ამ ტრასაზე ერთგან მაჩვენებელი გამოჩნდა, ღვთიშობლის ეკლესია აქეთააო. საოცარი რამ ვნახეთ, სიჩუმე და შემოდგომა კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა ნანახს. სხვისი არ ვიცი, მარა მე ისე შევეჩვიე ჩამონგრეულ ეკლესიებს, რომ მათი აღდგენა აღარც მგონია თუ რამეს შემატებს ამ ძეგლებს.

როცა ყველაფერი ვნახეთ, უამრავი სურათი გადავიღეთ, მოვიდა სკოლის მოსწავლეების ჯგუფი ჭყიპინ-ყიჟინით და ჩვენ გაგვეხარდა რომ ისედაც წასვლას ვაპირებდით. მათმა მასწავლებელმა გვიხრა ასე წყალს გაყვებით და არსად გადახვევა არ უნდა ციხეზე პირდაპირ ახვალთო.

გზა ისევ სავსე იყო შემოდგომის ფოთლებით.

როცა ქართლოსის ციხეზე ავედით, გადაიშალა ულამაზესი ხედი, კალოუბნის ეკლესია, შეუძლებელია ერთხელ ნახო და მერე ვერ იცნო შიო მღვიმის კლდები.
აქაც რომ არ იყო ჩვენი ჯგუფი გადავრეკეთ (დიდება მობილურ ტელეფონებს!! არ მახსოვს მაგთიზე დავრეკე ტუ ჯეოსელზე, ამიტომ არ ვაკონკრეტებ
 ) ჩვენ ზევით ვართო, წმინდა ნინოს ეკლესიასთან. სადაც ვიყავი იმის ზევით თუ კიდევ რამე იყო ვერ წარმოვიდგინე. ამ დროს დაუღალავმა და მუხლჩაუხრელმა koza-nostra-მ დაუზარლად თქვა ჩამოვალ და ამოგიყვანთო, ჯერ მომერიდა, მარა აქ ვარ ამოსული ბარემ ისიც ვნახო მეთქი, და გავბედე თხოვნა. თანაც იქვე შეგვხვდა უნივერსტეტის ჯგუფი რომლის ხელმძღვანელმაც მშვენივრად აგვიხსნა სად უნდა წავსულიყავით. კი ემჩნეოდა რომ მთლად სასეირნო ადგილი არ იყო, მარა...
 ) ჩვენ ზევით ვართო, წმინდა ნინოს ეკლესიასთან. სადაც ვიყავი იმის ზევით თუ კიდევ რამე იყო ვერ წარმოვიდგინე. ამ დროს დაუღალავმა და მუხლჩაუხრელმა koza-nostra-მ დაუზარლად თქვა ჩამოვალ და ამოგიყვანთო, ჯერ მომერიდა, მარა აქ ვარ ამოსული ბარემ ისიც ვნახო მეთქი, და გავბედე თხოვნა. თანაც იქვე შეგვხვდა უნივერსტეტის ჯგუფი რომლის ხელმძღვანელმაც მშვენივრად აგვიხსნა სად უნდა წავსულიყავით. კი ემჩნეოდა რომ მთლად სასეირნო ადგილი არ იყო, მარა... ასე შევთანხმდით, ჩვენ ქვემოდან წავიდოდით, კოზა-ნოსტრა ჩამოვიდოდა გზაში შევხვდებოდით და რთულ ადგილებში გადასვლას დაგვეხმარებოდა. რაღაც ვერც ისე მალე შვხვდით ერთმანეთს, თანაც არც მომავი არ ჩანდა, თურმე მეორე ხეობაში ჩამოსულა და კიდევ კარგი დაგვიძახა ტორემ ის ციხეზე ავიდოდა. თანაც კი არ ჩამივიდა, ჩამოირბინა, იმ კლდეებში და ქვებში!!! ჩვენ ავედით მთაზე რომელზეც ალბათ იმ უნივერსტეტელ მთამსვლელს არ გავეგზავნეთ ჩვენით ვიტყოდით არა, აქ ვერ ავალთ შეუძლებელიაო, ეხლა კი ისე არხეინად მივაბიჯებდით, არა, უკაცრავად, მივფორთხავდით, გაპროტესტება აზრად არ მოგვსვლია.

რომ ავედით თავად ეკლესია დაკეტილი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ჩანდა მყინვარწვერი და კავკასიონის დათოვლილი ქედი. უკვე აღარ ვნერვიულობდი რომ კოზა-ნოსტრა ვაწვალე.


კარგით, ამ ისტორიას happy end აქვს და პირდაპირ ამ ფინალზე გადავალ. იქედან ჩავედით ბილიკით რომელიც მალევე სამაქანო გზად გადაკეთდა, კი დაბნელდა მარა ჩვენ ეს უკვე აღარ გვადარდებდა. ჩავიარეთ სოფელი კარსანი. უიიიი. ძაღლები დამავიწყდა. ტყეში მშვიდობით ნავალ ხალხს ასფალტიან გზაზე ძაღლები გვჭამდნენ! აქაც კოზა-ნოსტრამ გვიშველა. მოკლედ, 7 ნოემბრის გმირია!!! ულიანოვი შეცვალა ამ კაცმა

 გალერეა
გალერეა FAQ
FAQ ძიება
ძიება წევრთა სია
წევრთა სია ჯგუფები
ჯგუფები![Logout [ PTK ]](./styles/karavi-ptk/theme/images/old_icons/icon_mini_login.gif)
 
					 
	
					
 
							




 თქვენ შემოგევლეთ მე და გაიხარეთ, როგორც ამ სურათების ნახვით გამახარეთ!!!! სამი წელია არმაზში აღარ ვყოფილვარ. არადა შეიძლება იტქვას, იქ გავიზარდე - დედ-მამა ალპინისტები მყავდა და მთელი ცხოვრება აღმა-დაღმა დავდიოდით. ულამაზესი მოგონებები მაკავშირებს არმაზის ხეობასთან. კიდევ ერთხელ- ღმერთმა დაგლოცოთ
  თქვენ შემოგევლეთ მე და გაიხარეთ, როგორც ამ სურათების ნახვით გამახარეთ!!!! სამი წელია არმაზში აღარ ვყოფილვარ. არადა შეიძლება იტქვას, იქ გავიზარდე - დედ-მამა ალპინისტები მყავდა და მთელი ცხოვრება აღმა-დაღმა დავდიოდით. ულამაზესი მოგონებები მაკავშირებს არმაზის ხეობასთან. კიდევ ერთხელ- ღმერთმა დაგლოცოთ მოკლედ ძალიან კარგი საქმე წამოგიწყიათ და თქვენის ნებართვით მეც შემოგიერთდებით ხანდახან.მართლაც ენით აუწერელი სიამოვნებაა სამშობლოს მოწყვეტილი კაცისათვის ასეთი საზოგადოება.მეც ჩემის მხრივ ვეცდები არაფრით შევზღუდო და დავამძიმო თქვენი საზოგადოება და რითიც შემიძლია გემსახუროთ.
  მოკლედ ძალიან კარგი საქმე წამოგიწყიათ და თქვენის ნებართვით მეც შემოგიერთდებით ხანდახან.მართლაც ენით აუწერელი სიამოვნებაა სამშობლოს მოწყვეტილი კაცისათვის ასეთი საზოგადოება.მეც ჩემის მხრივ ვეცდები არაფრით შევზღუდო და დავამძიმო თქვენი საზოგადოება და რითიც შემიძლია გემსახუროთ.


 
  კარგი სურათებია მგონი და იმედია აქამდეც მოაღწევენ.
 კარგი სურათებია მგონი და იმედია აქამდეც მოაღწევენ.





![ახალი წერილი [ ცხარე ]](./styles/karavi-ptk/theme/images/old_icons/folder_new_hot.gif)
![ახალი წერილი არაა [ ცხარე ]](./styles/karavi-ptk/theme/images/old_icons/folder_hot.gif)

![ახალი წერილი [ დაკეტილია ]](./styles/karavi-ptk/theme/images/old_icons/folder_lock_new.gif)
![ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]](./styles/karavi-ptk/theme/images/old_icons/folder_lock.gif)