ვაზისუბნის ;სანაგირე"
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- gio giorgi
- მაწანწალა
- Posts: 339
- Joined: 25 მაი 2007, 12:38
- Contact:
ვაზისუბნის ;სანაგირე"
რამოდენიმე კვირის წინ ვიყავით რთველში სოფელ ვაზისუბანში (გურჯაანის რაიონი)და ტრადიციული რიტუალების შემდეგ ცოცხლად გადარძჩენილები მეორე დღეს ავედით როგორც იქაურები ეძახიან.. სანაგირეში,,,
დაგმოცემით მონასტერი ვახტანგ გორგასლის მეუღლეს გურანდუხტს დაუარსებია ,მას შემდეგ რაც ქალაქი ჭერემი აშენებულა. აქედან ჭერმამდე დაახლოებით 10-15 კმია...მონასტერს აშკარათ ეტყობა რომ მრავალჯერაა გადაკეთებული . ძირითადად მთავარი ტაძარი ალბათ სავარაუდოდ 13 საუკუნეშია აშენებული...დღეს დღეობოთ ძეგლი კატასტოფულ მდგომარეობაშია როგორც კახეთის უმეტესი ძეგლი .ტაო კლარჯეთს მივტირით და აგერ კახეთში უნიკალური ძEგლები თავზე გვენგრევა...
გზაში......
შემოდგომის ფერები....
დაგმოცემით მონასტერი ვახტანგ გორგასლის მეუღლეს გურანდუხტს დაუარსებია ,მას შემდეგ რაც ქალაქი ჭერემი აშენებულა. აქედან ჭერმამდე დაახლოებით 10-15 კმია...მონასტერს აშკარათ ეტყობა რომ მრავალჯერაა გადაკეთებული . ძირითადად მთავარი ტაძარი ალბათ სავარაუდოდ 13 საუკუნეშია აშენებული...დღეს დღეობოთ ძეგლი კატასტოფულ მდგომარეობაშია როგორც კახეთის უმეტესი ძეგლი .ტაო კლარჯეთს მივტირით და აგერ კახეთში უნიკალური ძEგლები თავზე გვენგრევა...
გზაში......
შემოდგომის ფერები....
- gio giorgi
- მაწანწალა
- Posts: 339
- Joined: 25 მაი 2007, 12:38
- Contact:
ვაზისუბნის ;სანაგირე"
gio giorgi - ჯერ დიდი მადლობა ფოტოებისთვის. შემოდგომის ფერები მართლაც უნიკალურია... რა ვიცი, ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ვერ მოვითმინე, ამ ფრაზაზე კომენტარი არ გამეკეთებინა:
P.S. მე რა ვიცი ამ საკითხისადმი შენი დამოკიდებულება და იქნებ ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა კიდეც...
ცხადია, კახეთის უნიკალურ ზეგლებსაც მიხედვა და პატრონობა სჭირდებათ, მაგრამ ტაო-კლარჯეთის ეკლესიებს იქ, იმ გეოპოლიტიკურ არეალში სხვა დატვირთვა აქვთ - ქართული სულის შენარჩუნება, გაღრმავება და განმტკიცება. მე არ ვიცი შენი დამოკიდებულება ზოგადად მაგ საკითხისადმი, მაგრამ რატომღაც ბოლო დროს მოდად იქცა მსგავსი გამოთქმა - იქ კი არა, აქ გვენგრევა თავზეო... არადა, ქართულ ენასთან ერთად ეგ ტაძრებია ის ქვაკუთხედი, რაც იქაურ ქართველებს თავის ქართველობას ახსენებს. და არა მარტო ქართველებს - ბანასთან და კიდევ ზოგიერთ ძეგლთან იქაურმა თურქებმა პირდაპირ გვითხრეს, ეგ თქვენი წინაპრების აშენებულიაო...ტაო კლარჯეთს მივტირით და აგერ კახეთში უნიკალური ძეგლები თავზე გვენგრევა...
P.S. მე რა ვიცი ამ საკითხისადმი შენი დამოკიდებულება და იქნებ ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა კიდეც...
- gio giorgi
- მაწანწალა
- Posts: 339
- Joined: 25 მაი 2007, 12:38
- Contact:
ვაზისუბნის ;სანაგირე"
guruli
რათქმაუნდა მეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქ მაგ საკითხისადმი როგორც ნებისმიერ ქართველს ,ტაო კლარჯეთი ყველა ჩვენთაგანისთვის სულ სხვა გრძნობებს იწვევს და სხვა დატვირთვაა რათქმაუნდა ,ისევე როგორც ჯვრის მონასტერს და ივერონს ათონზე,
უბრალოდ გული გიკვდება როცა ხედავ ამ უნიკალურ ძეგლებს ესეთ დღეში...და გომბორის ძეგლების უმეტესობა დღემდე უცნობია ხალხისთვის..მაგალითად ზეგაანი,სანაგირე,შაშიანის სამება,ჭერემი,ვაჩნაძიანი,კალაურის ნათლისმცემელი,აკურის მამადავითი,კისისხევის უდაბნო მინასტრები და ა.შ

lama
გაიხარე....
ეს ჩვენი ამერიკელი მეგობარი...
ესეც ცხენის და პატრონის უხილავი კავშირი
გაიხარე....
ეს ჩვენი ამერიკელი მეგობარი...
ესეც ცხენის და პატრონის უხილავი კავშირი
ვაზისუბნის ;სანაგირე"
gio giorgi
ცხადია, ცუდია, ჩვენს სამშობლოს კარგად რომ არ ვიცნობთ, მაგრა მაგ ეკლესიებზე მეტად ტაო-კლარჯულები თუ გვსმენია, მაგასაც მოეძებნება ახსნა - იმ ტაძრებმა საქართველოს ისტორიაში უდიდესი, შენს მიერ ჩამოთვლილებზე ბევრად დიდი როლი შეასრულეს. საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლა იმათი წიაღიდან დაიწყო...და გომბორის ძეგლების უმეტესობა დღემდე უცნობია ხალხისთვის..მაგალითად ზეგაანი,სანაგირე,შაშიანის სამება,ჭერემი,ვაჩნაძიანი,კალაურის ნათლისმცემელი,აკურის მამადავითი,კისისხევის უდაბნო მინასტრები და ა.შ
- gio giorgi
- მაწანწალა
- Posts: 339
- Joined: 25 მაი 2007, 12:38
- Contact:
ვაზისუბნის ;სანაგირე"
guruli
რა თქმა უნდა აქ საკამათო არაფერია...ტაო ალბათ ჩვენ სამუდამო ტკივილათ დარჩება...
რა თქმა უნდა აქ საკამათო არაფერია...ტაო ალბათ ჩვენ სამუდამო ტკივილათ დარჩება...
ვაზისუბნის ;სანაგირე"
ამ ზაფულს ვიყავი ტაოში
ვაზისუბნის ;სანაგირე"
gio giorgi
რა ლამაზი ეკლესიააა....
რა ლამაზი ეკლესიააა....
ვაზისუბნის ;სანაგირე"
gio giorgi
ვა - ამის შემდგომი ჩემი პოსტი სად აორთქლდა? თუ საერთოდ არ გამოგზავნა? რაღაც სერვერმა გაჭედა მაშინ და... თუ მოდერმა წაშალა?guruli
რა თქმა უნდა აქ საკამათო არაფერია...ტაო ალბათ ჩვენ სამუდამო ტკივილათ დარჩება...
- gio giorgi
- მაწანწალა
- Posts: 339
- Joined: 25 მაი 2007, 12:38
- Contact:
ვაზისუბნის ;სანაგირე"
qvevri
ეს შენ საპატივცემულოთ
Naia
კი ეს ჩემი ერთ ერთი საყვარელი ადგილია. ბევრგან ვყოფილვარ მაგრამ მონასტერთან რო წყაროა ესეთი წყალი სხვაგან არსად არ დამილევია რაღაც ტკბილი გემო დაკრავს

ფანტასტიური სურათებია... მომეწონა შენი ხედვა
ფანტასტიური სურათებია... მომეწონა შენი ხედვა
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
ვაზისუბნის ;სანაგირე"
gio giorgi
კარგია რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენე საკმაოდ ადვილად მისასვლელი ძელგები ვაზისუბან-კალაურ-ვაჩნაძიანის შემოგარენში. არადა რატომღაც ნაკლებად პოპულარული ძეგლებია და იშვიათად რომ ადგოლობრივს გარდა იქ ვინმე მივიდეს. ზოგი ძეგლი თავად სოფლებშია მაგალითად გულბაათ ჭავჭავაძის სახლი ანდა სულხან ჭავჭავაძის სასახლე (თუ მეტი არა არაფრით ჩამოუვარდება ეს უკანასკნელი ალექსანდრეს სასახლეს).
გმადლობთ!
კარგია რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენე საკმაოდ ადვილად მისასვლელი ძელგები ვაზისუბან-კალაურ-ვაჩნაძიანის შემოგარენში. არადა რატომღაც ნაკლებად პოპულარული ძეგლებია და იშვიათად რომ ადგოლობრივს გარდა იქ ვინმე მივიდეს. ზოგი ძეგლი თავად სოფლებშია მაგალითად გულბაათ ჭავჭავაძის სახლი ანდა სულხან ჭავჭავაძის სასახლე (თუ მეტი არა არაფრით ჩამოუვარდება ეს უკანასკნელი ალექსანდრეს სასახლეს).
გმადლობთ!
- gio giorgi
- მაწანწალა
- Posts: 339
- Joined: 25 მაი 2007, 12:38
- Contact:
ვაზისუბნის ;სანაგირე"
Kakha
მართალი ხარ ეს ადგილები თითქმის უცნობია საზოგადოებისთვის...საუბედუროთ ბევრს გონია კახეთი მხოლოდ ალავერდის და შუამთის ნახვით შემოიფარდგება...და წარმოდგენა არააქთ გომბორის მთებში რამხელა საგანძური იმმალება..ის საგანძური და სიმდიდრე რაც მე-6 საუკუნეში ასურელმა მამებმა მოიტანეს და დღემდე შეიძლება შეიგრძნო ეს სულიერი განძი ამ ხელუხლებელ ტაძრებში...ტაო-კლარჯეთი ტყუილათ არ ვახსენე როგორც ეს საოცარი მხარე წაგვერთვა ჩვენი სიბრმავის გამო ასევე ეს გომბორის საგანძურიც დაფარულია ჩვენთვის...მაგრამ ბოლო წლებია სიტუაცია გამოსწორდა და იმედია მეტი ყურადღება მიექცევა ამ მხარეს....