Gvalva wrote:რა მშვენიერი აზრი იქნებოდა ჩემი გასაკეთებელი რომ არ იყოს?!
გავაკეთებ და გაგაცნობთ და ყველამ მივიღოთ მონაწილეობა დახვეწაში
აუცილებელი არაა ერთმა ადამიანმა გააკეთოს ეს. ვფიქრობ უფრო მიზანშეწონილი იქნება, ძირითადი იდეები გამოითქვას, მათგან შეირჩეს ძირითადები კარაველებთა პოსტების მეშვეობით, შემუშავდეს პროექტი, და თუ საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს, მიღებულ იქნეს - ანუ გაუმარჯოს დემოკრატიას და ძირს დიქტატურა. ამითი ერთი ადამიანი არ გახდება დასასჯელი ამ წესების შემუშავებით. ამასთან ერთი ადამიანის მუშაობას კოლეგიალური მუშაობა სჯობია.
დასჯის მეთოდები, პირობები და რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს კარაველი, განსაზღვრული უნდა იყოს, თორემ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ დაბანილი ხარ და აზრზე ვერ მოდიხარ რატომ. უნდა არსებობდეს გაფრთხილების სისტემაც.
ისე ვეთანხმები ზოგიერთს მოსაზრებას, რომ მოდერატორთა რაპდენოპბა და აქტიუროუბა უნდა გაიზარდოს.
ერთი იდეა, რომელიც მომივიდა. არ ვიცი ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია, მაგრამ კარგი იქნება, თუ თემის მოდერტობას მისი გამხსნელი გაწევს. მაგალითად იმ თემებში, რომლებიც მე გავხსენი, კვლავ ლექსებს დაგიწერ, სახალისო ფოტოები, არაშესაბამის პოსტს როცა ვხედავ, მგონია რომ ყველაზე უკეთ მე ვხვდები ამის შესახებ, ანუ სურვილი მიჩნდება ზედმეტი მოვაშორო, რადგანაც ყველაზე უკეთესად ამ თემების გამხსნელმა იცის თუ რისთვის იყო ეს თემა შექმნილი. შეგვიძლია განვიხილოთ ასეთი მიდგომაც (თუ რა თქმა უნდა ტექიკურად შესაძლებელია).
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
