ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

Post by აცაბაცა » 08 ოქტ 2007, 19:58

ვაშლოვნის ნაკრძალი..................... კვირას იყო დროებაში თუ კურიერ პს-ში აღას მახსოვს, მაგრამ თავი ”იო”-ზე მეგონა!!!!!!!

მე ვხვდები, რომ შეიძლება ცოტა გვიანია, მაგრამ მაინც ვცდი .....
(პომიდორის და კომბოსტოს სროლა არ იყოს თორემ მეგობრობის სადღეგრძელოს ვიტყვი!!!!)
- ხომ არ წავსულიყავით???????

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

Post by guruli » 08 ოქტ 2007, 20:00

აცაბაცა
ხომ არ წავსულიყავით???????
მე თანახმა ვარ.

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

Post by აცაბაცა » 08 ოქტ 2007, 20:01

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ტახტი-თეფას, ალაზნის ჭალისა და არწივის ხეობის ბუნების ძეგლები
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1935 წელს ორი დიდი მეცნიერის და ბუნების ქომაგი მოღვაწის _ ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით. ხოლო საბოოლო სახით ისევე როგორც ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ალაზნის ჭალის, არწივის ხეობისა და ტახტი-თეფას ბუნების ძეგლები ჩამოყალიბდა _ 2003 წელს.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი და სახელმწიფო ნაკრძალი მასთან დაკავშირებულ ბუნების ძეგლებთან ერთად ლანდშაფტების, ჰაბიტატების, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების მრავალფეროვნების საუკეთესო მაგალითია ქვეყანაში. აქ რეპტილიებისა და ძუძუმწოვრების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა საქართველოში. ბევრი მათგანი, გლობალური მასშტაბით, იშვიათი ან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობაა. მშრალმა კლიმატმა გამოიწვია საქართველოსთვის იშვიათი ჰაბიტატისა და მცენარეულობის წარმოქმნა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ღვიიან და საკმლისხიან არიდულ ნათელ ტყეებს, რომლებიც კარგად არის შენარჩუნებული და ეროვნული მნიშვნელობა აქვთ. ვაშლოვანის ნაკრძალი და ეროვნული პარკი ასევე შეიძლება განვიხილოთ როგორც კულტურული მცენარეების ველური წინაპრებისა და ფორმების გენოფონდის მნიშვნელოვანი რეზერვატი. პარკში მრავალი საინტერესო პალეონთოლოგიური და კულტურულ/ისტორიული ადგილებია.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რეგიონი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. რეგიონის რელიეფის აღწერილობა, ასევე, მისი გეოლოგიური მახასიათებლები, ჰიდროლოგია, კლიმატი და ნიადაგები მნიშვნელოვნად განსხვავდება სქართველოს სხვა რეგიონებისაგან. სიმაღლე ზღვის დონიდან 100-იდან 800-900 მეტრზე მერყეობს. იორის პლატოს დაცული ტერიტორიები ხასიათდება კლიმატის მნიშვნელოვანი სიმშრალით და გადამეტებული სიცხით.
ადგილმდებარეობა და საზღვრები _ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მდებარებს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც შეადგენს დედოფლისწყაროს ადმინისტრაციული რაიონის ნაწილს (14 10’ ჩრდილოეთი, 46 25’ სამხრეთი). მთლიანი ტერიტორია მოიცავს 35053.7 ჰექტარს. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გაშლილია ჩრდილოეთიდან გომბორის მთების გრეხილის თიხოვან ფერდობებსა და სამხრეთით იორის პლატოს შორის არსებულ ქვაბულზე. აღმოსავლეთ ნაწილი გამოყოფილია მდინარე ალაზნით, რომელიც, ამავდროულად, სახელმწიფო საზღვარია აზერბაიჯანთან.
მთლიან ტერიტორიაზე გამოიყოფა ვაშლოვანის ნაკრძალი (10142 ჰა), ვაშლოვანის ეროვნული პარკი (24598 ჰა), ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი (204ჰა), ტახტი-ტეფას ბუნების ძეგლი (9.7ჰა) და არწივის ხეობის ბუნების ძეგლი (100ჰა). კლიმატი _ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რეგიონი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს საშუალო ტენიანობის სუბტროპიკული კლიმატის ზონებს შორის. მის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე იორის გასწვრივ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირების ზონაში დომინირებს ზომიერად მშრალი სტეპური კლიმატი ცხელი ზაფხულებითა და ყოველწლიური ატმოსფერული ნალექის ორი მინიმუმით.
ჰიდროლოგია _ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რეგიონი ყველაზე მშრალი და უწყლო ტერიტორიაა საქართველოში. მთლიანი ატმოსფერული ნალექი 450-520 მმ-ია. ეს რეგიონი ხასიათდება მიწის ზედაპირიდან აორთქლების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელით, რომელიც, დაახლოებით, 400-430 მმ-ს აღწევს.
გეოლოგია და გეომორფოლოგია _ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები განთავსებულია დედოფლისწყაროს რაიონში და გარემოცულია აღმოსავლეთით მდინარე ალაზნითა და იორის ზეგანით, ჩობანდაგისა და ორი ძმის მთაგრეხილით. რელიეფი შედგება ნეოგენებისა და მეოთხეული პერიოდის ნარიყი ლოდებისაგან. მორფო-სტრუქტურულ ფორმებში მნიშვნელოვანია: გამოფიტული დაბლობები, მდინარის ტერასები, ზედაპირები, ვიწრო ხეობები, ”ბედლენდის”, ფსევდო-კარსტები, ტალახოვანი ვულკანები, ხელოვნური გამოქვაბულები, დენუდაციური შთენილები, და სხვ. კლიმატის მშრალმა პირობებმა განაპირობა რელიეფის გარკვეული ფორმები.
ნიადაგები _ ნიადაგის შემდეგი ჯგუფებია გავრცელებული აღნიშნულ რეგიონში: ყავისფერი, ჰუმუს-კარბონატული, შავმიწა ნიადაგი, მორუხო-ყავისფერი, ალუვიური და მარილიანი. ამ რეგიონის ნიადაგებში მაღალია მარილიანობის დონე, რის გამოც ის შეუფერებელი ხდება სოფლის მეურნეობისათვის.
ფლორა _ რეგიონის მცენარეული საფარი განისაზღვრება კომპლექსური ფიზიკური და გეოგრაფიული ფაქტორებით: ოროგრაფიით, გეომორფოლოგიური პროცესების ინტენსიობით, არიდული და მშრალი სუბტროპიკული კლიმატით, ნიადაგის მრავალფეროვნებითა და სხვ. მცენარეული ტიპების სივრცობრივი განაწილება, ფორმაცია და ერთეულები სწორედ ამ ფაქტორების მრავალფეროვან ნიმუშს მიყვება. ჭალის ტყეებში დომინირებს ვერხვი, მუხას ნაკლები ფართობი უჭირავს. სხვა ტიპიური სახეობებია ღვედკეცი და ველური ვაზი. მთისწინეთის ფოთლოვანი ტყე გვხვდება შავ მთაზე. მცენარეულობის ეს ტიპი ორ ვარიანტისგან შედგება. ესენია: 1. ჩვეულებრივ იფნის ტყე და 2. ქართული მუხის ტყე.
ფაუნა _ ფაუნა მეტად მრავალფეროვანია. ამ შედარებით პატარა ტერიტორიაზე ბინადრობს ძუძუმწოვრების 62, ფრინველთა 135, ქვეწარმავლების 24, ამფიბიების 3, თევზების 26 სახეობა, ასევე მწერებისა და უმარტივესთა მრავალი ტიპი (მათი სრული სია ჯერ არ არის დადგენილი).



User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

Post by ZVIOSULI » 08 ოქტ 2007, 20:38

იო მაინც სულ სხვაა - დარწმუნებული ვარ!
მითუმეტეს არამიწიერი პეიზაჟებით . . ..
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

Post by აცაბაცა » 08 ოქტ 2007, 20:42

http://www.vashlovanipa.ge/ თან ამ საიტზე ყველაფერი დაწვრილებით სწერია!!!!!



User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

Post by აცაბაცა » 08 ოქტ 2007, 20:55

საფეხმავლო


ტურისტული მარშრუტი ,,დათვის ხევი”

მარშრუტი იწყება ვაშლოვანის ნაკრძალში ჩამავალი პანტიშარის ხევის ერთ-ერთ განშტოება - დათვისხევთან, რომელიც ქალაქ დედოფლისწყაროდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ეს ტერიტორია უხსოვარ დროში ზღვის ფსკერი ყოფილა. ამის დასტურია ქვიშაქვიანი ალესილები, რომლებიც დედამიწის განვითარების ისტორიას უამბობენ მნახველებს. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს გაშიშვლებულ ქანებზე, დალექილ ფენებში ზღვის მოლუსკების უნაკლოდ შემონახულ ქიტინებს. დათვის ხევში ვიზიტორს შეუძლია ნახოს სამხრეთული სპილოს გაქვავებული ბეჭის ძვლის ნაშთი, რომელიც ნახევარი მილიონი წლის წინანდელი გიგანტი ძუძუმწოვრის ზომებზე მეტყველებს. აქვე შეიძლება შეხვდეთ დათვის, მგლის, გარეული ღორის, ლელიანის კატისა და ფოცხვერის ნაკვალევს. ქვეწარმავლებით დაინტერესებულ ვიზიტორებს ზაფხულში ხეობაში შეუძლიათ იხილონ: კავკასიური ჯოჯო, ხმელთაშუა ზღვის კუ, მარდი ფსვენი, ხვლიკი და თუ ბედმა გაგიღიმათ შეიძლება გველის რომელიმე სახეობის ნახვაც მოახერხოთ. პანტიშარის ხევისა და დათვის ხევის შეერთების ადგილზე მოწყობილია ავტოსადგომი და საპიკნიკე ადგილი.

მარშრუტის ხანგრძლივობა - დღენახევრი.
საველე საკვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე თავად ვიზიტორი ზრუნავს. საფეხმავლო მარშრუტის სიგრძე 3 კმ-ია. შესასვლელ გადასახადს ვიზიტორი იხდის ქალაქ დედოფლისწყაროში ნაკრძალისა და ეროვნული პარკის ოფისში, გამგეობის შენობის პირველ სართულზე.
შესასვლელი გადასახადი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი, 7 წლამდე უფასოა, 16 წლამდე - 5 ლარი.
ღამისთევის გადასახადი ოჯახურ სასტუმროში - 30 ლარი.

სასურველია უხეში ქსოვილის საველე შარვლის ჩაცმა და მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარება.

აკრძალულია:

ნებისმიერი ცხოველის (შინაურის ან გარეულის) თანხლებით მარშრუტზე გასვლა.
ცეცხლსასროლი ან ნებისმიერი ტიპის იარაღის თანხლება.
მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან ნამარხი მასალის აღება.
ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენლის დაჭერა, გამოდევნება, ან რაიმე ზიანის მიყენება.
ხეებზე ასვლა, კლდეებზე აძრომა ან გამოქვაბულში შესვლა. მდინარის პირზე, კლდის ქიმზე ან ხევისპირზე 0,5 მ მანძილზე ახლოს დგომა.
შეზღუდული თვალთახედვის პირობებში (ნისლი, ბუჩქნარი, მაღალი ბალახები) სწრაფი გადაადგილება. ყვირილი, ხმაური.
ცეცხლის დანთება (ნებადართული ადგილის გარდა).
დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე
ქ. დედოფლისწყარო, კოსტავას ქუჩა 44.
საკონტაქტო პირი ვაჟა ჩერქეზიშვილი, ტელ.: 899 53 65 44.

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

Post by აცაბაცა » 08 ოქტ 2007, 20:56

ტურისტული მარშრუტი ,,არწივის ხეობა”

მარშრუტი იწყება არწივის ხეობის შესასვლელთან არსებული საინფორმაციო ცენტრიდან, სადაც ვიზიტორს საშუალება ეძლევამიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ბუნების ძეგლის - ,,არწივის ხეობის” შესახებ. საინფორმაციო ცენტრიდან საფეხმავლო ბილიკი მიემართება კირქვიანი კლდეების გასწვრივ და მიდის კლდის ძირებთან, სადაც შესაძლებელია იშვიათი ენდემური მცენარის, კახეთის მაჩიტას ნახვა. მნახველი განცვიფრებაში მოჰყავს კირქვიან კლდეებზე ყოველგვარი ნიადაგის გარეშე ამოსულ მწვანედ მოხასხასე თეთრ ყვავილს, რომელსაც სასიცოცხლოდ ასეთი მკაცრი გარემო აურჩევია. შემდეგ ბილიკი მიემართება ხეობის დასავლეთ კალთაზე არსებულ გადასახედებზე, საიდანაც ჩაკიდული კლდეების ფონზე მონავარდე ორბების თვალიერება საოცარ განცდას იწვევს მნახველში. ამ დიდრონი ფრინველების გარდა აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ 9 სახეობის მტაცებელი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. მათ შორის აღსანიშნავია გველიჭამია არწივი და ფასკუნჯი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ზაფხულობით მოფრინავენ მართვეების გამოსაზრდელად. მტაცებლების გარდა არწივის ხეობაში სხვა გამორჩეული სილამაზის მქონე ფრინველების ხილვაცაა შესაძლებელი. მათ შორის განსაკუთრებულად საინტერესოა კოლხური ხოხობი და შავი ყარყატი. თუ ბედმა გაგიღიმათ, ხოხბის ნახვა გადასახედების ირგვლივ მდებარე ძეძვნარებში შეიძლება, ხოლო შავი ყარყატის მონახულების მსურველებმა კლდოვანი ქიმების წვერისა და ქვაბულებისკენ უნდა მიმართონ ჭოგრიტები და ბინოკლები. ამ აღჭურვილობის გარეშე არწივის ხეობაში მოსული ვიზიტორი ბევრ საინტერესო მოვლენას გაუშვებს ხელიდან.
ვიზიტორებს უკან მოსაბრუნებელი ბილიკი კირქვიანი ქვებით მოფენილ მწვანედ მოხასხასე მდელოზე მოწყობილ საპიკნიკესთან გამოიყვანს, საიდანაც კარგ ამინდში ალაზნის ველი და კავკასიონის დიდი ქედები ხელისგულივით მოჩანს. სხვა ადგილებისაგან განსხვავებით აქ შეიძლება ცეცხლის დანთება და საჭმლის მომზადება.


მარშრუტის ხანგრძლივობა – 4-5 საათი.
საველე საკვებით უზრუნველყოფა თავად ვიზიტორთა მოსაგვარებელია. მარშრუტის სრული სიგრძე 1.5 კმ-ს შეადგენს. შესასვლელ გადასახადს ვიზიტორი იხდის ქალაქ დედოფლისწყაროს ნაკრძალისა და ეროვნული პარკის ოფისში, გამგეობის შენობის პირველ სართულზე.
შესასვლელი გადასახადი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი, 7 წლამდე უფასოა, 16 წლამდე - 5 ლარი.


ღამისთევის გადასახადი ოჯახურ სასტუმროში - 30 ლარი.
სასურველია საველე უხეში ქსოვილის ან სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა. სპორტული ფეხსაცმლის ან ჩექმების ტარება.

აკრძალულია:
ფრიალო კლდის კიდეებთან 1.5 მეტრზე ახლოს მისვლა.
ნებისმიერი ცხოველის (შინაურის ან გარეულის) თანხლებით მარშრუტზე გასვლა.
ცეცხლსასროლი ან ნებისმიერი სხვა ტიპის იარაღის თანხლება.
მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან სხვა ბუნებრივი მასალის აღება.

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

Post by აცაბაცა » 08 ოქტ 2007, 20:59

არწივის ხეობა
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

Post by აცაბაცა » 08 ოქტ 2007, 21:00

დათვის ხევი


Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

Post by GOGONA » 08 ოქტ 2007, 23:04

აცაბაცა wrote:ვაშლოვნის ნაკრძალი..................... კვირას იყო დროებაში თუ კურიერ პს-ში აღას მახსოვს, მაგრამ თავი ”იო”-ზე მეგონა!!!!!!!

მე ვხვდები, რომ შეიძლება ცოტა გვიანია, მაგრამ მაინც ვცდი .....
(პომიდორის და კომბოსტოს სროლა არ იყოს თორემ მეგობრობის სადღეგრძელოს ვიტყვი!!!!)
- ხომ არ წავსულიყავით???????
კარგი იდეაა,
მადლობა! :) :) :) :)

...ასეთი პრეზენტაციისთვის. :wink:

და როდის?

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ვაშლოვნის ნაკრძალი - არამიწიერი პეიზაჟები

Post by chuna » 08 ოქტ 2007, 23:29

აცაბაცა



http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... sc&start=0


ჩვენი რეპორტაჟი იხილე აქ:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]