20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by Linda » 20 დეკ 2007, 15:21

აუ მალე გააგრძელეთ რა..

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2007, 02:57

ჰოოოოოოოოდა, მე2 ნაწილი იწყება:

ნაკრძალში 20 კმიანი წოწიალ-ბოდიალის შემდეგ ისეთი სველები და ყინულებიანნი ვიყავით, რომ საკუთარ კიდურებსაც ვერ ვგრძნობდით.
თომას (შეგახსენებთ, რომ მამაცური სიარულის გამო, მას ტომას ნაცვლად თომა დავუძახე), და მე მაო-კავკასიკა ნაკრძალის შემოსასვლელში მეტ-ნაკლებად გამთბარნი დაგვხვდნენ.

00:45ზე სასტუმროში გადავდეთ და რა იხილეს ჩვენმა თვალებმა?
პაპას მიერ აგიზგიზებული ბუხარი და მის გარშემო შემოწყობილი სავარძლები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2007, 03:12

ისეთი სითბო ტრიალებდა ირგვლივ, უცაბედად ძილიც კი მომერია.
ჩექმა მსწრაფლ გავიხადეთ და ფეხები რა წამსაც ბუხარს მუვუშვირეთ, იმისთანა ოხშივარი აგვივიდა, რუსთავის ბარე 2 მეტალურგიული
ქარხნის საკვამური ვერ გამოყოფდა მისთანა ორთქლ-ბოლს

Image

ზუსტად 3 წუთში, წინდები, რომელიც სათლიდან გასაწურად ამოღებულს ჰგავდა, გაშრა.
ჰოდა, კგ ხასიათზე მოსულები ვართ, სუფრა უნდა გავშალოთ და ჰოი საკვირველებავ:

კარი ფართოდ გაიღო და ადმინი და ჭუნა დედილო არ შემოიფრქვნენ?
გავგიჟდით.
1 გემრიელად მივრტყ-მოვირტყი ალიყური, ერიჰა, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი. ჰო, ჰო, მართლა ვამბობ.
რა სიზმარი, ეს დალოცვილები რეალურად არ ჩამოსულან?

ვაჰ, კაცო, არადა, უკან დაშვება რომ დავიწყეთ, გოგონასაც, შევეხმიანეთ, ბოჭოსაც, გვალვა ძალოსაც, ჭუნა დედილოსაც, მე
ნაიასაც კი ვურეკავდი ( მკდ, მანქანიანებს) და ვინც ყურმილი აიღო, წამოსვლა იუარა. რას ამბობ, ამ შუა ღამეს ჩვენისთანა
წესიერ ხალხს ბ/ხ-ს ნაკრძალში რა ჯანდაბა გვინდაო.

ჰოდა, არ ეტყობათ, რა ჯანდაბა უნდოდათ?

მოულოდნელი თავდადგომით საჩუქარი გამოგვიცხეს.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2007, 03:34

ეგ ჭუნა დედილომ და ლელამ მოყვნენ, ბორჯომში როგორ მოხვდნენ, მანამდე კი დავსძენ, ადმინი რისი ადმინი იქნებოდა, რუქა რომ არ მოთხოვა?

ჰოდა, კავკასიკას რუქა გამოართვა და ნიკას მოშველიებული კოორდინატებით დაადგინა, რომ თავშესაფარს დიდად გავცდენილვართ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სულ მცირე, 24 კმ გვივლია.

Image

24 კმიო? ჰმ, კავკასიკას გადავხედეთ. იმასაც რა უნდა ეთქვა, მწვადიანს შეუდგა.
Image

ჭუნა დედილოს კი თან საქმიანი ქაღალდები ჰქონდა წამოღებული, ვიდრე გი2გი მწვადს დაწვავს, ეგებ ჩამთავრება მოვასწროო

Image
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2007, 04:08

სუფრა მალე გაიშალა.

Image

ტორტი სად არის, ტორტი?
ლელა და ჭუნა გავაფრთხილეთ, ცალკე კავკასიკას, ცალკე მაოს ვაშაყირებთ-თქო.
უი, თქვენ გენაცვალეთ, აგყვებით, აბა, რას ვიზამთო.

ჰოოოოოოდა, მაომ სამზარეულოში სანთლები აანთო, მე შუქი ჩავაქრე და ტორტი
"რა ლამაზი დღეა, რა ლამაზი დღეას" მღერა-დამღერებით კავკასიკას მივართვით ჩასაქრობად.

Image

ახლა ახალგამომცხვარი იუბილარის რეაქციას ველით. ვგრძნობთ, უნდა გადავბჟირდეთ ჯერ მისი
რეაქციის გამო, მერე მაოსი, რომელიც მხოლოდ მაშინღა აღმოაჩენს, რომ გი2გის დაბდღე
არ ყოფილა და სულ ტყუილად ათრია ტორტი.

ერთი ამ კავკასიკას დამიხედეთ, არ შეიფერა იუბილარობა?
1ლი ნაჭერიც გადაიღო და ვითომ არაფერი, მადლობა მოლოცვისთვისო.

Image

ჩაგვიფლავდა იუმორის სიმძაფრე, მაგრამ მაოზე კი მაინც გულიანად ვიცინეთ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2007, 05:53

თავად მაოს ფეირვერკების სახით კიდევ 1 სიურპრიზი ჰქონდა:
მოდი, შუშხუნები ავანთოთო.
კარაველები საგანგებოდ გარეთ გამოვიყვანეთ. ოღონდ, ისე ვცოდვილობთ, სირცხვილისგან ვიწვით. ცეცხლის წაკიდების შემდეგ ერთი ყრუ გატკაცუნება გაისმა და შესხდნენ ჯორებზე ეს შენი მაშხალები.
Image

ბატონმა ადმინმა, ჭუნამ და კავკასიკამ არაფერი შეიმჩნიეს, ვაჰ, რა კგები ხართ, ეს რა მხეცი ფეირვერკები დაგვინთეთო.
მეტი არაა ჩემი მტერი, ეგრე ეფიქრათ. მგონი, რას დაგვცინოდნენ.

ოთახში შევედით თუ არა, კავკასიკამ ეს ჩვენი ნაცოდვილარი მაშხალები შემოიტანა, "ბახხხხო" დააძახებინა და ირგვლივ საოცარი ფერად-ფერადი ფიფქები მიმოიფანტა.

თურმე, ამ დალოცვილისთვის ოდნავ მარჯვნივ უნდა გადაგეწია ხრახნი რა. რა ცეცხლი, რის ცეცხლი, სულ არ იყო მისი ანთება საჭირო

რადგანაც მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდით, ფიფქების გაფრქვევის ფოტოები არ გვაქვს. ოთახი მხოლოდ მოვლენების შემდეგ გადავიღეთ

Image

Image

მერე ჭუნა დედილომ ოთახის დასუფთავება დაიწყო.
ისე, კგ ხნის დაწყებული ჰქონდა ეგ საქმე, მაგრამ მე გავაჩერე, ჰო, კგ, დედილო, რაც მიგავ-მოგავე, გეყოფა, ფოტო გადამაღებინე, რომ შთამბეჭდავად ჩანდეს იატაკზე დაყრილი ფიფქები-მეთქი

Image
ეს კოხტა ცოცხი სად იპოვა, ეგ აღარ მკითხოთ

მაო და კავკასიკა, ეს დარბაისელი ხალხი დარბაისულ ცეკვას მოჰყვნენ. მგონი, "გაფრინდი შავო მერცხალო აქვთ ჩართული" ან "მივალ მივყვები, თეთრი ცხენით მე ჩემს ფარასა"...

Image
აბა, როგორია ამ სიმღერაზე ცეკვა?
მაგარ, მაგარ...
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 21 დეკ 2007, 12:20, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by Mta Mkvarebia » 21 დეკ 2007, 09:53

რა მაგრები ხართ, ხალხნოოოო!!! ყოჩაღებოოო!!! :D :D :D
რა კარგი დრო გიტარებიათ?!
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by Nika » 21 დეკ 2007, 10:16

მაგარია!

ისე GPS გავლილ მანძილსაც რომ ზომავს :roll:
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by lama » 21 დეკ 2007, 10:25

GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარეთ!!!!!!!

მეამაყებით :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by nusa » 21 დეკ 2007, 11:06

გული მიგრძნობს შემდეგ განვითარებული მოვლენებიც არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს :D :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by guruli » 21 დეკ 2007, 12:13

რა მაგრები ხართ, ხალხნო, რა მაგრები... :lol: :lol: მოკლედ, სიურპრიზების მეფეები ხართ. გაიხარეთ. :D :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2007, 12:24

ასე, დილის ხუთ სთზე თავი საძილე ტომარში ვდურთე. ოთახში კი რაცხა ამბები მომხდარა. ისე უცინიათ, ჭერი ლამის დაბლა ჩამოსულა.
გაღვიძებისას ბათქაში თავზეც მეყარა, გეგონება, 1ლი თოვლი მოვიდაო.
ვაჰ, რა იცინ-იხარხარეს, მაგათ კითხეთ

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2007, 12:28

მორჩენილ ტორტზე სანთელი ისევ ავანთეთ და ვაჰ კაცო, ამ კავკასიკამ ისევ არ შეიფერა ეს მითომ (ამ შემთხვევაში, "მითომ" სჯობს და "ვითომ") დაბდღე?
წარბი არ შეუხრია, ისე ჩააქრო სანთელი. მისი თანამშრომელი იქვე იჯდა და ვააა, გიო, შე კაცო, დაბდღე თუ გქონდა, ვერა თქვი, წიწილს მაინც დაგიკლავდითო

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2007, 12:33

შუა დღით ბ/ხ-ს ტყეპარკის მუზემი ვნახეთ:

Image


Image


Image


Image

საინტერესო ექსპონატები იყო.
მერე კი პარკის ტერიტორია დავტოვეთ და ბაკურიანისკენ გავემართეთ.
იქ, საახალწლო დღეებისთვის სასტუმრო-სახლები უნდა მოგვეძებნა

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by lama » 21 დეკ 2007, 12:35

ძალიან ნსაინტერესოა ამ ყველაფრის ხილვა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]