კარავი აქ და შორსაა.. და..

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by doroTea » 11 აგვ 2007, 22:59

tama wrote:სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა...მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს!
:cry: :o

ლოგიჩნო!!! მაგარიაა!!! :) :bis: :up:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by gobe » 11 აგვ 2007, 23:09

doroTea,
შენ ჩვენ ყრუები ხომ არ გგონივართ?

doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by doroTea » 12 აგვ 2007, 01:05

gobe

:lol:
უიი, ორჯერ დაპოსტილა :oops:

doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by doroTea » 12 აგვ 2007, 01:07

doroTea wrote:gobe

:lol:
უიი, ორჯერ დაპოსტილა :oops:
ყრუები არა - ხევსურეთში გავარკვიე თქვენი სმენადობის ამბავი ;)

doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by doroTea » 12 აგვ 2007, 01:07

......

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by ARCHILI » 14 აგვ 2007, 12:15

შორს ვარ.
კარავი აქ არის.
მე შორს ვარ.
კარავი აქ არის.
მე მაინც შორს ვარ.
მართლაც დავაბლაბუდდი, დავახავსე ჩემი პერსონაჟი, დავააბლაბუდე..მერე.. მერე შემოიბეზრა ობობამ თავისი თავი, შემოიზედმეტა, აყარ-დაყარა პოსტები, აყარ-დაყარა სათქმელი.. ზოგი გაახატრა, ზოგიც გააწბილა.. ზოგისათვის განკითხვის საგანი გახდა, აატარ-ჩამოატარა ობობამ თავისი აბლაბუდა გასაყიდი პროდუქტივით, ჯერ გაუღიმეს, მერე ბრალი დასდეს, მერე განიკითხეს, ზოგმაც ძმად მიიღო, ზოგმაც მეგობრად..

მერე, იფიქრა ობობამ, თავისი აბლაბუდა გადაათვალიერა, კარავს გახედა, მიხვდა, რომ მას მხოლოდ სიმშვიდე სურდა და არა ბრძოლა კარავში, რადგან საბრძოლველი ისედაც წამის გაუსვლელად ბევრი აქვს ამის გარეშეც.. იფიქრა ობობამ და მიხვდა, რომ იქნებ ჯობდა თავისი აბლაბუდა ჩამოეხსნა და გასცლოდა, ან იქნებ იქ დაებუდა, სადაც ..

თუმცა.. აქ ალბათ აბლაბუდამაც გადააჭარბა.. როდის იყო ობობებს ფიქრი შეეძლოთ...

ჰოდა.. ავდგები ახლა, შევალ კარავში და ამ აბლაბუდას ჩემივე ხელით ჩამოვწმინდავ..
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by ARCHILI » 14 აგვ 2007, 12:16

აი.. ასე..

ვოტ-ტაკ..

:!:
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by KINALOKO » 14 აგვ 2007, 12:26

solnce maio vzglini na menia
i esli est porox dai ognia
vooot-tak :!:
:D
eg simgera gamaxsenda ;)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by ARCHILI » 21 დეკ 2007, 18:42

სიტყვას სიტყვას დავაკლავ, დავ-სისხლ-დები, მერე ჩემს სიტყვას სხვისას შევურევ, გავესიტყვადნაფიცები.. გავძმადფიცდები.. ერთ ასეთივე მთქმელს გავუსიტყვ-ძმად-ფიცდები.. და გავმდიდრდები სიტყვადნაფიცი ძმითა და ძმადნაფიცი სიტყვით.. მერე მოვიხედავ, შევიხედავ ყველას, ყველაფერს და ავქარიშხლდები, ავცადმტვერდები, ავეზილები მტვერსა და წყალს, ავტალახდები, დავუბრუნდები დასაბამს, მივესალმები სინანულით, ხელახლა შთამბერავს უფალი კაცის სულს, გამა-ადამ-იანურებს..

დავიფიცებ უფლის ერთგულებას, დავეფიცები ჩემ შთამომავლობას, ჩამოვრიგდები ფენაფენად, დავ-თაობ-დები, დავ-ნაწილ-დები, ჩამოვწვეთდები ყოველ მემკვიდრეში, სიტყვას დავუტოვებ, წინაპარს შევაფიცებ, მკლავსა და მუხლს მოვახრევინებ.. სიტყვას ვათქმევინებ..

ძმობის ფიცი სიტყვის ფიცია, სიტყვადფიცობა _ ძმობის ფიცი, სიტყვის მტრობა ძმის მტრობაა, ძმის მტრობა _ სიტყვის სიკვდილი. მე კი ამ სიტყვას ოქროდ გამოვჭედავ, არ დავაჟანგებ, არ დავა-ვადებ, მარადისობას დავუფცქვნი ყველა სათქმელს, თითო _ თითო სიტყვად და დავუხმატკბილებ ყოველ პრეფიქსსა და სუფიქსს, ყოველ გარემოებას და ყოველ განსაზღვრებას, ზმნასა და ყოველ შედარებას ოქროს ფურცლებად ვაქცევ, მერე ფთხილად და სათუთად გამოვჭედავ როგორც მჭედელი მორიგი სათქმელი ჭედურობის ჩემს ფიქრში შედუღაბებულ გამო-ხატ-ულებას..

მერე.. თავს დავხრი, ჩემს თავს შევხედავ, შევარცხვენ ჩემ თავს ჩემსავე თვალში არასაკმარისობაზე, დაუმსახურებლობაზე, ვერ კარგობაზე, სხვის ტკივილზე_საკუთარ უგულობაზე, სხვის ცრემლზე_საკუთარ უცრემლობაზე, სხვის სიკეთეზე_საკუთარ ბოროტებაზე, ომს გამოვუცხადებ ყოველ ჩემს სიავეს, ჩავუსაფრდები ყოველ ჩემს ქცევას, არ დავზოგავ, ვამხელ-ვასიკვდილებ, გავიროზგავ სულის ყოველ ატომს, გავიმათრახებ, სისხლს ვადენ სიტყვებად და რაც დარჩება ჩემგან, იმას შევაწებ-გროვებ..

მერე.. კვლავ ნაწილ-ნაწილად შევკოწიწდები, ერთი მშვენების მშვენებას ვიგრძნობ, ჩემს მზერას შეპარულ ერთ მზერას ვუმზერ, ჩემს სიზმარს დასიზმრებულ ერთ სახეს ვისიზმრებ, ჩემს სიჩუმეში ნაზ ხმად გაჟღერებულ ერთ ხმას მოვისმენ, მის სურნელებას ვუხმობ, მის ღიმილს, მიმიკებს, მის სილაჟვარდეს.. ერთხელაც შევხედავ, ერთხელაც ვუსმენ, ერთხელაც შევეხები და.. ისევ აღვსდგები!

madlenuka
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 04 დეკ 2007, 13:28
Location: Tbilisi
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by madlenuka » 22 დეკ 2007, 16:34

ARCHIL_i wrote:

ყოჩაღ, არჩილ!:) აღსდგები, ნამდვილად აღსდგები!:)
წარმატებებს გისურვეეეებ:)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by lama » 13 ივნ 2008, 01:12

ARCHIL_i
მაგარია

ვისიამოვნე :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by ARCHILI » 13 ივნ 2008, 01:43

დღეს 2008 წლის 13 ივნისს ზუსტად ერთი წელი გავიდა ჩემი გაკარაველებიდან...

ახლა აღმოვაჩინე, რომ კარვულად იუბილარი ვყოფილვარ

:D

მეც აქ ვარ და.. კარავიც აქ არის...

მაშ...

:wink:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 ივნ 2008, 02:17

ARCHIL_i wrote: დღეს 2008 წლის 13 ივნისს ზუსტად ერთი წელი გავიდა ჩემი გაკარაველებიდან...

ახლა აღმოვაჩინე, რომ კარვულად იუბილარი ვყოფილვარ

:D

მეც აქ ვარ და.. კარავიც აქ არის...

მაშ...

:wink:
ვაჰ, გილოცამ.
სენ შენ ხიბლს მატებ "კარავს"
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავი აქ და შორსაა.. და..

Post by ARCHILI » 13 ივნ 2008, 05:31

გაიხარე... დიდი მადლობა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]