drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
ეს ერთი ხევსური მეყოფა მთიელთა სამყაროზე წარმოდგენის შესაქმნელად.

სვანეთოლოგი
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
ფიცხელაურო, მეც ძაან მომწონს გელას ეგ ლექსი. განსაკუთრებით კი ბოლო სტროფი:
დაასხით, დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,
შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას.
წინაპართ სისხლი გვაქვს - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნაც და არყოფნაც!
ასეთი შემართებით მხოლოდ ეგეთ მთებში ნაწრთობი ვაჟკაცები თუ იცხოვრებდნენ და ასეთ ომახიან სიტყვებსაც მხოლოდ მასეთები იტყოდნენ.
და გელასავე ნამღერიდან ეს სტროფი მომწონს კიდევ (ოღონდ ეს მისი ლექსი არაა. მგონი, ვიღაც არხოტელია ავტორი, მაგრამ ვინ, არ მახსოვს) - "ისაუბრებენ უფრო წყნარად, უფრო ხმადაბლა/ და ბოლოს სიკვდილს შიგ თვალებში შეაფურთხებენ." სიკვდილთან ასეთი სითამამეც მხოლოდ ეგეთ ბუნებაში გაზრდილებს შეეძლოთ, რადგან მათი ყოველდღიურობა ისედაც სიკვდილთან ურთიერთობა იყო. "განა ბევრს დაგვაცლის ცხოვრება ტიალი,/ ხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს ჰკიდია" - ესეც ხომ გელას სიტყვებია.

"ისაუბრებენ უფრო წყნარად, უფრო ხმადაბლა/ და ბოლოს სიკვდილს შიგ თვალებში შეაფურთხებენ."
"განა ბევრს დაგვაცლის ცხოვრება ტიალი,/ ხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს ჰკიდია"
დამბურძგლადაასხით, დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,
შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას.
წინაპართ სისხლი გვაქვს - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნაც და არყოფნაც!
სვანეთოლოგი
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
გვალდა
არ მინდა შეფიცულთა თემა ჩათს დავამსგავსო, მარა პირველად ვიგრძენი ნამდვილი კომპლიმენტის ფასი,
დიდი მადლობა
guruli
აი ეს მომწონს მე
"შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა"

გვალდა - მე კიდე ხშირად ვფიქრობ იმაზე, რა პირობებშიც მაგათ უწევდათ ცხოვრება (აქ თქვენებსაც ვგულისხმობ - სვანებს), იმიტომაც იყვნენ სიკვდილთან ეგრე შეთამამებულნი და გაშინაურებულნი; იმიტომაც იზრდებოდნენ ეგეთ ვაჟკაცებად. არ ვამბობ, რომ ბარელებს აკლდათ ეგ თვისება, მაგრამ მთიელებს ბევრად რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება. პრაქტიკულად, მათი ყოველდღიურობა არსებობისთვის ბრძოლა, სიკვდილთან ყოველწამიერი ბრძოლა იყო. იქ ყველგან სიკვდილი იყო ჩასაფრებული. თანაც, ყოველთვის - ჰაერში ცაში, მიწაზე, გზაზე, დღე, ღამე... კაცი, ნადრი, მტერი, ბუნება, ქარი, წვიმა, თოვლი - ყველაფერი შეიძლება გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. იქ ჩვეულებრივად გზაზე მიმავალსაც შეიძლებოდა ფეხი დასცდენოდა და ხრამში გადაჩეხილიყო. მათთვის შუაღამე არ იყო უსაფრთხო და - შუადღე. მოკლედ, მუდამ მზად იყვნენ სიკვდილთან შესახვედრად. არც მიკვირს ეგეთი ფრაზები მაგათ შემოქმედებაში...
Beqa Picxelauri
Beqa Picxelauri
ნუ, ეგ მსოფლიო მნიშვნელობის ფრაზაა და შეუძლებელია, არ მოგწონდეს. სიკვდილი ხომ სიცოცხლის გვირგვინია და მთელი ცხოვრება იმის მცდელობაა, სიცოცხლის ბოლოს ეს გვირგვინი რაც შეიძლება მოხდენილად მოვირგოთ თავზე... ვინ ახერხებს ამას, ვინ - ვერა. ვინ - დიდი წარმატებით, ვინ - ნაკლებით, ზოგი კი - საერთოდ ვერა.guruli
აი ეს მომწონს მე
"შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა"
Last edited by guruli on 30 ოქტ 2007, 21:35, edited 1 time in total.
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
guruli
ყველა ხევსური მართლა დანტეა და ყველა ხევსური პოეტია.
სვანეთში სამწუხაროდ ასე არ არის... ჩვენთან ალბათ სათქმელი უფრო სიმღერით გადმოიცემა.
ყველა ხევსური მართლა დანტეა და ყველა ხევსური პოეტია.
სვანეთში სამწუხაროდ ასე არ არის... ჩვენთან ალბათ სათქმელი უფრო სიმღერით გადმოიცემა.
სვანეთოლოგი
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
ეჰ...
ისევ დამთავრდა მგონია ...
ისევ გადავაგდე კალამი ...
ლოთობისაკენ გამიწია ისევ გულმა
ოღონდ ნამდვილი ლოთობისაკენ, აი ისეთი ლოთობისაკენ:
ოღონდ სადღეგრძელო ითქვას და ყვალას დალოცავ და ყველას აძაგებ...
სადღეგრძელოდან გამომდინარე რომ იყალიბებ აზრს...

ვეღარც სათქმელს ვაჭრევიებ
ყოველ სიტყვაზე გული მწყდება, სხვანაირად მეწადა მეთქვა მაგრამ ვერ გამომივიდა
ისევ იმ იმ იმედით ვტოვებ რომ ვინმემ წაიკითხოს და გაიგოს
ახლა უკვე მაგიტომ ვწერ
თურმე თავის დასამტკიცებელი ერთ ერთი ფორმა ყოფილა ასეთი
გუშინ გავიგე ...
აბალდუის ნარაკრაკარს წაიკითხავდა კაცი ახლა ...

სათქმელიო და სათქმელი.. საკუთარ თავსა და საკუთარ სათქმელში გავხვეულვარ, როგორც საბანში ზამთრის აკანკალებული სხეულივით.. თვითმტკიცებაზეც გადავსულვარ.. თუმცა-ღა თვითმტკიცებას ვებრძვი კიდეც მოჭარბებულად.. მტკიცედ ყოფნა თავთან მტკიცების გარეშე მწყურია.. და ასე მოწყურებულ-მოშიებული დავბოდიალებულვარ აქაურ სავალებზე..
შემოდგომა ამიტალახდა ფეხებთან და მოკლე დღის მოწყენილობა ამედევნა.. ახლა, ბუხარი და კარგი ადამიანები მებლანდება თვალებში.. მშვიდი ცეცხლის სუნთქვა და მშვიდი საუბრები, სიცილიც მშვიდი, ოდნავ შეხმიანებული ღიმილითა და შეხანგრძლივებული ღიმილით...
ჩემი მოკარავეები.. ნუციკოს სიტყვის სიტკბოება და ნაიას ღიმილშეფაკლული სიტყვის მელოდიები.. შფოთისთავების განცხადებული შეთქმულება და ფიცხელაურის გაცოცხლებული და სულშთაბერილი ლექსთ-ლექსები.. კიდევ გვალვას გასაოცარი უნარი ადამიანთა სიყვარულისა.. კიდევ მირანდას თვალებში დამალული დაუთვლელი სამყარო.. კიდევ.. კიდევ ნინიას ღიმილი და დრუიდის ერთგულება.. ლამას მიერ ნათქვამი ქართველობის სადღეგრძელო, ყველაზე გულწრფელად გამოთქმული ბევრ სხვას შორის..
კიდევ.. კიდევ ბევრი ვინმე მაგონდება და მეთვალჭრელება ახლა და ვხვდები, რომ ჩამოთვლაც კი გამიჭირდება.. ახლა იმასაც ვხვდები, რომ ძლიერ მინდა დალევა და ოდნავ შემთვრალ-შეკარვება მეგობრებთან.. რომ ძლიერ მინდა გავაგრძელო ჩემი შეთქმულება, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური შეთქმულება სხვებს შორის...
ახლა ამ სიტყვებს კიდევ შევხედავ და კიდევ ერთხელ მივხვდები, რომ წერა არ მეხერხება და არ მენიჭიერება, მაგრამ ვერ კი შევებრძოლები ჩემს თავს და არც.. მაინც დავტოვებ ამ ჩემს თავს აქ, ასე დასიტყვებულსა და დაკლავიატურებულს..
ახლა მეგობართან - ჩემი სულის მორიგ ნაწილთან ვარ და მალე იქნებ ისიც ვთხოვო, რომ ორიოდე ჭიქა შემასვას.. მერე.. დავჯდები და წარმოვიდგენ აქ წეღან ნანატრ ბუხარსა და ჭარმოგიდგენთ თქვენ, ნანატრ ადამიანებს და...
და... ჩემში გავაგრძელებ ამ ამბის თხრობას... შეთქმულ-შეფიცული სიტყვების მორიგ ამბავს და მორიგ თავგადასავალს...

აბალდუი-არჩილ მაკვირვებ პირდაპირ განა ჩვენთვის, სიტყვისა და ნააზრ-ნაგრძობს ლოთებისათვის დანამალი არსებობს რამე?ARCHIL_i wrote:კიდევ მირანდას თვალებში დამალული დაუთვლელი სამყარო..
და თუ შენთვისაც კი დამალულია საიდან იცი???
არ მინდა ვიფიქრო რომ სიტყვებს მიზნისთვის ხარჯავ არადა ჩემი დაბალი რანგის გონება შენ ამ ნაწვდომს ვერ ჩაწვდა
ალბათ არის რაღაც, დამალული, იცი რაც ქვია, მაგრამ მაინც დამალულად მიგაჩნია
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
ხო სულ გამომრჩა: მაგარია რომ დაბრუნდი 

- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
აუ მაგარიაARCHIL_i wrote:ახლა მეგობართან - ჩემი სულის მორიგ ნაწილთან ვარ და მალე იქნებ ისიც ვთხოვო, რომ ორიოდე ჭიქა შემასვას..
იმენა ლოთურია
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
დანამალი და მისაგნები რომ არის.. და თანაც მხოლოდ შფოთისთავებისათვის.. დავიჯერო რომ შენთვის სიახლეა ეს ამბავი?.. ალბათ უფრო იმის გამო ვერ გამოითქვა ჩემი სათქმელი, ფრაზა ფრაზას რომ სუსტი ძაფით მიეკერა და ვერ გაიკემსა სასურველად და ხეირიანად... და თანაც, ის შეიძლება მიაგნო, დანამალი რომ არის სამყაროები და ვერ კი მოიძიო ასე ადვილად თითოეული მათგანი, ვერ გამოიცნო, ვერ დაიმეგობრო..Beqa Picxelauri wrote:
აბალდუი-არჩილ მაკვირვებ პირდაპირ განა ჩვენთვის, სიტყვისა და ნააზრ-ნაგრძობს ლოთებისათვის დანამალი არსებობს რამე?
და თუ შენთვისაც კი დამალულია საიდან იცი???
აი.. ეს იყო გამოთქმულ-გამობლანდული და ვერ მოძიებულსა და ნავარაუდევს მივეტმასნ-მივეკერე ამ ბოლო ხანებში.. მითუმეტეს, თუ სათქმელიც ისეთი წვიმიანია, როგორც ამინდებმა შეგვაჩვია ამ ბოლო დროს..
იმედია, მიმიხვდი სათქმელს უკეთ და როგორც ლოთი.. ლოთს.. გამიგებ..

drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
Beqa Picxelauri
ARCHIL_i
ერთი მამრულ ლოთური ხომ არ მოგვეწყო დეკემბრის სიცივეში რომელიმე თბილისურ მივიწყებულ დუქანში? ჰა ჰა 1-2 მსგავსი მოსულწადინებულობის კაციც შემოვიმატოთ და ვქნათ და ვთქვათ და ვსვათ........
ARCHIL_i
ერთი მამრულ ლოთური ხომ არ მოგვეწყო დეკემბრის სიცივეში რომელიმე თბილისურ მივიწყებულ დუქანში? ჰა ჰა 1-2 მსგავსი მოსულწადინებულობის კაციც შემოვიმატოთ და ვქნათ და ვთქვათ და ვსვათ........
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
ZVIOSULI
და ვატიროთ ... ბალალაიკა
და ვატიროთ ... ბალალაიკა