Georgian Rabbit wrote:აუ ვკითხულობ ბოლო გვერდებს და ვერაფერი გავიდე
ან რამდენს ვდეეებთ
ან ზუსტად სად ვიკრიბებიიით
ან მარშუტი როგორიაააა
ვაჰ.
ვფიქრობ აქეთ-იქით ხტუნაობას და იდეების ფრქვევას ისევ არმაზზე ჩამოვყალიბდეთ. ახალი იდეები ახალ თემაში !!!
როგორ ჩავიდეთ არმაზში?
არსებობს სამი ვარიანტი:
ა) ფეხით
ბ) ტრანსპორტით
გ) კომბინირებული - ტრანსპორტით და მერე ფეხით
ა) მე პირადად პირველ ვარინტს ვემხრობი. არც თუ ისე შორია და მუხლს მაინც გაშლის კაცი ფეხს. კარავი ექსკურსიების ბიუროს ემსგავსება ნელ-ნელა და ჩემის აზრით, მაგი უკვე მარაზმში გადასვლას ისევ ვილაშქროთ ჯობია. კარგი სიარულის შემხვევაში თავისუფლად ჩავეტევით დროში. ახალ შემოკარვებულბიც გემოს გაუგებენ ნამდვილ ლაშქრობას.
ბ) ტრანსპორტის რამოდენიმე სახეობა შეიძლება იქნეს გამოყენებული, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ არმაზის ასასვლელს (მე ფეხით ვარ ასული და არა მგონია სამანქანო გზა ადიოდეს ის, თუ ვცდები, შემისწორეთ):
1. მატარებელი
2. სარეისო ავტობუსები ან მარშუტკები
3. დაქირავებული ავტობუსი ან მარშუტკა
4. საკუთარი ავტომანქანებით
გ) შეიძლება წინა პუნქტში მითითებული ტრანსპორტის საშუალებებით მივიდეთ მცხეთამდე, ან სხვა ადგილამდე, მოვინახულოთ სხვა ძეგლებიც (მაგალითად შიომღვიმე) და შემდეგ ფეხით გავუყვეთ არმაზის გზას, თუმცა ეს გზას და შესაბამისად ლაშქრობის დროს გაგვიგრძელებს.
საჭმელზე ჩამოვყალიბდეთ. მარხვაა და კარაველების ნაწილი იცავს მარხვას, ასე რომ ჩვენს თანამოლაშქრეებს რომ არ ვავნოთ, ცდუნებაში რომ არ ჩავაგდოთ, ისე მოვიქცეთ.
გასვლის ადგილი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით გადავწყვეტთ გასვლას. ყველაზე მიზანშეწონილად მაუნტინ ჩემისტრი, ანუ სამთო ქიმია მიმაჩნია. ტრანსპორტიც იქიდან გადის მცხეთის მიმართულებით ყველამ კარგად ვიცით ეგ ადგილი. ბაზარიც იქვეა საყიდლებისთვის.
გასვლა დილაუთენია არაა საჭირო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფეხით ვაპირებთ თბილისიდან არმაზამდე მისვლას. ვფიქრობ 9 საათი ნორმალურია.
თანხა იმის და მიხედვით განისაზღვრება, თუ როგორ დავგეგმავთ. ფეხით წასვლის შემთხვევაში მხოლოდ საჭმლის ფული იქნება საჭირო, ან მაგიც არა, თუ თვითონ წამოვიღებთ, ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაში ვფიქრობ მაქსიმუმ 15 ლარი იყოს. მახსოვს ჭილის ტბიდან ძეგვში რომ გადავედით და უკან დავბრუნდით "პაპუტკა მარშუტკით", სულ 7 ლარი თუ რაღაც მაგდაგვარი დაგვიჯდა. ასე რომ ასეთი გასვლა დაახლოებით 10 ლარი ეღირება.
თუ ვინმეს რესტორნებში ქეიფების იდეები აწუხებს, მაგი ცალკე შეუძლიათ რომ ქნან, არაა სავალდებულო რომ ყველა იყოს ჩართული ამაში. ვისაც ლაშქრობებისათვის თავისი ბიუჯეტიდან არც თუ ისე დიდი თანხა აქვს გამოყოფილი, ხარჯის გაზრდა მათ ლაშქრობებიდან ამოგდებას იწვევს. ამითი იმ მეგობრებს ვკარგავთ, ვისაც ჩვენს გვერდით უვლიათ და არ ღირს ის რესტორანი ამად... გარეჯში ექსკურსიაზეც გაცილებით მეტი იყო ჩაწერილი, ვიდრე წამოვიდა და ზოგიერთებმა საერთოდ შეიკავეს თავი ჩაწერისგანაც, როდესაც 26 ლარი და 40 თეთრი დაინახეს.
ასე რომ კარავის ამ წლის ბოლო გასვლა დავამსგავსოთ კარავის გასვლას
