paata_
თანაც, თუ ოჯახმა არ მოგმართა დასახმარებლად არავის არა აქვს უფლება უთხრას შენ ღატაკი ხარ და არიქა უნდა დაგეხმაროო. აქ სხვა ქმედებებია საჭირო სახელმწიფოსგან
ოჯახმა რომ უნდა მოგმართოს, გეთანხმები, მაგრამ მანდ ინფორმაციის გავრცელების პრობლეაა, რაც მმართველობის ადგილობრივი ორგანოებია ანუ ისევ სახსტრუქტურების ბრალია. ანდაქი კი არა, ჩემი რაიონის მაგალითზეც ერთი ძალზე საინტერესო შემთხვევა ვიცი, როცა ცენტრის დადგენილება რაიონში მთელი წლის დაგვიანებით მიიღეს. არადა, საქმე შრომის ვეტერანებისთვის პწენსიების სიოლიდურ მატებას ეხებოდა. სამწუხაროდ, ეს რაა გამონაკლისი შემთხვევა.
გეთანხმები იმაშიც, რომ სახელმწიფოსგან სხვა ქმედედბია საჭირო. მთა, როგორც სასაზღვრო რეგიონი, მუდამ სარგებლობდა შეღავათებით. მაგალითად, არ იხდიდნენ გადასახადებს. ხევსურეთი იმდენად არ ვიცი, მაგრამ თუშეთს უფრო ახლოს ვიცნობ და ვიცი, რომ იქაურები მათთვის ტრადიციულ, საამაყო და მარჩენალ ცხვარს სულ უფრო ინტენსიურად ჰყიდიან. ერთ-ერთი მიზეზი საძოვრებსა თუ საკუთრივ პირუტყვზე გადასახადების ზრდაცაა. თან, ახლა იქაურობა ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული და ადგილობრივებს ისეთი შეზღუდვები დაუწესეს... მესმის, რომ ეროვნული პარკია, სადაც ხე-ტყის მოჭრა ან თევზაობა თავისთავად იკრძალება, მაგრამ ხომ პარადოქსია, რომ ამ აკრძალვის შემდეგ იქაურებს სამშენებლო მასალა... ბორჯომიდან დააქვთ? ჩვენ ვნახეთ ოჯახი, სადაც აივნის ხარჯზე ოთახის მომატება უნდოდათ, მაგრამ განზრახვაზე ხელი აიღეს, აკრძალვამდე ვერ მოვასწარით და ახლა ბარიდან მასალის ამოტანა იმდენად ძვირი ჯდება, არ გვიღირსო. ვიმეორებ - ეროვნულ პარკებს ტავისი წესები გააჩნიათ, მაგრამ ასეთ სპეციფიკურ ადგილებში ადგილობრივებს საკუთარი საჭიროების და არა ბიზნესისტვის იქნებ რაღაც შეღავათები გაუკეთონ? მდინარეში თუნდაც ანკესით თევზაობის ნებას რომ არ აძლევ, ესეც რაღაც ნიტოა... კი, კალმახი წითელ წიგნშიაო, მაგრამ ეს იქაურებისთვის ერთ-ერთი საკვებია. ნუ, თუმცა წითელი წიგნის გამო კალმახი ცოტა უფრო რთული თემაა, ვიდრე - იქაური ტყეები.