თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by Naia » 09 ნოე 2007, 13:12

მე ჭინკა ვნახე ერთხელ :) პატარა და საყვარელი... პირდაპირ თვალებში მიყურებდა... თან ისე ეშმაკურად, ერთი წუთით ისიც კი გავიფიქრე მეკოს როგორ გავს-მეთქი :)

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by gobe » 09 ნოე 2007, 18:51

lama wrote:... გავშალეთ კარვები. დავიწყეთ სუფრის გაშლა დავასხით ყავწებში არაყი ვაპირებდით გვეთქვა სადღეგრძელო ჩვენი ქვეყვისა და აი უცებ ჰოი საოცრებავ ქარი ამოვარდა ძალიან ძლიერი და ჩვენი ხელმძღვანელის "ფირუზას" კარავი ჰაერში აიტაცა დაახლოებით 20 მეტრზე და ჩვენ კი გადარეულები მივჩერებოდით ამ საოცრებას და ველოდით თუ როდიც დაეშვებოდა კარავი ძირს მარა არა და არა კარავი თავისით კი არა ქარის დახმარებით დაფრინავდა ცაში და ზემოდან დაგვცინოდა არ ვიცი რატომ :?::?:?:
lama,
მანამდე მართლა არაფერი გქონდათ დალეული?

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by Linda » 09 ნოე 2007, 19:29

lama

სახალისო ისტორიები :D ქარმა რომ აიტაცა ჰაერში მაგაში რა არის უცნაური? :lol:

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by გვალდა » 10 ნოე 2007, 12:05

Beqa Picxelauri
საოცარ ამბებს ყვები, თანაც ისე, მარტო ხევსური რომ მოყვება მართლა და მხოლოდ მთაში თუ გადახდება ადამიანს...
სვანეთოლოგი

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by meore monadire » 10 ნოე 2007, 12:30

რაღაცის დაწერა მომწადდა გვალდას და კომპანიის კომპლიმენტებით შეგულიანებულს :)

დღეს ალბათ გამოვნახავ დროს
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by lama » 10 ნოე 2007, 15:42

Linda wrote:lama

სახალისო ისტორიები :D ქარმა რომ აიტაცა ჰაერში მაგაში რა არის უცნაური? :lol:
უცნაური ის არის, რომ მთელი 20 წამის მანძილზე არ ჩამოსულა მიწასე კარავი აი ეს კი ზებუნებრივი ძალ;ების ბრალია

და გობეს უპასუხებ აქვს:

ბატონო ვასო (უკაცრავად ბატონო გოგი ვასო რა მოსატანია ) არა ჯერ არაფერი გვქონდა დალეული :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by Linda » 11 ნოე 2007, 20:32

lama

ეჰჰ, კიდევ კარგი მხოლოდ crazy and not dangerous :lol: :lol:

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by Makena » 17 ნოე 2007, 21:32

Naia wrote:მე ჭინკა ვნახე ერთხელ :) პატარა და საყვარელი... პირდაპირ თვალებში მიყურებდა... თან ისე ეშმაკურად, ერთი წუთით ისიც კი გავიფიქრე მეკოს როგორ გავს-მეთქი :)
Naia
ჭინკა სად ნახე? ტყეში თუ თბილისში? 8)

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by mzevinari » 17 ნოე 2007, 21:41

ხუმრობა იქით იყოს და ჩვენი მწირი მითოლოგია მაგარი გამოსაკვლევია,

თუნდაც დალის მითი გაიხსენეთ

ან ეს ქართული სიმბოლიკა,იქნებ გავხსნათ თემა და სიმბოლიკის ფოტოები დავყაროთ :?: :!:

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by popins » 17 ნოე 2007, 21:54

მოვყვები მეც

მოკლედ ომის დროს..
სოხუმი.
ქალაქის ცენტრში სოვმინთან ვცხოვრობდი და
ანუ იმ კერძო სახლის წინ, სადაც ბინა მქონდა ნაქირავები იდგა კორპუსი საკმაოდ ახლოს.ვდგევარ კორპუსსა და ამ სახლს შორის და მექანიკურად ავიხედე ზემოთ.
მივხვდი რო რაღაც არაჩვეულებრივს ვხედავდი და კორპუსის მეორე სართულზე მცხოვრებ ბერძენ ქალს დავუწყე ძახილი ,გამოიხედე მეთქი რა.მე ვყირივარ მაგრამ თვალს არ ვაცილებ იმ ობიქტს რასაც ვხედავ.
ობიექტი.

იყო ვერცხლისფერი.ბზინავდა,პრიალებდა რა.ბავშვების სათამაშო როა ,რა ჰქვია აღარ მახსოვს ეხლა.რო დააწვები და ბზრიალებს :lol: ფუ ჭადის სახელი დაავიწყდაო ისეა რა. გამახსენდება. მოკლედ აი ეგეთი წრე იყო რა და შუაგულებში იმ სათამაშოსავით,(მგონი ბზრიალა ჰქვია ქართულად).

მოძრაობის ტრაექტორია.

გაოცებისგან სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი ,რამეთუ ეს ობიექტი მიფრინავდა კი არა და მიიწევდა ზემოთ ანუ ვერტიკალში გადაადგილდებოდა.



ჩემს განწირულ ყვირილზე სხვა მეზობლებმაც გამოიხედეს და ყველამ მოასწრო ამ ობიექტის დანახვა...

საოცარია ისიც რომ ამ ფაქტის მერე ამ თემაზე არც კი გვილაპარაკია.ანუ ის ამბავი იყო სიზმარივით,რომელიც კოლექტიურად ვნახეთ.


და კიდევ მინდოდა მეთქვა ერთი რაღაც მაგრამ...

მოკლედ რაც დავწერე ,მართლაც ერთადერთი და ყველაზე საოცარი უცნაურობაა იყო რა ჩემს ცხოვრებაში.


User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by ლეონტი » 17 ნოე 2007, 22:16

mzevinari wrote:... ჩვენი მწირი მითოლოგია მაგარი გამოსაკვლევია,

თუნდაც დალის მითი გაიხსენეთ
რადგან ბერძნებივით მანიაკალური კულტების სისტემა არ შევქმენით და ტაძრები არ ავუგეთ, ამიტომაა ჩვენი მითოლოგია მწირი?

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by popins » 17 ნოე 2007, 22:28

ლეონტი


თითქმის

ანუ შუა ნაწილი მაგ სურათზე შებრტყელებულია და იმას ამობურცულები ჰქონდა კონუსისებურად.

მე ქვემოდან ვუყურებდი და არ ვიცი ამ ობიექტის ზედა ნაწილი როგორ იყო.

ჰოდა კიდევ მოძრაობდა ზუსტად ერთ ხაზზე ,როგორც ვთქვი ვერტიკალურად და ნუ ცაში გაქრა მზეზე ლაპლაპებდა და და როგორ გაქრა ის კი ვერ დავინახე.
ეს ყველაფერი რაღაც არ ვიცი რამდენი ხანი გრძელდებოდა.
ნუ ფაქტია დავინახე ტუ არა ეგრევე ყვირილი დავიწყე და მეზობლებმა მოასწრეს გამოსვლა და დანახვა და უყურებდნენ(ვუყურებდით) მერე არ ვიცი ალბათ წუთიც არა ან შიეძლება 2 წუთი.მე უბრალოდ წამით კორპუსს გადავავლე თვალი ვინ ხედავს მეთქი ნეტავ და რო გავხედე ისევ აღარ იყო.

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by mzevinari » 19 ნოე 2007, 21:01

ლეონტი

მწირს იმიტომ ვუწოდებ,რომ ჩახუჭუჭებული პანთეონი არ გვაქვს.
ტაძრებს რაც შეეხება,იქნებ გვქონდა კიდეც და ჯერ ვერ გვიპოვია :wink:
საერთოდაც რას ერჩი ანტიკურ ტაძრებს? საქართველოშიც რომ იყოს ნამდვილად არ დავიწუნებდი :roll:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Post by ლეონტი » 19 ნოე 2007, 22:07

საქართველოში იყო, მაგალითად უფლისციხეში, დასავლეთშიც, მაგრამ როგორც ვიცი ეს მხოლოდ არისტოკრატიის ელინური გატაცებები იყო და სერიოზული გადავარდნები არ ყოფილა, არა ისე როგორც მაზდეანობაში აღმოსავლეთ რეგიონებში.
არისტოკრატია და ხალხი პარალელური სამყაროები იყო.
საერთოდ ქართველი კაცი ადვილად არ ეხვეოდა უცხოურ რელიგიებში, მხოლოდ დროებითი "ზევიდან" თავსმოხვეული ინტრუზივები არსებობდა.
მხოლოდ ქრისტიანობას გაუღო გული მთელმა საზოგადოებამ.
მე ესე ფიქრობს.
მაგრამ ეს ხომ გარეწერილობაა.(ოფტოპიკი)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]