New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ninia » 22 აგვ 2007, 23:19

როგორც უკვე ჩვენმა მეგობრებმა მოგახსენეს ჩემი და აბალდუის და ჩვენი ჯგუფის დანარჩენი წევრების გზა როშკაში გაიყო, ფოტოებსაც ნახავდით. სევდანარევი სახეებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს და შევუდექით გზას აბუდელაურის მწვანე ტბისკენ, სადაც ჩვენი მომავალი თანამგზავრები გველოდებოდნენ.
პირველი ნაბიჯები ძალინ გამიჭირდა, zura n კი იცის ჩემი ზურგჩანთის სიმძიმე, თანაც ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემთვის, როდესაც საკმაოდ მძიმე ტვირთით უნდა მევლო საკმაოდ გრძელი გზა, მაგრამ ეს სირთულე მალევე დავძლიე, თუმცა შემდეგ მეორე უკიდურესობაში გადავვარდი, როდესაც აღმოვაჩინე რომ თურმე ორივეს, მეც და აბალუისაც საშინელი ორიენტაცია გვაქვს და გზების არაფერი გაგვეგებოდა, მაგრამ გასაჭირში თურმე ყველაფრის ნიჭი გეძლევა ადმიანს და ეს პრობლემაც მალევე გადავლახეთ, მშვენივრად გაგავახსენდა წინა დღეს განვლილი გზა.
გზად სულ ორჯერ შევისვენეთ. ერთ-ერთ შესვენებაზე უწინდელივით "მოცვი ფართი" მოვაწყეთ, შემდეგ მოცვის თაიგულებით აღჭურვილები გავუდექით გზას. ვიხსენებდით თეთრი ტბიდან დაბრუნების ისტორიებს, მართლაც იქსტრიმი იყო. ვერ წარმოიდგენთ რა გზებზე ვიარეთ, არცერთი ქვა, კლდე, ლოდი, დეკა არ გამოგვიტოვებია, დავდიოდით ყველგან სადაც კი ფეხის დადგმა შეიძებოდა, ყველგან გარდა ბილიკისა, თუმცაღა ბილიკი არსად სჩანდა. ყველაზე გასაკვირი კი ის იყო რომ ასეთი სახიფათო მოგზაურობის მიუხედავად ორივენი არაჩვეულებრივ და მხიარულ განწყობაზეც კი ვიდექით, თან გზად წაქცევობანას ვთამაშობდით და თავს ასე ვირთობდით. ისე ცნობისათვის აბალდუიმ 10-ით 3 წააგო. თამაშის პრინციპს სხვა დროს გაგაცნობთ.
უკაცრავად უკან გადახვევისათვის. ვაგრძელებ.
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი 5-სთვის მივედით დათქმულ ადგილზე, სადაც დათო და ირმა გველოდებოდნენ. მშვენიერ ადგილას დაბანაკებულიყვნენ, ხელის გულზე მოსჩანდა ტბებიც, ჭაუხებიც და მთის უზარმაზარი ნაკადებიც.
დათოს დანახვისას ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ისისნი უკვე აღარც გველოდნენ, იფიქრეს გეგმები შეეცვალათო, რადგან ასე დააგვიანესო.
მასპინძლებმა სიხარულით მიგვიღეს. ჩვენც მშვენივრად მოვათავსეთ ჩვენი ბარგი და მცირედი წახემსების შემდეგ კოცონიც დავანთეთ. ხმელი დეკა მშვენივრად იწვოდა. მე სერიოზული სტატუსიც მომანიჭეს "საუკეთესო მბერავი" :lol: ერთი შებერვით თითქმის ჩამქრალი ნაკვერჩხლიდან ცეცხლი ამოანათებდა ხოლმე.
აბალდუიმ ამჟამად ტრაპეზზე მე ვიზრუნებო და გამოცდილი დიასახლისივით დატრიალდა. საკმაოდ ხეირიანადაც ჩაიარა მისმა წამოწყებამ, ბოსტნეულებით მდიდარი მშვენიერი სუპი მოგვიმზადა. ვახშმობა კოცონთან მოვაწყეთ, თან აბალდუის ნაამბობებს ვუსმენდით, სწორედ ისე როგორც ბებიები, უყვებიან შვილიშვილებს ზღაპრებს.
შემდეგ გოგოები მარტო დაგვტოვეს და ცოტა ხანში გვამცნეს, საინტერესო სურპრიზს გიმზადებთო და აი მათი სურპრიზიც: შამფურები გამოუთლიათ, ისე კი გამიკვირდა სწორ ფიჩხებს რატომ ეძებენთქო და ძალზედ მოკრძალებული მწვადი გაუმზადებიათ, გაგიკვირდებათ მაგრამ ჩვენი მწვადი მხოლოდ სამკუთხედებად დაჭრილ პურს, ზეს და მარილს შეიცავდა. მწვადი ნაკვერჩხალზე ავაშიშხინეთ :) , თაფლი მოვასხით და ჩაისთან ერთად გემრიელად მივირთვით.
დასაძინებლად კი ასე მოვეწყეთ, ცოლ-ქმარი და მე (მურმანის ეკალი) კარავში მოვთავსდით, აბადუი კი კარვის წინ. დაძინებამდე "მუსიკა კინო-ფილმიდან..." ვთამაშობდით. ასე ჩაიარა 20-მა აგვისტომ, ამინდიც ასეთივე ლმობიერი და მშვიდი ჩანდა (მგონი ძაან დეტალურად ვყვები, თუ ასეა შენიშვნებს ვიღებ). გაგრძელება აუცილებლად იქნება შემდეგ პოსტზე და თანაც ბევრად უფრო საინტერესო, მოგზაურობის მთავარი ნაწილი აქ იწყება.

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ninia » 23 აგვ 2007, 00:52

მეორე დღეს დილით ადრე ავდექით, ვისაუზმეთ, ავბრგდით და არც ისე ადრე, 11 სთ-ზე გავუდექით გზას ჯუთისაკენ.
ტვირთი უკვე საკმაოდ მსუბუქი მეჩვენებოდა.
გოგონას პლიუსის _ ლიზას რუკა კარგად გამოგვადგებოდა სწორად რომ გვემოქმედა, ჩვენი წამოსვლის წინა დღეს ჩაგვიხაზა ბლოკნოტში. პირველ ცდაზე ცოტა ავცდით რუკას, იქ ნათლად იყო ნაჩვენები, რომ ბოლო ნაშალი კლდისათვის გვერდი უნდა აგვექცია მარჯვენა მხრიდან, ჩვენ კი სამწუხაროდ მის წინ მებარე მთა ვიგულისხმეთ და ამ მიმართულებით დავადექით გზას :cry: საბედნიეოდ საჭირო ადგილას ამერიკელების ბანაკი წამოგვეწია, ჯუთელებთან ერთად. ჯუთელებს მათი ბარგი ცხენებით გადაჰქონდათ და მათ დაგვანახეს ლიზას მიერ ახსნილი გზა. არც ისე გვიანი იყო შეცდომის გამოსწორება. გზა უკვე სწორი მიმართულებით განვაგრძეთ. რაც უფრო ზევით ავდიოდით ნისლიც სულ უფრო გვიახლოვდებოდა, ეს ბუნებრივიც იყო. ჭაუხებიც ნელ-ნელა ნისლში იმალებოდა.
როგორც იქნა გადავლახეთ ნაშალი. ჭაუხების ზღაპრული ხედი დაგვხვდა, მისი არ გადაღება ცოდვის ტოლფასი იქნებოდა, ხოდა ჩვენც უფრო სწორედ დათომ და ირმამ, თავიანთი აპარატით სადაც 2-3 კადრიღა იყო დარჩენილი, მაინც მოვახერხთ ფოტოების გადაღება და სწორედ აქ მთავრდება გობეს შეკვეთა.
ის იყო დაღმა დშვებას ვაპირებდით, რომ წვიმამ დასცხო. ჯერ მსუბუქად წვიმდა, როცა უმატა დათომ გვირჩია გავჩერდეთ, ტენტი გავშალოთ და წვიმის გადაღებას დაველოდოთო, მაგრამ აბალდუი არ დაეთანხმა ვერ დაველოდებით შეიძლება არც გადაიღოს და ჯობია გზა განვაგრძოთ არ დაგვიღამდესო. ასეც მოვიქეცით, მაგრამ ვაღიარებ შევცდით. დათოსთვის რომ დაგვეჯერებინა მშრალები მაინც გადავრჩებოდით. მივდიოდით და წვიმაც მატულობდა, ჭექა-ქუხილის საზარელი ხმაც ბანს აძლევდა (რისიც ყველაზე მეტად მეშინია ამ ქვეყნად) თან ბიჭებს რკინის ნივთები მოჰქონდათ, დათოს - ჩაიდანი და აბალდუის - პატარა გზის ბალონი. დათომ სასწრაფოდ მოვიცილოთ ყველანაირი რკინა, თორემ საშიშიაო, მთამსვლელებისგან ვიცი ასეთ დროს წერაყისაც კი განზე აგდებენო. აბალდუიმ არ ვიცი რატომ, მაგრამ გადაწყვიტა გაზის ბალონისთვის შეეწირა თავი :lol: , არაფრით არ იშორებდა გვერდიდან და ბოლომდე ატარა კიდეც.
დათოს განცხადებამ უარესი პანიკა გამოიწვია, თუმცა კი არცერთი არ ვიმჩნევდით შექმნილ მდგმარეობას. ელვა და ჭექა-ქუხილიც მეორდებოდა, მე კი გზადაგზა ვლოცულობდი მხოლოდ ღვთსმშობლის კალთას შეეძლო ჩვენი გადარჩენა. ასეთ სიტუაციაში მანამდე არასდროს მოვხვედრილვარ, თანაც ამდენი რკინეულით.
მწვერვალზე ასულებმა დაღმა დაშვება ვეღარც მოვახრხეთ, რადგან არც სეტყვამ დააყოვნა და ფიფქებივით დაეშვა ციდან ყინულის კრისტალებიც. უკვე საკმაოდ სველებმა სასწრაფოდ ზურგჩანთები დავყარეთ, ჩვენც იქვე დავჯექით და ტენტი გადავიფარეთ.
მიუხედავად ყველაფრისა ამინდის მაინც კმაყოფილნი ვიყავით, თუ მოგზაურობაა მოგზაურობა უნდა იყოსო. აბა მოგზაურობა თავგადსავლების გარეშე ვის გაუგია, თანაც ძალიანაც კარგი ყველანაირ ამინდში რომ ვიმგზავრეთო, ასე ვიიმედებდით თავს.
სისველისა და სცივისაგან შეწუხებულებმა არაყიც მშვენივრად მივირთვით, ჩამოტარებით თითო-თითო ყლუპს ვსვამდით, მერე თაფლსაც ამ პრინციპით ვაყოლებდით და ბოლოს სნიკერსსაც.
ამასობაში სეტყვამაც გადაიღო, ბიჭებმაც ბილიკი მოძებნეს და გზა განვაგრძეთ. ისევ წვიმდა, დათოს და ირმს საწვიმრები არ ქონდათ და ტენტგადაფრებულები ავტობუსივით მოდიოდნენ, რიტმი არ ეშლებოდათ და მარშიც მშვენიერი გამოსდიოდათ.
თავიდან საშინლად გვციოდა, ჩანთებიც სველი და დამძიმებული გვქონდა, მაგრამ მერე ეგეც დაგვავიწყდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სოკოების გროვებ-გოვებით განვაგრძობდით გზას.
როგორც იქნა ჭაუხებს გადავედით, საოცრად ლამაზი ყოფილა, ბევრად უფრო ლამაზი ვიდრე აბუდელაურის ტბებიდან ჩანს, მაგრამ მისი სილამაზე მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში აღიბეჭდა, ფირის დეფიციტის გამო.
ჯუთამდე 1 - 1.30 სთ-ს სავალი კიდევ იყო, მაგრამ უკვე 8 საათი იწყებოდა, ამიტომ გადასვლა აღარ გავრისკეთ. თიკანაძე, ჯავახიშვილი, შევარდნაძე გავიარეთ და იქვე დავბანაკდით. უამრავი ბანაკი იყო ჩვენს ირგვლივ.
ჩანთები დავდეთ თუ არა დათომ მისი მეგობარი - ლაშ აღმოაჩინა გერმანელების ბანაკში, რომლემაც დიდი დახმარება გაგვიწია. ყველანაირი პირობა შეგვიქმნა კომფორტისათვის. შებინდებამდე ნისლი გადავიდა და მყნვარიც გამოჩნდა.
გარშემო ყველაფერი ულამაზესი იყო. აქეთ ჭაუხები, იქით მყინვარი, უკან კიდევ ვარსკვლავებიიიი :lol:
კარავი გაშალეს თუ არა მაშინვე საძილეებში ჩავწექით. აბალდუის მშრალი აღარაფერი ჰქონდა და ამიტო კარავიდან ვერც გამოვიდოდა, ირმასაც ძალიან სციოდა, ამიტომ მე და დათომ გადავწყვიტეთ ვახშმის მომზადება და ცხელი სუპით, ჩაით, პეჩენიებით და თაფლით გავუმასპინძლდით მწოლიარეებს.
აი ასეთი რთული და საინტერესო იყო ჩვენთვის ჯუთისკენ გამგზავრება.
დღეს კი 22 აგვისტოს, თუ რიცხვები არ მერევა, მაგრამ რაღა დღეს უკვე გუშინ დილით მზემ ისე გამოანათა კარავშიც კი თვალებს გვჭრიდა. ისე აცხუნებდა, რომ სველი რაც გვქონდა ყველაფერი გააშრო. ამჟამად საუზმეზე მე და ირმამ ვიზრუნეთ და გავამზადეთ ვერმიშელი ტომატით და პამიდვრის სალათი, ასევე ჩაი და ა.შ. ბიჭებმა ძალიან გემრიელიაო ყველაფერი, მაგრამ მერწმუნეთ მასეთი საშინელი საჭმელი არასდროს გამომსვლია, ვერმიშელი კი არა ტომატიანი ფაფა იყო :lol: არ ვიცი გაგვამხნევეს თუ მართლა მოეწონათ, მაგრამ ფაქტია ერთი გრამიც არ დაუტოვიათ.
საუზმის შემდეგ, აბარგების დროს მეც ლელასი არ იყოს, სათვალის დარდი მქონდა, ნეტა თუ გადარჩამეთქი, ვნახე და არაფერი სჭირდა, გამიხარდა და იქვე დავდე, მაგრამ მეორე წამს ფეხი დავაბიჯე და სულმთლად გავაბრტყელე :lol: , თუმცა მაინც გასწორდა და გადარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვეჩქარებოდა და დღეს თბილისში დაბრუნებას ვგეგმავდით, საკმაოდ გვიან გამოვედით ალბათ 12.30-ზე, დღევანდელი გზა, იმ გზებთან შედარებით რაც ამ დღეებში გამოვიარეთ არაფრად მიგვაჩნდა თან განწყობაც ისეთი გვქონდა, რომ გასწრობანასაც კი ვთამაშობდით ბილიკებზე და სოკოების კრეფასაც განვაგრძობდით.
ასე ხტუნვა-ხტუვით და თამაშ-თამაშით ჩავედით ჯუთაში, და აი ამინდიც ისევ აირია, ჯუთასა და კარკუჩს შორის , ხიდთან გავჩერდით და დათოს მეგობარ ლაშასა და იმ გერმანელების ტრანსპორტს დავუწყეთ ლოდინი, რადგან ნათქვამი ჰქონდათ, იმ შემთხვევაში თუ თავისუფალი ადგილები ექნებოდათ, ჩვენც აუცილებლად გაგვიყოლებდნენ.
ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა, ცა სულმთალდ შავი იყო და გულმოდგინედ წვიმდა, ამიტომ თავი ხიდს შევაფარეთ და საკმაო ლოდინის შემდეგ ისინიც გამოჩნდნენ, მართლაც შეგვიფარეს, 2 მარშრუტით იყვნენ და 2-2-ად ჩაგვსვეს.
დათო და ირმა ყაზბეგამდე გაჰყვებოდნენ, იქაც 2 დღით აპირებდნენ დარჩენას, ჩვენ კი კარკუჩი, ახალციხე, სნო და აჩხოტი ამ გერმანელებთან ერთად გამოვიარეთ, შემდეგ თბილისისკენ მომავალ სამარშრუტო ტაქსში გადავჯექით და ისევ ჩვენს თბილისს დავუბრუნდით.
ალბათ ამხელა ტექსტის კითხვა უინტერესოც იყო თქვენთვის, თანაც ფოტოების გარეშე, მაგრამ ის სალამაზე მერწმუნეთ, ენით არ გამოითქმის, რაც ჩვენ იქ ვნახეთ და ამიტომ, იმედები თუ გაგიცრუეთ, ან თავი თუ მოგაბეზრეთ ბოდიშს გიხდით.
p.s. სეტყვა სულ ლამას ოინებია! :wink:
Last edited by ninia on 24 აგვ 2007, 16:44, edited 1 time in total.

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ninia » 23 აგვ 2007, 00:56

ეხლა ალბათ უკვე ყველას გძინავთ, ძალიან მინდოდა პაატასთვის მომესწრო ჯუთას ამბების დაპოსტვა, მაგრამ მგონი დამაგვიანდა.
სულ ეს იყო მე რისი გადმოცემაც შევძელი სიტყვით.
იმედია დათო და ირმა, თავიანთ 1 თვიან მოგზაურობასაც გაგვიზიარებენ.
თქვენის ნებართვით ეხლა მეც დავისვენებ.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by zura N. » 23 აგვ 2007, 00:59

ninia
ყოჩაღ ნინო ეგრე გააგრძელე, არაფრი გამოგვაპარო. მშვენივრად ყვები. იმედია "დამსეტყვე ცაო" დუბლი #2-საც მალე მოვისმენთ :roll: :D :lol:

P.S. ყოჩაღ შენ მაგხელა ზურგჩანთის ტარებისთვის. აქედან რო წახვედი ვიფიქრე არაუშავს ხელით მაინც არ მოუწევს ტარებათქო, მარა რო გავიგე ჭაუხებზე ფეხით აპირებს გადასვლასო.. :roll: :roll: :roll:

P.S.S. ყველას არა :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ninia » 23 აგვ 2007, 01:03

zura n
დიდი მადლობა, საყოჩაღო არაფერი გამიკეთებია.
"დამსეტყვე ცაო" დუბლი #2-იც დავპოსტე და ნახე.
სულ ეს იყო. დღეისათვის საკმარისია :lol:

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by zura N. » 23 აგვ 2007, 01:13

ninia wrote:zura n
დიდი მადლობა, საყოჩაღო არაფერი გამიკეთებია.
"დამსეტყვე ცაო" დუბლი #2-იც დავპოსტე და ნახე.
სულ ეს იყო. დღეისათვის საკმარისია :lol:
სულ ეს იყო ო :shock:
მთელი საათი მოვუნდი მგონი კითხვას და "სულ ეს იყო ო.." :roll: :D :wink:

აბარგების დროს მეც ლელასი არ იყოს, სათვალის დარდი მქონდა, ნეტა თუ გადარჩამეთქი, ვნახე და არაფერი სჭირდა, გამიხარდა და იქვე დავდე, მაგრამ მეორე წამს ფეხი დავაბიჯე და სულმთლად გავაბრტყელე
ამაზე მაგრად ვიხალისე :lol: :lol: :lol:
Last edited by zura N. on 23 აგვ 2007, 01:23, edited 1 time in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ninia » 23 აგვ 2007, 01:17

zura n
სულ ეგ იყო ხო მოსაყოლად, მეტი რა უნდა ყოფილიყო?მანამდე კი მშვენივრად ნახავდი რაც იყო.
დანარჩენი აბალდუის მოსთხოვეთ

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by zura N. » 23 აგვ 2007, 01:21

ninia wrote:zura n
სულ ეგ იყო ხო მოსაყოლად, მეტი რა უნდა ყოფილიყო?მანამდე კი მშვენივრად ნახავდი რაც იყო.
დანარჩენი აბალდუის მოსთხოვეთ
უკაცრავად არასწორედ წარმოვთქვი :oops: მინდოდა დამეწერა

"სულ ეს იყოო" ნინიამ დაწერა მეთქი და მეტი რაღა უნდა ეთქვა თქოოოო :wink: :D
Last edited by zura N. on 23 აგვ 2007, 01:25, edited 1 time in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...


User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by tama » 23 აგვ 2007, 01:31

"საუკეთესო მბერავო" მშვენივრად ყვები. შენგან კარგი პროზაიკოსი გამოვა :D
შენიშვნა: ისევ და ისევ ფოტოსურათები :evil: :twisted: :evil:
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ninia » 23 აგვ 2007, 01:35

გმადლობ tama!
მართალია, სურათებზე შენიშვნა მიღებულია, მაგრამ ისე ექსპრონტად მოხდა ყველაფერი, რომ არანაირი შანსი არ გვქონდა მაგ პრობლემის მოგვარებისა, სამწუხაროდ.
რომ გითხარით იმ 2-3 სურათს აუცილებლად დავდებთ, დათო და ირმა რომ ჩამოვლენ.
სხვა დროისათვის შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებ.

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by tama » 23 აგვ 2007, 01:41

მშვიდობით დაბრუნებას გილოცავ! :D :D :D :D :D
ეხლა შეგიძლია მშვიდად იძინო :| :|
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by popins » 23 აგვ 2007, 08:45

ყოჩაღი გოგო ხარ ნინია კოჭებში გეტყობოდა..პირველივე სხოდკაზე.


და აწი გეცოდინება ლაშქრობაში გონიერი კაცის სიტყვის და ქმედების ფასი :roll:

ეგ ცოლ- ქმარი შემაყვარე უკვე .დიდი სიამოვნებით გავიცნობდი და ჩავეხუტებოდი ორივეს მალადეც მაგათ 8)
lenchiamal

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by nusa » 23 აგვ 2007, 09:21

ninia ფოტოებიც კარგი იქნებოდა, თუმცა ისეთი მონათხრობია მგონია მეც თქვენთან ერთად ვიმოგზაურე.....



აბა თავგადასავლების გარეშე რაა ლაშქრობა?!

ყოჩაღები ხართ!!!!

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by Kakha » 23 აგვ 2007, 09:54

ninia
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ. მაგრები ხართ და განსაკუთრებით შენ რომ არ დაიზარე და დაღლილ დაქანცულმა ასე საინტერესოდ მოყევი ყველაფერი. ისეთი შეგრძნება მაქვს თოთქოს მეც თქვენთან ერთად ვიყავი.

ისე ცუდი ამინდის ამბავი ჩემს თავზე გამომიცდია - იმ დროს კი მაინცადამიან სასიამოვნო არაა, მაგრამ როცა მშვიდობით დაბრუნდები მერე ხვდები, რომ წვიმიან და ჭაქა-ქუხილიან ამინდში ლაშქრობას თავსი შარმი აქვს (ოღონდ ჯობია სათანადოდ იყო მომზადებული :wink: )

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]