ვაი, ვაი - მოგიკვდი, ლამა!რომელ საათზეა???
გურულისგან მოკითხვა
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
გურულისგან მოკითხვა
lama
თემები ამრევია და კინაღამ გისაყვედურე, წინა პოსტებს რატომ არ კითხულობ-მეთქი.
"რაღაც მინდა ვთქვაში" დავწერე, სადაა პრეზენტაცია და მეგონა, აქ დავწერე. ამიტომ მივუთითე მისამართი და არა საათი. ბარემ აქაც დავწერ სრულად - პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, პარასკევს, 12 საათზე საპატრიარქოს ფონდში, რუსთაველის 21-ში.
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
გურულისგან მოკითხვა
მე მოვდივარ ახლა გამოვდივარ
და გამიხარდება ძაან რომ გნახავთ
და გამიხარდება ძაან რომ გნახავთ
- Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
გურულისგან მოკითხვა
guruliguruli wrote:მოკელდ, "იმედი" გაიხსნა... გილოცავთ და იმედი ნუ მოგიალოთ ღმერთმა. ჩვენ ჯერ ისევ არ გადავსულვართ ჩვენს ოფისში - ჯერ არც ტელეფონებია ჩართული, არც - ინტერნეტი, სერვერი, ქსელი... ჯერ არაფერი არაა იქ, მაგრამ ვიმედოვნებთ, მალე ყველაფერი აღსდგება... სამაგიეროდ, "იმედის" თანამშრომლებს - Mrs. Robinson-ს, miss.mountain-ს და natura-ს მივულოცოთ სამსახურში და ეთერში დაბრუნება.
გაიხარე კარგო ადამიანო!
ახლახანს ვნახე
იმედია ყველაფერი კარგად იქნება!
პრეზენტაციაზე მოყევით რა!
თუ სწორად კი არა, ნამდვილად მახსოვს, რომ საფლავის ქვებზე დიიიდი ხანია მუშაობენ. საინტერესო იქნებოდა...
გურულისგან მოკითხვა
Mrs. Robinson
თავად პრეზენტაცია ერთგვარად პომპეზური, მაგრამ მაინც სადა და უბრალო გამოვიდა. პომპეზური იმ მხრივ იყო, რომ ძალიან ცნობილი ელიტა ესწრებოდა - კათალიკოს-პატრიარქი, სალომე ზურაბიშვილი და ჯანრი კაშია, ბანკირებიდან - ზაზა სიორიძე და მამუკა ხაზარაძე, როგორც თანადამფინანსებლები, თუმცა მათი კოლეგებიც იყვნენ... ასევე, ცნობილი პროფესორები - ზაზა აბზიანიძე, რეზო სირაძე, როინ მეტრეველი და კიდევ უამრავი ამ რანგის ადამიანი... თითქმის მთელი დარბაზი ასეთი ცნობილი ხალხით იყო სავსე. მაგრამ თავად პრეზენტაციის ფორმა ძალიან უბრალო, თუმცა შთამბეჭდავი იყო, რაც ორგანიზატორთა დამსახურებაა - ბევრი ხალხი არ გამოსულა, მაგრამ ვინც გამოვიდა, ყველამ საინტერესოდ ისაუბრა. ზოგად ატმოსფეროზე ასე ზედაპირულად ვერაფერს იტყვი - ეთერ თათარაიძის გამოსვლა უნდა მოისმინო, თორემ მის სულისკვეთებას ვერ გადმოსცემ. ამ კვლევა-ძიებიდან ძალზე ბევრი საინტერესო რამ გაიხსენა, ბევრიც - ცრემლიანი...
მოკლედ, საინტერესო იყო.
ეთერიმ, 10 წლის წინ დავიწყეთ მუშაობაო. აქედან - ინტენსიურად 7 წელიწადი ვმუშაობთო. წიგნი ძალიან საინტერესოა, ძალიან მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული. უდაოდ საინტერესოა, მაგრამ ჯერ რამდენიმე კუთხე გამოუკვლეველია და ისინი ვერ მოხვდნენ წიგნში - ჯავახეთი, სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმის ნაწილი... გაგარძელებაზე ისევ მუშაობენ, მაგრამ დასახელებულ კუთხეებთან ერთად მასში ჰერეთი, თურქეთის საქართველო, ფერეიდანი და საზღვარგარეთ კომპაქტურად დასახლებული დიასპორებიც შევლენო, დაგვპირდნენ.პრეზენტაციაზე მოყევით რა!
თუ სწორად კი არა, ნამდვილად მახსოვს, რომ საფლავის ქვებზე დიიიდი ხანია მუშაობენ. საინტერესო იქნებოდა...
თავად პრეზენტაცია ერთგვარად პომპეზური, მაგრამ მაინც სადა და უბრალო გამოვიდა. პომპეზური იმ მხრივ იყო, რომ ძალიან ცნობილი ელიტა ესწრებოდა - კათალიკოს-პატრიარქი, სალომე ზურაბიშვილი და ჯანრი კაშია, ბანკირებიდან - ზაზა სიორიძე და მამუკა ხაზარაძე, როგორც თანადამფინანსებლები, თუმცა მათი კოლეგებიც იყვნენ... ასევე, ცნობილი პროფესორები - ზაზა აბზიანიძე, რეზო სირაძე, როინ მეტრეველი და კიდევ უამრავი ამ რანგის ადამიანი... თითქმის მთელი დარბაზი ასეთი ცნობილი ხალხით იყო სავსე. მაგრამ თავად პრეზენტაციის ფორმა ძალიან უბრალო, თუმცა შთამბეჭდავი იყო, რაც ორგანიზატორთა დამსახურებაა - ბევრი ხალხი არ გამოსულა, მაგრამ ვინც გამოვიდა, ყველამ საინტერესოდ ისაუბრა. ზოგად ატმოსფეროზე ასე ზედაპირულად ვერაფერს იტყვი - ეთერ თათარაიძის გამოსვლა უნდა მოისმინო, თორემ მის სულისკვეთებას ვერ გადმოსცემ. ამ კვლევა-ძიებიდან ძალზე ბევრი საინტერესო რამ გაიხსენა, ბევრიც - ცრემლიანი...
მოკლედ, საინტერესო იყო.
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
გურულისგან მოკითხვა
კი ძალიან კარგი კარგი იყო
გურული და ჩაკრულო იყვნენ
ლამა მოგვიანებით მოვიდა
გურული და ჩაკრულო იყვნენ
ლამა მოგვიანებით მოვიდა
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
გურულისგან მოკითხვა
თვითონ წიგნი ისეთია რა
აი ეტყობა რომ ნაუცბათევი არაა
სულ რამდენიმე გვერდის დათვალიერება მოვასწარი და
ამირანის დანაწერს ერთი ნაკლი აქვს ალბათ
მაკითხი არასდროს გკმაობს
სულ რამდენიმე წინადადება ჩაგითრევს და სანამ არ მოიწყვეტ ლამაზი სიტყვის მონატრებას თავს ვეღარ ააშორებ
პატრიარქი ძალიან ადრე მყავდა მყავდა ასე ახლოდან ნანახი
(ჩემი ძმა მონათლა პარტრიარქმა, მაშინ მცხეთაში მოღვაწეობდა )
ხოდა ძალიან მომინდა მივახლებოდი და ვმთხვევოდი დალოცვა მეთხოვა
მაგრამ ვერ გავბედე
ჩემი რწმენის ადამიანი არ უნდა ეხებოდეს უწმინდესს მხარზე
ძალიან გამიხარდა ყველაფერი
ასეთი ადამიანები რომ არსებობენ

უი, კარაველებიდან ვინეები ვესწრებოდით, მაგის დაწერა დამავიწყდა. ბექას მიერ ჩამოთვლილთა გარდა, ფირუზაც იყო კიდევ - თამაზ კოჭლამაზაშვილი.Beqa Picxelauri wrote:კი ძალიან კარგი კარგი იყო
გურული და ჩაკრულო იყვნენ
ლამა მოგვიანებით მოვიდა
- Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
გურულისგან მოკითხვა
ეხლა ვუსმინე თათარაიძეს, როგორი სადა ვიყავით, როგორი უბრალო, და როგორი პომპეზურები გავხდითო.
არ მინდა პომპეზურობა...............
Beqa Picxelauri
რანაირად იტყვი ხოლმე..... ვაჰ!
არ მინდა პომპეზურობა...............
Beqa Picxelauri
რანაირად იტყვი ხოლმე..... ვაჰ!
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
გურულისგან მოკითხვა
ეთერის გამოსვლა ძალიან კარგი იყო
და საერთოდ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და საჭირო წიგნი დაიბადა
გილოცავთ!!!!
და საერთოდ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და საჭირო წიგნი დაიბადა
გილოცავთ!!!!
გურულისგან მოკითხვა
ხალხნო, მომილოცეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთთთთთთთთთთთთთთთთთ - ჩვენს მრავალტანჯულ ოფიშში დავბრუნდით, ჩემს მაგიდას, ჩემს კომპიუტერს და ჩემს კუთხეს დავუბრუნდი - ბედნიერი ვააააააააააარრრრრრრ!!!!!!!!
იმდენად მიხარია, პირველად აქ ვპოსტავ!
ყველაზე ნათლად ახლა ვიგრძენი, რას ნიშნავს შენი კუთხე. სადაც ვიყავით - გაზეთ "ახალი განათლების" რედაქციაში, ძალიან კარგი იყო, არაჩვეულებრივი ადამიანები (სხვათა შორის, ერთი ძველი კარაველიც,
კოტეტბელის ფანი), მთელი ეს თვეები კარგადაც გვიმასპინძლეს, მაგრამ პატარა ბავშივივით მიხაროდა, ჩვენი ნივთები რომ გამოვიტანეთ, მანქანაში ჩავჯექით და აქეთ წამოვედით. თავის დროზე, როცა სამსახურში დაგვიბარეს თითქოსდა შესაშვებად, საბოლოოდ კი მაინც არ გაგვიღეს კარი, ვიგრძენი, რას ნიშნავს კონსტიტუციით მონიჭებული შრომის უფლება, ახლა კი - იმ ოფისიდან აქ გადმობარგების პროცესში ლტოლვილების ტკივილიც გავიგე.
მოკლედ, მიხარიოა, რომ ამიერიდან ჩემი კომპიუტერიდან შემოგეხმიანებით.

მოკლედ, მიხარიოა, რომ ამიერიდან ჩემი კომპიუტერიდან შემოგეხმიანებით.
გურულისგან მოკითხვა
guruli
გილოცავთ:)))) ე.ი. მალე გაიხსნებით?
გილოცავთ:)))) ე.ი. მალე გაიხსნებით?
გურულისგან მოკითხვა
გილოცავთ,, აბ წევიდა ეხლა გაცდენილის აღდგენა.
გურულისგან მოკითხვა
გილოცავguruli wrote: გაზეთ "ახალი განათლების" რედაქციაში
ამ გაზეთში რო იყო 2 ინტერვიუ, იმათი pdf ვერსიები იქნებ გამომიგზავნო რა
გურულისგან მოკითხვა
Mata, ლეონტი - დიდი მადლობა. თქვენ, ალბათ, "იმედს" გულისხმობთ, არა? მე "იმედში" არა ვარმ გაზეთში ვმუშაობ, რომელიც მაგ ჰოლდინგში შედიოდა, მაგრამ უკვე აბსოლუტურად დამოუკიდებელია.
paata_ - შენაც მადლობა, ჯიგარო. ეგ ინტერვიუები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ გელაზე წერილი ხვალ იქნება უკვე. პირველ გვერდზეა მაგის ფერადი ფოტოა - ხევსურული ტანსაცმლით და ფარ-ხანჯლით შატილის კოშკების ფონზე. გიორგიზე წერილი იქით ხუთშაბათს იქნება.