დღეს, 20 ივლისს.. ვტყდები ერთი სამსახურიდან ადრე ( ), ვადებ მეორე სამსახურს ვაფშე (ჩემს სტუდენტებს ისე გაუხარდათ ეს ამბავი, დღეს რომ ლექციას ვერ ჩავუტარებდი, რომ სულ ცეკვა დაიწყეს, მერე მე იმ კვირაში გამოცდა რომ აქვთ ჩემთან, ის გავახსენე და ...)
და.. მივდივარ თიანეთში.. ჩავალ ალბათ საღამოსათვის..
მეეერეე... ეჰეიდა საღამოს მცირე თევზაობა-რაზმინკა.. უფრო გვიან ნაცნობ ოჯახებთან სტუმრობა და ორიოდე ჭიქა.. ახლახან ნათესავი ჩვენი ვიღაც ყვავი ჩხიკვის მამიდა, 98 წლისა გარდაიცვალა და კაკ-რაზ..
ხვალ დილას 05.30 ვდგები და ....................................... ძალიან გვიან, ძალიან, ძალიან გვიან დავბრუნდები თევზაობიდან...
ზეგ დილას........................ ადგომა ასევე.. მაგრამ შედარებით ადრე დავბრუნდები და ბოლო მარშუტკას გამოვყვები თბილისში..
ორშაბათი არ გამახსენოთ... ჯერჯერობით ცხოვრება შაბათ-კვირით შემოიფარგლება..
თევზაობას ვაპირებ:
ა) დამავიწყდა რა ქვია, ერთი მდინარეა - იქ შესართავთან... ჩავალ ნელ-ნელა ქვემოთ..
ბ) ხიდთან... მერე კიდევ თევზაობა-თევზაობით ჩავალ ქვემოთ..
გ) ფშის შესართავთან... კიდევ ვაგრძელებ...
დ) ქუსნოს შესართავთან....
ე) ლელოვანთან (ძალიან მაგარი ადგილი ვიცი)..
ვ) ნუ შეიძლება შავ მორევასთანაც.. ანუ ჯიხოს ხეობამდე...
ეს არის მდინარე-მდინარე და ა.შ. სასიარულო დაახლოებით 12-15 კილომეტრი...
წავიღებ ცოტა საჭმელს, თერმოსში ყავას და ა.შ. და დედამიწის ზურგზე არაფერი სხვა არ მენდომება..
ასე, რომ კიდეც ვითევზავებ, კიდეც ვიპახოდებ და ა.შ.
მთელი სამყარო უნდა დავივიწყო!
