Post
by tama » 02 დეკ 2007, 14:14
აღარ გავყიდი ზოკოსა
თელავში ვყიდი ზოკოსა,
მოდის, მეხვევა მუშტარი,
გიყიდი მაკასინებსა
წუხელ ჩემს დიაცს უთხარი.
მოიდა დიაც რაიმა,
ბეჰემოტივით მსუქანი,
მხრებში ამაყად გაშლილი
როგორც ჯაბურის მურყანი.
ჩემოდენ მუსკულებ ესხდა,
არსენასავით მკლავზედა,
ერთ თმაწვერგაბუებული
გვერდზე კაც რაიმ მასდევდა.
რა ღირს შენ ზოკო ჯეილო,
დიაცმა ამხედ-ჩამხედა,
ზოკოს ხელ დასცა გაწურა
ღვარებ გაქანდა დახლზედა.
ვიშ, რა წყლიანი ყოფილა,
გამაისროლა განზედა,
უთხარ ზოკოებს ნუ სჭყლეტავ,
ხვარ შაიშალე ჭკვაზედა.
წადი და ვისაც მშრალი აქ
იმას მიადეგ კარზედა.
უყურე მე ამის დედა,
შეურაცყოფაც გაბედა,
ქალის ქმარ გამაიქაჩა
ხან ცოლ მაგინა, ხან დედა.
მიხსენა მკვდარი, ცოცხალი,
ცოლ დედას აღარ დასჯერდა,
გადასწვდა გვარჯილაგსაცა,
თანაც სუ კარგებს არჩევდა,
ქალმაც მუქარა დამთხოვა,
მოგიყვანთ ბრიყვო ჭკვაზედა,
ორი კაცი მყავ მოკლული,
მიჩვენა თავის ქმარზედა.
ალბათ მესამეს მე მამკლავს
გულში ვფიქრობდი ბეჩავი,
გაიქე უთხარ ჩემ თავსა
ნუ ხარ ე, გაუბედავი.
ფეხ როგორ გადავინაცვლე,
ჩემ ცოლ დამიდგა თვალწინა,
„ქობ ვედრებ ემანდ რო დაგრჩეს
რა პასუხ გამცემ მაშინა“,
ჩავვარდი ორ ცეცხლშუაში,
მუხლებში მაკანკალებსა,
მიშველეთ ვევედრებოდი
ფშავ-ხევსურეთის ხატებსა.
ვაცეცებ აქეთ-იქითა
შიშით დაცყვრეცილ თვალებსა,
ვის უთხრა ჩემ გასაჭირი,
უცხოს ვინ შამიბრალებსა?
მას მერე ძმობასა ვფიცავ,
ბაზარში წასვლა შამზარდა,
მე ზოკოს აღარ გავყიდი
მოდი იყავით კარგადა.
1993 წელი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!