კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 26 ივლ 2007, 17:06
ეძღვნება კარავს ჯერჯერობითცოტაოდენ მოშორებულ ძმას დრუიდს..
==============================
"უპატარძლო ქორწილი ანუ იუბილე იუბილარის გარეშე"...
===============================
აბა..
აბა..
-- ჩამოასხით, მეგობრებო, ჩამოასხით..
-- რატომ, კაცო.. რა დღეა დღეს ასეთიო ?..
-- დღეს რა დღეა და 26 ივლისიაო.. რომ იცოდეთ, დღეს რა დღეა, ეგრე წყნარად არ იჯდებოდით, ხალხნო.. მაშა, მაშა..
-- რათა, აბა, როგორ, რაო... გვითხარი სადღეგრძელოს თამადავ.. ხომ ვხედავთ, რაღაცას გვიმალავ.. გვითხარი.. გვითხარი..
-- გვითხარი.. გვითხარიო..
-- როგორ თუ გიმალავთ, კაცო.. ზეიმია, ზეიმი... დიდი ზეიმი...
-- აბა, აბა, გვითხარი და ჩვენც შემოგიერთდებით...
-- კარგი, ბატონო და კეთილი..
"26 ივლისია და დღეა განსაკუთრებული.. და განა იმიტომ, რომ ახლა აქ, ჩვენში ძლიერ ცხელა და ზედმეტად შეცხელებულ-შეფიცხუნებულები მთასა და მდინარეებს ვეტრფით..
.. არა..
არც იმიტომ, რომ ივლისი სრულდება და ეს დღეებიც აღარასოდეს განმეორდება მეტჯერ და ამას ვეშურები..
.. არა..
და არც იმიტომ, რომ კიდევ ერთი დღე მიითვალა სამყარომ და მორიგი ნაოჭი შემოიმჩნია..
.. არა..
თუმცა, დღეს ხომ მზეც მეტი სიხარულით ბრწყინავს და წყარონიც მეტი კისკისით რბენენ ქვებზეო.. ყველა, დიდი თუ პატარა, კაცი თუ მცენარე, ქვა თუ ბალახიც კი ერთსა და იმავეს იძახის.. ვაჟაუ.. შენ შემოგევლეთ, ძმაო.. შენო.. მოგვილოცნია ეს დღე შენთვის და მზეს სულში გისურვებთ და ცხოვრებას წყაროს წყალივით ანკარას და კისკისასო..
გაიხარე ძმობილოო.. აქ არა ხარ, მაგრამ, ისიც ვიცით, რომ ასე ადვილად ვერ ივიწყებ ძმობასაცა და მეგობრობასაცო და იმასაც ვხედავთ, რომ შენი გული აქ დარჩა და ჩვენში ფეთქავს ისევ, ქართულადო.. და ჩვენც იმას გისურვებთ, რომ შენც იქ ყოფილიყავი, სადაც შენი გული ძგერს, სადაც შენი ფიქრი სუნთქავს და სადაც შენი სიზმრები დატორღიალებენ და დაკარაველობენ კიდეც..
ჰოდა.. გაიხარეო..."
-- აბა, აბა.. დავცალოთ ყველამ ეს სასმისი ბოლომდე..
-- აბა, ლამა, დასცხე ახლა შენებური..
-- აბა, აბა.. ყველამ შესვით სადღეგრძელო???
=================
სადღეგრძელოს თამადა აბალდუი
პ.ს. მილოცვები შეგიძლიათ და თქვენი სადღეგრძელოები მიართვათ:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1353
აი, აქ...

Last edited by
ARCHILI on 26 აგვ 2008, 01:27, edited 1 time in total.
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 26 ივლ 2007, 17:13
მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზედ უკან,
მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა.
თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა
და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა...
ხო,მართლა ეძღვნება თამადა აბალდუის
ÐÐ½Ð°Ñ€Ñ…Ð¸Ñ ÐœÐ°Ñ‚ÑŒ ПорÑдка
-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 26 ივლ 2007, 17:31
ისეთ სადღეგრძელოს ვიტყვი,
ბულბულს დავსვამ ჭიქაზე....
ეძღვნება აბალდუის
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 26 ივლ 2007, 17:32
სულ დამავიწყდა თამადა აბალდუის
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 03 აგვ 2007, 14:43
მხიარულობაა კარავში.. მხიარულობაა პოსტებში.. წასასვლელსა და ჩამოსულში.. მზადების მხიარული ორომტრიალის ხმა დაპოსტილ უხმაურო ტექსტებშიც კი მოისმის... ვჩქარობთ.. წუთს წამებს ვუმოკლებთ... დროს ვერჩით, ვეძიძგილავებით საათის ისრებს, რომ დილამდე მალე გაირბინოს და ნაჩქარევი ხვალ და ზეგ ზანტად აინაზღაუროს...
მზესა და ცას ვეძახით.. ღრუბელს ვიბუტებთ, რომ გაგულისებული გაიქცეს ჩვენგან და სულ ცოტა, ორი დღე მაინც არ მოგვაკითხოს.. თუ.. არა და.. არც ეგ გვაშინებს.. ხევსურეთმა გაგვხადა წვიმა-სიცივის ალიანსის მოტრფიალედაც..
მივდივართ და წინასწარ მოისმის მომავალი ხმა.. ერთი კია.. ბალალაიკა არ მოგვყვება თავის პატრონ-მზრუნველიანად.. დუმილს არჩევს.. ამჯერად მებალალაიკ-მელექსე დარჩენას ამჯობინებს.. ახალი სიტყვების ქსელს წნავს.. რაღაც ადარდებს.. უთქმელ-ვერგამოუთქმელი.. სათქმელ-არ სათქმელი.. საფიქრალ - არსაფიქრალი..
კარავი მომავალ კარვებს შლის.. კახისსა და თუშეთში.. ჯავახეთსა და კიდევ მრავალგან.. ხარობს ქართული დედამიწა.. თითოეული ნაწილი ჩვენს სტუმრობას იხვეწება.. ჩვენს მონახულებას დაგვნატრის ქართული ცის სილამაზე.. ცა, რომელიც ყველგან დაგვყვება, სადაც უნდა წავიდეთ და სადაც უნდა ვრჩებოდეთ, მაგრამ.. მაინც დაგვნატრის.. მაინც გვეძებს დღისით და ღამით თავის მზისა და მთვარის თვალებით..
ვიღაც მიდის და ვიღაც რჩება.. ჩვენ კი მაინც ერთად ვართ.. კარავი ერთია და თითოეულის სახელს ატარებს... ვიცი "დამსეტყვე, ცაო.." ხვალინდელს დააკლდება.. ვიცი.. ნამდვილი ბალალაიკის ხმას დაიკლებს გულის ყური.. თუმცა.. ისიც ვიცი.. რომ თითოეული ჩვენთან ფიზიკურად არ მყოფიც კი მთვარის მეგზურისავით ჩვენ გამოგვყვება... ჩვენს ნაკვალევს ამოისულბილიკებს და დაგვეწევა.. "დამსეტყვე, ცაო-ც" ჩამოგვეძახება და ფიცხელაურის ბალალაიკაც დაგვემღერება.. ხვალაც.. ისევე, როგორც ყოველთვის მთელი კარავი ერთი და ერთად იქნება... და.. რა თქმა უნდა.. ყველას დაიტევს..
==========================
ეძღვნება სხვა ადგილების დამლაშქვრელებსა და თბილისში დარჩენილ კარაველებს...
Last edited by
ARCHILI on 26 აგვ 2008, 01:28, edited 1 time in total.
-
bellge
- მაწანწალა
- Posts: 915
- Joined: 12 ივნ 2007, 10:50
Post
by bellge » 05 აგვ 2007, 13:08
აი ეხლა თქვენ იქ ხართ ტკბებით კახისის ტბის სილამაზით....
რა თვალწარმტაცია....
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 10 აგვ 2007, 14:21
დღეს მე სამი დღით მივდივარ და ვიცი, რომ ერთ-ერთ ღამეს მაინც აუცილებლად დამესიზმრებით ყველა...
და...
აუცილებლად დამესიზმრება, რომ მე და პოპინსი შევრიგდით.. რომ ჩვენ ერთად ვართ ისევ და ყველა-ყველა ვმხიარულობთ და გვიხარია ერთად ყოფნა.. რომ მთელი კარავი ლაშქრობაშია და ყველა ბედნიერია ერთმანეთის ნახვით.. დამსიზმრება, რომ მხოლოდ მოსიყვარულე გულებს სწყინთ და მხოლოდ გულიან ადამიანს ეხერხება და აქვს უნარი, მეგობარზე ნაწყენი დამრჩეს.. დამესიზმრება, რომ მეც უშეცდომოდ მოვიქცევი და საყვარელ ადამიანებს გულს აღარ ვატკენ.. და როცა ვატკენ მაინც, დავისიზმრებ, რომ ის უანგაროდ მაპატიებს...
ჩემო კარაველებო.. წინ მხოლოდ სამი ღამე მაქვს და სხვა სიზმრებთან ერთად ამათაც დავისიზმრებ..
ჰოდა... ჩემო კარაველებო.. იხარეთ და იბედნიერეთ..
უკლებლივ ყველამ...
===
თქვენი აბალდუი_აბალდუი
აბეზარი.. მაგრამ მაინც აბალდუი

-
tama
- მაწანწალა
- Posts: 502
- Joined: 28 ივნ 2007, 00:07
- Location: tbilisi
Post
by tama » 10 აგვ 2007, 21:18
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე_ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი იპოვა და შიგ დაიმალა. დაიწყო სიგიჟემდე დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა... სიყვარულის გარდა, ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და კივილის ხმა გაიგო... სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა...მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს!

ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
-
meko
- მაწანწალა
- Posts: 681
- Joined: 25 სექ 2006, 23:57
- Location: Georgia
-
Contact:
Post
by meko » 10 აგვ 2007, 21:25
-
tama
- მაწანწალა
- Posts: 502
- Joined: 28 ივნ 2007, 00:07
- Location: tbilisi
Post
by tama » 10 აგვ 2007, 21:27
abaldui ნამეტანი დარდობს რა ვუშველოთ
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
-
gobe
- მზიან ქვეყნის იეტი
- Posts: 2146
- Joined: 23 ივნ 2006, 11:30
-
Contact:
Post
by gobe » 11 აგვ 2007, 01:27
tama wrote:ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე_ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი იპოვა და შიგ დაიმალა. დაიწყო
სიგიჟემ(დე) დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა... სიყვარულის გარდა, ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და კივილის ხმა გაიგო... სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა...მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს!

tama,
ბრავო! ბრავო!! ბრავო!!!
მაგარ!

Last edited by
gobe on 11 აგვ 2007, 12:46, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 11 აგვ 2007, 09:33
tama
ხეჩო, ეს შენაა????

მალენკიი ესენინ!!!
-
Toma
- იეტი
- Posts: 2655
- Joined: 27 ივლ 2005, 21:50
- Location: Tbilisi
Post
by Toma » 11 აგვ 2007, 12:06
tama
გაიხარე რა ზუსტად დამალულან, მაგარია

-
tama
- მაწანწალა
- Posts: 502
- Joined: 28 ივნ 2007, 00:07
- Location: tbilisi
Post
by tama » 11 აგვ 2007, 22:00
შენს ღაწვთან მზის და მთვარის სხივი არაფერია.
სამოთხის წყარო შენს ბაგესთან არაფერია.
ყოვლისმხედველი ღრმადმხედველად ვიქეც და მივხვდი, –
შენ ხარ ყოველი, დანარჩენი არაფერია.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 11 აგვ 2007, 22:41
tama wrote:შენს ღაწვთან მზის და მთვარის სხივი არაფერია.
სამოთხის წყარო შენს ბაგესთან არაფერია.
ყოვლისმხედველი ღრმადმხედველად ვიქეც და მივხვდი, –
შენ ხარ ყოველი, დანარჩენი არაფერია.
სერიოზული ამბავია

lenchiamal