მაშ, ასე, ამონაწერი შეჯიბრების ჟურნალიდან:
ათის ნახევარზე ვაკის პარკიდან გავედით, ნიკა, მე და ლამა ნიკას მანქანით, არჩილი ფეხით და 10 კგ ზურგჩანთით (ავწონეთ ნიკას სასწორითაც და არჩილის სასწორითაც) კუს ტბისკენ ჭავჭავაძით, სამანქანე გზით.
სამანქანე მოძრაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ მე9 საავადმყოფომდე მოგვიწია ჩასვლა რომ კუს ტბისკენ წავსულიყავით და მერე წავედით დანიშნულების ადგილისკენ. კუს ტბაზე ჩვენ და არჩილი ერთად ავედით. გაგვიკვირდა, არჩილი დაღლილსაც არ გავდა სრულებით. ეს მანქანით ხომ არ ამოვიდაო ყველას ეგ აზრი გვქონდა, ასე პირდაპირ თქმა გაგვიჭირდა და ნიკამ უთხრა GPS რომელიც ზურგჩანთაში გიდევს იცოდე ყველაფერს აფიქსირებსო.
დავიძარით ფეხით უძოსკენ, ერთად ვიარეთ მთელი გზა. არჩილმა აღმართებში სიარულის არნახული ტემპი აჩვენა!! საკმაოდაც დაიღალა. უძოზე ასული იყო საჭირო დროის ნახევარზე ბევრად ადრე! საერთოდ, ჩვენ რომ მანქანით ცოტა ჩქარა გადავივლიდით, წამსვე თავზე გვადგებოდა

ამ თემაზე მთელი გზა ვხუმრობდით
საერთოდ, ყველაფერი მიდიოდა ძალიან რაინდულად, ნიკამ გაიხსენა რომ ქონდა ჩანთაში ქუდი და თითქმის ძალით დავახურეთ არჩილს, რადგან ის უქოდოდ დადიოდა კაშკაზე მზის ქვეშ.
ნიკამ გამოუჭრა ჯოხი და გადავეცით ესტაფეტის მსგავსად, რომ დრო არ დაეკარგა
და ა.შ.
უძოზე რომ ავედით, ვნახეთ და GPS-მა არჩილის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე აჩვენა 38კმ/სთ
დავეშვით უკან, რადგან უხერხული და უსიამოვნო ეჭვები არსებობდა, კუს ტბიდან ჩამოსვლაზე დრო დავინიშნეთ. არჩილმა ჩამოსვლაზე მეტი დრო დახარჯა ვიდრე ასვლაზე.
საბოლოოდ, ვაკის პარკში არჩილი იყო 1 საათით ადრე, 4 საათში.
ხინკლის ლოდინს, ჩემი და ლამას გამოკითხვებს, თვალში გამგმირავ მზერას არჩილმა დიდხანს ვერ გაუძლო და აღიარა რომ კუს ტბაზე ბავშვობის მეგობრის მანქანით ავიდა, რომელიც გზად შეხვდა, 1 თვის ბავშვი ყავს (ბავშვობის მეგობარს, მამაკაცს

) და ხათრი ვერ გაუტეხა...
აღშფოთებულ მსაჯთა კოლეგიას დიდი სურვილი ქონდა კეფაში წაეთაქებინა დისციპლინის დამრღვევი სპორტსმენისითვის, მაგრამ შეეცოდა და შენ ბიჭო ჩვენ დებილები ხომ არ გგონივართ შეძახილით დაკმაყოფილდა.
ხინკლის (და სხვა საჭმელების) ჭამის დროს, არჩილ დაკოტელი არაერთგზის ამბობდა რომ 1 საათში კუს ტბაზე ავალო. ისევე როგორც მაზიანამდე ამბობდა 20 კმს 5 სთ-ში გავივლიო. ყოველი თქმის შემდეგ მსაჯთა კოლეგიის წევრებს უბრუნდებოდათ ზემოაღნიშნული სურვული, რომელსაც ზემოაღნიშნულივე მიზეზის გამო არ ასრულებდნენ.
ეს ღონისძიება სწორედ იმისთვის იყო დანიშნული რომ გვენახა, გაივლიდა თუ არა იმ მანძილს იმ დროში რასაც ამბობდა.