drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 12 დეკ 2007, 16:20



სიტყვა დამძველებია ცოტა არ იყოს და.. მთავარია, სათქმელი არ დაძმარდეს, თორემ დაძველებული სიტყვა ზოგჯერ დაძველებული კონიაკივით მხოლოდ თუ გააკეთილშობილებს სათქმელს..

ერთი კარგი კარავული გასვლა მომნატრებია, ისეთი, ჩვენებური, გვალვამ, მაომ, ნუციკომ, ტომამ და სხვა ძირძველ კარველებმა რომ გვასწავლეს..

სიტყვას რომ ნისლივით აატან სივრცეს და მერე აკანკალებულ თვალებში მონათესავე სულის გამოხედვას რომ დაიჭერ..

ერთი ხევსურთ-ნათქვამი და ჩვენი ჩაჯიბებული ნათქვამი მინდა, სადმე მთის თავზე, ისე.. თავს რომ მეფედ იგრძნობ..

გავჩერდები ახლა, თორემ.. ლამის არის გავვარდე ახლა სირბილით ფორესტ გამპივით.. და აღარ გავჩერდე დიდხანს..


User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ZVIOSULI » 12 დეკ 2007, 16:30

გაიქეცი არჩილ, გაიქეცი

(შენიშნვნა - გაიქეცი აბალდუი, გაიცქეცი - ისე კარგად არ ჟღერს და .....)

დადიანის ქუჩაზე ჩასახვევია დუქანში, გირჩევ მაგ მხარეს აიღო გეზი
:D
დუქანში ნასიტყვარი და რესტორანში წარმოთქმული სულ სხვადასხვაა და...
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 12 დეკ 2007, 16:39

ARCHIL_i wrote:

სიტყვა დამძველებია ცოტა არ იყოს და.. მთავარია, სათქმელი არ დაძმარდეს, თორემ დაძველებული სიტყვა ზოგჯერ დაძველებული კონიაკივით მხოლოდ თუ გააკეთილშობილებს სათქმელს..

ერთი კარგი კარავული გასვლა მომნატრებია, ისეთი, ჩვენებური, გვალვამ, მაომ, ნუციკომ, ტომამ და სხვა ძირძველ კარველებმა რომ გვასწავლეს..

სიტყვას რომ ნისლივით აატან სივრცეს და მერე აკანკალებულ თვალებში მონათესავე სულის გამოხედვას რომ დაიჭერ..

ერთი ხევსურთ-ნათქვამი და ჩვენი ჩაჯიბებული ნათქვამი მინდა, სადმე მთის თავზე, ისე.. თავს რომ მეფედ იგრძნობ..

გავჩერდები ახლა, თორემ.. ლამის არის გავვარდე ახლა სირბილით ფორესტ გამპივით.. და აღარ გავჩერდე დიდხანს..


სხვა რაღა დაგვრჩენია უბრალო მოკვდავებს

ვისმინოთ შენი ნაუბნი

და ვიკითხოთ შენი ნაწერი


და ვიხაროთ რომ შენს ეპოქაში დავიბადენით
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 15 დეკ 2007, 18:00

ტიალო წასულო დღეებო

Image
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 15 დეკ 2007, 18:09

ვიფიქრე დავურთო მეთქი სიტყვა...

რა სუტყვა უნდა დავურთო ...

სევდიან თემაში ერთი რამ მაინც იყოს საცდილო სიხარულისკენ
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 15 დეკ 2007, 18:40

რამდენი ხანია აღარ აჩქამებულა თემა...

მეც აღარ ვარ ლოთი, ხანდისხან თუ წამოუვლის სულს სიშფოთე ...


მარტო სიგიჟე კი არ ყოფილა საკმარისი...

აბალდუი არჩილიც სიზმრებს ხედავს მომავალზე...


გარეჯი მაგრად მოვიარეთ ბევრი ვთქვით და ბევრიც დავლიეთ...

მაგრამ მეორე დღეს განახსენებმა ...

სადღაც ვიღაცის წინ დაკეცილი შფოთი სულის ადამიანი და დამცირების ღიმილით გაპასუხება ...

მეორედ ვინანე საქციელი ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 15 დეკ 2007, 18:44

პირველად ...


მეჩხერად მოძრავი მანქანის შუქი აქა იქ ატანდა და ნაუცბათევად წამოანათებდა სუსხიან ღამეში მიკარგულ სკამს...

მე ვსაუბრობდი ...

არაფერზე არ ვსაუბრობდი ...

ჩემს ცხოვრებაზე...

და არარაობაზეც...

მერე კი ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 17 დეკ 2007, 11:38

სიტყვა გამაწყვეტიეს...

მაგრამ ალბათ მოვაბამ თავს და რამოდენიმე სიტყვას კიდევ დავდებ საკუთარ თავზე...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 17 დეკ 2007, 11:38

მერე კი...
მერე რა, შეოცვდა ხელში ნაოცნებარი წამები და...
უმომავლო ადამიანი აღარაა ბედნიერი...
ფსევდო ბედნიერია, დღიურად ბედნიერი...
თავის დაჯერების მეთოდი გვაქვს ადამიანებს: მაგალითად ვიჯერებთ რომ ღმერთი გვწამს და გვწამს ღმერთი, ჩვენი რწმენა გვიყვარს, სიყვარულიც გვწამს...
მე კი არ მწამს, მე მიყვარს რწმენა აღარც ვიცი უკვე ...
ამიტომ ჩემი რმერთიც ისაა, სიკვდილიც, სიცოცხლეც, სიტყვაც და ჩემი არსებობაც...
და ჩემს ღმერთს ვესაუბრებოდი, ჩემს ოცნებას ვუყვებოდიჩემი ცხოვრების უაზროებას და ბედნიერი ვიყავი, რადგან კიდევ ერთ სიტყვას ვეტყოდი მომავალში...
არ დამნანდებოდა არაფერი, იმიტომ რომ ყველა სიტყვა ჩემი იყო, არცერთი გამოგონილი არცერთი უსაჭირო, უსაჭირო არაფერი იყო...
მე ვესაუბრებოდი და ბედნიერი ვიყავი იმიტომ რომ მას უნდოდა მესაუბრა და მეც ვსაუბრობდი ტითოეული სიტყვა ვიყავი, ვეხებოდი სიტყვით, მზერით...
მერე...
მერე შევეხე...
შევეხე და ერთი წამით მისი სუნთქვა ვიგრძენი...
ოცნება აღარ დამრჩა მეტი...
უკვე ოცნების ზემოთ ვიყავი...
და ვეამბორე...
მერე ადამიანობა...
თან უაზრობით გაძეძგილი სული...
უაზრობას მინაჩვევი და...
წყურვილი, ისეთი ყველა ადამიანს რომ იპყრობს სანუკვართან შეხებისას...
და დამთავრდა, სული გატყდა, დაიმსხვრა, დანაწევრდა, დაიკარგა, არსებობს წადილიც გაქრა, ერთი ჩვეულებრივი გავხდი მეც, სიკვდილის წინ რომ სანანებლებს მოითვლის და ისევ ადამიანური სურვილით დალევს სულს: მალე არ დაივიწყონ როგორმე დიდხანს ახსოვდეთ თუ როგორი იყო, რომ შეძლო მოეპოვებინა პატივი და დიდება და რომ დროის უმეტესი ნაწილი ისე გაატარა, როგორც ეწადა, მერე რა, რომ ისე არ იცხოვრა, როგორიც იყო, დაითმინაან რამე იცრუა, სახელი ხომ დარჩა, ბედნიერად და ძლიერად ითვლებოდა ...
მაგრამ მერე რა...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 17 დეკ 2007, 11:39

მერე ინანა რომ სადღაც ცხოვრების გზაზე თავის თავს გაასწრო, ან ჩამორჩა, სხვა გზას გაყვა, არ დაასრულა სიცოცხლე ნამდვილმან საკუთარ თავთან...
ინანა...
მეც ვინანებ...
ერთი სურვილის ვერ დატმენას ვინანებ...
მხოლოდ აქამდე მისვლაში განვლილი ცხოვრების მოგონებებით ვიცოცხლებ...
ოცნებანარევი ცხოვრების მოგონებით...
რომ ვიყავი...
რომ ვეძებდი...
და რომ ვიპოვე...
და რომ ვსწავლობდი...
მისგან ვსწავლობდი...
ჩემს თავს ვსწავლობდი...
მეგობრობას ვათქმევინებდი და ღამეს მასზე ოცნებით ვტეხდი...
კიდევ ერთხელ შეხვედრის იმედად მეორე დღემდე ვატნევდი...
თავს ვიიმედებდი რომ ვახსოვდი, რომ ისიც ფიქორბდა...
სულ უბრალოდ ფიქორობდა..
იმ წუთს მაინც, როცა მორიგ უაზრო მესიჯს ვწერდი...
მერე...
ისევ ეს ოხერტიალი მერე...
აღმოჩნდა რომ არარაობად მიმიჩნევს...
და დამთავრდა...
ცებზე მოარული ბექა სევდის სავანედ იქცა...
უაზრობად იქცა...
თავის მობეზრებად ...
მერე...
მერე აღმოჩნდა რომ ასე არაა...
რომ არარაობად კი არა...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 17 დეკ 2007, 11:39

იმდენად მნიშვნელოვანი ვარ რომ...
რომ ჩემთვის ცრემლიც დაღვრაც კი ძალუძს...
და ყოველთვის იცოდა...
იცოდა რომ მიყვარდა...
იცოდა რომ მატყუარა ვარ...
ეგ მეც ვიცოდი...
მერე...
მერე ისევ ლიბოდანაკრავი სულის ამბოხი...
საკუთრების შეგრძნება...
სიყვარულის სიყვარული...
სევდიანობის დაკარგვა
და წლების მანძილზე ნაფიქრი, რომ ნამდვილი ბექა არაფერია, თურმე პირიქითაა, ნამდვილი ბექა ცრემლსაც იმსახურებს, მისგან იმსახურებს...
მერე...
პირველი პაემანი...
ჯიბესი ჩაკუჭვილი მიცემად ვერ გაბედვილი ყვავილები...
მერე ხეტიალი...
უაზრო ხეტიალი...
წვიმიან ქალაქში ხეტიალი...
და სიჩუმე ...
ნაოცნებარი სიჩუმე...
სმაურიანი...
მერე სიტყვები, მონატრებისგან დალურჯებული სიტყვები...
პაემანზე ნახევარი საათით ადრე მისვლა...
ლოდინიც მონატრებია სულს...
მისთვის ლოდინი...
ისეთი ლოდინის როცა იცი, რომ ნამდვილად მოვა...
მოვა და მოგისმენს, შემოგხედავს, გიაყვედურებს...
რაზე და: ასე არ შეიძლებაო, ასეთი რამ არ არსებობსო
და პასუხით განაოცები თვალები...
ნერე ისევ მარტოობა, ისევ ფურცელი და ისევ ფურცლებზე ტევა მონატრებისა...
ნაპაემნარი ადგილის შეჩვევა, ერთი და იგივე ადგილის გატკეპნვაკება...
ისევ მისი ბედნიერების შეთხოვა არსთა განმრიგესთვის და ისევ მოლოდინისათვის არსებობა...
მე მიყვარს...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 17 დეკ 2007, 11:40

ეგება როდისმე ჩემი რომელიმე წერილიც დავდო

ადრესატამდე ვერ მინაღწევი...

მაგრამ ახლა თემის ოფტოპიკობას მოვეშვები და

ისევ "მისთვის ამღედება ქარაფების კენტი სტუმარი"...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by gobe » 17 დეკ 2007, 11:42

ყოველივე ამის მერე, მოდი და ნუ დალევ...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 17 დეკ 2007, 11:43

ძალიან ძალიან ცოდნია კარგს მონატრება

კარგს მინაჩვევ სულს უკარგოდ ყოფა ძალიან გაუჭირდა...

მაგრამ მომავლის რწმენით და კიდევ ერთხელ მაინც ნაქხვის იმედით აუბნებენ ენას შეთქმულები

აბალდუი არჩილ

ნუ იცი ხოლმე ასე დაკარგვა

ხომ იცი რომ სიჩუმე ახლა სულაც არაა ოქრო...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 17 დეკ 2007, 18:35

ეჰ.. ჩემი სიჩუმე ყოველთვის ოქროა, ამ დროს ვარ ყველაზე ბრძენი, აი ჩემი თქმისა და ლაპარაკისა კი... რა გითხრათ

ეს.. ისე... სიმართლისათვის..

სიმართლე კი ზოგჯერ მწუხრია ხოლმე, მით უმეტეს საკუთარ თავთან გამხელილი, თუ კი გაინდობ, მერე კიდეც შეიძლება მცირედ ჩამოძაძდე..

ეეეჰ.. მწირია ხოლმე ჩვენი გული, არ ვიყენებთ, არ მივმართავთ, არ ველაპარაკებით, მერე ჩამოგვიობდება ხოლმე უსისხლოდ, უსიტყვოდ, ულაპარაკოდ..

მთელი სიმდიდრეც ის არის ზოგჯერ, როცა იმას იძმობ, იმას შეიამხანაგებ და იმას უძმადფიცებ, ვისაც შენი სულის სარკეობა შეუძლია და საკუთარი გულივით გიუბნებს, გილაპარაკებს, გიერთგულებს..

ჰო.. გიერთგულებს, ოღონდ არა "ჰო"-თი ხოლმე ყოველთვის, არამედ, ზოგჯერ ცხარე და მწარე "არა"-თიც, ჯიუტობითაც და დამყოლობითაც..

მოკლედ, ძალიან გადავიჭერი ქადაგებად და ამოდმეტყველადაც, იქნებ.. იმიტომ, რომ გულს კიდევ ერთი ფენა გაცრუება ავაჭერი და ცოტა არ იყოს და, შევეკარ ტკივილსაც, თითქოს ვინმეს მივეკერ-მივედუღებინე..

თუმცა.. ეგეც გაივლის, როგორც ყველა ნათქვამი გაივლის სივრცეს და დაიკარგება ჩუმად, უჩინრად..

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]