ჰე, ჰე....Naia wrote:GAMARJOBA SAKARTVELOისტორიაც იცი?მიყვარს ტიფლისი, მიყვარს. მგონი, მისი, ყველა სულ-კუნჭული ვიცი...
მე, მაგალითად, ძალიან მაინტერესებს სად იყო მადათოვი და კიდევ ბევრი რამ.... დაახლოებით ჩემით მივხვდი რაღაცეებს, მაგრამ მაინც მინდა უფრო მცოდნის აზრი მოვისმინო
მადათოვის კუნძულს ყოველდღე ვუყურებ

მიხაილოვის ხიდზეც დავბორიალობ.... ყოველდღე...
ყარაჩოღლებს როგორი ქუდი ეხურათ სინამდვილეში, რა გულის ხალხი იყო და რითი განსხვავდებოდა კინტოსგან, მაგიც უსწავლიათ....
რითია თბილისი ძვირფასი, თბილი და განუმეორებელი, მაგას ვერ ისწავლი... თრიალეთის ქედის დანახვისას მიხვდები და შენთან ერთად გაზრდილი მეზობლის ღიმილში დაინახავ ... ეგა თბილისელის ქცევაში ჩანს და გაზაფხულზე მტკვარს თუ მიუგდებთ ყურს, ისიც გეტყვით, მისი მონათხრობის მოსმენას თუ ისურვებთ.
რამოდენიმე წლის განმავლობაში უკრაინიდან ჩამოსულბს ვხვდებოდი და თბილისს ვანახვებდი... წელს მოერიდათ და ისე ჩამოვიდნენ, არ გამაგებინეს... უკმაყოფილოები წასულან... სხვების ფონზე...
რადგანაც...
თბილისის ხიბლი თბილისელებია, თბილისური სული, რომელიც ძირითადად სამყაროს სიყვარულზეა დაფუძნებული...