ჩემი მცირე გამოცდილებიდან დავადგინე რამდენიმე მომენტი -ilia wrote:როცა დაღმართზე ეშვები ქვიან გზაზე, ამორტიზატორი წარმოშობს ვერტიკალურ ვიბრაციას და სიჩქარეს გიკარგავს, ამორტიზატორი ველოსიპედს წონასაც მატებს, დიდ დისტანციაზე კი წონას დიდი მნიშვნელობა აქვს.
1) ამორტიზატორები - გააჩნია რას გულისხმობ ქვიან გზაში, როდესაც ქვები საშუალოდ 20-30 სანტიმერისაა მაშინ რა სიჩქარუს დაკარგვაზეა ლაპარაკი. სულ ფეხზე თუ იდგები, მართვა რთულდება და უეცარი დამუხრუჭებაც სახიფათოა.
თუ წინა ამორტიზატორი არა აქვს მაშინ ხელებს გტკენს მაგრა, თითქოს ხელისგულებზე კეტები გირტყესო. მართალია ცოტა მძიმეა მარა ამ დამატებით სიმძიმეს მნიშვნელობა აქვს ძალიან გამხადარისთვის და ცოტა წონიანისთვის (როგორიც მე ვარ

2) რული - დიდი მნიშვნელობა აქვს რულსაც, როგორც ვხედავ შენ მოდელს დამატებითი დასაყრდნობი არა აქვს (არ ვიცი რა ქვია მაგას), არადა გრძელ ტრასაზე ხელები მაგრა გეღლება, განსაკუთრებით თუ წინაც არაა ამორტიზატორები.
3) სიჩქარეების გადამრთველი, ცხადია უფრო კომფორტულია სატრიალებელი, რომელსაც აყენებ სასურველ მდგომარეობაზე და აღარ ფიქრობ მეტს ჯაჭვზე.
თუმცა შეიძლება ჩემი შთაბეჭდილება არაობიექტური იყოს იმიტომ რომ ამორტიზატორებიანი მოდელი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო ვიდრე ჩვეულებრივი.