18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 დეკ 2007, 02:35

აბა, ახლა გვითხარით, როგორი სიურპრიზი გამოუვიდა მაოს?
გაამართლა მოლოდინებმა? კარალიოკმაც გაამართლა?

ახლა "იდეების კიდობანში" 18 დეკემბრის სიურპრიზის თემას გადახედეთ და ბევრი იცინეთ მსჯელობებზე


User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by Mao » 19 დეკ 2007, 03:53

GAMARJOBA SAKARTVELO
და გამარჯობა საქართველოოოს!!!!!!!!!!!!!!
together on the top!!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by lama » 19 დეკ 2007, 09:35

მაგარი იყო ვერაფრით ვერ მივხვდი რა მელოდა (გველოდა) წინ :D:D:D:D:

ლამაზი გამოვიდა ყველაფერი :)

ერთი ეს იყო


ხურმა ჭარბობდა კარალიოკს :D:D:D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by TuTa » 19 დეკ 2007, 09:52

ვგიჟდები ხალხზე, რომლებსაც სიურპრიზები შეუძლიათ აჩუქონ სხვა

ადამინებს, მითუმეტეს ერთდროულად 40 კაცს :) :) :)

დიდი დიდი მადლობა

ყველაფერი მომეწონა, ადგილი, ფეირვერკი, შუშხუნები, ატმოსფერო რომელიც იქ სუფევდა და რაც მთავარია მოლოდინი ერთობის და რაღაც ლამაზის :) :) :)

გაიხარეთ, ნიკოლოზობას გილოცავთ !!!

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by ketuna4 » 19 დეკ 2007, 09:56

GAMARJOBA SAKARTVELO

Mao
ძალიან კარგები ხართ. უუულამაზესი იყო და რაც მთავარია მოულოდნელი.
რამდენი ვიფიქრე რა შეიძლებოდა ყოფილიყო მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.
თქვენ გაიხარეთ ძალიან მიყვარხართ

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by meore monadire » 19 დეკ 2007, 10:00

დაწერეთ რა რა იყო სურპრიზი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by tiko_r » 19 დეკ 2007, 10:04

სურპრიზიც მაგარი იყო
კარალიოკიც, რომელიც არ არმიჭამია იმიტომ რომ არ მიყვარს... გოგა.. შემდეგში მანდარინი მოითხოვე საშვად :oops: :lol:
და ამდენი ხალხი რომ შეგვკრიბეთ და ასეთი დადებითI ემოციებით რომ დაგვხუნძლეთ ისიც ძალიან მაგარი იყო :D

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by nusa » 19 დეკ 2007, 10:04

არა, ეს რა იყო,ა? :roll:
რას არ წარმოვიდგენდი, მაგრან 2 კვირით ადრე ახალი წლის :roll: აღნიშვნას ვერა ;) :D

ვააახ, ეს რამოდენა ხალხი იყო კაცოო?!... :roll:
და
ყველას ღიმილიანი სახე ჰქონდა :)


გაიხარეთ მაო და გოგა, არაჩვეულებრივი და უსაყვარლესი ადამიანები ხართ!! :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by lama » 19 დეკ 2007, 10:38

მაინტერესებს ფოტოები და კიდევ როგორ გაგრძელდა კაფეში სიტუაცია

მე, დრუიდი, მისი მეუღლე მარტა და ჩველი ფრანგი მეგობრები წავედით რუსულ ბარ "ტერემიოკში"

და თქვენ...... :?: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by likakoo » 19 დეკ 2007, 10:39

GAMARJOBA SAKARTVELO
Mao

რაც ეგ თემა დაიდო სულ ვფიქრობდი გამეშიფრა რას გვიმზადებდით :wink:

მერიიდა ფეხით სვლა, რომ დავიწყეთ ვფიქრობდი მამა დავითზე ავდივართ და განათებულ თბილისს ზემოდან გადმოვხედავთთქო....
ცოტა გვერდით , რომ გადაუხვიეთ, აააა ქართლის დედასთანთქოოო!!!!

მოკლეთ, ვერ გამოვიცანიი!!

მაგრამ, მცირე დამთხვრვა მაინს მოხდა :wink: საკუთარი "მაშხალით" რომ მოვედე ჭუნამ თქვენი თანაზიარობა დამწამა :) :wink:

გოგამ დამდეგი ნიკოლოზობა მოგვილოცა. მე იმ დღევანდელი წმინდანის ხსენების დღე, საბაობა.....

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by likakoo » 19 დეკ 2007, 10:45

იდეის ავტორები დავაჯილდოვე "ოქროს ვაშლით" :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by Mta Mkvarebia » 19 დეკ 2007, 10:45

Beqa Picxelauri wrote:დაწერეთ რა რა იყო სურპრიზი
რა იყო და....

შევიკრიბეთ მერიის წინ, ემატებოდა და ემატებოდა ხალხი. ვინ არ იყო იქ: გვალვა, გოგა, ტომა, უნა, ილია, გობე გობე-ვაიფითურთ, ბოჭო, დრუიდი თავის მეუღლითურთ, ლიკაკო, თიკო_რ, ქეთუნა, თუთა, ნუსა, გვალდა, ჭუნა, ნინუცა, ლობო, ტრულალა, ნიკა, მირანდა, მისი და მარიტა, სასკვა, მისი და მარიტა, ლამა, ახალი კარველები კოკო, "მინდა ვიყო ბატონი გვალვა" (მისი ნამდვილი ნიკი ვერაფრით გავიგე, მარწმუნებდა ეს არის ჩემი ნიკიო, სხვათაშორის გვალვა რომ მოვიდა, შორიდან შენიშნა, ხელები რუპორივით დაიჭირა და "გადადექი, გგადადექი"-ს ყვირილი დაიწყო მერიის წინ. ვინ დაიჯერებდა, რომ გვალვას უყვიროდა?. :roll: მოკლედ გაზით და წყლის ჭავლით აქციის დაშლას გადავრჩით :wink: ), ფლორა, ვარვარა, N67, ზვიო, თამუსია, ზვიოს პლიუსები, რომლებიც სხვადასხვა ლაშქრობებიდან გახსოვთ (პლიუსების მთელი არმია ყავდა :) ), ბელჯი, გურული, ჩამოხეული ბილბორდები, ლინდა, ქლაიმბერი და მეტი აღარ მახსოვს, სულ 37 თუ 38 კაცი. ბოლოს ნინუკალა შემოგვიერთდა... არ ჩანდა მხოლოდ მაო.... დავიძარით მთაწმინდის მიმართულებით, არ ვიცით სად მივდივართ. ჟრიამულით ავიკელით იქაურობა, ხალხი ფანჯრებიდან იხედებოდა და კითხულობდა: “აქციააო?”, მაოს დანაკლისი ყველამ შენიშნა, და სხვათაშორის ეჭვებიც გამოითქვა, მაოს სახლში ხომ არ მივდივართ და ამდენი ხალხს გვეტყვის ალბათ “აგერ, შეშა მაქვს დასაჩეხი”, “აქ ცოტა შესაღებია, აქ გაჯია დასმატებელიო” მოკლედ სხვადასხვა ვარიანტებს გამოვთქვამდით, მაგრამ სინამდვილეში რა ხდებოდა, კაციშვილმა არ იცოდა, ეს გაურკვეველი მოლოდინი კიდევ უფრო დიდ ინტერესს აღვვიძრავდა… ცოტა ვიარეთ თუ ბევრი, მივადექით ამაღლების ქუჩაზე (როგორც ლამამ თქვა) ახლადგაშენებულ სკვერს. ჩვენს გამოჩენაზე უცებ ცა განათდა და სხვადასხვა მხრიდან ფეიერვერკების წვიმა წამოვიდა, მთელი სკვერი მიწაში ჩამაგრებული სანთლებით იყო განათებული, ფეიერვერკების წვიმა ხელოვნური თოვლის ფანტელებმა შეცვალა აეროზოლიდან, მერე კი იქაურობა ისევ განათდა, ამჯერად ბენგალური შუშხუნების ნათებით, რომლებიც ყველა კარველს დაგვირიგეს… აი ასე მოგვილოცეს მაომ და გოგამ დამდეგი ნიკოლოზობა. მართლა დაუვიწყარი სიურპრიზი იყო, რამაც ამდენი, მოულოდნელი საჩუქრის მოლოდინით ავსებული სოლიდური და ნაკლებადსოლიდური :wink: :) ხალხი ბავშვობაში დააბრუნა და პატარა დრესასწაული აჩუქა. დიდი მადლობა მაოს, გოგას, მაოს ახლობელ პატარა გოგონას, რომელმაც მასთან ერთად სიურპრიზის უშუალო მოწყობაში დიდი როლი ითამაშა. გმადლობთ, ხალხნო, გაიხარეთ. მიხარია რომ ასეთები ხართ და შეგიძლიათ პრობლემებით დატვირთული რეალობისდა მიუხედავად ხალხს ასეთი სიხარული აჩუქოთ.

ჰოო, კინაღამ დამავიწყდა, კარალიოკი უბრალოდ საშვის ფუნქციას ასრულებდა, რომელიც მაომ ჩამოგვართვა (დუბლიონკაში ჩავულაგეთ :) , მერე ისევ დაგვირიგა და "ახლა შეჭამეთო" გვითხრა. ჩვენც რა თქმა უნდა ასე მოვიქეცით :wink: :)

ვინც გამომრჩა ნელ-ნელა მახსენდება და ვამატებ სიაში :wink:
Last edited by Mta Mkvarebia on 19 დეკ 2007, 11:51, edited 4 times in total.
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by meore monadire » 19 დეკ 2007, 10:55

Mta Mkvarebia
ძალიან მაგარი ყოფილა

საღოლ ორგანიზატორებს

მეც თქვენთან ვიყავი გულით
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
18 დეკემბრის სიურპრიზი როგორი იყო ?

Post by TuTa » 19 დეკ 2007, 10:55

ესეც ფოტოები

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]