ძალიან დამწყდა გული
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
სურვილი?!
ისეთი ძილით მინდა მეძინოს,
რომ დამესიზმროს, იმქვეყნად რაა _
ქარი თუ წვიმა?
ყინვა თუ სითბო?
თუ არაფერი, რაც კაცს გააჩნდა
ამ ქვეყანაზე,
ძვალ-ხორცის მეტი?
ვაიმე,
მტკივა!
ეს რა ვთქვი, ღმერთო?!
გოდერძი ჩოხელი
:(:(
ისეთი ძილით მინდა მეძინოს,
რომ დამესიზმროს, იმქვეყნად რაა _
ქარი თუ წვიმა?
ყინვა თუ სითბო?
თუ არაფერი, რაც კაცს გააჩნდა
ამ ქვეყანაზე,
ძვალ-ხორცის მეტი?
ვაიმე,
მტკივა!
ეს რა ვთქვი, ღმერთო?!
გოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
უფლის გზა
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
საქართველოსთვის!
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული,
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის.
მერე დამწვით და
ეს სხეული, ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის.
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული,
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის.
მერე დამწვით და
ეს სხეული, ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის.
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
" -რა არის სიცოცხლე?
-სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
-სიკვდილი?
-სიკვდილიც სევდა არის ადამიანად არ ყოფნის სევდა"
"სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს"
"სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი"
-სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
-სიკვდილი?
-სიკვდილიც სევდა არის ადამიანად არ ყოფნის სევდა"
"სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს"
"სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი"
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
ვირუსი არაა, ფონტ ფლეიერის დაყენებას გტავაზობს.Archil wrote:ამ საიტთან ცოტა ფრთხილად, კასპერსკიმ რაღაცა ამომიგდო, ვირუსი არ იყოს.ლეონტი wrote:ინტერვიუ.
http://www.kvali.com/guest/vol74_1.html
წაიკითხეთ ,ძალზე საინტერესო და დამაფიქრებელია.
დილით გარდაცვლილა გულის უკმარისობით. რომელ ეკლესიაში დაკრძალონ, იმაზე ფიქრობენ ეხლა.
უბრალოდ უარი უთხარი და მორჩა.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
ძალიან ძლიერი ლექსია მართლაც ზოგადსაკაცობრიო და ძალიან ეგზისტენციალურიnamcecuna wrote:სურვილი?!
ისეთი ძილით მინდა მეძინოს,
რომ დამესიზმროს, იმქვეყნად რაა _
ქარი თუ წვიმა?
ყინვა თუ სითბო?
თუ არაფერი, რაც კაცს გააჩნდა
ამ ქვეყანაზე,
ძვალ-ხორცის მეტი?
ვაიმე,
მტკივა!
ეს რა ვთქვი, ღმერთო?!
გოდერძი ჩოხელი
:(:(
გამოხატულია ადამიანის საერთო სევდა და დილემა თუ რა არის ჩვენი ყოფიერება
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
გული მეტკინა

გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
***
როგორ თანდათან მაწვალებს
ქვეყნად არყოფნის სევდა,
ვუმზერ გათოშილ საფლავებს
და გული მეკუმშება.
გრძნობა აღარ აქვთ ცივ ლოდებს,
დამდგარან წყება-წყებად,
ვიღაც კვლავ წავა, აშკარად,
მზე იწურება, ქრება.
გოდერძი ჩოხელი
:(:(
როგორ თანდათან მაწვალებს
ქვეყნად არყოფნის სევდა,
ვუმზერ გათოშილ საფლავებს
და გული მეკუმშება.
გრძნობა აღარ აქვთ ცივ ლოდებს,
დამდგარან წყება-წყებად,
ვიღაც კვლავ წავა, აშკარად,
მზე იწურება, ქრება.
გოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
მეკოს დაწერილი წავიკითხე გუშინ და სასიამოვნოდ ჩავფიქრდი. ახლა კი ეს სამწუხარო ამბავი გავიგე...
ვწუხვარ....

გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
მეც მინდა მის ხსოვნას მიუძღვნა რაღაცა და ვერა და ვერ გავხსენი კონვერტი გე. იქნებ ვინმე დამეხმაროს და მითხრას როგორ მოვიქცე?
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
ძალიან რთული ცხოვრება ჰქონია ბოლო პერიოდში
ერთხელ უთქვამს დაბადებისდღეზე მხოლოდ 2 კაცს გავახსენდიო და გაკინული ხინკალი მომიტანესო ;(
საცოდაობაა
ისე სიცოცხლეში არ ვაფასებთ კაცს და ......
სიკვდილის მერე
ეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
მოკლედ

ერთხელ უთქვამს დაბადებისდღეზე მხოლოდ 2 კაცს გავახსენდიო და გაკინული ხინკალი მომიტანესო ;(
საცოდაობაა
ისე სიცოცხლეში არ ვაფასებთ კაცს და ......
სიკვდილის მერე
ეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
მოკლედ
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
შენ მაინც დამეხმარე, როგორ გავხსნა ეს კონვერტ.ჯე თუ რაღაც ჯანდაბა.lama wrote:ძალიან რთული ცხოვრება ჰქონია ბოლო პერიოდში
ერთხელ უთქვამს დაბადებისდღეზე მხოლოდ 2 კაცს გავახსენდიო და გაკინული ხინკალი მომიტანესო ;(
საცოდაობაა
ისე სიცოცხლეში არ ვაფასებთ კაცს და ......
სიკვდილის მერე
ეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
მოკლედ![]()
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
qvevri
მეც მინდოდა მისი ინტერვიუდან ციტატის დაკოპირება და მეც ვერ გავხსენი, არ ვიცი რა ჭირს
მეც მინდოდა მისი ინტერვიუდან ციტატის დაკოპირება და მეც ვერ გავხსენი, არ ვიცი რა ჭირს