
მოკლეთ შარშან ამ დროს ვიყავი ძამის ხეობაში, დაახლოებით 10 დღე ,ჯერ ყინწვიში 5 დღე და ცოზიფაშიც 5...მოსაყოლი და გასასხენებელი მართლაც რო ბევრი მაქ ,მართლა დაუვიწყავი იყო ,იმდენი რამე ვნახეთ და გადავიტანეთ კაცი პატარა კრებულ გამოსცემდა


ვინც არ იცის ყოველშემთხვევისთვის ვეტყვი რო ძამის ხეობა მდებარეობს ქარელის რაიონში და ხეობის სიგრძე დაახლოებით 35-40 კმ ია..ბოლო წლენბია რუისისსა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის მეთაურობით ხეობაში აშენდა და აღსდგა მრავალი მონასტერი და დღეს დღეობით დაახლოებით 15-20 მოქმედი მონასტერია...ყინწვისზე ნუ ეხლა არაფერს ვიტყვი ყველამ კარგათ იცით,,ხოლო ქოზიფას რაც შეეხება გეტყვით რო მონასტრის ისტორია დაახლოებით 7 საუკუნეში იწყება და როგორც ჩანს საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი მონასტერი იყო .მთავარი ტაძარი 13 საუკუნეშია აგებული და მოხატული ...
აბუხალოს რაც შეეხება ძამის ხეობის სათავეშია კერძოთ აბუხალოსწყლის ხეობის თავში და აქედან გადასასვლელ გზებს კეტავდა ტანისა და გუჯარეთისწყლის ხეობებში ..თითონ გამოქვაბულთა კომპლექსი სავარაუდოდ 16 საუკუნით ათარიღებენ...და შედგება რამდენიმე დიდი და მცირე გამოქვაბულისგან...ტაძარი სანახევროდ დანგრეულია მაგრამ საკურთხეველში და სამხრეთ კედლებზე შმორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები მისასვლელათ საკმაოთ რთულია და მიუდგომელი.იქვეა ჩანჩქერი არც ისეთი დიდი მაგრამ მაგარი ლამაზია რა

ესეც დიდებული ყინწვისი

ესეც ორთუბნის დედათა მონასტერი გზაზევეა ადრე მძოვრეთი ერქვა, საბაჟო იყო თავის დროზე, ცოტა ზევით ციხეცაა ერთ დროს თემურ ლენგიც ცდილბდა იმ ციხის აღებას და მგონი ვერ აიღო...თუ აიღო ..ხო აღარ მახსოვს


ესეც ქოზიფა რო ავედით ესეთი ამინდი იყო



ბოლო დღეს კვირას ,ღამის თევის შემდეგ რო გამოვედით მართლაც დიდებული ხედი გადაიშალა და ქოზიფა მთელი თავისი დიდებულებით ვნახეთ....ეს ჩემი საყვარელი სურათია


ესეც საძვალე ..ამხელა და ესეთი რაოდენობის მამათა ძვლები რავი სხვაგან არსად არ მინახია...თუ დააკვირდებით პირველ თავის ქალას თავში შუბიაქ ჩარტყმული ალბათ ერთ ერთი შემოსევის დროს...ზოგ თავის ქალას შუბზე ჯვარიაქ გამოსახული როგორც ბეჭედი მოწამეობისა...და უფლის ერთგულებისა


ეს კომპში მქონდა..ეპარქიის დედების და მამების მცირე კრებული
..შუაში მიტროპოლიტი იობია

