მე და
GUGA სიღნაღში შაბათს ჩავედით. მოღრუბლული იყო, გავიარეთ ქალაქში, გარედან შეღებილია შენობები, გალამაზებული ( და ეს კარგია ), მაგრამ ადგილობრივებს რომ გამოველაპარაკეთ, ყველა შიშობს, რომ ინვესტორები მათი ფინანსებით შეზღუდავენ მათ თავისუფლებას, აიძულებენ გაყიდონ სახლები და ა.შ.
იმ საღამოს კონცერტი ჩატარდა და ე.წ. ღვინის ფესტივალი, ახალგაზრდობა, ბავშვები ავტობუსებით ყავდათ ჩამოყვანილები. ბევრი
ვარსკვლავი გამოჩნდა სცენაზე, ჩვენ შორიახლოს ვიდექით, უბრალოდ გვესმოდა გამაძლიარებლებით მათი ხმა. კონცერტის კულმინაციაზე ერთი არტისტი გამოჩნდა. მისი ხმა მეცო სოპრანოთი იყო წარმოდგენილი, რასაც ბავშვებში დიდი ემოციები არ გამოუწვევია.ბავშვები თავიანთ კერპებს უფრო ელოდნენ - ლექს-სენებსა და ბიგ თიკოებს...
კონცერტის ბოლოს Feuerwerk- ი გამართეს, ცა ნათდებოდა სიღნაღის თავზე და საშინლად გრუხუნებდა... სტუმრები თანდათან იშლებოდნენ, სიღნაღელები კი თავიანთი ქალაქის სადღეგრძელოებს სვამდნენ ახალდაწურული ღვინით და იმედიანად შესცქეროდნენ ქვეყნის მომავალს...
ეს იყო შაბათს, კვირა დილით ნისლი ჩამოწვა მთელი სიღნაღის თავზე, ცრიდა. მე და
GUGA ველოდებოდით კარაველები ჩამოსვლას, კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ ბოდბის ეკლესიას, რომელსაც ჩვეულებისამებრ ბევრი ხალხი სტუმრობდა...
ღვინის ფესტივალს რაც შეეხება, რამოდენიმე ადგილას ღვინის კომპანიებს გამოტანილი Hქონდათ თავიანთი ნაწარმი, მეგონა რეკლამის სახით ხალხს თითო ჭიქას დააგემოვნინებდნენ.
ნურას უკაცრავად, ერთი ბაკალი ღვინო 5დან 6 ლარამდე ღირდა, ბოთლი კიდევ ღმერთმა უწყის...
კიდევ ფანტანი გაუშვეს, გახსნეს თეატრი, ფიროსმანის მუზეუმი ( მეორე დღეს დაკეტილი რომ დაგვხვდა), ახალი დასასვენებელი პარკი, პოპულის მაღაზია. იხსნება სხვადასხვა ბანკების ფილიალები, მოკლედ, ქალაქი გარეგნულ ბრწყინვალებას იძენს...
ეს - მოკლე მიმოხილვა საკუთრივ ფესტივალის შესახებ ( ოფტოპიკებს ხომ ბრძოლას ვუცხადებთ).
