შობას გილოცავთ მეგობრებო

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by gobe » 25 დეკ 2007, 12:38

მე ვერც კათოლიკეებს მივულოცავ ქრისტეშობას, რამეთუ ქრისტეს შობა 7 იანვარსაა.*








––––––––––––––––––––––––––––––––––––
* - თუმცა კი, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი ფირმიდან ოფიციალურად ღია ბარათების გაგზავნას ევროპელი კომპანიონების მისამართით მაინც ვერ ავცდი

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by lama » 25 დეკ 2007, 12:52

gobe wrote:
––––––––––––––––––––––––––––––––––––
* - თუმცა კი, ჩემდა სამწუხაროდ,

და რათა სამწუხაროდ?????

:shock: :wink: :lol: :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by natalia » 25 დეკ 2007, 18:56

მარტო კათოლიკები არ ზეიმობენ 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს არამედ მთელი პროტესტანტული სამყაროც.

ასე რომ ყველას ვულოცავ შობას, მნიშვნელოვანია რომ იესო იშვა, ღმერთი განკაცდა რათა ხსნა მოეტანა ჩვენთვის. ამ დრეს გამოვლინდა ღვთის დიდი სიყვარული ჩვენდამი.

25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო.

User avatar
Nik@
ბოდიალა
Posts: 132
Joined: 27 ოქტ 2007, 17:49
Location: LaBoRaToRy,景都景
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by Nik@ » 25 დეკ 2007, 19:42

natalia wrote: ამ დრეს
კი არა ამ დღეს

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by ლეონტი » 25 დეკ 2007, 19:49

ვეთანხმები გამომსვლელთა ნაწილს.
ტოლერანტობა ამ შემთხვევაში ალბათ ნიშნავს რომ არც შენსაში ვარგიხარ და არც სხვისაში.
:lol:
რადგან შობა 2 ჯერ არ შეიძლება იყოს წელიწადში.
ის 1 ხელ იზეიმება.
და 2 ეკლესია არ არსებობს. ეკლესია 1 ია და განუყოფელია, ისე როგორც მაცხოვრის კვართი.
2 შობა , 2 ახალი წელი, იმასაც გილოცავ , ამასაც გილოცავ.
გაორება დაღუპვის წინაპირობაა.
ის ფსიქიატრიაში შიზოფრენიის სინდრომით არის ცნობილი.
კათოლიკების და სხვა -სტანტების ზეიმებზე ,ცეცხლი არ გადმოდის ზეციდან და სხვა სასწაულები არ ხდება.
ღმერთი სადაც არის იქ ასტროფიზიკა და იულიანური კალენდარი ბათილია.
არსებობს 1 შობა და 1 სამოციქულო ეკლესია.
მოვეფეროთ ღვთის მადლს. თვალი სხვისკენ ნუ გაგვირბის.
თუ არა უძღები შვილის იგავი გავიხსენოთ.
:lol:
Last edited by ლეონტი on 25 დეკ 2007, 20:03, edited 1 time in total.

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by natalia » 25 დეკ 2007, 19:56

ლეონტი
ძალიან სამწუხაროა თუ ესე ფიქრობთ.

ამაზე კამათს არც ვაპირებ.

ჭეშმარიტება ერთია, ეს არის იესო ქრისტე.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by ლეონტი » 25 დეკ 2007, 20:07

natalia wrote:ლეონტი
ძალიან სამწუხაროა თუ ესე ფიქრობთ.
ვიცი რომ ბევრისთვის მართლაც სამწუხაროა ჩემი შეხედულება.
მაგრამ ამის გამო მას არ ვმალავ.
:P

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by lama » 30 დეკ 2007, 12:23

ლეონტი wrote:ვეთანხმები გამომსვლელთა ნაწილს.
ტოლერანტობა ამ შემთხვევაში ალბათ ნიშნავს რომ არც შენსაში ვარგიხარ და არც სხვისაში.
:lol:
რადგან შობა 2 ჯერ არ შეიძლება იყოს წელიწადში.
ის 1 ხელ იზეიმება.
და 2 ეკლესია არ არსებობს. ეკლესია 1 ია და განუყოფელია, ისე როგორც მაცხოვრის კვართი.
2 შობა , 2 ახალი წელი, იმასაც გილოცავ , ამასაც გილოცავ.
გაორება დაღუპვის წინაპირობაა.
ის ფსიქიატრიაში შიზოფრენიის სინდრომით არის ცნობილი.
კათოლიკების და სხვა -სტანტების ზეიმებზე ,ცეცხლი არ გადმოდის ზეციდან და სხვა სასწაულები არ ხდება.
ღმერთი სადაც არის იქ ასტროფიზიკა და იულიანური კალენდარი ბათილია.
არსებობს 1 შობა და 1 სამოციქულო ეკლესია.
მოვეფეროთ ღვთის მადლს. თვალი სხვისკენ ნუ გაგვირბის.
თუ არა უძღები შვილის იგავი გავიხსენოთ.
:lol:
ნეტარ არიან მორწმუნენი :);)

ისე მოწყალე სამარიტელის იგავი რომ გაგეხსენებინა ურიგო არ იქნებოდა და აქ ამ შემთხვევაში უძღები შვილის იგავი რა შუაშია :)

არ ვიცი ვერ ვხვდები და იქნება ამიხსნათ ;
)


პატივისცემით ლამა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by ARCHILI » 30 დეკ 2007, 15:07

ლამა.. ნუ ნერვიულობ, ყველას აქვს აღმსარებლობისა და რწმენის უფლება..

:D

რა შენი ბრალია, თუ შენი სულიერი მამა რომის პაპია ან იქნებ, სულაც ბუდა...
ან ორიგინალობის სურვილი მოგეზღვავა...

თუ მაინცდამაინც ამ დღის ზეიმი გინდა, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრება მაინც მოგელოცა ჩვენთვის...

. . .

არა უშავს, ვის არ მოსვლია მეგობარო.. შენ ჩვენ მაონც გვიყვარხარ სულ რომ კერპთაყვანისმცემელი იყო..

P.S. არ იდარდო, მეც ვარ ხოლმე შეპყრობილი განსხვავებულობის მანიით და ეგეთი კი არა უარესი სულელობებიც მომსვლია.

:wink:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by lama » 01 იან 2008, 16:27

ARCHIL_i wrote: ლამა.. ნუ ნერვიულობ, ყველას აქვს P.S. არ იდარდო, მეც ვარ ხოლმე შეპყრობილი განსხვავებულობის მანიით და ეგეთი კი არა უარესი სულელობებიც მომსვლია.

:wink:
იყავი მშვიდად და ყოველთვის განსხვავებულად


შენი ლამა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by ლეონტი » 01 იან 2008, 17:24

lama wrote:
ნეტარ არიან მორწმუნენი :);)

ისე მოწყალე სამარიტელის იგავი რომ გაგეხსენებინა ურიგო არ იქნებოდა და აქ ამ შემთხვევაში უძღები შვილის იგავი რა შუაშია :)

არ ვიცი ვერ ვხვდები და იქნება ამიხსნათ ;
)


პატივისცემით ლამა :)
ამჯერად ყურადღებას ერთ საკითხზე გავამახვილებთ. რადგან იგი უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია.

საქმე ეხება ამ ბოლო დროს კოსმოპოლიტური იდეების ქადაგებას და ეროვნული გრძნობისადმი ზოგიერთთაგან გულგრილ, ზოგჯერ კი დამცინავ დამოკიდებულებას. დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ასეთი ადამიანებისათვის რატომღაც ეროვნულობა და პატრიოტიზმი კარჩაკეტილობას ნიშნავს და მისგან განთავისუფლებისაკენ მოუწოდებენ, როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას.

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანობა და თავის თავში ჩაკეტილობა ურთიერთგამომრიცხავი მცნებებია. ქრისტიანისთვის ყოველი ადამიანი, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს იგი, და რა სარწმუნოებისაც, მოყვასია და ღვთის წინაშე ვალდებულია უყვარდეს ის, მოწყალე სამარიტელის იგავი ამის ნათელი დადასტურებაა.
ამიტომაც, ერთი შეხედვით, სადაო არაფერი უნდა გვქონდეს მათთან, რომელნიც უარყოფენ ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი განსხვავების აუცილებლობას და მსოფლიო ერთიანი ოჯახისა და მსოფლიო მოქალაქის მცნებების დამკვიდრებას ცდილობენ.

მეგობრობის, სიყვარულისა და ურთიერთდახმარების შესახებ იდეები მათ ქრისტიანობიდან აიღეს და იგი, მართლაც, ღირებულია. მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ განსხვავებული მიმართულებით განავითარეს და სამეუფო გზიდან შორს გადაუხვიეს.

ისინი დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის სიყვარული კი სწორედაც რომ ყველას სიყვარულს გულისხმობს.

მაცხოვარმა ჩვენს მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისაკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.

ბავშვისთვის მოყვასი ნიშნავს თავისი ოჯახის წევრებს და ახლობელთა ვიწრო წრეს. მოზრდილი ადამიანისთვის - თავისი ქვეყანა და ხალხი ავსებს „მოყვასის“ სივრცეს. მასთანაა იგი დაკავშირებული სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი ვალდებულებით. თავისი ხალხის კულტურა, ცხოვრების წესი, ტრადიცია არის მისთვის მშობლიური და საყვარელი.

უკვე სრულად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია.

უნდა ითქვას ისიც, რომ მესამე ასაკობრივი საფეხური გულისხმობს პირველი და მეორე საფეხურის აუცილებელ არსებობას ისევე, როგორც მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურის არსებობას.

აი, აქა აქვთ დაშვებული შეცდომა კოსმოპოლიტებს. ისინი მესამე საფეხურს მეორის გარეშე მოიაზრებენ და არაჯანსაღი, უშინაარსო, უსულო საზოგადოების შექმნისაკენ უბიძგებენ ადამიანებს.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანული პატრიოტიზმი და ეროვნულობის გრძნობა სრულიად განსხვავდება შოვინიზმისა და ვიწრო ნაციონალიზმისაგან, რომელთაც საფუძვლად ნაციონალური ამპარატავნება უდევთ: ქრისტიანული ცნობიერებისათვის კი ამპარტავნება მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება.

ეროვნულობა ქრისტიანობაში ნიშნავს ზრუნვას შენი ხალხის იმ ნაკლოვანებათა გამოსწორებისთვის, რაც მის ცხოვრებას თან სდევს; ნიშნავს ზრუნვას მისი სულიერი და ზნეობრივი განვითარებისათვის, ნიშნავს იმ ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების დაცვას, რაც მის თავისთავადობას, მეობას განაპირობებს და ყველაფერი ეს ამავე დროს სხვა ხალხებისა და ქვეყნებისადმი პატივისცემასა და კეთილგანწყობას გულისხმობს.

აი, რას ამბობს ვაჟა-ფშაველა პატრიოტიზმის შესახებ: „...რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის“ („კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“).

ეროვნულობის დაცვის საუკეთესო მაგალითს თვითონ ბიბლია იძლევა. მთელი ძველი აღთქმა ამ სულისკვეთებითაა სავსე. ახალი აღთქმიდანაც არაერთი მაგალითის დამოწმება შეიძლება. გავიხსენოთ თუნდაც მოციქულის სიტყვები:

„დიდია ჩემი მწუხარება და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა... ვისურვებდი თავად ვყოფილიყავ შეჩვენებული ქრისტესმიერ ჩემი ძმების, ჩემი სისხლის და ხორცის გამო, რომლებიც არიან ისრაიტელნი...“ (რომ. 9,2-4).

ანდა „თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი სახლის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგან ეს სათნო უჩინეს ღმერთს“ (რომ. 9,4).

„ხოლო, თუ ვინმე თავისიანთა და მით უმეტეს, სახლეულთათვის არ ზრუნავს, რწმენის უარმყოფელთა და ურწმუნოზედაც უარესი“ (I ტიმ. 5,4,8).

ასე რომ, ოჯახი, ახლობელთა წრე, სამშობლო, მოყვასი, სამყარო ის კიბეა, რომლის თითოეული საფეხური მომდევნოს საყრდენია და მის გარეშე და რწმენის გარეშე წარმოუდგენელია პიროვნების შინაგანი მთლიანობის შექმნა.

ამიტომაც, თუ გვსურს ვიყოთ თავისთავადნი და არა უფორმო, უსახო, საზოგადო მასის წარმომადგენელნი, უნდა ვიყოთ ეროვნული სულის ღირსეული მატარებელნი.

ასე აღზრდილი ადამიანი ყოველთვის პატივს მიაგებს სხვა ეროვნების წარმომადგენელთ, სათანადოდ აფასებს როგორც საკუთარს, ისე სხვათა ღირსებასა და თავისთავადობას. ასეთი ადამიანი პიროვნებაა, რადგან მას თავისი მეობა აქვს. იგივე ითქმის ერზეც. ასეთი ადამიანებისაგან შემდგარი ერი პიროვნული სახის მატარებელია, თავისთავადია და ამით არის სწორედ დასაფასებელი.

საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე.

ქრისტეს შობა
1999-2000 წ.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by lama » 01 იან 2008, 17:57

ლეონტი
გაიხარეთ გეთანხმებით


და მაინტერესებს თქვენი აზრი "მართლმადიდებელ მსობელთა კავშირზე"

რა აზრის ხართ ამ და ამგვარ ორგანიზაციებზე????

პატივისცემით

ლამა :wink: :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by ლეონტი » 01 იან 2008, 18:37

lama
მე არცერთის წევრი არა ვარ.
დედამიწის სრულ წრეზე შემობრუნებას გილოცავ.
Last edited by ლეონტი on 01 იან 2008, 19:04, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by lama » 01 იან 2008, 18:38

ლეონტი wrote:lama
მე არცერთის წევრი არა ვარ.
დედამიწის ნახევარწრეზე შემობრუნებას გილოცავ.
მადლობა გაიხარე :)


;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
შობას გილოცავთ მეგობრებო

Post by doroTea » 06 იან 2008, 12:14

ლეონტი

გაიხარე!!! :)

გილოცავთ დამდეგ შობას!!!

შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]