მიშა ვარდები...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მიშა ვარდები...

Post by ლეონტი » 02 ნოე 2007, 21:27

ხალხო ეს ფორუმი ღია ცის ქვეშ აქტივობას ეხებაო, აქ არაერთხელ აღნიშნეს.
მაშ ყველაზე დიდი აქტივობა ღია ცის ქვეშ, რაც ეს ფორუმი არსებობს ეხლა მიდის პარლამენტის შენობის წინ.
მართალია ეს პოლიტიკური აქტივობაა, მაგრამ რაც მთავარია, ღია ცის ქვეშაა.
ამისთვის აიტანა ჯოჯოხეთ საქართველომ , რომ იუდები მოსულიყვნენ და ყველაფერი გაეყიდათ გროშებზე?
საქართველოს მოვლა მონახულება ვერაა კაი საქმე, თუ იუდები შენ თვალწინ დააბარიგებენ ყველაფერს.
ბოლო ბოლო სკაუტები ხომ არ ვართ?
თუ გნებავთ ეს თემა დახურეთ, მე ოპოზიციაშიც ვერ ვხედავ ხსნას ,მაგრამ სტუდენტების განწყობას ვუერთდები, რომლებიც ყვიროდნენ:
მიშა ვარდები,
მალე გადავარდები.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მიშა ვარდები...

Post by Gvalva » 03 ნოე 2007, 00:04

რა ვიცი, ჩემი აზრით, ეს იმ იშვიათ საქმეთაგანია, ღია ციას ქვეშ აქტივობა რომ არ მოუხდა - ქრონიკულ დაავადებებს იწვევს აშკარად და უფრო აფუჭებს საქმეს... ის კი არა, კახელის და კოპერფილდის სიგარეტის არ იყოს, ხო ხედავ რო გვნებს და დაანებე თავიო... რაც მეტად ვაქტიურობთ, მით უფრო ხშირ-ხშირად ვხდებით შესაკრები, გეომეტრიული პროგრესიით კლებულობს ეს პერიოდი ვერ ვატყობთ??

შევგროვდებით, დავიძახებთ, ავაბურთავებთ ვიღაცას და წავალთ საქეიფოდ, მაღლა აგდებულ ადამიანს ქვემოდან რომ გამოეცლები მერე გვიკვირს, მიშა ვარდებიო...

რაც ამ დღეებს ეხება, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი ვისაც არც ისინი მოსწონს და არც ესენი, იმათთვის თუ რამე აქტივობა იქნება გამაგებინეთ, იქამდე კი სკაუტი ვარ, მოღალატე, აგენტი თუ სირაქლემა, აბასთუმანში მივდივარ, მიყვარს აბასთუმანი, სისუფთავეა რაღაცნაირი...

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მიშა ვარდები...

Post by Nika » 03 ნოე 2007, 10:51

ეჰ მეც კი მინდა აბასთუმანი მარა დრო სადაა :( არა და მგონი გენიალური ამინდი იქნება. დათოვლილი მთები და ა.შ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Georgian Rabbit
მაწანწალა
Posts: 430
Joined: 06 აგვ 2007, 10:17
Location: Tbilisi, Georgia
მიშა ვარდები...

Post by Georgian Rabbit » 03 ნოე 2007, 11:46

Gvalva wrote: შევგროვდებით, დავიძახებთ, ავაბურთავებთ ვიღაცას და წავალთ საქეიფოდ, მაღლა აგდებულ ადამიანს ქვემოდან რომ გამოეცლები მერე გვიკვირს, მიშა ვარდებიო...
უხ ლელა, შენ გაიხარე!
რაც მაწუხებდა და ნერვს მიშლიდა და სიტყვაში ვერ ვაჯენდი ეგ წავიკითხე ახლა.

ძალიან მეცოდება ხალხი,
ბრბოს მართვა ძალიან იოლია და ბევრი არ იმსახურებს 'გაბრბოებას'
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მიშა ვარდები...

Post by ლეონტი » 03 ნოე 2007, 13:00

მართალი ხართ, ჩვენ პოლიტიკური აფატია გვჭირს, რადგან ერთი და იგივე მეორდება და რატომაც ხდება ეს, ამასაც ვხვდებით.
ვიღაცას გვინდა ჩვენი საქმე გადავაბაროთ და ჩვენ კი "წავიდეთ საქეიფოდ".
პატრონი რო არ გვყავს და მიშები და გრიშები რომ გვინდა , სხვისი ლაქიები, და სხვამ, ჩვენი ქვეყანა აშენოს მაგიტომაა.
კი ბატონო ააშენებენ, ის რასაც ფასი არა აქვს ,ანუ ფულით შეუფასებელია, ქაღალდზე იყიდიან , რომელიც დაზგაზე იბეჭდება დღე და ღამე , ისე როგორც გაზეთები, და ჩვენ დავრჩებით აბასთუმნის , შაორის, ხევსურეთის და მთელი საქართველოს გარეშე.
მერე მოგცემენ უფლებას რომ სადაც გინდა წახვიდე, რადგან ყველგან დაბალანაზღაურებადი მუშა ხელი იქნები, და ეგაა რა.
ჩემი აზრით აქ საუბარიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის წინ წაწევას, რადგან მივხვდეთ ვის მივცეთ ხმა შემდეგ არჩევნებზე.მიშას მსგავს პოსტბოლშევიკს, რუსეთის შემოგდებულ აგენტს, თუ ოკეან გაღმელ ხარბ მილიარდერს. ფული რომ უობდება და არ იცის სად შეტენოს.
უპატრიონოები იმიტომ ვართ რომ ვერ მივხვდით, პატრონი რომ ჩვენ ვართ ჩვენი თავის და ქვეყნის.
ამიტომაა რომ გვსრისავენ და მხდალი, შეშინებული და უმაქნისი არავის არ სჭირდება.
გამოსავალია :ვიყოთ ერთად, და ვიშრომოთ ერთად, ჩვენს ამომგდებებს კი ნუ მივყიდით ყველაფერს, ჩვენ დავეპატრონოთ, მოვუაროთ და იქით ვიყიდოთ სხვებისგან მათი სამშობლოები, მიწები, ქარხნები საავადმყოფოები, წყალმომარაგებები, ელექტროსისტემები და სასუნთქი ჰაერი, თუ ესეთი სულელიები კიდე სადმე არსებობენ დედამიწაზე.

User avatar
a12
მაწანწალა
Posts: 621
Joined: 15 ივნ 2005, 11:38
მიშა ვარდები...

Post by a12 » 03 ნოე 2007, 13:32

გიყვარდეთ ქართველნო ერთმანეთი
ქართველს ქართველი კი არ უნდა ეზიზღებოდეს არამედ უნდა უყვარდეს როგორც საკუთარი ძმა და თუ მშობელი
ქუჩაში ერთმანეთს კი არ უნდა უბღვერდნენ არამედ უნდა უღიმოდნენ
არ უნდა შურდეთ ერთმანეთის უნდა უხაროდეთ ქართველის წარმატება
ფული მინდაო თქვა კაცმა
რამდენიო
ბევრიო
კარგი მოგცემ ბევრ ფულს მაგრამ შენ მეზობელს 2-ჯერ მეტს მივცემო
მაგას მირჩევნია დღესვე მომკლაო
ეს არ უნდა გვჭირდეს
ჩვენში სიყვარული უნდა ჩასახლდეს
და მე ამ სიყვარულს კარავი.გე-ში ვხედავ იდეაში
მაგრამ ვაი რომ ეს ასე არ არის
ეს საკმაოდ რთული საქმეა ძალიან რთული თითქმის შეუძლებელი თითქმის კი არა შეუძლებელი მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვეცადოთ რაც შეიძლება მეტ ხალს ჩავუსახოთ სიყვარული
მე მხოლოდ ამ ტიპის აქციაზე წავალ თუნდაც ეხლავე არ როცა იქნება

მაგრამ იმ ხალხის გვერდზე ვერ დავდგები ვისაც ბოღმა ახრჩობს ბოღმა და გონორი საკუთარ თავში უნდა ჩაკლას ადამიანმა თუ უნდა სიყვარული მოიპოვოს
არც მიშა მინდა და მით უმეტეს არც ოპოზიცია
აბა ვინ გვინდა? ვინც ბევ ფულს ჩადებს ამ საქმეში?
არა მე მინდა ადამიანი რომელშიც სიყვარული არსებობს
კი ყველას გააჩნია სიყვარულის გრძნობა კაცის მკველსაც და თვით სატანასაც
მაგრამ აქ სხვა სიყვარულზეა ლაპარაკი

მაგარი ნაბახუსევი ვარ დასიებული მაქვს სახე :?
მე ჩემი ძმების მჯერა მჯერა რომ ისინი საქართველოს არ გაყიდიან ისევე როგორც მე
სხვა არვისი არ მჯერა ვერ ვიჯერებ ადამიანის რომლის თვალებშიც არ ჩამიხედავს
მართლა იპოვა კონჭკათში დათიკო ნებიერიძემ დინოზავრის კვერცხები?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მიშა ვარდები...

Post by ლეონტი » 03 ნოე 2007, 13:42

ათორმეტო გეთანხმები, სიყვარულს და რწმენას შეუძლია მხოლოდ გადაგვარჩინოს.
თუმცა ერთი მექანიკური უზუსტობაა, რომელსაც ავღნიშნავ, საღვთისმეტყველო განმარტებით, სატანას სიყვარული არ გააჩნია, ის თავისი ნებით სრულებით არის განვარდნილი ღვთისაგან და მისი გადარჩენა ანუ შემობრუნება სიყვარულისკენ, ამიტომაც შეუძლებელია.
და მეც ეგეთი საქართველო მინდა, სიყვარულით და არა სატანური შურით და შუღლით გაჯერებული.
:)

User avatar
a12
მაწანწალა
Posts: 621
Joined: 15 ივნ 2005, 11:38
მიშა ვარდები...

Post by a12 » 03 ნოე 2007, 14:11

სიძულვილის სიყვარულიც ხომ სიყვარულია
ხოდა კიდევ ისეთ საქართველოში მინდა ცხოვრება სადაც ხალხი საკუთარი სახლის კარებს არასოდეს ჩაკეტავს
არადა არსებობს ასეთი ხალხი უბრალოდ მინდა რაოდენობამ მოიმატოს
მაგრამ სიკეთე არ იარსებებდა სიბოროტე რომ არ არსებობდეს
უბრალოდ მინდა უფრო მეტი კეთილი ადამამიანი არსებობდეს საქართველოში
ბოროტებით კი არ ამაყობდეს ხალხი პირიქით რცხვენოდეთ საკუთარი საქციელის ხალხი თავისით ამას ვერ მიაღწევს მთავრობა თუ არ დაეხმარა
ოპოზიცია რომ მოვიდეს მთავრობაში ვფიქრობ რომ უარესი სიტოაცია შეიქმნება გავა 2-3 წელი და იგივე მოხდება
მე მინდა მიშაზე უკეთესი მოვიდეს
გია მაისაშვილზე ვფიქრობ
ამ დღეებში მე მგონი ვნახავ
მე მგონი ამათ ყველას ჯობია ჯერ არ ვიცი
მართლა იპოვა კონჭკათში დათიკო ნებიერიძემ დინოზავრის კვერცხები?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მიშა ვარდები...

Post by ლეონტი » 03 ნოე 2007, 14:26

მაისაშვილი არ ვიცი ვინაა, მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს, ის უნდა იყოს გმირი.
ანუ თავდადებული.
სხვა ყველა გაგვყიდის.ის ვინც ძალაუფლების და კაპიტალის შესაკრებად მოდის ჩვენი მტერია.
გმირმა თავი უნდა გაწიროს თავისი ხალხისთვის, თუ პრეტენზია აქვს ხალხის პატრონობის.
ადრე მოგეხსენებათ მეფეები უბრალო ჯარისკაცივით შედიოდნენ ომში და ხმალს იქნევდნენ, დღევანდელი რჩეული კი, ბრძანებას იძლევა და შორიდან უყურებს სიტუაციას, გასაქცევიც მზად აქვს.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მიშა ვარდები...

Post by gobe » 03 ნოე 2007, 15:43

გუშინ ვიყავი...
ალბათ დღესაც წავალ...
პირადად მე მშვიდად ვერ ვზივარ სახლში... თუკი რამე მაჩერებს ეხლა, ისევდაისევ ჩემი სამსახურის საქმეებია...
გამოიყენებენ ჩემს იქ დგომას მავანნი და მავანნი? გამოიყენონ...
რა ვქნა, არ შემიძლია სხვანაირად...
:roll:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მიშა ვარდები...

Post by ლეონტი » 03 ნოე 2007, 15:53

გობე გაიხარე, ღმერთი შეგეწევა და შეგვეწევა ყველას, მთელ საქართველოს,
განსაცდელი არ გვცილდება, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ გვწვრთნის და გვასწავლის. ეგერე ადვილი მოსასპობი რომ ვიყოთ აქამდე გაგვაქრობდენ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მიშა ვარდები...

Post by guruli » 03 ნოე 2007, 17:44

Gvalva
რაც მეტად ვაქტიურობთ, მით უფრო ხშირ-ხშირად ვხდებით შესაკრები, გეომეტრიული პროგრესიით კლებულობს ეს პერიოდი ვერ ვატყობთ??

შევგროვდებით, დავიძახებთ, ავაბურთავებთ ვიღაცას და წავალთ საქეიფოდ, მაღლა აგდებულ ადამიანს ქვემოდან რომ გამოეცლები მერე გვიკვირს, მიშა ვარდებიო...

რაც ამ დღეებს ეხება, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი ვისაც არც ისინი მოსწონს და არც ესენი,
მეც იმათ შორის ვარ, ვისაც არც ისინი მოსწონს და არც - ესენი, მაგრამ ეს მიტინგიც საჭირო მგონია და - იქ დგომაც. არ ვამბობ, ოპოზიცია უფრთო ანგელოზია და ხელისუფლებაში რომ მოვლენ, იგივე საზიზღრობებს არ გააკეთებენ-მეთქი, მაგრამ ეს ამბები იმათაც ემახსოვრებათ და ცოტას დაფიქრდებიან. იმის შიში მაინც ექნებათ, ანცებმა 3 წელიწადი თუ გაძლეს, ჩვენ 2-იც არ დაგვცალდება, ისე თუ მოვიქცევითო... ამიტომაა საჭირო იქ დგომა - ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს ხალხის ძალა და მაია ნადირაძესავით არ უნდა ფიქრობდეს, ხალხი ჩვენ ვართო. ალბათ, გახსოვთ, ამ ნაბოზვარი (მაპატიეთ უხამსობა, მაგრამ ეს ქალი იმდენად შემზიზღდა თავისი ცინიზმის გამო...) ქალის სიტყვები, რაკი ხელისუფლებაში მოვედით, რასაც გვინდა, იმას ვიზამთო. ძალიან ჭკვიანურად გამოვიდა გუშინ ნინელი ჭანკვეტაძე - ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს არა მარტო ამ ხელისუფლებისთვის, არამედ მომავლისთვისაც, რომელსაც მაშინვე უნდა მივუთითოთ შეცდომაზე და არ უნდა ვილაპარაკოთ, ჯერ ახლები არიან და ცოტა ვაცალოთო... სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით დროს, თორემ განვითარებულმა ქვეყნებმა ეს პერიოდი დიდ ხნის წინ გაიარეს.ცუდი ხელისუფლების მოსარჯულებლად ასეთი აქციები ჩვენი გასაკეთებელია - ჩვენს საქმეს სხვა არ გააკეთებს... კამათში იბადება ჭეშმარიტებაო და ასეთ წინააღმდეგობებში - ხელისუფლება. ესაა, თორემ მე არც ოპოზიციით ვარ აღფრთოვანებული და ავანსად არც ჩემს ხმას მივცემ მაგათ არჩევნებზე - ჯერ გამიკეთონ; დამარწმუნონ, რომ ნორმალური ხელისუფლება არიან და ჩემს ხმას მომავალ არცევნებზე მივცემ. მე, ზოგადად, ჩემს ბიულეტენს ყველა არჩევნებზე ვაბათილებდი, მაგრამ ავანსად გაცემულ იმ ერთეულ შემთხვევებსაც ვნანობ, როცა რომელიმე პარტიისა თუ ბლოკისთვის მიმიცია ხმა. მეყოფა ამდენი მოტყუება. არც პატარა ბავშვი ვარ და არც - შტერი, კიდევ ერთხელ მოვატყუებინო თავი. და თუ არ მომატყუებენ, ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ და კიდევ არაერთ არჩევნებს მოვესწრები.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მიშა ვარდები...

Post by ლეონტი » 03 ნოე 2007, 18:46

გაიხარე გურულო , 100% იანია, არ ივარგებენ ახლები ქვეყნისთვის? იმათაც გადავუვლით, რადგან ბრძოლა ბოლომდეა, თავისუფლებამდეა, ან სიკვდილი ან გამარჯვება, საბჭოური გატრუნვის პერიოდი ამ მიწაზე აღარ დაბრუნდება.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
მიშა ვარდები...

Post by popins » 03 ნოე 2007, 18:54

guruli
:D :D :D

გაიხარე :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მიშა ვარდები...

Post by guruli » 03 ნოე 2007, 19:05

ლეონტი
არ ივარგებენ ახლები ქვეყნისთვის? იმათაც გადავუვლით, რადგან ბრძოლა ბოლომდეა, თავისუფლებამდეა,
ბევრი მეკამათება, როდემდე უნდა ვიაროთ მიტინგებზეო... სანამ ხელისფლება არ შეიგნებს, რომ ხალხსითვის არსებობს და არა - ხალხი ხელისუფლებისთვის; რომ ხალხი მისი მეწველი ძროხა არაა. კიდე ვიმეორებ - ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს და საჭირო მომენტში ხელისუფლებაზე ზემოქმედება ჩვენივე მოვალეობაა.
popins შენც გაიხარე. :D :wink:

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]