როგორი იყო ადრე კარავი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
როგორი იყო ადრე კარავი

Post by popins » 19 დეკ 2007, 20:12

ლობო


გენაცვალეეე უშველის უშველის:)

მე სურვილი კი მაქვს მარა სადაც შემიძლია და როგორც შემიძლია ისე დავდივარ (გეგას გადამკიდე და პირველ რიგში მის გამო დავდივარ).ჰოდა.აპა რავი ჩამომართვით იეტის წოდება. რაღაც მექანიკურად გავიეტდი და სულაც არ მომწონს ეგ ამბავი 8)

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
როგორი იყო ადრე კარავი

Post by ლობო » 19 დეკ 2007, 20:22

popins
ვაჰ მერი სჰენ კი გედიალოგები მაგრამ სჰენტავზე კიარუნდა მიიგო :lol:

სჰემი გაცჰირვება და აზრები სჰემოგცჰივლეტ ვცუცუნებ რა :lol:

ვიცი რომ სჰენ დადიჰარ და კიდევაც მეტისმეტად დადიჰარ და გეგასაც კარ მოლასჰკრედ გაზრდი ეგრე :D და გაიჰარე!!!

იეტობა რასჰუასჰია ნუ ხატოვნად იკო ნატკვამი იმის აგსანისჰნავად რომ ზირიტადად ამ ფორუმის იდეისტვის სჰეუფერებელ აქტივობებს აკვს ადგილი..

დალაინ დიდი ჰნის დარეგისტრირებული არ ვარ აკ მაგრამ ადრეც სჰემოვდიოდი ჰოლმე და ეტკობა რომანტიკოსი ვარ ცარსულს მივსტირი :lol:
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
როგორი იყო ადრე კარავი

Post by popins » 19 დეკ 2007, 20:35

ლობო

ტაგდა ია მალჩუუუუუუ 8)

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
როგორი იყო ადრე კარავი

Post by mika » 20 დეკ 2007, 00:49

მე და მაო ერთ დღეს დავრეგისტრირდით და ილია მგონი 1დღის მერე (ესე მახსოვს).....

მერე რაიწყო ის რომ მე დილიდან სამღამომდე ვიჯექი კომპტანმემგონი ილიაც და ვპოსტავდით მაქსიმალური სიქარით მაშინ 1 პოსტის დაპოსტვას დაახლოებით 5წუთი ჭირდებოდა ეს საიტი ანტიკვარულ IATPსერვერზე იდო.....
კახაც მაგ დროს დარეგისტრირდა და მაშინ წავედით პირველად ბაგინეთში.... იმ დღის ალბათ YVელა წუთი მახსოვს კახა იყო ჩევენი განმანათელებელი საკმაოდ ბლომად ვიბოდიალეთ ფეხით მცხეთაში ძველი საფლავები ვნახეთ...

ხო ილიამ სასწრაფოდ კარავი იყიდა და ტავის პირველ გენერაციის პატარა ველიაკსთან ერთად ტავისი კორპუსისი ეზოში გაშალა კარავი და იქ ეძინა 1 ღამე ....:):) ხედავთ რა მაგალითს იძლევა (ასე რომ კარვში ვისაც არ გიძინიათ ვათხოვებ კარავს ეზოსაც თუ უნდა ):)

ადრე ძნელი იყო 10წუთი უნოდა რომ ეს კარავი გაეხსნა და კიდე 5წუთი რომ სადმე შესულიყავი ამიტომ შემთხვევით არავინ შემოდიოდა, ასეთი დაბრკოლების გამო,


კიდე უამრავაი საინტერესო ისტორიაა აქ დაპოსტვა ცოტა ძნელია ლაივში მოყოლას უფრო მუღამი აქვს...
ასე რომ შევიკრიბოთ სადმე ............კარვები გავშალოთ კოცონი დავანთოთ და ისტორიებიც ნელ ნელა წამოვა არდა მოსაყოლი იმედენია 10დღე არ ეყოფა..........................................................................................
.....................
medical student

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
როგორი იყო ადრე კარავი

Post by გვალდა » 20 დეკ 2007, 01:00

მე რა მახსოვს და...IATP სერვერი, ძნელად ირთვებოდა, მაგრამ ერთხელ თუ შემოხვიდოდი რამის დასაწერად, მერე ვეღარც გადიოდი... რაღაც რუსულ საიტზე ვტვირთავდი ფოტოებს და მერე img tag-ებში ვსვამდი... ისიც მახსოვს, ერთხელ "კარვის კალთა" ჩარაზული იყო თითქმის ერთი კვირა, იმიტომ, რომ სალაშქროდ იყო ყველა წასული ... მახსოვს, ძალიან დიდი ხნით ვიკარგებოდი, და ერთხელაც, რომ შემოვედი, gvalva-მ თემა გახსნა, "გვალდა დაბრუნდაო", გავოგნდი სიხარულისგან, რომ შეიძლება ვიღაცას ახსოვდე და თანაც ისე, თემა გახსნას... ეს 2004-ში იყო მგონი..
ყოველთვის მახსოვს, როგორ სხვანაირად თბილი და გულისხმიერია აქაური (პირველყოფილიც და ახლანდელიც) ურთიერთდამოკიდებულება... ვისურვებ, ასეთი იყოს კარავი ბოლომდე. :wink: :)
სვანეთოლოგი

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
როგორი იყო ადრე კარავი

Post by mika » 20 დეკ 2007, 01:35

გვალდა
რამდენი ხანია იცი მაინტერესებდა გვალდა ვინ იყო ხოდა იქ ჭილის ტბაზე რომ მითხარი გვალდა უცბათ დავმუნჯდი არ მეჯერა რომ გვალდა ვნახე (ეს იმდენად არ მოველოდი) ხო მაშინ ვინც შემოდიოდა ყველა გავხსოვს ნამდვილად და ყველაზე სათითაოდ ვჭორაობდით ლაშქრობებში ვინ ვინა და რა და როგორ მოკლედ მაშინ იმდენად ცოტა ადამიანი შემოდიოდა რომ მემგონი ყველამ ყველა კარგად ვიცოდით და პოსტებიც კი გავხსოვდა ერთმანეთის ვინ სად და რა დაპოსტა....ყველა კითხულობდა ყველა პ[სოტს და ყველამ ყველამ იცოდა სად რა ვინ დაპსოტა ....ხშირი იყო ხოლმე ესეთი საუბრები აი იმან იქ სი რო დაპოსტა და მერე იმან რომ უპასუხა გახსოვს აი იმ ლაშქრობის თემაში ხოხო როგორ არა .. . . . . .
. . .
. . . .

ეხლა უკვე დიდი დიდი ოჯახი ვართ და ყველა პსოტის წაკითხვა უკვე ძნელია
medical student

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
როგორი იყო ადრე კარავი

Post by kotetbeli » 20 დეკ 2007, 03:06

ეს რა კარგი თემა დამხვდა ძილის წინ შემთხვევით შემოსულს, ა?..

რამდენიმე წლის წინ:
ლექცია დამიმთავრდა და ინსტინქტური თუ გენეოლოგიური ბიძგებით (:D) ეგრევე გავეშურე airex-ის ოფისში, რომ ჩვენი მინდვრიბალახის მოყვარული ვიწრო სასტავი მენახა და ლექციების შემდგომი ცხოვრება დაგვეგეგმა, შევედი და დამხვდა lama და druides, ერთმანეთისგან ზურგით სხედან თავის კომპიტაურებთან... Gvalva-ც იქვეა და კარავზე თავის მორიგ დიზაინერულ-ტექნიკურ ჩასწორებას აკეთებს ასევე თავის კომპიტაურში... ოთახში შევედი, druides მხარზე წავარტყი-ჰა, ბიჭო, ვქნათ რამე, წამოდითქო. დრუიდმა-ჰო, ჰოო. ეკრანს დავაკვირდი და druides-ი lama-ს წერს კარავის pm-ს: "მორჩი, ეხლა, გავედით"... ახლა lama-ს მივუტრიალდი და lama-ს მონიტორზეც კარავის pm-ა გახსნილი, druides-ს წერს: "ხო, ახალ პოსტებს ვკითხულობ და გავედით!.." :wink:

მართალია, სანამ საიტი იქნებოდა, ჩვენ უფრო სერიოზულ და ძლიერ ლაშქრობებს ვაწყობდით.
უზარმაზარი შთაბეჭდილებების ფონზე გვიგროვდებოდა უდიდესი კარგი ემოცია და მე ვთვლი, რომ კარავზე ეს ემოციები მოვახერხეთ და "დავაკონსერვეთ", აი, ამიტოა, თაფლივით რომ იზიდავს ყველას ;)

სიტყვა ძალაა, ხოლო საინტერესო სიტყვა-ულევი ძალის წყარო!

წარმოიდგინეთ ეს ნაწერები რამდენიმე საუკუნის შემდეგ, წარმოიდგინეთ? "კარავი" არის წიგნი, რომელიც სუნთქავს, რომელიც უნიკალურ ინფორმაციას ატარებს... :wink:

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლაშქრობა იყო ლომისის სალოცავზე გამგზავრება მლეთაში. ლაშქრობის თითქმის ყველა მონაწილემ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადავდეთ (ეს ალბათ კარგი მაგალითი იქნება შემდეგისთვისაც), მახსოვს, რომ მოვყევით, ერთმანეთის გვიკვირდა-თუ ასე იყო, როგორ წამოხვედი, თუ ისე იყო, როგორ მოახერხეო...

airex-ის ოფისი იყო თავდაპირველი რეალური საფიხვნო, სადაც ძველი რამდენიმეკაციანი ბირთვი ვიკრიბებოდით, ვგეგმავდით ლაშქრობებს, ლაშქრობამდე წარმოსახვით ვმსჯელობდით, ხოლო ლაშქრობის შემდეგ-შთაბეჭდილებებით...

მახსოვს ოფისის შიგნიდან გამოკეტილი კარი, შიგნით გაშლილ რუკასთან მოსაუბრე ხალხი, ხელში პროდუქტების სიით, ქაღალდის ნაგლეჯით, ზედ წარწერით "ავტობუსის მძღოლი თემური, ნომ:...", ნათხოვარი რუკზაკით, შეგროვებული ლაშქრობის ფულით, მარშრუტის შესაბამისი საიდანღაც ამობეჭდილი მონაცემებით და ა.შ. ხოლო ოფისის კარზე გარედან ჩამოდებული პურცელი: ,,ნუ შეგვაწუხებთ, მიმდინარეობს airex ტრენინგი"... :D

სინამდვილეში, airex ტრენინგები მართლა ყველას კარგად გვქონდა გავლილი და მისგანაა, ახლა "მაკინტოში" და "მაკასინი" ერთმანეთში რომ არ მერევა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენ ტრენინგები ბუნებაში გავიტანეთ და ჩვენც ზედ მივეყოლეთ :)
ამის გამო იყო, ერთხელ რომელიღაც კლდის წვერზე თითქმის ბოლომდე ასულ Gvalva-ს დიდი და დაძაბული ფოფხვისას უკნიდან განწირული ხმა რომ მოესმა: "ქალბატონო გვალვა, ქალბატონო გვალვა", Gvalva რის კარველი იყო, იფიქრა, უჭირს ფეხის ტერფს მაინც მივაწვდენ, არ გადაიჩეხოსო, მოიხედა უკან და პირველი კითხვაც მიიღო ცალი ხელით და რამდენიმე კბილით კლდეს ჩაჭიდებული "განწირულისგან": "ქალბატონო გვალვა, სამშაბათს ჩაწერა მინდა ინტერნეტზე და გეცლებათ?".. :wink: ალბათ, ჯერ კიდევ მაშინ გაუელვა თავში გვალვას თემის სათაურმა "აუ, რაღაც მინდა ვთქვა"... :)

მოკლედ, აი, ახლა კარავზე ვარ და აქ მყავს ჩემი უახლოესი მეგობრები... ძალიან საინტერესოა ეს ცხოვრება! ჩემს ოჯახში ყველამ იცის კარავი, ყველა იცნობს იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მე ნებისმიერ ურთულეს ლაშქრობაში წავალ დაუფიქრებლად და მივანდობ ჩემს სიცოცხლეს. კარავზე მყავს ცხოვრების ყველაზე კარგი და ცუდი გზების ჩემთან ერთად შემსწრე მეგზურ-მეგობრები, ერთი შეხედვით ხვდებიან როდის მიჭირს და როდის მილხინს, არც მე გამომეპარება მათი ცხოვრების რომელიმე პრობლემა, მეხმარებიან და ვეხმარები... მოხდა ისე, რომ მთავარი მეგზურიც ზუსტად ამისვე გამო არ მყავს და... აკი ვთქვი, რთული, მაგრამ საინტერესოა ცხოვრება... არიან ადამიანები, რომლებშიც ყოველივე ეს უძვირფასესი ცხოვრებისეული "ნედლეული" ვერ "რეალიზდება"... მე ასეთი ვარ-ვშრომობ რაც შემიძლია და ვისვენებ ბუნებაში, იმნაირ მეგობრებთან, როგორიც მყავს და სხვანაირი ატმოსფეროს მოყვარული ნურც გამხადოს ღმერთმა!..
გავა დრო და ყველანაირი მეგზური მეყოლება... როგორც ნამდვილ კარველს, მწამს ბუნების გაზაფხულის, რომელიც მაშინ იკრებს ძალას, შენ რომ ზამთარში ფარ-ხმალს ყრი...
გაზაფხული აუცილებლად მოვა, ყველანაირი გაზაფხული! ;)
აბა, კარავს გაუმარჯოს!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
როგორი იყო ადრე კარავი

Post by Naia » 20 დეკ 2007, 04:38

kotetbeli
აუ, კოტე, რა კარგი ხარ :)

ისე ლამაზად აღწერე ყველაფერი...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
როგორი იყო ადრე კარავი

Post by lama » 20 დეკ 2007, 11:05

kotetbeli
მაგარი კაცი ხარ გაიხარე თვალზე ცრემლი მომადგა სიხარულის ცრემლი :) შენი ნაწერის ბრალია ეს ჩემო ძმაო გაიხარე ...

მე ახლა, ერთ სახალისო ისტორიას გავიხსენებ...

ერთი კვირისა იყო კარავი თუ არ ვცდები :) და გადავწყვიტეთ, ერთ ოთახში მომწყვდეულმა კარაველებმა: მე, კოტემ, გვალვამ და დრუიდმა წავსულიყავით ფშავში... დავთქვით შეხვედრის დრო და ადგილი ... მოვიდა დრო შეხვედრისა და იმ სიხარულისა რასაც პირველი უცხო ადამიანთან შეხვედრა ერქვა, რომელიც ახალი კარაველი გახლდათ და რომელსაც ერქვა wanderer-ი :) მოკლედ , უნდა დავხვდეთ მე და დრუიდი ვანდერერს გარეთ სულხან-საბას ეზოში (ტანძიაში არ შეგეშალოთ ყოფილი პედაგოგიური უნივერსიტეტი იგულისხმება) ორივეს გვგონია, რომ ერბო ქონია და ვანდერერი კი ლამაზი გოგოა.... ვემზადებით შესახვედრად მანამდე კი ვბჭობთ ნეტა ვინ არის ის ახალგაზრდა ???? მოკლედ დავადგინეთ ჩვენი ფანტაზიით, რომ ვანდერერი აუცილებლად გოგო იქნება, იქნება ლამაზი, მაღალი, გრძელ თმიანი, ცისფერთვალება (დრუიდის ვარიანტი იყო ეს) შავთვალება (ეს კი ჩემი ვარიანტი) საბოილოოდ ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე და ოი საოცრებავ!!!!!! გამოჩნდა მარა ვინ გამოჩნდა :shock: :shock: ბიჭი ყოფილა :cry: :oops: და მოვიწყინეთ ცოტათი :cry: ერთადერთი ის მამშვიდებდა, რომ ამ ახლად გაცნობილ ყმაწვილს თვალები შავი ჰქონდა მართლაც და დრუიდს ვეუბნები აი ხომ გითხარი, შავი თვალები ექნებოდა მეთქი :)
:D


მოკლედ ასე იყო ჩვენი გაცნობის ისტორია პირველ შემოკარავებულ წევრთან :)

ამიტომ ვეძახი მე wanderer-ს პირველ ინტერნეტ მეგობარს :)

მერე გავიცანით მაო და ილია ის დღეც მახსოვს.... მე, კოტე, გვალვა და დრუიდი მივედით მაოს და ილიას გასაცნობად ფილარმონიასთან ....

მერე მახსოვს ილომ სახლში თავისი "გოლფით" როგორ წამიყვანა ... დიდი მადლობა ვუთხარი და ვუსურვე აქტიურობა კარავზე და აი შედეგიც :)

მიყვარხართ ყველანი გაიხარეთ

კარავს გაუმარჯოს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Georgian Rabbit
მაწანწალა
Posts: 430
Joined: 06 აგვ 2007, 10:17
Location: Tbilisi, Georgia
როგორი იყო ადრე კარავი

Post by Georgian Rabbit » 20 დეკ 2007, 13:18

kotetbeli
ჰაჰაჰა

IREXის ტრეინინგებმა ერთი "ტრავმული" რამ გამახსენა ჩემო კოტე.

ჰეჰე
ჰოდა პირველად როგორ მოგაგენით და იმ წელს ჩავაბარე და როგორც ყოფილი გაცვლითი მოსწავლე ვეძებდი IREXის ოფისს და პუშკინში აღმოვაჩინე და უაააა გამიხარდა მაგრად.

და მოკრძალებით დავაკაკუნე
იღება რკინის კარი, კარს მიღმა სათვალიანი, წარბებ შეყრილი ქალი მხვდება სახაზავით ხელში
მე_ უკაცრავად, ისა, ეს IRE...
სათვალეებიანი ქალი_ ტრეინინგი მაქვს! :რაძგუაან:

მეორე ცდა წამრატებული იყო მეორე თუ მესამე დღეს, უკვე ვანიჩკა, სათვალლებიანი ქალი :D და ვაჟიკა გავიცანი, რაღაცაზე ვხითხითებდით და ლამამ და მერაბმა შემოყეს მხრები ... მერე სულ რომ შემოვიდნენ ჰალსტუხები ეკეთათ და დავცინეთ. მე უნივერსიტეტში არც ისე ბევრი მეგობარი მყავდა, და ძალიან დავუმეგობრდი "კარაველებს".

და მერე შიო მღვიმეში წავედით ერთად და მერე დაიწყო.

ჰეჰ

პ.ს. თან გავრბივარ, დიდებულ დეტალებს ვერ ვასწრებ
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
როგორი იყო ადრე კარავი

Post by mika » 20 დეკ 2007, 13:36

kotetbeli
მაგარი ხარ კოტე მაგრიი
ერთადერთი ადამიანი რომლის ამხელა პოსტების წაკითხვა სიამოვნებას მანიჭებს :lol:
medical student

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
როგორი იყო ადრე კარავი

Post by namcecuna » 20 დეკ 2007, 15:25

:):):)
რა კარგი თემაა, და რა კარგად წერთ თან, კიდევ გაიხსენეთ და ძველი ამბები :)
:სენტიმენტალურად ვიღიმები:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
როგორი იყო ადრე კარავი

Post by namcecuna » 20 დეკ 2007, 15:28

მაპატიეთ, გამეორდა და :) :oops:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
როგორი იყო ადრე კარავი

Post by Mta Mkvarebia » 20 დეკ 2007, 16:07

kotetbeli
:D :D :D

ეს რომელი ტომი იყო? :wink: :)
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
როგორი იყო ადრე კარავი

Post by TuTa » 20 დეკ 2007, 16:54

ვააა რა საინტერესო ყოფილა ეს თემა თურმე :shock: :)

kotetbeli

ეს რა ლამაზი წყობა გცოდნია, ეკრანს მივეყინე თვალებით და აზრებით :) :) :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]