drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ZVIOSULI » 14 აგვ 2007, 15:17

ნელ ნელა ეს თემა არმაგედონის მოახლოვებას მიასოციაციურებს გოგრაში და მომეონს მე ეგ მაბავი! :twisted: :twisted:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 14 აგვ 2007, 15:29

მე კი რა,

მე რას ვიტყვი იმისთანას შეთქმულებს რომ იარა მოუშუშოს ...

უთქმელობისგან გაჩენილი იარა...

გელასთან ერთად ვმღეროდი...

ვერ ვსვამდი , მაგრამ ძალიან დავთვერი ...

რისი ბრალია ???

ალბათ ასე გაპპიარებული სისხლის, ხევსურულის ...

ან არა ,

იმის რომ წრფელს გრძნობ რაღაცას...

თუნდაც სიმღერის სიყვარულს...

ან სიყვარულის სიმღერას

ერთი ლექსის თმა დავაპირე მაშინ , გელამ არ დამამთავრებინა ,

არ უყვარს მის ნიჭს რომ უსვამენ ხაზს ...

ახლა ხომ ვეღარ დამიშლის და ...

ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობა
ეძლევა საოცარ ძილსა და სვენებას,
შეგვერგოს, შეგვერგოს დღეს ჩვენ ეს ღრეობა,
არღუნი რომ აძლევს ბანსა და მშვენებას.

დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,
დე, სული მივიდეს სიგიჟის კარამდე,
სიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,
შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.

განა ბევრს დაგვაცლის ცხოვრება ტიალი,
ხევსურეთს ჭირ - ლხინი ერთმანეთს აბია, -
ტირილი, ღრეობა, ხანჯლების ტრიალი,
სისხლი და სიმღერა შუღლი და კაფია.

დაასხით! დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,
შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას,
წინაპართ ჯიშიი გვაქვს, - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნა და არყოფნა.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 14 აგვ 2007, 17:47

Beqa Picxelauri wrote:მე კი რა,

მე რას ვიტყვი იმისთანას შეთქმულებს რომ იარა მოუშუშოს ...

უთქმელობისგან გაჩენილი იარა...


******
დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,
დე, სული მივიდეს სიგიჟის კარამდე,
სიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,
შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.
ეს ალბათ ყველაზე კეთილშობილური შეთქმულებაა, რაც კი ადამიანებს ახსოვთ..

ეს სიყვარულით სამეგობრო და მეგობრობით სასიყვარულო შეთქმულებაა.. ეს შეთქმულება ანგელოზების ნაკარნახებია უთუოდ და ჩვენც სიმარტოვის დასამარცხებლად ვკრავთ პირს.

ჩემი ხმალი ჩემი სიტყვაა და მას ავლესავ, ჩემი მეომარობა სიყვარულის ცოდნაა და მას ჩემი ხმლის მოქნევისათვის ვახელმძღვანელებ.. ჩემი ამჟამინდელი ბრძოლის პროცესი კი ხელში აღებული ფიალაა..

და ამ ფიალას ერთს ადამიანს მივუძღვნი ამჯერად.. და ამოვაშრობ-ხმოვანებ ჩემს სათქმელს ნელ-ნელა..

მე სადღეგრძელოს სათმელად ვემზადები, თანაც აქ, აი, აიმ წამს ისეთი ოქროს ეშხიანი ლექსები ააშიშხინეს...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 20 აგვ 2007, 11:04

გუშინ დავბრუნდი მთებიდან ...

ვერ მოვახერხებ დღეს სურათების დადებას

ხვალ ალბათ დავდებ კომენტარებს და სურათებს

კარველებს ვერ შევხვდი აბუდელაურზე, დროში ვერ ჩავეტიე
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 20 აგვ 2007, 11:59

ხო კიდევ

ბევრი ვილოთე და ვიშფოთისთავე :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 10 სექ 2007, 15:52



ბევრი ვილოთე და ვიშფოთისთავე :)
-- ეგ ამბავი არც მე დამიკლია ბოლო ხანებში!

:roll: :roll: :roll:

დროა ცოტა ისე მოვიქცე, ვითომ ნორმალური ადამიანი ვარ!

ეს ისე... ისე.. რა..
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by KINALOKO » 10 სექ 2007, 21:42

ARCHIL_I wrote:
დროა ცოტა ისე მოვიქცე, ვითომ ნორმალური ადამიანი ვარ!
არ გამოგივააა :!: :!: :!:
:roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ZVIOSULI » 11 სექ 2007, 18:25

ისე რაა ნორმალური -იყო ნორმალური, თუ იყო ნორმირებული? :roll: :roll:
თუ ეს არანორმალური კითხვაა? :twisted: :twisted:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 09 ოქტ 2007, 19:01

:)

ჩემი თემა სუნთქავს კვლავ :)

აბალდუი-არჩილ მაინც და მიანც აქ უნდა ვიყო გულიდან რომ მოიხლეწო რამე?

:D

ავნთებ ისევ ამ თემას

ზვიო რა დაგიწერია ინგლისურად? :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 25 ოქტ 2007, 17:42

Beqa Picxelauri wrote::)

ჩემი თემა სუნთქავს კვლავ :)

აბალდუი-არჩილ მაინც და მიანც აქ უნდა ვიყო გულიდან რომ მოიხლეწო რამე?

:D

ავნთებ ისევ ამ თემას
აბალდუი - არჩილი თავის სიგიჟეებს უვლიდა მაღალ მთებში და შემოპარულ ყინვას ესალმებოდა ძალაუნებურად...

ყველას გკითხულობდათ და გიხსენიებდათ.. მაგრამ იქ არც კომპ-იდაარც ნეტ-ი არ ჰქონდა,რომ ეს ყველაფერი დაეპოსტ-დაეწერა..

ისე.. კი.. ძმა სწორედ რომ ძმაისთან უნდა იყოს.. ძმობის გარეშე თემაცა და სათქმელის უმარჯვენო ვაჟკაცს ჰგავს, ცალი ხელით ვერ იბრძოლებს...

გამარჯობა და გამარჯვება შენ და თქვენ კიდევ...

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by Toma » 25 ოქტ 2007, 17:48

ARCHIL_i wrote:
Beqa Picxelauri wrote::)

ჩემი თემა სუნთქავს კვლავ :)

აბალდუი-არჩილ მაინც და მიანც აქ უნდა ვიყო გულიდან რომ მოიხლეწო რამე?

:D

ავნთებ ისევ ამ თემას
აბალდუი - არჩილი თავის სიგიჟეებს უვლიდა მაღალ მთებში და შემოპარულ ყინვას ესალმებოდა ძალაუნებურად...

ყველას გკითხულობდათ და გიხსენიებდათ.. მაგრამ იქ არც კომპ-იდაარც ნეტ-ი არ ჰქონდა,რომ ეს ყველაფერი დაეპოსტ-დაეწერა..

ისე.. კი.. ძმა სწორედ რომ ძმაისთან უნდა იყოს.. ძმობის გარეშე თემაცა და სათქმელის უმარჯვენო ვაჟკაცს ჰგავს, ცალი ხელით ვერ იბრძოლებს...

გამარჯობა და გამარჯვება შენ და თქვენ კიდევ...
მომენატრე ადამიანო და მიხარია ისევ აქ რომ გხედავ, დაგვაკლდი ნამდვილად :oops:

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 26 ოქტ 2007, 11:49

ARCHIL_i


კი ვიცი სადაც იყავი რა რა გულსაც დაიტარებდი :)

ახლა ხომ აქ ხარ?

წამოდიხარ ( :) ) სიღნაღში?

იქ შევაწყვიტოთ სიტყვები ღვინის თასს
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by lama » 26 ოქტ 2007, 15:26

Beqa Picxelauri wrote:ARCHIL_i




იქ შევაწყვიტოთ სიტყვები ღვინის თასს
დამბურძგლა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 27 ოქტ 2007, 14:02

Beqa Picxelauri wrote:ARCHIL_i


კი ვიცი სადაც იყავი რა რა გულსაც დაიტარებდი :)

ახლა ხომ აქ ხარ?

წამოდიხარ ( :) ) სიღნაღში?

იქ შევაწყვიტოთ სიტყვები ღვინის თასს
მე მოვდივარ და იმედია, უფალიც გამომიშვებს და პრობლემებს გზას არ გადააღობვინებს..

ბოლოსდაბოლოს, ეს შეთქმულებიც ხომ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 30 ოქტ 2007, 12:54

სიღნაღიდან ჩამოყოლილი...

სანამ აბალდუი-არჩილ მოსულა და სისხლი აუბობოქრებია, სიყვის თქმის მაგივრად წაკითხვად ვუქცევივარ, მოვასწრო უნდა ...

და...

სიღნაღში დავიკარგე...

ნისლში ვეღარ გავიგე საით წავსულიყავი და რომელიღაც ახლად განარემონტებ დამრეც მოკირწყლულ ქუჩაზე მარტო აღმოვჩნდი...

მერე, იმ იმედით, რომ ღმერთი არ გამწირავდა აქ და ერთ მაინც კარველს გადამყრიდა

ერთ ერთ სახლის აივანზე ავძვერი და...

სიგარეტსზ მოვუკიდე და ადგილობრივივით მოშიებული მზერა ვაძგერე ამვლელ ჩამვლელს :)

მაგრამ ვერ ვიგებდი ვინ იყო ტურისტი და ვინ არა,

მერე ეგაც დავამუღამე :)

და ადგილობრივივით მოვიღეღე კურტკა და ...

:)

მანქანა გაჩერდა იქიდან ბიძამ გადმოიხედა და ...

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია საითააო?

მე არც კი დავფიქრებულვარ ეგრევე შევქმენი მარშრუტი

ჯერ პირდაპირ წადით მერე მეორე შესახვევში მარცხნივ გადაუხვიეთ გზას მიყევით და დიდი წითელი შენობის გვერდითაა მეთქი :)

დიდი მადლობაო

ახლა უკვე მალე ნდა გამოჩენელიყო ვინმე თორემ შეიძლება ცრუ ინფორმაციისთვის ადგილობრივი ანესთეზია დამჭირვებოდა :)

ხოდა ამ დროს გაიჩითნენ ლამა და ძმანი მისნი :)

მერე ავტობუსისკენ გავწიე ...

მე 3 წუთით სიღნაღელი ვიყავი მათსავით ვფიქრობდი ტურისტებს მუშტრის თვალით ვაკვირდებოდი

კარგი იყო


ჩემი მთა გამახსენდა სოფლიდან დურბინით დაკვირვებული გადამვლელები რომელთათვისაც ადგილობრივებიც ისევე საოცრებანი ვართ, როგორც სიღნაღის ახლად შეღებილი ფასადები :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]