თუშეთი 2007

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი 2007

Post by guruli » 25 ივლ 2007, 16:07

Trouter, ნაკრძალი რომაა, ეგ ვიცი, მაგრამ თევზაობა არაა აკრძალული და თოფ-ავტომატის გამოყენებას და ვერტმფრენებით ჯიხვებზე ნადირობას თუ აკრძალავენ, ამას მხოლოდ მივესალმები. დანარჩენი - ისტორიული ძეგლების დაზიანება, კლდის ქიმზე დგომა და ეგეტები, შენც კარგად იცი, რატომაც სედის ჩამონათვალში - უსარფთხოებისთვის, მაგრამ მსგავსი კარაველებს არ გვეხება. ცეცხლის დანთებას კიდე, ჯერ არავინ დაგიშლის, სანამ იქაურობა ევროსტანდარტების დონეზე არ ავა, ეგ კი რამდენად შორეული პერსპეტივაა, კარგად ხვდები.

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თუშეთი 2007

Post by Trouter » 25 ივლ 2007, 17:02

guruli
http://www.tushetipa.ge/routes.htm
ამ გვერდის ბოლო ნაწილში წერია ის რისი ციტირებაც გავაკეთე.
ისე კი წესრიგი რომ დამყარდეს მაგას რა ჯობია! :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი 2007

Post by guruli » 25 ივლ 2007, 20:02

ხალხნო, დავიწყე რაღაცების გარკვევა.
მოკლედ, ალვანიდან ომალომდე კამაზით წასვლა კაცი 20 ლარი ღირსო (ნუ, ეს ადრინდელი ფასია). ნივა - 150 ლარიო, ოღონდ ეს მთლიანად მანქანის დაქირავების ღირებულებაა და ადამიანთა რაოდენობაზე არაა დამოკიდებული - შენ თუ გინდა, 1 კაცი წადი იმ ნივით, 150-ს იხდი. ცოტა უფრო დიდი ტევადობის მანქანა - უაზი და ამგვარები - მინიმუმ, 200 ლარიო. მოკლედ, 10 კაციც რომ ვიყოთ, თითოს 20-20 ლარი დაგვიჯდება, ანუ კამაზის ფასი. ამას დავუმატოთ მგზავრობის ღირებულება თბილისიდან ალვანამდე, რაც ადრე 5 ლარი ღირდა, ახლა კი, მგონი, 7 ლარია.
ამასთან, იქაური საკვების ფასიც ვიკითხე და მითხრეს, ამას წინათ ომალოში მოზრდილი ხბო 150 ლარად დაკლესო. ცხვრის ფასი ამ ჩემმა ნაცნობმა ზუსტად ვერ მითხრა, მაგრამ, 100 ლარზე მეტი არ ეღირებაო. ნუ, ცხვარსაც გააჩნია და იქნებ ნაკლებშიც გამოვიდეთ.
მოკლედ, უკვე დაახლოებით ვიცით, რამდენი დაგვჭირდება. ვფიქრობ, თავის გზის ფულიანად 120-150 ლარში ჩავეტევით. ესეც 150-ს მაქსიმუმს ვამბობ. სავარაუდოდ, იქ სამოძრაოდ მანქანის ან ცხენების დაქირავება დაგვჭირდება, მაგრამ დიდი ხარჯებთან არც ეგაა დაკავშირებული. დიდი-დიდი, გომეწარში აგვიყვანოს მანქანამ ერთხელ და მერე პირიქითიდან თუ ჩამოგვიყვანს. და დიკლოში, თუ ძაან გავიწეწეთ, ფეხითაც გავალ-გამოვალთ. მოკლედ, მგონია, რომ 150 თავზე გადაგვდივა, მაგრამ საჭმელს თუ აქედან ბლომად წავირებთ და ყოველ მეორე დღეს ცხვარზე ქეიფს არ მოვინდომებთ, ნაკლებშიც გამოვალთ.
მაგრამ, ვიმეორებ - ეს დეტალები კიდევ დაზუსტდება. მე მიახლოებითი და ისიც ზემაქსიმალური ციფრები დავწერე, რომელიც თუ შემცირდება, თორემ არ გაიზრდება. თუმცა ხარჯები ხალხის რაოდენობაზეცაა დამოკიდებული.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
თუშეთი 2007

Post by caucasica » 25 ივლ 2007, 20:12

Trouter
წესით (კანონმდებლობით) ეროვნულ პარკში თევზაობა დაშვებულია, მაგრამ რადგან თუშეთში კალმახის მეტი თევზი არაა, კალმახი კი საქართველოს წითელ ნუსხაშია შესული მასზე თევზაობა აკრძალულია ეს ოფიციალურად...
სხვა კარვის დადგმა და აშშ-ზე პრობლემა არაა..და კიდევ შესვლაზეც გადასახადი არაა.. და კიდევ საქართველოში ვცხოვრობთ და ასე რომ... :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი 2007

Post by guruli » 25 ივლ 2007, 20:15

caucasica
და კიდევ შესვლაზეც გადასახადი არაა..
მგონი, კია - კაცზე 10 ლარი.

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
თუშეთი 2007

Post by Toma » 25 ივლ 2007, 20:23

guruli
მოდი რახან შენ ამდენი რამ იცი თუშეთზე ბარემ ჩამოწერე რისი ნახვა შეიძლება

და კიდევ დღეში რას ნახავს კაცი?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი 2007

Post by guruli » 25 ივლ 2007, 20:44

Toma - მაგეებს ჯერ ზუსტად ვერ გეტყვი, რადგან თუსებტან მინდა კონსულტაცია. გადაჭრით ერთის თქმა შემიძლია - 2 დრე დავბანაკდებით ომალოში და მაგ პერიოდში ორ გასვლას მოვაწყობთ.
1). დიკლო-სენაქო.
2). ორეთის ტბა.
ოღონდ სად წავიდეთ პირველი, ეგ თავად გადაწყვიტეთ. აქ ისეთებიც იქნებიან, რომლებიც ორშაბათს დაბრუნდებიან და მაგათ აირჩიონ, რისი ნახვა ურჩევნიათ - ბუნების ანუ ორეთის ტბის თუ - ისტორიული ძეგლის ანუ დიკლოს ძველი ნასოფლარისა.
ვფიქრობ (თუმცა ეს ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია, მე მხოლოდ გირჩევთ) მესამე დღეს გავუყვეთ გომეწრის ხეობას და მაგის ავლას კოკლატამდე მოვანდომოთ ორი დღე. მანდ საინტერესოა დოჭუს ნახვა - ძველი თუშური სტილი კარგადაა შემორჩენილი; ლამაზი მდებარეობა აქვს... საინტერესოა ილიურთის ეკლესიის მონახულებაც - ეგ სოფელი გზაზევეა. თუ დრო გვეყოფა, შეიძლება გზიდან საჩიღოლო-ვესტმო მთის მხარეს გადმოვუხვიოთ და მთებში ის სამი ტბაც ვნახოთ, ადრე ხშირად რომ გვიხსენებია. მაგრამ შეგვიძლია ამხეაზე არ გადავუხვიოთ და იმავე დღეს ანუ 1 დრეში ავიდეთ კოკლათას. აი, მაქედან მე ძაან მინდა წოვათაში გადასვლა. ნუ, ნაყაიჩოზე, საიდანაც თურმე მთელი თუშეთი ჩანს თავის პირიქითიან-წოვათიანად, უეჭველად ავალთ - სოფლიდან არც ისე შორსაა, მაგრამ წოვათაში გადასვლა დროზეა დამოკიდებლი. მაგიტომ მაინტერესებს თუშებთან კონსულტაციები - ერთ დღეში გადავალთ თუ არა წოვათაში.
მაგრამ გადავალთ თუ არა წოვათაში, მაგის მიუხედავად, გომეწრიდან პირიქითში გადასვლა ნაყაიჩოს გავლით მაინც შეგვიძლია. უბრალოდ, წოვათაში თუ ჩავალთ, ღამეს იქ გავათევთ და მეორე დღეს იქიდან ამვუყვებით ნაყაიჩოსკენ პირიქითში გადასასვლელად. პირიქითსაც გააჩნია - შეგვიძლია ერთ დღეში ჩამოვიაროთ, შეგვიძლია - 2-ში, ეგეც დროზეა დამოკიდებული.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
თუშეთი 2007

Post by caucasica » 25 ივლ 2007, 20:45

guruli
:D გადასახადი არაა, მე ამჯერად არ ვხუმრობ!!!
:wink:
და თუ ვუინმემ მოგთხოვათ მე დამიკავსირდითრ :twisted:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თუშეთი 2007

Post by Naia » 25 ივლ 2007, 22:05

მე როგორც გამოუცდელ და ასფალტზე მოარულ წევრს მაპატიეთ უადგილო შეკითხვა: რამდენიმე დღიანი ლაშქრობების დროს სასმელი წყლის საკითხი როგორ გაქვთ გადაწყვეტილი?
სერიოზულად მაინტერესებს :D

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
თუშეთი 2007

Post by Toma » 25 ივლ 2007, 22:19

თუ ისეთ ადგილას მივდივართ სადაც წყალი პრობლემა არ არის ტველას თავის ბარგში ერთი ბოთლი წყალი უდევს რომელსაც პერიოდულად აახლებს ხოლმე მდინარის ან წყაროს წყლით.

და ისე ყდაბნოში რამდენიმე დღით არასდროს წასულა კარავი :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თუშეთი 2007

Post by Naia » 25 ივლ 2007, 22:24

Toma
:lol: :lol: :lol:
ე.ი. მთაში მდინარის ან წყაროს წყლის დალევა პრობლემა არ არის ხო?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი 2007

Post by guruli » 25 ივლ 2007, 22:35

Naia - მთაში წყალის პრობლემა სად უნდა წარმოგექმნას, ყოველ ნაბიჯზე წყაროებია. და თუ მყინვარზე მიდიხარ, იქ წყარო არაა, მაგრამ ყინულს გადაადნობ.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
თუშეთი 2007

Post by ლეონტი » 25 ივლ 2007, 22:36

How come cats have nine lives and I don't even have one?
პასუხი:
NO I SHOT ONE WITHA 30 30 AND IT NEVER CAME BACK 2 LIFE.
:P

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თუშეთი 2007

Post by Naia » 25 ივლ 2007, 22:49

ლეონტი wrote:How come cats have nine lives and I don't even have one?
პასუხი:
NO I SHOT ONE WITHA 30 30 AND IT NEVER CAME BACK 2 LIFE.
:P
რას ერჩოდი? :)
იქნებ came back but in another dimension? :D

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
თუშეთი 2007

Post by ლეონტი » 25 ივლ 2007, 23:01

არა ეგ ხუმრობა ინტერნეტშიდ ვნახე.
:lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]