედემი
თქვენთვის დამითმია... დე იყოს ალალი!..

...და ასე წავიდა ღმერთი ცათა შინა
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია,
ჰქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი.................... 1971. იოსებ ნონეშვილი

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 27 დეკ 2007, 13:27

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

უილიამ შექსპირი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 27 დეკ 2007, 13:45

lama
ეს უილიამ ექსპირის არაა

ეს არის თარგმანი უილიამ შექსპირი ინგლისურად წერდა :)

ეს კი ალბათ მაჩაბლის ნათარგმნია
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 27 დეკ 2007, 13:58

meore monadire wrote:lama
ეს უილიამ ექსპირის არაა
არა ნამდვილად არაა


ეს არის უილიამ შექსპირის სონეტი თარგმნილი ივანე მაჩაბლის მიერ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 27 დეკ 2007, 15:41

qvevri

მიყვარს ეს ლექსი :)
Image

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 28 დეკ 2007, 11:55

"უძლური სინათლის ქალაქი
ქუჩები უფერო ფერის,
სულ ყველა სულ ყველას ძმაკაცი,
სულ ყველა სულ ყველას მტერი.

იქ სადაც არ ხდება სიახლე,
არავის არა აქვს ბედი,
იქ სადაც იციან სიმართლე,
მაგრამ არ იციან მეტი.

იქ, სადაც ცვლილების სურვილი,
არავინ გაივლო თავში,
არა აქვთ სიცოცხლის წყურვილი,
მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი.

და თითქოს ჩრდილები დადიან,
უაზრო წრეწირებს ჰკრავენ,
იქ, სადაც არაფერს სჩადიან,
უბრალოდ ცხოვრებას კლავენ.

იქ, სადაც თენდება არასდროს,
ღამეში ეძებენ გროშებს,
ჰაერი მაინც არ ჩარაზოთ,
ჰაერი, ჰაერი დროზე!"
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 28 დეკ 2007, 12:16

"ლაბსყალდს* მიუვალ ხევებში,
ქვაბებს ლოკავენ დევები
მერე ჩიბუხებს ახვევენ
ქონში ამოთხვრილ ხელებით
და მთელი ღამე არ სძინავთ
მთებს აყრუებენ ხველებით"


ავტორი: ნოდარ კვიციანი (ბიძაჩემი)









ნ----------------------------------------
* ლაბსყალდი- სოფელი მესტიის რაიონში. ამ სოიფელში ინახებოდა ერთ ერთი უძველესი ოთხთავი, რომელიც ლაბსყალდის ოთხთავის სახელითაა ცნობილი.

სახელი ლაბსყალდი მოდის მარწყვის სვანური სახელწოდებიდან- ლაბასყ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 28 დეკ 2007, 18:07

ხევსურეთის თემაში ვნახე... დაიაურისაა, თუ არ ვცდები...მაგრად მომეწონა :)

ავტოპორტრეტი

აისი. ნაბიჯი. ნაოჭი. ფიქრები.
გრძნობები. ღიმილი. ტრფიალი. ხალისი.
ნისლები. ნიავი. სითეთრე. ფიფქები.
ამოტივტივება. ოცნება. ალერსი.

კენტობა. მოწყენა. სიშორე. მოთმენა.
ღიმილი. სილაღე. ცრემლები. ვარამი.
პოეტი. მუზები. ლოდინი. მოფრენა.
მაგიდა. სინათლე. ფურცელი. კალამი.

სტრიქონი. სტრიქონი. ანკარა. ტკიცინა.
ფიქრები. ძიება. ჯებირი. კედელი.
წამება. წამები. მიგნება. ყიჟინი.
დუმილი. ჩასუნთქვა. ღიმილი. წერტილი
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 28 დეკ 2007, 18:32

ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით.
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.

შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.

ერთი დაწრეს და შეირხა დროშა...
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.

დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! –
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.

დასძახოდა, თმები განიზარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.

არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.

ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.
არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,
ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.

წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის.
გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს
მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის!
ქარში რეკავს საქართველოს დედა

სიმონ ჩიქოვანი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 28 დეკ 2007, 20:02

Mta Mkvarebia
ამასაც ძააალიან მოეწონა :)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 28 დეკ 2007, 21:54

კიდევ...

გელა დაიაური

მახსოვს ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა,
ცად ცისარტყელას ციალი,
ოცნება და სიცილობა.
კოცნა დამქცევის სიცივის
ან ცვენა ცხელი ცრემლების,
ან ცივი ცვარის ციმციმი,
ცერებში ცეკვა ცელების.
კლდის ცქერით ზღვა გაოცება,
ცად აცერილი ფიცარი,
ან საოცნებო ცხოვრება,
სიმტკიცით შენაფიცარი.
ან ციყვის მომცრო ცაცებით,
ცირცელზე გადაცოცება,
ალიცლიცული ცაცხვები,
ცად ატყორცნილი ლოცვებად.
ან ჯერაც გასაციები,
ცვრიანი ხორცი აცმული,
მეცხრე ცას ასაცილები,
ცხელი კოცონის ტკაცუნი.
იმაზე ანცი ოცნება
რაც არ იცი და რაც იცი,
ცის-კარზე ცის დამორცხვება,
ცისფერ სივრცესთან ლაციცი.
ციცინათელას ციალი,
ოცნება და სიცილობა,
გახსოვს ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა?



არჩევანი

დავფიქრდები და ათას ლამაზმანს,
ერთ-ურთს ვადარებ ჯობნის რომელი?
ვფიქრობ აჯობა მზერით ,,ამან,, ,,მას,,
ის კი არისო სევდის მთოველი.
ეს ქალი - მზეს გავს; ეს ქალი - ყინულს;
ეს ქალი - მთვარეს; ეს ქალი - ლერწამს.
ამის ხმა გაგხდის სილაღის ხილულს,
ამის კისკისი სიავეს ლეწავს.
თვალწინ გამივლის ათასურთები.
ზოგი - ზღვას მოგავს, ზოგიც - გზას უვალს;
მაგრამ უცებ შენ გამახსენდები
და არჩევანსაც ვაკეთებ უმალ.
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 28 დეკ 2007, 21:59

Mta Mkvarebia
საოარია :!: :!:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 28 დეკ 2007, 22:05

ესეც...

* * * *

ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,
როგორც შენს თვალებში ჭინკები,
გვიდგას სიყვარულით, გალაღებით,
გრძნობით ავსებული ჭიქები.
ბახუსს გაუშლია ჭრელი აფრა,
ძმები ღვინოს ვსვამთ და ვღვინდებით,
შემთვრალს უფრო ხშირად, უფრო მძაფრად,
უფრო მენატრები, მინდები.
ჰოი, ეს ეჭვები დამახრჩობენ,
ვინ იცის, სად, ვისთან იქნები...
... ცაზე ვარსკვლავები თამაშობენ,
როგორც შენს თვალებში ჭინკები.

* * * * *
"ნეტავი ახლა წვიმა მოვიდეს,
ინატრო ჩემი მკლავების სითბო,
ცოტა აგრილდეს,
ცოტა მობინდდეს,
მოიწყინო და ჩემთან მოგინდეს,
მნახო,
თვალებით რაღაცა მკითხო...
ნეტავი ახლა წვიმა მოვიდეს,
ინატრო ჩემი მკლავების სითბო."


* * * * *

ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივა
თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.
ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს
ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა- ყოფნა ფუჭი,
ყოფნა უშენოდ.
ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით
გტკივა ფესვები,
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.
ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ
დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.
ვინ იცის, ურვა და ჩივილი
ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის...
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 28 დეკ 2007, 22:08

    земля -- это ангел,
    несущий меня по небу.
    Мир состоит из глаголов, а не из существительных.
    Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

    auf

    User avatar
    Mta Mkvarebia
    მარგალიტი
    Posts: 9960
    Joined: 23 აგვ 2007, 12:23
    Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
    კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

    Post by Mta Mkvarebia » 28 დეკ 2007, 22:11

    LOKOKINA wrote:Mta Mkvarebia
    საოარია :!: :!:
    :D :D :D

    მომწონს ეს ადამიანი... ყოველ წაკითხვაზე და სიმღერის მოსმენაზე, რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე :)
    Image

    ახალი თემის შექმნა
    პასუხი თემაზე

    FORUM_PERMISSIONS

    You cannot post new topics in this forum
    You cannot reply to topics in this forum
    You cannot edit your posts in this forum
    You cannot delete your posts in this forum

    ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
    ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
    ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]