გუგული დეიდა არ ვიცი, მაგრამ სამანქანე გზა გირევამდე კი მიდის, ოღონდ ახლა ჭეშოში იყო გაფუჭებული. თითქოს გააკეთეს, მაგრამ ჩვენ მაინც არ წაგვიყვანა მძღოლმა, კარგად არაა გაკეთებული და ისევ მონაი ანუ ცუდი გზებიაო. ისე, მანდ ახლა ჩაიარა მადოლობამ - პირიქითის მთავარმა დღეობამ და იქნებ გააკეთეს კიდეც. ეგ თუ არა, გზა გომეწარშიც და მანდაც ბოლომდე ადის. თან, ორივე ხეობას ერთ დღეში გაივლ-გამოივლით. გირევში თუ ახვალთ, იკითხეთ სოფელი ჭონთიო - მანდ სულ 1 მწყემსი ცხოვრობს, მაგრამ იქედან ჩეჩნების სოფლის საძოვრები მოჩანსო, გამიგონია.2 დღე: დართლო-დანო (კვავლო)-და თუ მოვახერხეთ გირევამდე მისვლა და უკან დაბრუნება. გუგული დეიდას დავხედე და თითქოს გზა არის სამანქანე.
და კიდევ - 1 დღეში თბილისისდან დიკლოში ასვლა შესაძლებელია, ოღონდ ქალაქიდან ადრიანად უნდა გახვიდეთ და გზაც კარგი უნდა იყოს. მაგრამ გზა მხოლოდ ახალ დიკლომდე მიდის, თქვენ კი ძველ დიკლოში აუცილებლად გადით - სოფლიდან 1,5 კილომეტრია და საზღვარზე გახვალთ, საიდანაც ლეკთა სოფლებს გადახედავთ. თან, თოვლიან მთებსაც დაინახავთ.
დაბოლოს, რაკი მანქანებით მიდიხართ, გირჩევთ, უძიროზე ხისოდან ახვიდეთ და არა ქუმელაურთიდან, ოღონდ ხისოდანაც საცალფეხო გზა მიდის. ხისოდან უფრო მოკლე აღმართია ასავლელი და უკანაც რომ დაბრუნდებით, ხისოშივე გაათევთ ღამეს. ასე თბილისისკენ წამოსასვლელად დროს მოიგებთ, რაკი ხისო უღელტეხილთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე - ომალო ან ქუმელაურთა.
ისე, ქუმელაურთიდან სამანქანე გზაც ადიოდა ერთ დროს და იკითხეთ ეგ ამბავი ომალოში, დაგაკვალიანებენ.