ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by Mrs. Robinson » 30 ივლ 2007, 21:46

კი მაო!
საფარაში უფრო სწრაფად ჩავედით და ჩამოვედით, ვიდრე მაგ ერთი აღმართის ავლას დასჭირდა. ესნიც ადრე იყვენენ ნამყოფი და ეგონათ უცებ ავივლიდით, მაგრამ გზა ფაქტიურად არ იყო, მანქანიდან ჩასვლა-ასვლა ხომ მილიონჯერ.

ჭობისხევიდან დაბაძველადმდე 10 კმ- გზამკვლევშიაც ასეა.
ის მოკლე გზა ჩანგრეული იყო რამოდენიმეგან, ამიტომ ასე ავედით...

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by GOGONA » 30 ივლ 2007, 23:30

ჭობისხევიდან გადასასვლელი რუკა გაქვთ ვინმეს?

თორი ...
ბებია მიყვებოდა მაგ ტბაზე, თუ სწორად მახსოვს, თორის ტბა მიწიშქვეშ რომელიღაც მეორე ტბას უერთდება (სიფონის პრინციპით ალბათ),
-ჩემს ბავშვობაში უღელი ხარი ჩაითრიაო მაგ ტბამ და მეორეში გამორიყაო.

თორელები...
ციხოსანი აზნაურები... შემდგომ მესხი თავადები, ტანადები, ლამაზები, ნიჭიერები, გულადები, ერთგულები,მოყვარულები...

თურმან თორელი... დედოფლის ტრფობა... ლეგენდა შაჰის აკაპიწებულ შარავარზე...

80-იან წლებში საქართველოში თორელების ერთადერთი ოჯახი იყო და ისიც გადაგვარებული, რუსოფილური.

ერთადერთი იმედი გენის შერჩენის: გამრეკელ-თორელების ჩამომავლები ჯავახიშვილები არიან!

სავარაუდოდ საფრანგეთში ცხოვრობენ რევოლუციის დროს გადახვეწილი თორელების ჩამომავლები.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by Mrs. Robinson » 30 ივლ 2007, 23:44

GOGONA
გაიხარე!!

უღელი ხარის ამბავს ეხლაც ყვებიან, ოღონდ კახისი-წეროს ტბებზე. ბებიას უკეთ ეცოდინებოდა......

თორის სანახავად გამყოლი სასურველი იქნება:

"თორი- აქ ვხვდებით როგორც საკულტო ისე საერო დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევებს, რომლებიც თითქმის ხელუხლებელ უღრან ტყეებშია ჩამალული. ძნელად თუ სადმე ნახავს კაცი ასეთ ასაკოვან იფნებსა და ნაძვებს, რომლებიც ლიქენების ფაფუკ სამოსელში არიან გახვეული" ...............

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by GOGONA » 30 ივლ 2007, 23:54

ბებიამ კი იცოდა....
მე აღარ მახსოვს ბევრი რამ მისი მონათხრობებიდან...

ნეტავ ჭობისხეველები ვერ მიგვასწავლიან თორის გეზს?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by Kakha » 01 აგვ 2007, 11:44

თორი ზოგადად მაგ მხარეშია, მაგრამ კახისისა და წეროს ტბებს თორს არ ეძახიან. თორი უფრო ბაკურანისკენაა.

თუ მანდ წახვალთ და ალბათ ჭობისხევის გავლით, მაშინ არ დაიზაროთ და გაირარეთ გოგიჩაანთ ღელეში. ჭობისხევის აღმართი რომ იწყება იქვე მარცხნივ, მტვრის დინების მხარეს უნდა გადაუხვიოთ. მტკრის დინებას ვგლისხობ და არა მტკვრის ნაპირს. გზიდან მტკვარი არ ჩანს. ალბათ ჯობია ვინმეს კითხოთ გიგიჩაანთ ღელემდე როგორ მივიდეთო.

ახლა რა ხდება - გოგიჩაანთ ღელე ადრეშუასუკუნეების ნასოფლარია. სახლები ნაშენებია მშრალი წყობით ოდნავ დამაშავებული ქვებით. სახლების უმრავლესობა გადახრულია ცრუ გუმბათით, ანუ კონსტრუქციულად დარბაზის გვირგვინს რომ ვეძახით ისე. ჰოდა ამ სახლების საკმოდ დიდი ნაწილი დღესაც დგას! ზედ კი ტყეა ამოსული!

კიდევ გაითვალისწინეთ მანდ, გოგიჩაანთ ღელეში ორი წლის წინ კეში დავდეთ. აბა სცადეთ და იპოვნეთ.

გოგიჩაანთ ღელეს სურათებიც დევს სადღაც ლაშქრობის განყოფილებაში. მგონია ჰქვია "ვარძია და ბევრი სხვა რამ" თუ ვიპოვე ლინკს დავდებ

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by Kakha » 01 აგვ 2007, 12:06

გოგიჩაან ღელეს სურათები ჩვენთან ვერ ვიპოვე და საერთოდ ვერც იმ ლაშქრობის თემა. როგორც ჩანს წაიშალა ძველი სერვერიდან ახალზე გადმოსვლის დროს.

ასია თუ ისე აი ერთ-ერთი სახლის ფასადის ფოტო. ასეთები იქ მრავალია
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by Nika » 01 აგვ 2007, 15:42

ოფროუდერებს ვაბავ ახლა რო წამოვიდნენ. მაშინ 100% მანქანებით ავალთ მანდ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by Nika » 01 აგვ 2007, 15:57

რაც შეეხება "თორს" დავხედე 50-იან რუკას და აი რა ვნახე
Image
МТФ=Молочно Товарная Ферма
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by Naia » 02 აგვ 2007, 11:27

რა გადაწყვიტეთ გუშინდელ შეხვედრაზე?

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by Trouter » 02 აგვ 2007, 11:31

მეთევზეებმა ამ მარშრუტისთვის გამოსადეგი მანქანა მხოლოდ შემდეგი შაბათ-კვირისათვის შევიპირეთ, ამგვარად ჩვენ ამ შაბათს ვერ მივდივართ.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by Naia » 02 აგვ 2007, 11:32

Trouter
:(

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by Toma » 02 აგვ 2007, 11:55

აბა სპისოკი
1.ტომა
2.პოპინსი
3.აბალდუი
4.გოგონა
5.ნაია
6.ნინუკალა
7.ჭუნა?

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by GOGONA » 02 აგვ 2007, 11:57

ეი შეკრებილებო :wink:
ამოიღეთ ხმა :twisted:
ძლივს საიტს ვეღირსეთ და... :twisted: :lol: :lol: :lol:

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by popins » 02 აგვ 2007, 12:04

უფ












ღმერთს მადლობა გაიხსნა და :D
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო

Post by popins » 02 აგვ 2007, 12:09

მოკლედ ტრანსპორტიის ამბავს როდის იტყვით?



ჩემს კარავში ერთ ადამიანს შევიფარებ,არ უნდა ხვრინავდეს. :roll:

მგონი ნინუკალა იქნება.ნუ თუ საბოლოოდ გადაწყვეტს. :roll:
lenchiamal

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]