



Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
ტრაქტატია დადებული სინდისთანqvevri wrote:ბატონებო... მე ამ მოთხრობით რისი გადმოცემაც მინდოდა ყველამ კარგად გაიგო და გააანალიზა. მადლობას გიხდით იმისათვის რომ ყველანი აღიარებთ ტრადიციული, მარნის ღვინის უპირატესობას. ჩემთვის უფრო ის არის მიუღებელი რომ ხშირედ გარაჟებში სადაც ღვინოს წურავენ იქვე აყენია 10-15 ათას დოლარიანი ჯიპი. ესეც რომ არ იყოს თაფლისა და პარაფინის სანთელი რომ გქონდეთ რომელს დაანთებდით ეკლესიაში, პარაფინისას? ესე იგი მთავარია დაანთო და თუ გინდა პლასტელინის სანთელი იყოს? არა პატივცემულებო, რაც არ უნდა მითხრან მთავარია გულიო და სადაც გინდა იქ ილოცეო ვერ დავეთანხმები. ქართველი კაცის გონიერება იმაში გამოიხატებოდა რომ მისთვის მარანს თავისი ადგილი ჰქონდა, ბოსელს თავისი და ხატსა და სანთელს თავისი. გარაჟში კი არა ბევრი ვიცი ვანაში წურავს ღვინოს წარმოგიდგენიათ..... არავინ და მითუმეტეს მე, არაფერს არ ვკრძალავ, ან რა უფლება მაქვს
მარა მინდა ვთქვა რომ ყველა ღვინო ღვინო არ არის თუნდაც საღი და გემრიელი იყოს. თქვენ როდესმე სადილის დამზადებისას საჭმელი ზეთის მაგივრად მანქანის ზეთი გიხმარიათ
![]()
![]()
![]()
მე არა