განავარდება აჭარაში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
განავარდება აჭარაში

Post by kotetbeli » 02 თებ 2007, 01:46

iF!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
განავარდება აჭარაში

Post by natalia » 02 თებ 2007, 11:57

ბეშუმში და მწვანე ტბაზე ნამყოფი ვარ ერთი 5 წლის უკან:) ლამაზი ადგილია ალბად მოგეწონებათ:)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
განავარდება აჭარაში

Post by guruli » 02 თებ 2007, 12:46

natalia
ფოტოები არა გაქვს, ლაშქრობებში თემა რომ გახსნა და ვიზუალურად გვანახო იქაურობა?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
განავარდება აჭარაში

Post by lama » 09 თებ 2007, 17:26

natalia
ველით ფოტოებს აუცილებლად მაინტერესებს მეც და სხვებსაც იქნება მოახერხო და დადო???????? ;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
განავარდება აჭარაში

Post by guruli » 31 მაი 2007, 18:00

ხალხნო, როგორც გუშინ ითქვა, ტობავორჩხილზე წასვლას 2 დღე არ ეყოფაო და ივლისის ბოლოს, თუშეთამდე აქაურობა ხომ არ მოგვენახულებინა? ოღონდ ეს ვარიანტი ფინანსურად იაფი არაა - ყველაზე ძვირი ბათუმი-თბილისის გზა ჯდება და თუშეთში წასვლის მსურველებმა ესეც გაითვალისწინონ.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
განავარდება აჭარაში

Post by popins » 31 მაი 2007, 18:06

ვისაც დრო გვაქვს გონიოში კარვებით დავრჩეთ რა ცოტა ხნით 8)
lenchiamal

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
განავარდება აჭარაში

Post by Mrs. Robinson » 22 აგვ 2007, 14:14

guruli wrote: ბეშუმი-დამარხული ტყე-მახუნცეთის ჩანჩქერი-გონიოს ციხე.

ვფიქრობ, დროის რაციონალურად განაწილების შემთხვევაში ეს ყველაფერი ორ დღეში მოესწრება.

მოკლედ ავალთ ბეშუმში, იმ გაქვავებულ ტყესაც ვნახავთ, მიდამოსაც დავათვალიერებთ და იმავე საღამოს დავბრუნდებით ბათუმში.

ამ მარშრუტში პატარა კორექტივიც შეიძლება,ბეშუმოდან 12 კილომეტრში ყოფილა "მწვანე ტბა", მაგრამ სულ ფეხითაა სასიარულოო და იქ თუ წავედით, არა მგონია, იმავე დღეს მოვასწროთ უკან დაბრუნება.
ჰელპთ რა აქეთ!!!!!!!!!

1) ეს გაქვავებული ტყე საითააა, "იქვე" ბევრნაირია და..... ჩვენით მივაგნებთ???

2) გზა როგორია ბათუმიდან ბეშუმამდე? ძაან დავიბრიდებით თუ ხო?

3) ერთ დღეში ბეშუმში ასვლა-ჩამოსვლა რეალური გეჩვენებათ? გოდერძიდან 7კმ-იაო ხულოდან 30 და გზა კაი არანაირად არ მგონია..... (ისე ბეშუმში ერთი ღამით შეგვიფარებს თუ იცით ვინმე? კარვების თრევა არ გვინდა......)

4) მწვანე ტბა სითაა? ძნელი მისასვლელია ანუ ბილიკი არსებობს? და ისევ და ისევ: -ჩვენით მივაგნებთ?

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
განავარდება აჭარაში

Post by gobe » 22 აგვ 2007, 16:09

Mrs. Robinson,
გაქვავებული ტყე არ მინახავს, თუმცა მითხრეს, რომ არის გზად ადიგენიდან ბეშუმისკენ. აი ეს ფოტო გადავიღე ივლისში ადიგენიდან დაახლოებით 15 კმ-მანძილზე, სოფ. უტყისუბნის (50 000-იან რუკაზე ეს სოფელი არ არის დატანილი, მის ადგილას დატანილია "ნანგრევები") მიმდებარე ტერიტორიაზე, წყარო "ცივ წყაროსთან" ახლოს.

Image

თვითონ ეს სოფელი ~20 კომლიანია. მანდაურებისგან ვიცი, რომ სადღაც მანდ ახლოს არის გაქვავებული ტყეები (ან ხეები).

სოფ. უტყისუბანი
Image

მცირეოდენი ინფორმაცია გზის მდგომარეობის შესახებ აქაც არის.

სამწუხაროდ სხვა ვერანაირად დაგეხმარები, მაგრამ დაძახებაში შემოგეშველები:

ჰელპთ რა აქეთ!!!!!!!!!
( Mrs. Robinson-ი გიხმობთ)

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
განავარდება აჭარაში

Post by Mrs. Robinson » 22 აგვ 2007, 16:54

gobe
მადლობა გობე შენ გაიხარე!!!!!
და ადიგენიდან 15კმ? აბა გურულმა "იქვე ბეშუმთანო"................ *
ის სხვა ხომ არაა? :roll:

აუ კარველი-ვინმე მიყვებოდა მაგ გაქვავებულ ტყეზე და აღარ მახსომს???????? :roll:

ალბათ ოთხი (ჰა-ჰა 5, ჰი-ჰი-ჰი 6) დღით დაგტოვებთ. თუ ვინმეს რაიმე გაგახსენდათ, ხო ძააან მადლობელი ვიქნები........................*

-
* - გობეჯან ამ წერტილებს ეშველება რამე თუ გამოსაცვლელია კლავიატურა ჰა? :roll:

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
განავარდება აჭარაში

Post by caucasica » 22 აგვ 2007, 18:15

Mrs. Robinson
ამ ტემაში საუბრობდნენ განმარხებულ ტყეზე:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=15

და კიდევ ტუ სწორედ მახსოვს გოდერზის ურელტეხილზე ასდიგენიდან უფრო ადვილად მოხვდები და მერე იქიდან მთიან აჩარას ჩაუყვები

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
განავარდება აჭარაში

Post by Kakha » 23 აგვ 2007, 10:44

Mrs. Robinson
ჰო, ნახე თემა. მგონია მე გეუბნებოდი გაქვავებული ტყეების (ხეების) შესახებ. მე მინახავს. ადიგენიდან გოდერძის უღელტეხილისკენ რომ მიდიხარ იქაა. მითითებული თემაში ფოტოებს დააკვირდი და გობეს გამოდებულ ფოტოსაც - დაახლოებით ასეთია გაქვავბული ტყე. ნუ წარმოიდგენ რომ ქვის ხეები დგას მდელოზე. გაქვავებული ხეები მთის ქანებშია მოქცეული და რომ დაინახო ჩემორეცხილ ან გადაჭრილ მთის კალთებს უნდა დააკვირდე.

ისე როგორც მახსოვს ზარზმას რომ გაცდები ალბათ დაახლოებით 7-10 კილომეტრშია ეგ ადგილები, იქვე გზის პირას. პრობლემა ისაა რომ თვალი გააჩვიო და ჩვეულებრივი მთის მასივისგან გამოარჩიო.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
განავარდება აჭარაში

Post by Mrs. Robinson » 28 აგვ 2007, 23:15

Kakha
caucasica
მადლობა დიდი! კი ეგაა! ზარზმიდან გოდერძისკენ "უტყისუბანი".

(ამასობაში მოვიძიე - სამცხე-ჯავახეთის 2006 წელს გამოცემული მარშრუტები, რუკებით. გამოდგება!)

ანუ თუ DOMENIKO-სთან ერთად მისი ვარიანტით გადავედით აჭარაში, მაშინ კი ვნახავთ უტყისუბანს.
ჩემი ვარიანტით ანუ ბათუმიდან ასვლა - .........უკვე გამოვრიცხე......
მადლობა ყველას.......... :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]