
მისი შვილი ჩემთან ერთად დაიბადა და ჩემთან ერთად მოკვდება.
მას ზვიგენზე მეტი კბილები აქვს.
მის სახლიკ კარების რაოდენობას დიდგორის გმირი გიკარნახებთ.
იგი არ არსებობდა და დაიბადა, მან თანის თავი თვითონ შეჰქმნა.
თვითონ მუცელზე დახოხავს, ხოლო დედამისი დაფრინავს. ვერავინ ეწევა.
მას შენ ყოველდღე უყურებ თვალებში მაგრამ..........
მისი პირმშო შენი ყველაზე დიდი მეგობარია და ეცადე მტრად არ გაიხადო, გაგანადგურებს.
იგი მჭედელია, აქვს ერთი გრდემლი და ბევრი ჩაქუჩები, რამდენი? ამას ერთერთი ქართული გაზეთი გიკარნახებს.
იგი თავიდან ჯიბისქურდი იყო.
მისი დედა გპარავთ სუნთქვას, ნაბიჯებს, სიცოცხლეს მაგრამ შეიძლება მარადისობა გაჩუქოს.....
იგი ხან კრემლშია ხან ლონდონში, ხან თბილისის მერიაში. იგი იქ მუშაობს, რას აკეთებს???????????
იგი არტისტია, აქვს უამრავი ნიღაბი მაგრამ არასოდეს იყენებს.
მას თავის დროზე გალაქტიონმა ჰკითხა ვინაობა, რისთვისაც მან დიდ პოეტს დამქაში მიუგზავნა და მაკვლევინა. გავეშებულმა გოეთემ მდუღარე წყალში ჩააგდო, არ აპატია ჯიბის ქურდობა, მაგრამ ვერას გახდა, პირიქითაც.........
იგი არ არის ამპარტავანი, რომ ზემოდან გიყურებდეს, არც ისეთი თავმდაბალი რომ მუხლებზე დგიჩოქოს. მაჯვნიდან მოგადგა მაგრამ შენი მფარველი ანგელოზი დაუხვდა, და საბოლოოდ მარცხენა მხარე აირჩია??!!??
სულ ერთია დიდი პატარა მისთვის.
არა აქვს მნიშვნელობა ვინა ხარ და რას წარმოადგენ.
ატირდები? უხარია, იცინი და უფრო უხარია.
თავისი უტეხი ირონიით გითვალთვალებს, და გაკვირდება,
იცით რა არის?
ამ წუთას გითხარი, აბა ბოლო სტროფს გადაავლე თვალი.