კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 24 ივნ 2007, 12:54
Archil
არა მანდ ბევრი შეცდომაა, თუმცა 1-2 ხაზი შეილება მეც მაკლია, მაგრამ რაც მიწერია სწორია

.
იქნებ მეც გამომიგზავნო რა პაატას მოცემული არხოტოს ლინკი.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 24 ივნ 2007, 12:55
paata_
მაიტა რა მერე ლინკები

.
დააარქივე ყველა ერთად და გამოუშვი რააა

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 24 ივნ 2007, 12:59
zura N.
ხო, მოვუკრი ერტად თავს, და ავტვირთავ სადმე
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 24 ივნ 2007, 13:01
paata_
ხო რა, ხო იცი მაგრა მინდა ეგენი

აქ დადე ბარემ

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 25 ივნ 2007, 14:32
მთიულური შაირობებსა და კაფიებზე .... რაიმე საინტერესო მასალების ან ამბების მოყოლა თუ შეგიძლიათ?..
ჩვენ ვახუშტი გვიყვებოდა საინტერესო ლექსებს...'
მე თუ მკითხავთ... ხელოვნება აი ეგ არის.. რაც ნებისმიერ მთი-ელ (სვანი, ხევსური, მთიულიო, ფშAველი, შატილელი და ა.შ.) -ში ნატურალურად დევს...
პატივცემულო თანაკარ(ა)ველებო... ამ სიმღერ-ლექსების ან საინტერესო შემთხვევების შესახებ თუ შეგიძლიათ რაიმე ამბები მოგვაწოდოთ, კარგი იქნება...
-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 13 ივლ 2007, 15:10
წამოოლ სანადიროდა ჯიხვებს დაუწყებ ძევასა
შამავხვდი დევებისასა ვაი ვაგლახსა მღერასა
ახალ ზალ მაუყვანავის აქორწილებდენ ბერასა
მეაც იქ დამიპატიჟეს უყურეთ ბედისწერასა
უძახეთ ახალუხლებსა ნუ ვის გასწირავთ ყველასა
ნუ აწევთ ბოდახევლებსა ითრევენ ძაღლის ენასა
(ზუსტად არ მახსოვს აქ) ზოგ მე დამიწყებს ბღვერასა
ეს საითაღ ვინ მასთარეთ ჩვენებსავით რომ ვერ ასა
მასპინძელ გაუჯავრდების "ქორწილ უხარის ყველასა"
ერთ რამ საკვირველ მავიდა კუდი ღშავ როგორც მელასა
ერთ თვალი კუჭულაშია უკენისკენაც ხენასა
.
. (აქაც არ მახსოვს ზუსტად)
.
მაიღით სამამკვეთროი ვხედავ გუნებას ვერ ასა
გადაიწურა ჭურჭელი დაცალა დახკრნა კერასა
რაიც რომ შასვით შაშჭამეთ ეხლა მოგიქცევთ ყველასა
იძახაბ ახალუხლები ჭერ აუყუდნათ ბერასა
დადგა ქალების წკმუტუნი "ვერ ვიჭერთ მამასწვერასა"
.
.
.
ერთ რამამ სახნის მაიღა ჩადვა ქაქეშჩი ბერავსა
სხვამ დასცა წიხლი იმ დროსა ტრავ შაუგლივა კერასა
წამამხტარმ წამაიყოლა გაშანთებულ კი ვერ ასა
ლაშთა სდვა გაბრუნებული ცეცხლი მაედვა ენასა
.
.
.
.
მე კი ფანჯრიდან გადმავძვერ დევებს ვეკვლევი ვერასა
ეგ თქვენი გამარჯვებისა სუ მართალს ვამბობ ყველასა
P.S. ეს ლექსია არხოტიონი გიორგის
თავიდან ბოლომდე არ მახსოვს მაგრამ ნელნელა შევავსებ
სხვა კაფიებსაც დავაგდებ დრო და დრო
ხალხში შემორჩენილებს
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 13 ივლ 2007, 15:31
Beqa Picxelauri
მაგარი ადამიანი ხარ!
ნაღდი ბექა

და ნაღდი ფიცხელაური

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 13 ივლ 2007, 19:20
Beqa Picxelauri
აუუუუუ მაგარი ლექსია ეს ისაა ხომ მაოსთან რომ იხსენებდი??????
ველოდი ამ მართლაც ძალიან ლამაზ ლექსს
გაიხარე ძმაო !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 16 ივლ 2007, 11:45
ყურადღება, ყურადღება !!!
აღმოჩენილია კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც იმღერება კოცონთან.. განსაკუთრებით იმ დროს, თუ ხარ ხევსურეთში, მუცოს ძირას, 13 კარვიან ქალაქში, ცხარე წვიმაში, ისე, რომ ვეღარც ქვაზე ჯდები და ან დგახარ და ხტუნაობ, ან დგახარ და არ ხტუნაობ...
ამას გარდა, საჭიროა, ახლო-მახლო იდგეს კარავის სასტავი და ფრანგი ტურისტ-სტუმრები, რომლებსაც კარგად ეხერხებათ სმა და "გაუმარჯოს" გამოთქმა-ძახილი... როდესაც ამ ამინდისათვის და შესაბამისად გამოწვეული ცოტა არ იყოს და შეციების საწინააღმდეგოდ მიღებული და საერთაშორისოდ გავრცელებული და დადგენილი შესახურებელი სპეც. მეთოდებით სასურველ კონდიციას იღებ...
ამ დროს იმღერება (სტუმრების პატივისცემის თვალსაზრისით, ცხადია და ეროვნული სტუმართმოყვარეობის ფარგლებში) სიმღერა ელისეს მინდვრების ალბათ შესახებ.. სიმღერა "ო, შანზ-ელიზე.."
სიმღერის ტექსტი კოცონთან მღერის დროს განიცდის გარკვეულ ტრანსფორმირებას და იღებს ასეთ სახეს:
"ოოოოო... შანზ-ელიზეეე.. ოოოოოოოოოოო შანზ-ელიზეეეეეეეეეეე...
ლალალა..ლალალა..ლალალა..ლალალალა..
ლა-ლა-ლა-ლა ლა-ლა-ლა, ო.. შანზ-ელიზე!"
-- მსურს ავღნიშნო, რომ ტექსტის გაშიფვრა მოხდა ლაივში და ეს ისტორიული ამბავი შედგა 14 ივლისის ღამეს ხევსურეთში...
====================
საკოცონო სიმღერების ექსპერტი,
ხევსურული ვუაიაჟის ლაურეატი,
პროფესორი, დოქტორი აბალდუი

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 16 ივლ 2007, 14:42
ამ და სხვა უამრავ საკოცონო - სასიმღერო ამბავს ლაშქრობებში "14-15 ივლისის ხევსურეთის საქველმოქმედო ღონისძიებაში" ნახავთ..
არ გამოტოვოთ.. წაიკითხეთ:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?p=47639#47639
თუ როგორი ქართული სადღეგრძელოები იციან და რას მღერიან ფრანგები კოცონთან..
თუ კიდევ რა სიმღერებს ფლობს და როგორ ეფიცხება ლამა წვიმაში კოცონს..
კოტეტბელის და ვენდერელის საკოცონე სასიმღერო რეკომენდაციები, იგივე "ქართული სიმრერა სამ ხმიანია, აბა, ვინ ბღაოდა" და სხვა ათასი ამბავი კოცონტან და კოცონის გარშემო...
მხოლოდ
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?p=47639#47639
არ გამოტოვოთ!!!

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 16 ივლ 2007, 17:02
კოცონთან ბევრი სიმღერა მისმენია მარა, გუშინ, მუცოს ძირში ჩვენი დაბრუნებისას რომ იმღერეს, ასეთი სასიამოვნო არც ერთი არ ყოფილა!!
ლამას ასეთი ტკბილი ხმა არასოდეს ქონია!! მინდოდა სულ ემღერა და ემღერა!!
გაიხარეთ!!
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 18 ივლ 2007, 12:50
თავის დროზე გობემ გამომიგზავნა ორი სიმღერა და ბარემ აქ დავდებ, ყველას რომ შეეძლოს ნახვა.
კვლავ ლექსებს დაგიწერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ
მაინც ხომ ლექსით ავიცერ
თვალებს შეგიქებ ნამისფერს
გეტყვი რაც ჩემ გულს სჭირს.
მიყვარხარ, მიყვარხარ
შენს ლამაზ თვალებს ვფიცავარ (სიმღერაშია: ე მაგ შავ თვალებს ვფიცავარ)
ბალახი ვარ და მიწა ვარ
შენ რომ მაბიჯებ ის.
ნაბიჯებს, ნაბიჯებს
ზედ გულზე რატომ მაბიჯებ
ან ასე რატომ მაგიჟებ
ტრფიალით ხევსურ ბიჭს.
წამოდი, წამოდი
ეგრე რად ჯავრობ რა მოგდის?
მე ხომ სიყვარულს ვლამობდი
ეგ გული რატომ სტირს?
დაგიცდი, დაგიცდი
და თუ კი ბოლოს გავგიჟდი
შენს მოტაცებას მაინც ვცდი
პასუხს ვერ მოსთხოვ გიჟს.
გავბედავ, გავბედავ
ლამაზ თვალებში ჩაგხედავ
კოცნას დაგიგებ მახედა
როგორც ნიბლია ჩიტს.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 18 ივლ 2007, 12:51
თქვენ რომ იცოდეთ რა ბუნებაა..
თქვენ რომ იცოდეთ რა ბუნებაა..
რა გუნებაა.. რა ცდუნებაა..
ო.. თქვენ მუცოში დასახლდებოდით..
არა ? - ეს უკვე თქვენი ნებაა..
მაგრამ.. ო როგორ ამაღლდებოდით..
გრძნობა - ლექსებად აალდებოდით..
გაიმარჯვებდა სიცოცხლე თქვენში..
და არასოდეს არ მოკვდებოდით..
რომ მოვიდოდა წვიმა და თქეში..
იების თვეში.. ვარდების თვეში..
იგრძნობდით ხორცის არარაობას..
სულს იპოვიდით ქვასა და ხეში..
გულშმაგ არღუნში ფოთლის ნავობას..
ფიფქთა საუბარს და ნანაობას..
მყის შეიცნობდით ჯადოსნურ ძალად..
რამაც რომ სული არ დააობა..
ცხენს - მუხლით მალას.. ფოლადის ნალას..
ჭალას.. ანკარა წყალას..
ლეგაჩოხიან ხევსურის ვაჟებს..
ღამისფერთვალა ხევსურის ქალებს..
ნახავდით კოშკებს.. დევების ნაგებს..
და დასცდებოდა უმალ თქვენს ბაგეს..
აქ დაღამებაც გათენებაა..
თვით ლოდის მუცოს მშვენებას აქებს..
თქვენ რომ იცოდეთ რა ბუნებაა..
მადლობა გობეს
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
caucasicas_da
- მაწანწალა
- Posts: 378
- Joined: 12 სექ 2006, 12:33
Post
by caucasicas_da » 18 ივლ 2007, 23:02
zura N. wrote:არხოტო უძლიერესი სიმღერაა, მაგას ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიმღერებ.
არხოტოო სამშობლოო, ჯიხვ-არწივების ბინაო,
შენს მტერსა შამაკლა, შენს მკერდზე დამაძინაო,
შენს მტერსა შამაკლა, შენს მკერდზე დამაძინაო,
კარგი ყმის ცოლობა რად გიხარია ქალაუ,
მოკვდება ლაშქარში დარჩები ცარიალაო,
მოკვდება ლაშქარში დარჩები ცარიალაო,
მთაზედა ყორნები ბუდობენ არ იშლიანო,
ვახ დედას ყორანო ჩემი ლეშითა ძღებოდე,
იბანდე სისხლითა მაღლა ხეზედა ჯდებოდე,
ერთხელაც გაგაძღებ ფეხზე ვეღარა დგებოდე.
არხოტოო სამშობლოო, ჯიხვ-არწივების ბინაო,
შენს მტერსა შამაკლა, შენს მკერდზე დამაძინაო,
შენს მტერსა შამაკლა, შენს მკერდზე დამაძინაო.
გაიხარე
ამ ტექსტს ვეძებ რამდენიხანია, სიმღერაში რაღაც მონაკვეთები არ ისმის კარგად და...
