აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ
Toma
მადლობა რომ მოგეწონა, შენ ყოველთვის მამხნევებ ხოლმე:):)
Gvalva
ჩვენ მთელ ბორცვს თუ რა იყო ის ნაშალი მტები და ლოდები რომ ეყარა გარს შემოვუარეთდა ისე მივადექით თეთრ ტბას. პაუნამ იყოჩაღა ძალიან, არ დაიზარა და აცოცდა ზემოთდა დაგვიძაღა რომ ვიპოვეო წამოდითო.
ჩვენს გადმოვლახეთ მთელი ლოდების გროვა და მოვახწიეთ თეთრ ტბამდემ
არჩილა სერზე როგორ მიდიოდა ამას ლამა მოგიყვებათ რომ განხავთ:):)
სახლში დაბრუნებული სიცილით ვიგუდებოდი ყველაფერი რომ მახსენდებოდა.

გაგრძელება:
ნატალიამ მოყვა როგორ გავემართეთ კორშიდან როშკამდე. ჩანჩქერთან რომ მივედით, არჩევანის წინაშე დავდექით - აგვერჩია სამანქანო გზით სიარული, ანუ გვევლო უფრო უსაფრთხო და საიმედო გზით თუ აგვერჩია უცნობი ბილიკით სიარული. ამავე დროს უკვე ჩამობნელდა, დაღამდა და ბილიკი აღარ ჩანდა.
რომანტიკამ გვძლია, კარაველები ვართ თუ ვინაო და გავუყევით ბილიკს. ბილიკი ტყეში, მთის დამრეც კალთაზე გადიოდა. სიბნელეში ფეხი სად დაგვედგა, მაგის სათუო იყო, არადა ერთი შეცდომა და არაგვამდე რიხინ-რიხინით ჩაგორდებოდა ადამიანი, იქ კიდევ არაგვი დაუმატებდა ტავისას, ასე რომ ფრთხილად მივდიოდით. ფანრები საკმარისად არ იყო, ამიტომაც ერთმანეთს ვუნათებდით. როდისმე გივლიათ ისე, რომ თქვენს უკან ანათებდეთ ფარანს და თან წინ მიიწევდეთ? ამიტომ გირჩევთ, რომ ფარანი, სანთებელას რომაა მიმაგრებული, ისეთი მაინც, აუცილებლად წაიღოთ ნებისმიერ ლაშქრობაში, თუნდაც ნარიყალაზე ადიოდეთ
რამოდენიმეჯერ ავცდით ბილიკს, უფრო სწორედ ბილიკი დაიკარგა და თავიდან მოგვიწია მისი მოძებნა. აღმართი სხეულიდან წყალს აშრობდა და ბილიკის ნახევრის გავლის შემდეგ წყალი უკვე აღარ გვქონდა. დრუიდი ვინატრეთ, ხომ ჩაირბენდა არაგვზე და ამოგვიტანდა წყალსო
მართლაც რა დაუღალავია ვაჟა.
გზადაგზა ვჩერდებოდით და ვისვენებდით. ტყეში გაჩერებულები მგლებზე, დათვებზე და ნადირებთან ურთიერთობაზე ვსაუბრობდით. სამწუხაროდ ადგილობრივი მხეცები კარაველებთან სამეგობროდ არ გამოვიდნენ. რა იციან რა ხალხი ვართ
ნელ-ნელა ტყე მთავრდებოდა და ცაც უფრო კარგად ჩანდა. ამდენი ვარსკვლავი ასე ლამაზად არ მახსოვს. მაგარი იყო. თანდათანობით მოლიან სერზე გავედით. ტყე მაღალმა ბალახებმა და ნაკადულებიანმა ბილიკმა შეცვალა. ბოლო შესვენება, მათარიდან წყლის ბოლო წვეთების გადანაწილება და ცოტა ხანში სინათლეები დავინახეთ. ეჭვს გარეშე იყო რომ როშკა მოჩანდა. საორიენტაციოდ საავტომობილო გზას ვეძებდით ფარანით, მაგრამ ისეთი უკუნი იყო, არაფერი ჩანდა.
სოფელთან მიახლოებისას უკვე ღამის 1 საათი ხდებოდა. ძაღლებმა ყეფა, ხოლო ჩვენ მასპინძელოს ძახილი ავტეხეთ. პასუხი არ ჩანდა. ძაღლები დაბმული იყვნენ თუ არა, არ ვიცოდით. გამახსენდა პატას დაპოსტილი და ადგილობრივი ძაღლის სახელი - ბროლია დავიძახე. ერთი ძაღლი მაშIნათვე გაჩერდა, მაგრამ სხვები აგრძელებდნენ ყეფას. ერთად შევქუჩდით და ისე შევედით სოფელში - დასაკბენად თუ გამოგვივარდებოდნენ ძაღლები, გვეგონა ასე უფრო დავიცავდით თავს. ახლოს რომ მივედით, აღმოჩნდა, რომ ძაღლები დაბმულები იყვნენ.
მიუხედავად ძაღლების გნიასისა, კაციშვილს არ გამოუხედია გარეთ. შევედით სოფელში, მივდიოდით ფრთხილად და ვცდილობდით ვინმე დაგვენახვა. კაციშვილი არ ჩანდა. მივადექით წყაროს, დავლიეთ, მარაგი შევავსეთ. სოფლის ბოლოს სახლში სინათლე ენთო. დაძახებაზე არავინ გამოიხედა. არ შევეშვით მე და ლამა მასპინძელოთი გავუხურეთ საქმე. ბოლოს ერთი ქალბატონი გამოვიდა. მოვუბოდიშეთ გვიანი შეწუხებისათვის და საკარვე ადგილები სად არისო, ვკითხეთ. მიგვასწავლა. ბავშვები საითაც იყვნენ დაბანაკებული, მიგვითითა, გზა მიდისო (ხომ იცით მაგენი გზას რას ეძახიან, მთა რომ გადის, მაგი გზაა მაგათთვის).
ფაუნამ ფარანი მათხოვეო, კარგად ანათებსო და წინ წავიდა საკარვე ადგილის მოსაძებნად. აბუდელაურზეც ხომ არ გავიდეთო, ესეთი ტექსტებიც გაისმა. მდინარის პირას საკარვე ადგილი შევნიშნე, აქ გავჩერდეთქქო შევთავაზე, არაო, კიდვ ვიაროთო. მე ბაკმა წითელი ჯერ კიდევ ბილიკზე სიარულისას სერზე გასვლისას ამინთო, 4-ის ნახევარზე გამოსულებს იმის მერე არაფრი ნაჭამი არ გვქონდა საჭმელი (ნამცხვრის ნაჭრებს თუ არ ჩავთვლით), ასე რომ მინუსებში კარგად ვიყავი გადასული. ფარანის გარეშე სიარულმა კი საერთოდ გამიფუჭა ხასიათი, სიბნელეში - რამოდენიმეჯერ წყალში ჩავაბოტე და კარგადაც მოვჯექი წყალში.
სადაც გინდათ იქ წადით თქო, ერთი კი მივაძახე და ზურგჩანთაში მოხარშულ კვერცხს, პომიდორსა და პურს დავუწყე ძებნა.
მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა, თენდება თუ ღამდება .....
მალე კაი ხასითზე დავდექი. ფაუნასაც უკვე მოენახა საკარვე ადგილი იქვე და ცოტა ხანში უკვე კარვებს აწყობდნენ. საჭმელი ვჭამეთ, საძილები გავშალეთ. და დასაძინებლად მოვემზადეთ. ლობოს ეგონა ვხუმრობდი, როცა ვთქვი რომ გარეთ დავიძინებო. ჩარგალში როცა ვიყავით, კოტესთვის საძილე რომ გამენაწილებინა, კარავში დავიძინე და გარეთ მძინარე არ ვენახე. გავშალე საძილე ტომარა ლობოს კარვის გვერდით და დავიძინე. მეორე დღეს სოფო მიყვებოდა, რომ შეშინებია, როცა კარვის გარეთ მოძრაობა შეამჩნია. ისე, ასე ტკბილად საძილე ტომარაში არ მძინებია.
შემდეგი დღის ამბებს მოგვიანებით დავპოსტავ

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ
pauna
ძალიან ლამაზად გადაგიღია ყვავილები:):)

ვისაც ღამე მაგის გაბერვა შეუძლია, დღისით კი არ ამზეურებს

და რად უნდოდა აბუდელაურის ტბებზე ეგ

ააააააააააა,თითი რომ წაგეყინოთ კაი საშუალება იქნება,ან წყლისთვის ბოთლის თრევას ნამდვილად ეგ სჯობს.ისე ტურებს მშვიდად ეძინათ იმ ღამეს ნეტავ?
lenchiamal