აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
როგორც სხვა ძველ ჩემს ლაშქრობებს, არც ამ ლაშქრობას ჩაუვლია დაკარგვის გარეშე .
სწორედ ამის გამო აბუდელაურის ტბები ვერ ვნახეთ, არადა ტბების ნახვა იყო ძირითადი მიზანი .
ახლა მოკლედ მოვყვები ჩვენ მარშრუტს და რუკასაც დავდებ, შემდეგ კი, საღამოს დავყრი ფოტოებს კომენტარებითურთ.
გუშინ 3 საათი მეძინა მხოლოდ და მკვდარივით ვარ.
ე.ი. ვიყავით ხუთნი. მე, თეკლა, თეკლას პლუსი გიორგი, ფორუმ.გელი პერწკლი და ჩემი პლუსი ალექსი.
”მარშუტკით” ავედით სნოს გადასახვევამდე (მგონი აჩხოტი ქვია იმ სოფელს) და დავიძარით ფეხით (აჩხოტიდან გზა პირველ დაბანაკების ადგილამდე ლურჯი ზოლით აღვნიშნე. უბრალოდ არ ჩანს რუკაზე დასაწყისი).
11 საათიდან (საათები შეიძლება ამერიოს, კარგად არ მახსოვს, თუ რამეა, თეკლა შემისწორებს) წავედით სნოსკენ, ვნახეთ სნოს ციხე. გავაგრძელეთ გზა ჯუთასკენ და კიდევ 2 სოფელი გავიარეთ მგონი.
გზად სასაფლაოებზე შევიპარეთ და ერთ-ერთი საფლავის მაგიდის გამოყენებით წავიხემსეთ .
ამის მერე აღარც გავჩერებულვართ. პატარ-პატარა შესვენებებს ვაკეთებდით და დაახლოებით 7 საათისთვის ავაღწიეთ ჯუთას.
იქ ვიღაც ბაბოსგან ყველი შევიძინეთ (კურიოზული სიტუაცია იყო და მოვყვები საღამოს) და წავედით ალპინისტების ბანაკისკენ, რათა დავბანაკებულიყავით.
დაგვიღამდა და რაღაც პატარა ადგილი მოვნახეთ მდინარის პირას, დასაბანაკებლად.
სიბნელეში გაჭირვებით დავბანაკდით. აღმოჩნდა რომ ის პატარა ადგილი, ძროხის ფუნებით (თუ ფუნეებით?) იყო მოფენილი.
შედეგად ყველას ფეხსაცმელი და კარვის მცირე ადგილები გაგვიფუნეანდა .
დილით 8-ზე გავიღვიძეთ (მწვანე ზოლი), მაგრამ 10 საათამდე ვერ ავიბარგეთ (გამოუცდელი ხალხი ვართ და ვზოზინობდით).
წავედით ალპინისტების ბანაკებისკენ, იქ რამდენიმე ლურჯი კარავი იყო გაშლილი და ერთი მეთვალყურე დაეტოვებინათ.
მანდვე ერთი ცხენოსანიც დაგვხვდა და გზა გვასწავლა ჭაუხის უღელტეხილისკენ, მარა ვაი ამ სწავლებას .
გავყევით ბილიკს, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ავედით ჭაუხების ძირში და გაქრა ბილიკი. აღარ ვიცოდით სად წავსულიყავით.
ქვემოდან რომ ამოვდიოდით, ჩვენგან ალბათ ერთ კილომეტრში ნახირი ძოვდა, მენახირეც იქვე იჯდა.
ჰოდა გზა რომ აღარ გვქონდა, დავეშვი ისევ დაბლა, იქნებ მენახირემ გვასწავლოსო.
ჩავედი და სადღაა შენი მენახირე. ალბათ სადმე მიწოლილი იყო და ეძინა.
ვიძახე, ვიყვირე, მარა არაფერი.
თან მეშინოდა, სულ ბუღები და ხარები იყვნენ ნახირში .
რაღას ვიზავდი, ავედი ისევ ზემოთ.
მოვათვალიერეთ არემარე და სადაც კი ყველაზე კარგი ასასვლელი დავინახეთ, იქით ავედით.
ავედით და მოსწორებულ ზეგანზე აღმოვჩნდით, საიდანაც სხვადასხვა მხარეს შეიძლებოდა წასვლა.
გავიქეც-გამოვიქეცი, დავზვერე სიტუაცია და საუკეთესო გამოსავლად ჩვენი გამოვლილი ხეობის პარალელური ხეობა მომეჩვენა.
შევთანხმდით და დავეშვით ქვემოთ.
საკმაოდ რთული დასაშვები იყო, ხან ხევზე ვიხტუნავეთ, ხან რთული დაღმართები იყო, ხან დეკებზე ვიხოხიალეთ.
მოკლედ დაბნელებამდე ძლივს ჩავედით.
იქვე, სადაც მოგვიხდა, ბანაკი გავშალეთ.
საკმაოდ დაქანებული იყო, მაგრამ სხვა ”პრასვეტი” არ გვქონდა.
გვეძინა თავდაღმართში .
მესამე დილით (სტაფილოსფერი ზოლი, რომელიც კორშამდე გრძელდება, რუკაზე არ ჩანს) ჩავედით ხეობაში ბოლომდე და ვნახეთ მოლაშქრეთა გუნდი (გერმანელები იყვნენ და ქართველი მეგზური ახლდათ).
მეგზურს ვკითხე, სად ვართ-თქო და მთაშიო .
უფრო კონკრეტულად ჯუთას ხართო, მარცხნივ რომ წახვიდეთ, 2 საათში ჯუთაში აღმოჩნდებითო.
მარჯვნივ თუ წახვალთ, ერთი გზა არხოტისკენ მიდის, მეორე როშკასკენო, რომელსაც თურმე 5 საათი სჭირდებოდა.
გადავწყვიტეთ რომ როშკასკენ წავსულიყავით და დავადექით გზას.
საკმაოდ რთული იყო საძელიღელის უღელტეხილის გადალახვა, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც კარგი ტემპით გადავლახეთ.
საღამოს 6 საათზე უკვე როშკაში ვიყავით.
იქ გვითხრეს, რომ დილით ადრე (8:30) გადიოდა ავტობუსი თბილისისკენ და იძულებულები გავხდით, გზა გაგვეგრძელებინა კორშამდე.
მოგეხსენებათ, 7-ის მერე უკვე დაბნელებას იწყებს მთაში და 8 საათზე თითქმის ბნელა. თან შავი ღრუბლები იყო ცაზე და წარამარა დაუშვებდა ხოლმე.
ჩვენც, დაღლილ-დაქანცულები ამ პირობებში მივაბიჯებდით კორშასკენ.
გზა საშინლად გაიწელა, ზურგები აგვტკივდა, ფეხები ძლივს გვემორჩილებოდნენ.
მოკლედ 8-ის მერე სრულიად სიბნელეში, წვიმაში 10 საათამდე მივაბიჯებდით. მივაბიჯებდით კი არა, მივლასლასებდით .
10 საათზე გადასახვევზე შუქები გამოჩნდა. მე და ალექსა გავიქეცით და აღმოჩნდა რომ სამხედრო ნაწილი იყო და გადასახვევიდან 1 კილომეტრში უკვე კორშა გველოდა .
ჩვენ აღარ წავედით კორშასკენ, იქვე დავბანაკდით, ბეტონის ძირიან რაღაც დაუსრულებელ ნაგებობაში.
დილით ავტობუსმა ამოიარა, მერე ისევ ჩამოიარა და გამოვყევით თბილისამდე.
მოკლედ სულ ეს არის.
რა თქმა უნდა ყველაფერს ამ ”მოკლე” მონაყოლში ვერ ჩავატევდი, იმ ჩვენს მსჯელობებს, სახალისო სიტუაციებს, ნერვების მოშლებს და ა.შ.
პრინციპში ჩვენთვის მე მგონი ეს მაინც კარგი შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ ტბები ვერ ვნახეთ.
არცერთი ჩვენგანი ასეთ რთულ გზებზე ნავალი არ იყო.
თან ბოლო დღეს განსაკუთრებით. დილის 11 საათიდან ღამის 10 საათამდე (მხოლოდ ერთხელ შევისვენეთ ნახევარი საათი) ჯუთას ხეობიდან საძელიღელის უღელტეხილი გადავლახეთ, ჩავედით როშკამდე, მერე კორშამდე. ანუ ალბათ მინიმუმ 25 კილომეტრს გავივლიდით.
პრინციპში კომპასი რომ გვქონოდა, არ არგვერეოდა გზა და ამხელა წრეს ტყუილად არ დავარტყამდით.
მთელი მეორე დღე დავხარჯეთ ჯუთას ხეობისკენ ჩასვლაზე.
მგონი სულ ეს არის, რაც დამავიწყდა, თეკლა დაამატებს.
ჩვენ ყველანი ძალიან გახარებულები ვართ, ასეთი ლაშქრობა რომ გამოგვივიდა .
საღამოს სურათებს დავყრი და თქვენც ნახავთ .
გმადლობთ დახმარებისთვის.

Last edited by Int3lig3nt on 28 აგვ 2007, 20:18, edited 1 time in total.
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
კაია, მარგები ხართ!! შთამბეჭდავი მარყუჟი გაგიკეთებიათ
სხვა არ ვიცი და ზურა ნ. მაგრად გაახარეთ !! სულ უნდოდა ვინმე საძელეთი გადმოსულიყო
აბუდელაურის ტბები რომ ვერ ნახეთ ცოტა ჩვენი ბრალიც არის, გარკვევით უნდა გვეთქვა, ჭაუხების გვერდზე უნდა გაიაროთ, რაც შეიძლება ახლოსო... რომ შეხედავდით რომ შორდებით კლდეებს მიხვდებოდით რომ ახალი თავგადასავალი იწყება
სხვა არ ვიცი და ზურა ნ. მაგრად გაახარეთ !! სულ უნდოდა ვინმე საძელეთი გადმოსულიყო
აბუდელაურის ტბები რომ ვერ ნახეთ ცოტა ჩვენი ბრალიც არის, გარკვევით უნდა გვეთქვა, ჭაუხების გვერდზე უნდა გაიაროთ, რაც შეიძლება ახლოსო... რომ შეხედავდით რომ შორდებით კლდეებს მიხვდებოდით რომ ახალი თავგადასავალი იწყება
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
მაგარი იყო ძალიან.
ექსტრიმ
მაგარია
ექსტრიმ
მაგარია
Last edited by popins on 28 აგვ 2007, 21:12, edited 1 time in total.
lenchiamal
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
Last edited by Int3lig3nt on 28 აგვ 2007, 21:33, edited 1 time in total.

ძალიან ყოჩაღები ხართ.მაგრებო,ჯიგრებოოოოოოოოოო
lenchiamal
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
სნოს ციხეზე ასასვლელი...
ვინმემ იცით ამ ციხეზე რამე?
შესასვლელი კარი საიდან აქვს?
ალბათ გვირაბი გადის საიდანმე.
ვინმემ იცით ამ ციხეზე რამე?
შესასვლელი კარი საიდან აქვს?
ალბათ გვირაბი გადის საიდანმე.
Last edited by Int3lig3nt on 28 აგვ 2007, 21:33, edited 1 time in total.
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
Last edited by Int3lig3nt on 28 აგვ 2007, 21:33, edited 1 time in total.
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
Last edited by Int3lig3nt on 28 აგვ 2007, 21:37, edited 1 time in total.
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
Int3lig3nt,
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. გაიხარეთ. სასიამოვნოა, რომ ისიამოვნეთ! მიხარია, რომ გიხარიათ!
ველით ფოტოებს.

Int3lig3nt
ძალიან მაგრები ხართ! ეს რა დღეში ჩავარდნილხართ...