პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by navigator » 25 დეკ 2007, 16:45

მოკლედ მოხიბლული ვარ იმ რუსების ამბით, ლეონტის რომ შეხვდნენ
ლეონტი wrote:Image

ეს პატარა, რუსული ჯგუფის 1.5 წლის წევრია.
კაწიუშა. რომელსაც დედამისი 3 თვის ასაკიდან ყოველ შაბათ კვირას დაატარებს ლაშქრობაში.
ამ ჯგუფს უკვე საკმაოდ გრძელი მარშრუტი ჰქონდა გავლილი , გადმოსასვლელებით სოფელ ძეგვიდან.

Image
სერიოზულად დავინტერესდი მაგ თერით :)
Image

აი ზოგიერთი ვარიაცია ბავშვის ტარების
ეს ყველაზე მარტივი და ძველებური მეთოდია, ვიდეოზე ნაჩვენებია ყველაფერი
http://video.aol.com/video-detail/rucks ... 1155146616

აი კიკოს პროდუქცია Image

ვინ რა იცით, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება :)
აცხა ღორებო Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by გვალდა » 25 დეკ 2007, 17:01

ჩემი კანადელი მეგობარი, 2 წლის შვილით, მთაში წასვლა შუადღის გაგანია 12 სთ-ზე რომ გადაწყვიტა, და თანაც ბავშვიანად, ასე "შეიმოსა":
ბაშვშვის სატარებლად რაიმე სპეციალური მოწყობილობა თან არ ჰქონია, გარდა ერთი ფართო და გრძელი ტროპიკული მოსასხამისა, რომელიც წელზე და მხარზე შემოიხვია ისე, რომ ჰამაკივით ჩაიწვინა/მოიწვინა ბავშვი გვერდზე. ხელები სრულად თავისუფალი ჰქონდა. პრინციპში "ბომჟები" რომ დაატარებენ ისე, რა... :lol:
რაღაც ესე
Image

მაგრამ ეს ზამთარში ხომ არ გამოდგება... :oops:
სვანეთოლოგი

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by navigator » 25 დეკ 2007, 17:09

გვალდა
იხილე ვიდეო :)
სწორედ მაგ მოსასხამის დახვევის მეთოდებია დეტალურად ახსნილი :D

ვსიო მეტს აღარ დავპოსტაც ახალ წლამდე, 999 პოსტი მაქვს, მე-1000-ე ახალ წელს :lol: :lol: :lol:
აცხა ღორებო Image

User avatar
igdrasilis-kata
ბილიკზე მოარული
Posts: 54
Joined: 14 ივნ 2005, 10:11
Location: kombosto
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by igdrasilis-kata » 25 დეკ 2007, 17:13

გვალდა
როგორ არ გამოდგება, წინა კვირას გერმანელი ნაცნობები მოვიდნენ და მესამე ბავშვი (ყველაზე უმცროსი) მასეთი სლინგით ქონდა ჰანას ჩამოკიდებული :) ფეხზე მატყლის წინდები ეცვა (აქ ნაყიდი) და გერმანელი ბაბუშკას მოქსოვილი თბილი ბაწრის ჟაკეტი. თან მსუბუქად ეცვა და თან სლინგით იყო ჩამკიდებული, დედასაც მსუბუქად ეჭირა და ბავშვიც თბილად იყო (ალბათ). მაგათი ეშხით მე და ნავიგატორმაც ჩვენს ყოპოს ხევსურული ჩითები ჩავაცვით ფეხზე და ისე გავიყვანეთ გარეთ :D ისეთი საყვარელი იყო პაწია ჩითებით ფეხებზე... საღამოს თუ შევძლებ გადავიღებ სურათს - ძალიან სასაცილოა პატარა ზომის ნამდვილი ჩითები
წყალზე მოსიარულე

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by გვალდა » 25 დეკ 2007, 17:21

navigator
ვიდეოს აღარ დავაკვირდი :)
igdrasilis-kata
როგორც მივხვდი მისის ნავიგატორი ხარ? სასიამოვნოა :)
ძალიან მიყვარს მსგავსი ოჯახური მსვლელობები და მოგზაურობები. ჩემი უცხოელი მეგობრები ზუსტად ასე დაძრწიან მთაში, ბარში, მდინარის აყოლება-ჩაყოლებაზე, პაწაწუნა ბავშვებიანად.
სვანეთოლოგი

User avatar
igdrasilis-kata
ბილიკზე მოარული
Posts: 54
Joined: 14 ივნ 2005, 10:11
Location: kombosto
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by igdrasilis-kata » 25 დეკ 2007, 17:38

გვალდა wrote:navigator
ვიდეოს აღარ დავაკვირდი :)
igdrasilis-kata
როგორც მივხვდი მისის ნავიგატორი ხარ? სასიამოვნოა :)
ძალიან მიყვარს მსგავსი ოჯახური მსვლელობები და მოგზაურობები. ჩემი უცხოელი მეგობრები ზუსტად ასე დაძრწიან მთაში, ბარში, მდინარის აყოლება-ჩაყოლებაზე, პაწაწუნა ბავშვებიანად.
ძალიან მეეჭვება, რომ ეგ ჩანთა მე ვატარო (რაც ზემოთ დადო კახამ) ალბათ თავისთვის უნდა:P
ისე, ჩემთვისაც სასიამოვნოა, რომ მრს. ნევიგეითა ვარ :D გამიმართლა
წყალზე მოსიარულე

User avatar
igdrasilis-kata
ბილიკზე მოარული
Posts: 54
Joined: 14 ივნ 2005, 10:11
Location: kombosto
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by igdrasilis-kata » 25 დეკ 2007, 17:42

ლოოოოლ ნავიგატორი თურმე მე-1000 პოსტა ახლი წლისთვის ინახავს :D არადა რაღაცეების დაწერა უნდა :lol:
წყალზე მოსიარულე

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by ლეონტი » 25 დეკ 2007, 18:43

არსებობს ბავშვებისადმი და საერთოდ ადამიანებისადმი დამოკიდებულების 2 ძირითადი მიდგომა:
1 აზიური,
2 ევროპული.
აზიელები თვლიან , რომ ბავშვი დედას არ უნდა მოსცილდეს მანამ სანამ ის თავისით არ მოინდომებს დამოუკიდებლად გასვლას.
ამიტომ ჩინელები მაგალითად, ბრინჯის პლანტაციაშიც კი ზურგზე ბავშვით გადიან სამუშაოდ.
ევროპელები კი ბავშვს თავიდან იცილებენ და ცდილობენ თავიდანვე მოიწყვიტონ.

ამის შედეგია თბილი და ოჯახის მოყვარული აზიელები და ცივი, სიაფანდ- ღიმილიანი, საქმიანი , მოუცლელი, რაციონალური ევროპელები, რომლებიც ბავშვებს გარდამავალი ასაკიდანვე უშვებენ დამოუკიდებლად და ბავშვებსაც ძირითადად ისინი აღარ აინტერესებთ.

ჩვენ არ ვართ ევროპელები, უბრალოდ გვინდა ევროპაში, როგორც ყველა აზიელს.
მაგრამ ეს არაა სწორი, ევროპა და აზია არასოდეს გადაიკვეთებიან.
შექმენით ოჯახები და მეტი დრო დაუთმეთ პატარებს.
:lol:
Last edited by ლეონტი on 26 დეკ 2007, 10:50, edited 1 time in total.

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by mzevinari » 25 დეკ 2007, 19:54

თეორიულად ყველაფერი ბრწყინვალეა,მაგრამ არა მგონია ჩემი შვილი ამ მოწყობილობაში გაჩერდეს :lol:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by ლეონტი » 25 დეკ 2007, 20:18

ჩვენი დევიზია თეორიიდან პრაქტიკისკენ ცოტა-ცოტა.
:lol:

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by ilia » 25 დეკ 2007, 23:28

ვაააა, :roll: საინტერესოა

User avatar
igdrasilis-kata
ბილიკზე მოარული
Posts: 54
Joined: 14 ივნ 2005, 10:11
Location: kombosto
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by igdrasilis-kata » 26 დეკ 2007, 10:00

ilia, შენც დაინტერესდი ხო? ოღონდ შენ საამაგი კონსტრუქცია გინდა :lol: :lol: :lol:



(ნავიგატორი ვარ :D)
წყალზე მოსიარულე

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by lama » 26 დეკ 2007, 10:25

ძალიან საინტერესო თემაა მე მოვიხიბლე ამ ხალხით :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
igdrasilis-kata
ბილიკზე მოარული
Posts: 54
Joined: 14 ივნ 2005, 10:11
Location: kombosto
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by igdrasilis-kata » 27 დეკ 2007, 03:59

lama
მეც მოვიხიბლე და დიდი სიამოვნებით ჩამოვიკონწიალებდი ნიკუშას, მაგრამ მეეჭვება დავძრა და ვიარო აქეთ-იქით (მოკლე დისტანციაზე კიდევ შეიძლება) დათვის ბელივითაა :D მამამისი იმიტომაც ეძებს სკამიან ზურგჩანთას
წყალზე მოსიარულე

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
პატარა ბავშვებით ლაშქრობაში

Post by popins » 27 დეკ 2007, 10:38

ლეონტი wrote:არსებობს ბავშვებისადმი და საერთოდ ადამიანებისადმი დამოკიდებულების 2 ძირითადი მიდგომა:
1 აზიური,
2 ევროპული.
აზიელები თვლიან , რომ ბავშვი დედას არ უნდა მოსცილდეს მანამ სანამ ის თავისით არ მოინდომებს დამოუკიდებლად გასვლას.
ამიტომ ჩინელები მაგალითად, ბრინჯის პლანტაციაშიც კი ზურგზე ბავშვით გადიან სამუშაოდ.
ევროპელები კი ბავშვს თავიდან იცილებენ და ცდილობენ თავიდანვე მოიწყვიტონ.

ამის შედეგია თბილი და ოჯახის მოყვარული აზიელები და ცივი, სიაფანდ- ღიმილიანი, საქმიანი , მოუცლელი, რაციონალური ევროპელები, რომლებიც ბავშვებს გარდამავალი ასაკიდანვე უშვებენ დამოუკიდებლად და ბავშვებსაც ძირითადად ისინი აღარ აინტერესებთ.

ჩვენ არ ვართ ევროპელები, უბრალოდ გვინდა ევროპაში, როგორც ყველა აზიელს.
მაგრამ ეს არაა სწორი, ევროპა და აზია არასოდეს გადაიკვეთებიან.
შექმენით ოჯახები და მეტი დრო დაუთმეთ პატარებს.
:lol:
ჰოდა მაგიტომაც არ ვიცილებ ჩემს გეგას,ჯერ ჩემთვის მინდა და მერე სამყაროსთვის:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]