ძალიან კარგი, გურულებს თუ ენათესავები, მაგრამ როგორც ერთი შენი მოგვარისგან გამიგონია, არა მარტო გურულების, არამედ პირდაპირ ჩემი გვარის სისხლი გირევია.ისე მეც მირევია გურული სისხლი, ბებია მყავს გურული
პ.ს. ოფტოპიკისთვის ბოდიში.
ისე, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა გავამხილო, რომ ბახმაროს არ ვიცნობ. ძაან ღრმა ბავშვობაში ვარ ნამყოფი და ბუნდოვნად მახსოვს იქაურობა. ერთი ის მახსოვს კარგად, რომ გვერდზე სახლში ვიღაც გოგო მიყვარდა. ეჰ, რა დრო იყო! - მგონი, მერე არც ვყოფილვარ შეყვარებული. თუმცა ისეთი სოფელი მაქვს, ისეთ ხეობაში და ბუნებაში ვცხოვრობ, ბახმაროზე წასვლა არც მჭირდებოდა.