
ყოველთვის მაქვს აქ რა დავწერო

ხოდა, აი ახალი იდეაც...
მოკლედ ვიტყვი:
იმდენი ლამაზი და "უცნობი" ტბა გამოგვივიდა წელს კარ(ა)ველებს რომ... ხომ არ გამოგვეცა წლის ბოლოს კალენდარი "საქართველოს ტბები"
წეროს ტბა, ორეთის ტბა, კახისის ტბა, ბატეთი (წელს არ იყო მარა, რა მოხდა) თამარის ტბა ლაგოდეხში, უძირო რაჭაში, ყელიწადი, ყელი... ვიღაცეებმა ტანიეს ვერ მიაღწიეს მარა, შარშანდელი იყოს

ამ ტბებს უკანა მხარეს აღწერა, მისასვლელი მარშრუტი ან რამე ასეთები რომ დავაწეროთ მშვენიერი რამ გამოვა, და მეც სიამოვნებით ვიყიდი

ეხლა წარმოვიდგინოთ რომ ეს იდეა (ძალიან) მოგეწონათ და გვინდა განხორციელება...


რა გვჭირდება??
1. გავიგოთ რა ეღირება კალენდრის გამოცემა?
2. სად იშოვოს კარავმა!!! 1. პუნქში პასუხგაცემული თანხა?
3. შევარჩიოთ ფოტოები
4. გავავრცელოთ (მდაბიურად რომ ვთქვათ, გავყიდოთ) კალენდარი
5. რა ვუყოთ კალენდრით შემოსულ თანხას?
მე-2 პუნქტში ამდენი ძახილის ნიშნები იმიტომ დავწერე რომ არ დავიწყოთ არავინ, მაგ თანხას (57 მილიონიც რომ იყოს) მე დავდებ არაა პრობლემაო...
ეს იდეა იმისთვის უფრო არის რომ კარავმა ერთად ვიფუსფუსოთ და ერთად ვანახოთ ეს მშვენიერი ადგილები იმათ, ვისაც არ უნახავთ, თორემ "მე ამ პრობლემას გადავჭრი მარცხენა ფეხის ნეკით" არაა საინტერესო... მე მგონი

პუნქტი 2-ისთვის ჩვენ დრო გვაქვს, შეგვიძლია რამე კაი მოვიფიქროთ, იქედან შემოსული თანხით კალენდარი გამოვცეთ... მერე იქედან შემოსული თანხით...
მთავარია ერბოს ქილა არ გაგვიტყდეს!!
