


Gvalva
არაა გადახვევას არ ვაპირებ ნამდვილად.




მართალი ხარ მანძილი ბევრად მეტია ვიდრე ჭი(ა)უხებზე პირდაპირ, და ავღნიშნე კიდევაც. რაც შეეხება სანახაობას ჭი(ა)უხები ნამდვილად არ გამოჩნდება საძელედან, თუმცა როგორც ფირუზასგან მახსოვს ჩანჩქერი უნდა გამოჩნდეს ძალიან ლამაზი ჯუთის მხარეს რო გადახვალ, რომელიც არხოტის წერიდან მოედინება, თუ არ ვცდები. არხოტიდან როცა გადმოდიხარ ჯუთაში, მაშინაც ნახულობ ამ ჩანჩქერს, თუმცა ზემოდან დაჰყურებ, თან კარგად არ ჩანს და ვერ აღიქვამ მის სილამაზეს. ეს მარშუტი მათთვისაა ვინც ჭი(ა)უხები უკვე ბევრჯერ ნახა და ჯუთაში ნაშალზე და აღმართზე ასვლა აღარ უნდა. თუკი როშკიდან პირდაპირ საძელეს გზას დაადგები და ტბებთან არ მიხვალ არამგონია მანძილში მაინცდამაინც დიდი განსხვავება გამოვიდეს.

P.S. რაც შეეხება აბუდელაურის ტბებს, არავინ მიწყინოთ მარა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება სურათებიდან რომ ტანიეს ტბასთან შედარებით უბრალო წყლის "გუბეებია"





