მგლები..

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
მგლები..

Post by paata_ » 26 მაი 2007, 19:09

აუ მინდა ეს ძაღლია თუ მგელი კაი კია

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
მგლები..

Post by Giorgi Bagrationi » 26 მაი 2007, 22:25

paata
ამას წინათ (2 თვის წინ) ჩემ მეგობარს აჩუქეს ხასკის 1 თვის ლეკვი. თუ ორი წლის მერე შემახსენებ, როცა ლეკვები ეყოლება დაგაკავშირებ.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მგლები..

Post by gobe » 26 მაი 2007, 23:06

შესწორება #1

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
მგლები..

Post by paata_ » 27 მაი 2007, 01:15

Giorgi Bagrationi wrote:paata
ამას წინათ (2 თვის წინ) ჩემ მეგობარს აჩუქეს ხასკის 1 თვის ლეკვი. თუ ორი წლის მერე შემახსენებ, როცა ლეკვები ეყოლება დაგაკავშირებ.

:lol: ლეტ ჩერეზ პიატ პომოგუ :lol: :lol:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მგლები..

Post by ARCHILI » 27 ივნ 2007, 13:13

ყაზბეგში, მონასტერში რომ ვცხოვრობდი, ზამთრობით მგლები ეზოში შემოდიოდნენ ხოლმე მონასტრის ტერიტორიაზე... მაგარი სანახავი იყო...

ძაღლები თუ აყეფდებოდნენ სერიოზულად, გამოთქმა გვქონდა: "ზნაჩიტ ბუდეაა".... :wink:


ერთ რამეს გეტყვით, ალბათ არც დამიჯერებთ.. ჩემს მამაოს ღამისთევის წირვა ჰქონდა ჩასატარებელი კარკუჩას... მერე .. ისე მოხდა, რომ გამთენიისას (ჯერ რომ ბნელოდა) გზაზე მარტო მოდიოდა ... წარმოიდგინეთ... 30-30 გარდუსი ყინვა ლამის... სიბნელე... საზვავეები, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება ჩამოწვეს და ა.შ.

მონასტრამდე მამაო მგლებმა მოაცილეს.. უფრო ზუსტად.. სამმა მგელმა...

მერე.. ჩვენც რომ მივდიოდით ხოლმე ღამისთევის წირვაზე ან ვბრუნდებოდით და ტან ცოტა-ოდენ გვეშინოდა კიდეც მგლების... ერთმანეთს ვეხუმრებოდით ხოლმე არაფერია საშიში.. მონასტრის წევრებზე მგლებს კბენის კურთხევა არ აქვთო....

:D

ერთხელ იყო, ჩემმა მონასტრელმა ძმამ თქვა: მე კი ვიცი, მგლებს რომ კბენის კურთხევა არ აქვს.. მაგრამ.. იმათ თუ იციანო?...

არ ვიცი.. მგლებმა ეგ ამბავი რამდენად იცოდნენ, თუმცა ღამით როცა ფეხით ვმგზავრობდით, ჩვენ არაერთხელ შეგვიმჩნევია მგლები, არც თუ მაინცდამაინც შორს რომ არ ყოფილან ხოლმე ჩვენგან...

აი, ასეთი პატარა ამბავი გამახსენა ამ თემამ...

:wink:

აბალდუი
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მგლები..

Post by Makena » 08 ივლ 2007, 16:34

PINKY wrote:ჰოდარამაინტერესებს..

რამოდენიმეგამე გამითენებ იაჰეზემიბმულს..

ჰშირადკოცონთანაც გვიმორიგ ია..

დაესკვალაFე მგლებისგამო..

საშინელებაა ტკეშყ გამე მგლისყმუილ რომგაიგებ..

და მემაინტერესებს..

თკვენ თუგაგიგიათ..

რომროდესმე ვინმე პაჰოდშყ მგელს შეეჯამოს..

ანრამე მსგავსყ..

მემგონყ ლეგენდაა ეგკველაFერ..

Image
ერთმა მთიულმა მონადირემ მომიყვა, რომ ყოფილა შემთხვევები როცა დიდთოვლობის დროს როცა მგლები ხროვებად ბარში ჩამოდიან საჭმელის საშოვნელად, ისინი ადამიანებსაც დასხმიან თავს, ამ დროს თუ შემთხვევით მათ გზაზე აღმოჩნდი ნამდვილად არ დაგინდობენო, ამიტომ ზამთარში იმ ტყეებში სადაც მგლები ბინადრობენ წასვლა უიარაღოდ ნამდვილად არ ღირს.

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
მგლები..

Post by ZVIOSULI » 03 ოქტ 2007, 11:48

Makena wrote:
PINKY wrote:ჰოდარამაინტერესებს..

რამოდენიმეგამე გამითენებ იაჰეზემიბმულს..

ჰშირადკოცონთანაც გვიმორიგ ია..

დაესკვალაFე მგლებისგამო..

საშინელებაა ტკეშყ გამე მგლისყმუილ რომგაიგებ..

და მემაინტერესებს..

თკვენ თუგაგიგიათ..

რომროდესმე ვინმე პაჰოდშყ მგელს შეეჯამოს..

ანრამე მსგავსყ..

მემგონყ ლეგენდაა ეგკველაFერ..

Image
ერთმა მთიულმა მონადირემ მომიყვა, რომ ყოფილა შემთხვევები როცა დიდთოვლობის დროს როცა მგლები ხროვებად ბარში ჩამოდიან საჭმელის საშოვნელად, ისინი ადამიანებსაც დასხმიან თავს, ამ დროს თუ შემთხვევით მათ გზაზე აღმოჩნდი ნამდვილად არ დაგინდობენო, ამიტომ ზამთარში იმ ტყეებში სადაც მგლები ბინადრობენ წასვლა უიარაღოდ ნამდვილად არ ღირს.

ვისი რომ მორმალური არ ვარ და ვიცი რომ არ არანნორმალურობა არ მიტყდება და მიტომ -მაგ ზამთრაინ ტყეში მინდა (ოღონდ თობით - ნუ ეგეთი არანორმალურიოც არ ვარ), - -აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ - ძააან ძლიერი იქნება ყველაფერი ტეთია და , გაშავებული გატიტვლებული ხეების გარდა და აი კიდევ რაღაც შავი, მოძღრავი, კბილბასრი, გამოწვარი, სიშმაგიშგან გამლაშებული მკვარცხლი თვალებით და შენ და აუუუუუუუუუუუუუუუ ისევ მაგარია!!! მინდა!!!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
მგლები..

Post by GOGONA » 03 ოქტ 2007, 21:23

ZVIOSULI wrote:[

ვისი რომ მორმალური არ ვარ და ვიცი რომ არ არანნორმალურობა არ მიტყდება და მიტომ -მაგ ზამთრაინ ტყეში მინდა (ოღონდ თობით - ნუ ეგეთი არანორმალურიოც არ ვარ), - -აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ - ძააან ძლიერი იქნება ყველაფერი ტეთია და , გაშავებული გატიტვლებული ხეების გარდა და აი კიდევ რაღაც შავი, მოძღრავი, კბილბასრი, გამოწვარი, სიშმაგიშგან გამლაშებული მკვარცხლი თვალებით და შენ და აუუუუუუუუუუუუუუუ ისევ მაგარია!!! მინდა!!!
პახოდში არასოდეს
და ცხოვრებაში კი მქონდა ესეთი შემთხვევა
"ძარღვებში სისხლი გამეყინაო " რომ ვიგრძენი რასაც ნიშნავს,
ის მგლები სულაც არ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც შენ აღწერე.
ჯერ ერთი - შავები არ იყვნენ, რაღაც მორუხო,
არც სიშმაგე და ცოფი არ იყო მათ თვალებში,
იყო რაღაც მშვიდი და დინჯი თავდაჯერებულობა,
და ყველაზე საზარელი, რამაც სრული პარალიზება დამმართა არ ვიცი რამდენი ხნით,
მათი გუნდური სიმღერა,
თოვლი და სავსე მთვარე იყო, ნაძვებით დაბურული ბილიკი და
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საზარელი კონცერტი,
უცნაური თეთრად გატეხილი ღამე.
...რას არ მივცემდი, ოღონდაც სახლამდე მიმეღწია...

...და მერე გაკვირვება იმის გამო, რომ ეს მე შემემთხვა :roll:

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
მგლები..

Post by GOGONA » 03 ოქტ 2007, 22:00

იმ ზამთარს ტომაც კინაღამ ემსხვერპლა მგლებს,
ბომბორამ იხსნა, ეგ რომ არა...

ეჰ, ცუგრა-ბომბორა, ის მარად დარჩება ჩვენს გულებში... :(

გაზაფხულზე დაიღუპა, კისერზე მგლებისგან მიყენებული ჭრილობა ვერ მოვუშუშეთ, განგრენა განვითარდა და... :cry:

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
მგლები..

Post by Toma » 03 ოქტ 2007, 22:10

GOGONA wrote:იმ ზამთარს ტომაც კინაღამ ემსხვერპლა მგლებს,
ბომბორამ იხსნა, ეგ რომ არა...

ეჰ, ცუგრა-ბომბორა, ის მარად დარჩება ჩვენს გულებში... :(

გაზაფხულზე დაიღუპა, კისერზე მგლებისგან მიყენებული ჭრილობა ვერ მოვუშუშეთ, განგრენა განვითარდა და... :cry:
ხო ნამდვილად იმ ზამთარში მგლებისგან დაგლეჯას ცუგრამ გადამარჩინა. ეხლაც რომ მახსენდება ტანში მზარავს. :(

გონიერი ძაღლი იყო ცუგრა :cry:
Last edited by Toma on 04 ოქტ 2007, 10:29, edited 1 time in total.

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
მგლები..

Post by ZVIOSULI » 04 ოქტ 2007, 10:19

სამწუხაროა რომ მაგ დროს მე მანდ არ ვიყავი...

საინტერესოა გაზაფხულამდე გავატანდი................... :roll:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
bellge
მაწანწალა
Posts: 915
Joined: 12 ივნ 2007, 10:50
მგლები..

Post by bellge » 04 ოქტ 2007, 20:37

აი ეს კი დიღმის მასივში ვნახე :)

Image

Image

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
მგლები..

Post by shatilis asuli » 04 ოქტ 2007, 23:06

[quote="GOGONA"]
პახოდში არასოდეს
და ცხოვრებაში კი მქონდა ესეთი შემთხვევა
"ძარღვებში სისხლი გამეყინაო " რომ ვიგრძენი რასაც ნიშნავს,
ის მგლები სულაც არ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც შენ აღწერე.
ჯერ ერთი - შავები არ იყვნენ, რაღაც მორუხო,
არც სიშმაგე და ცოფი არ იყო მათ თვალებში,
იყო რაღაც მშვიდი და დინჯი თავდაჯერებულობა,
და ყველაზე საზარელი, რამაც სრული პარალიზება დამმართა არ ვიცი რამდენი ხნით,
მათი გუნდური სიმღერა,
თოვლი და სავსე მთვარე იყო, ნაძვებით დაბურული ბილიკი და
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საზარელი კონცერტი,
უცნაური თეთრად გატეხილი ღამე.
...რას არ მივცემდი, ოღონდაც სახლამდე მიმეღწია...

...და მერე გაკვირვება იმის გამო, რომ ეს მე შემემთხვა :roll:[/quote]

სად იყო ეს ამბავი?

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
მგლები..

Post by GOGONA » 05 ოქტ 2007, 00:18

shatilis asuli

აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ანუ ობსერვატორიის ტერიტორიაზე.
იმ ზაფხულს ტყე დაიწვა და მგლები აიყარნენ, ობსერვატორიის ტერიტორიას შემოეწყვნენ.
შუქები არ იყო. დაკვირვებები არ ტარდებოდა. თოვლი არ იწმინდებოდა.

უცებ ღამის სამსაათზე შუქის მოცემა დაიწყეს.

დამკვირვებლები გვარიანად გამოშტერებულები ვიყავით უსაქმურობით, მაგრამ მგლების შიშით ვერავინ გადიოდა ტელესკოპზე.

მარტო მე დავდიოდი ღამის სამი საათიდან დილის რვამდე. მხოლოდ იმიტომ რომ ბომბორასთან ვმეგობრობდი. ბომბორა - ვეება , წითური ნაგაზი თუ მეცხვარე ძაღლი.
ბომბორას წყალობით შვიდი ძაღლის ესკორტით და ანთებული კვრებით მივდიოდი მენისკური ტელესკოპის შენობამდე და დილამდე კომპიუტერთან ვიჯექი, გათენებულზე უესკორტოდ ვბრუნდებოდი სახლში.

თანამშრომლებს გულით შურდათ ჩემი ესკორტის.
ხოდა ერთხელ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...

შენობასთან მისულმა ძაღლები გავუშვი, კვარები გადავყარე, უამრავ ბოქლომზე დაკეტილი რკინის გისოსი, რომელიც რის ვაივაგლახით იღებოდა, გავხსენი, ელექტროგამათბობელი და კომპიუტერი ჩავრთე და...
ნახევარ საათში დენი წავიდა...
ველოდე. არ მოვიდა. ასანთის უკანასკნელი ღერების შუქზე საშინელი გისოსი რის ვაივაგლახით დავკეტე, ჰოლის კარიც გადავკეტე და გარეთ გამოვედი.

ძაღლების მოხმობა ვცადე, მაგრამ ისე შორიდან ისმოდა მათი გააფთრებული ყეფა, რომ ვერაფერს გავხდი.
სახლისკენ დავიძარი და...
კონცერტი დაიწყო, ვიცოდი რომ ქვედა ბილიკზე იყვნენ, ანუ ჩემგან 6-7 მეტრში, წინა ღამით აივნიდან მაგ ადგილზე 17 დავითვალეთ.
ეს ხროვაა.
საზარელი კონცერტი იყო.
გონი რომ დამიბრუნდა გაქვავებული ვიდექი.
მექანიკურად - ზურგისაააკენ.
ჰოლის კარი გავაღე, მაგრამ კომპიუტერების ოთახის კარის გისოსებს უკუნ სიბნელეში ვერაფერი მივუხერხე, არადა ჰოლში მინუს 7გრადუსი იყო, გარეთ -18.
უკუნ სიბნელეში ჰოლის სავარძელს მივაგენი და ჩავჯექი.
ჩამთვლიმა.
ცოტა ხანში გველნაკბენივით წამოვვარდი. ასე ხომ გავიყინები - მეთქი.
მაშინ ვეწეოდი. სიგარეტი ბლომად მაქვს და ასანთი არა.
შენობაში უკუნი სიბნელეა და საშინელი ყინვა, ბუშლატი ვერ მშველის, სავარძელზე ვჯდები თუ არა მეძინება, ამიტომ სავარძელზეც ვეღარ ვჯდები,
არ ვიცი რამდენი ხანი ვბოლთავდი ჰოლში, საოცრად მომენატრა ჩემი თბილი სახლი და ლოგინი, რომელიც იქვე, სულ რაღაც 100 მეტრში იყო.
გადავწყვიტე: გაყინვას მირჩევნია მგლებმა შემჭამონ - თქო და სახლისკენ წავედი.
იმ ადგილს რომ მივუახლოვდი ისევ დასცხეს ყმუილი.
ისევ თავზარი. ისევ წამერთვა გონი და გავშეშდი. მივხვდი რომ წინ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი, წინ მოკლე, მაგრამ ბმელი ნაძვების ხეივანი იყო გასავლელი, ზუსტად იქ ამოდიოდა ბილიკი მგლების დისლოკაციის ადგილიდან.
ისევ ზურგისაკენ, ისევ გაყინული ჰოლი, უკუნეთი და გაყინვის საშიშროება.
არ ვიცი შიშისგან მგონი შეკავება დამემართა - საოცრად მეძინებოდა.
სასოწარკვეთა.
და უცებ...
მექანიკურად გავიხადე ბუშლატი, გამოვაღე ჰოლის შიდა კარი და სიბნელეში შენობის შიგნით, გუმბათისკენ ამავალ კიბეზე დავიწყე ასვლა. მხოლოდ ერთი ფრაზა ტრიალებდა დაუსრულებლად - "არ გაჩერდე!"
რამდენი საათის განმავლობაში ავდიჩავდიოდი კიბეზე არ ვიცი.
ერთი შემიძლია ვთქვა - სულ მალე ყველანაირი შეგრძნება დავკარგე, აზროვნება და მეხსიერება გაითიშა...
გავჩერდი, როცა ერთერთ ჩამოსვლაზე კარის შუშიდან მტრედისფერმა შემოანათა.
დაბადება! აზრის დაბადება! გათენდა!
სახლში!
აი ასე იყო ეს ამბავი :roll:

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
მგლები..

Post by ZVIOSULI » 05 ოქტ 2007, 10:14

ხალხო თქვენ რა მე რომ შურით თირკმელები დამისკდეს ეგ გინდთ?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]