კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 08 ივლ 2007, 00:59
მარტო ვარ! არ არიან კარაველები.. ახლა ნაწილი შესაძლებელია ბეთანიის გზაზე იყოს, ნაწილი აბუდელაურს სტუმრობდეს ანდაც ნაწილს სხვა ადგილი მასპინძლობდეს...
მე კი...
მარტო ვარ!
ბეთანიაში ტყის შრიალი მესმის..
აბუდელაურზე მთვარე მირეკლავს წყლის ზედაპირს..
ტროუტერს და ტოროს საიდუმლო ადგილას ჩემს სიგრძე კალმახს ვებრძვი..
არა და კაიფში არ ვარ!
არც მთვრალი..
არც ისე-რა ნასვამი...
არაფერი.. ჩემს ყოფილ სამსახურში ვარ ამოსული, რადიოში და ვუსმენ ჩემს "მწვანე ტალღას".. აქაც ტალღაა..ოჰ..ეს საიდუმლო ტალღები და აბუდელაურები.. სიონი 2007 მეხატება.. დავბოდიალობ ჯიხოში, სიონის შესართავთან.. სიონთან ტყის ვაშლი და პანტა ახლა ალბათ მხოლოდ აყვავებულები მესალმებიან..წყაროს წყალი მეძახის.. კარავი იშლება.. პოპინსი მოფრინავს ქოლგით და როგორც ყოველთვის, მზე მოჰყავს მხრებზე.. მერაბი მღერის.. ლამა ცას ასხამს ხოტბას - ლექსდება.. კოტე თავისი მონოლოგისათვის მეტაფორებს პოულობს.. ფიცხელაური პოეზირდება, ართქმულ სიტყვებს შურთ, რომ მის ტაეპებში ვერ მოხვდნენ.. ზურა მომავალ თევზაობას გეგმავს, ჩაინიკობსსავით, როგორც მე.. მეკო ვიღაცას მხნეობას უსურვებს, როგორბ მე მამხნევებს ხოლმე... ზვიორგატორი რაღაც კარგ ფრაზასა და საინტერესო აზრს ებრძვის.. ტროუტერი თავისი საიდუმლო ადგილების უკვე მასპინძელია და ახალ ამოგდებულ თევზს ესალმება.. ვარვარა ალბათ მთვარეს ჩამოკონწიალებია და ღრუბელს იფარებს, რომ არ შესცივდეს.. ლოკოკინა წვიმის მოსვლას ელის, რომ დილას დანამულ ბალახს წაეალერსოს.. პაატა ისევ ისე, ძველებურად კეთილად ფოტოსათვის მასალებს ეძებს... დრუიდს ჩასძინებია, იმიტომ რომ ბოლოსდაბოლოს სხვაგან უფრო იღლებიან, როცა მეგობრები შორია, სიზმრობს ყოველ ჩვენგანს, ნატრულობს, ენერგიას იკრებს, რომ მომავალ დღეს, გატარებულს ისევ უცხოებსა და უცხოეთში.. მხნედ შეუდგეს..
არა..არ მეტირება..არც მეძინება.. არც თავს ვუჩივი და არც მორიგი დეპრესიის მორიგ შემოტევას ვებრძვი.. პირიქით.. კარგად ვარ.. და.. მაინც.. მარტო ვარ!
მარტო ვარ და მოუწყენელი! და ეს შეუსაბამობა ფრიად მახარებს..
ჩემია სამყარო.. ჩამესმის მშობლიურ რადიოს მელოდიები.. რაც არ მომწონს, იმასაც ვუსმენ და არ ვუჩივი და არც ის მაღელვებს, უნდა გამეხსნა თუ არა ახლა მე ეს თემა.. და მიმეცა თუ არა ჩემი თავისათვის უფლება, უმისამართოდ, მაგრამ ვიღაცისათვის რაღაც მეთქვა..რაღაც, რომელიც თავად არ ვიცი რაა... გარეთ გადაიწვიმა, შემოიქარიშხლა და ააჟრჟოლა ხეები შიშით და მეც, რადგან მოკლე მკლავიანი პერანგით ვიყავი და.. ამ შეკანკალებამ აბუდელაურზეც გადამაქროლა და არხოტშიც და ბეთანიაშიც... მათ მეტად ცივათ თუ მეტად უხარიათ ერთმანეთთან მიახლოების მოტივი და გადაგიზგიზებული კოცონი..
მე არ ვხედავ ახლა მცირე საუბრებსა და დიალოგებს.. არ ვხედავ დასველებულ არ ცნობილ მეგობრებს.. არ მესმის შეურაცხყოფილი ფოთლების ჩივილი კაბათა დასველების გამო... მაგრამ.. მახსენდება, რომ დილას წირვაა ბეთანიაში და ყველგან.. რომ დილას უფალი ისევ ესტუმრება საქართველოს ტაძრებს... რომ ჩემი მამები და მეგობრები ისევ მომიხსენიებენ წირვებზე.. და რომ ეს მოხსენიება ისე მჭირდება, როგორც ყოველთვის.. რომ ჩემთან.. მონასტერში დილას ისევ ის მრევლი მოვა.. ისევ ისე გაამზადებენ სტიქაროსნები სიტკბოებას.. ისევ დაიწყებს მედავითნე მწუხრი-ცისკარს და მამაო ისევ შესძახებს "კურთხეულ არს..."... ღმერთო.. როგორ მომნატრებიხარ.. როგორ მომნატრებია ყოველი შენი ხატი - ყოველი ადამიანი და ყოველი მოგზაური.. მოგზაურებს ხომ ცალკეც კი იხსენიებენ. . მაინც.. რა ხდება ახლა კარვებში.. ქარმა გააწვალათ ? წვიმამ შეაწუხათ ? რომელი ამბობს ლექსს... რომლს სძინავს.. რომელს თვალები ელულება.. რომელს წასთვლიმა და ეზარება ახლა კარავში შესვლა.. რომელს ზურგი შეუთბია ცეცხლზე და რომელი პირდაპირ ეფიცხება.. იგეგმება დილით სასიარულო გზა.. თან იგროვებენ ენერგიას და თან.. ახლა, ალბათ სასურველი ვარსკვლავიანი ცა იქნებოდა.. რადგან.. არსად და არასოდეს არ არის ისე სასურველი და აუცილებელი ვარსკვლავიანი ცა, როგორც მოგზაურობისას!
თქვენ იქ ხართ.. ყოველი ადამიანი ახლა თავის სამყაროს უერთდება.. ახლა შუაღამეს სცდება.. ახლა მთვარეც ემზადება წამოსაწოლად.. ახლა ხევსურნი მუზებს ეტრფიან.. არსად.. არსად მთელს მსოფლიოსა და მთელს კაცობრიობაში არ შეუძლია სამყარო დაინახოს ისე ლამაზად , როგორც ქართული მთის ადამიანს... არავის შეუძლია ისე ისწავლოს სიყვარული.. ისე შეხედოს ცასა და მზეს და არ შერცხვეს.. რადგან ისინი მზის შვილები..რადგან ისინი ცის შვილები არიან...
მე ახლა შემოვუვლი თავად თუ რეპროდუქციებში ნანახ სვანეთის ყველა სახლს.. ხევსურეთის ყველა ციხეს.. ხევის ყველა ფერდობს.. თუშების ყველა ორღობეს.. ქისტების ყველა ბილიკს.. ფშავის ყველა წყლის ხმაურს.. შატილს და ვინ მოსთვლის რამდენს.. ყველა ჩემი მთის ყოველ შემოსახვევს.. ახლა ყოველ მათგანს თავისი და საერთო მთვარე დანათებს.. მიუხედაბად იმისა, გადაუსწრებს თუ არ ღრუბელი თვალსაწიერს...
აქ ახლა მთვარე არ არის.. აქ მეც მარტო ვარ...
აქ მე ვბეზრდები..მაგრამ ამ სიტყვებს მაინც არ წავუშლი თავს.. და დავტოვებ..
მიუხედავად იმისა, ვინ რას იტყვის... ბოდიში გვალვა.. მე მართლაც არ მინდოდა დამეკავებინა აქ ადგილი და მით უმეტეს კი ეს მოექსკლუზივო პროფილი.. მაგრამ.. კი ნუ გამკიცხავ მაინცდამაინც და ახლა ხომ მეც ვცდილობ ვიმოგზაურო და თანაც ყველა გეგმით გათვლილ კუთხეში... რა ჩემი ბრალია, თუ ახლა ის ადგილებიც კი მენატრება, სადაც ტუნდაც არ ვყოფილვარ.. შემინდეთ ადმინნო და იეტნო ამა კარვისმან.. შემინდეთ მაწანწალნო და ბოდიალებო.. და შემინდეთ თქვენც, მოასფალტენნო... შემინდეთ ყველამ.. ყოველმა მძინარემ და მფხიზლებელმან.. ყოველმა ბინაში მყოფმა და მოგზაურმა.. შემინდეთ ხევსურეთის ქვანო.. აბუდელაურის ტბებო.. ბეთანიის ზარებო.. ყველამ შემინდეთ.. მე მხოლოდ მარტო ვარ და აღმოვჩნდი ამ კომპიუტერთან და ამ ინტერნეტთან და ამ საიტთან და ამ მეგობრებთან...
კარავი აქ და შორსაა და მე მარტო ვარ!!!
აბალდუი

Last edited by
ARCHILI on 26 აგვ 2008, 01:16, edited 3 times in total.
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 08 ივლ 2007, 07:15
lenchiamal
-
KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
Post
by KINALOKO » 08 ივლ 2007, 11:46

რამდენი ვინმე ჩამოთვალა და მარტო ვარო ე?!.
მე ამ წამს შემოვედი სახლში

არ მეგონა შემოსვლისთანავე აქ თუ შემოვიდოდი
იჰიჰიჰიჰიჰიჰიი

ისა... მიყვარხართ

დავიძნინე ეხლა მე...
მე გაპატიე
და ვბოდავ... ამ წამს ვლაპარაკობდი ტელეფპნზე და პალიასტომოს ტბაზე ვიყავი-მეთქი ვთქვი... უი...
წავედი...
Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
-
KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
Post
by KINALOKO » 08 ივლ 2007, 11:51
ისევ მოვედი, კარავში კი არა ავტობუსში გათაენე ღამე...
3 საათის მერე კიდევ კოცონთან ვიჯექი... წვიმდა, არა ცრიდა, ყინავდა(ვაჭარბებ),მარა მაინც... არავითარი საძილე ტომარა და კარავი არ ყოფილა
რაღაც ადიელაზე ვიჯექი... ბოლოს ისიც დასველდა და დავბორიალობდი მერე ჩემთვის...
აჰა... მოგიყევი, სანამ სერიოზული ხალხი ჩამოვა ამით გაერთე
ძილი ნებისა

Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 09 ივლ 2007, 10:59
abaldui
შებ გენაცვალე!
იმენნა!
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 09 ივლ 2007, 13:37
popins
LOKOKINA... აბა.. არა გრცხვენია?.. აბა, ყურადღებით წაიკითხე.. შენ ეტყობა ჩქარ-ჩქარა კითხულობდი...
Beqa Picxelauri... შენნაირი კაცური კაცი რომ კარგ სიტყვას იტყვის.. ეგ სიტყვა ლოცვასავითაა...
გაიხარეთ!...
-
KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
Post
by KINALOKO » 09 ივლ 2007, 13:49
მარა, მაინც ვერ ვხვდები, რისი უნდა შემრცხვეს

Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 09 ივლ 2007, 13:55
abaldui wrote:პოპინსი მოფრინავს ქოლგით და როგორც ყოველთვის, მზე მოჰყავს მხრებზე.. მერაბი მღერის.. ლამა ცას ასხამს ხოტბას - ლექსდება.. კოტე თავისი მონოლოგისათვის მეტაფორებს პოულობს.. ფიცხელაური პოეზირდება, ართქმულ სიტყვებს შურთ, რომ მის ტაეპებში ვერ მოხვდნენ.. ზურა მომავალ თევზაობას გეგმავს, ჩაინიკობსსავით, როგორც მე.. მეკო ვიღაცას მხნეობას უსურვებს, როგორბ მე მამხნევებს ხოლმე... ზვიორგატორი რაღაც კარგ ფრაზასა და საინტერესო აზრს ებრძვის.. ტროუტერი თავისი საიდუმლო ადგილების უკვე მასპინძელია და ახალ ამოგდებულ თევზს ესალმება.. ვარვარა ალბათ მთვარეს ჩამოკონწიალებია და ღრუბელს იფარებს, რომ არ შესცივდეს.. ლოკოკინა წვიმის მოსვლას ელის, რომ დილას დანამულ ბალახს წაეალერსოს.. პაატა ისევ ისე, ძველებურად კეთილად ფოტოსათვის მასალებს ეძებს...

LOKOKINA wrote:მარა, მაინც ვერ ვხვდები, რისი უნდა შემრცხვეს

ამ გამოთქმას "არა გრცხვენია"... ამ შემტხვევაში ფიგურალური დატვირთვა აქვს მხოლოდ... წაკითხვაში ეს ნაწილი ვიგულისხმე..

-
KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
Post
by KINALOKO » 09 ივლ 2007, 14:01
Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 09 ივლ 2007, 14:03
უჰ.. მე ძალიან....
იმედია, ცოტას შემეშველები, რომ დოზირება შემიმცირდეს...
-
KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
Post
by KINALOKO » 09 ივლ 2007, 14:17

კიიიი...
შEნ რომ არ გეკითხა: არ გრცხვენიაო?
მე აზრადაც არ მომივიდოდა თავში მსგავსი კითხვის დასმა

და ვერ ვხედავ მიზეზს მსგავსი დიალოგისა...
ნუ შენი ბოლო წინადადებების გარდა

:D:D
ბევრი ვიცინე

ასე რომ ახლა უკვე შეგიძლია მადლობაც გადამახდევინო, ამაყად

Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 09 ივლ 2007, 14:20
LOKOKINA კარგი ადამიანი ხარ.. დიდი მადლობა..

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 09 ივლ 2007, 15:28
მშია!
მშია!
და.. განა ვთქვი, რომ მე ხორციელი საკვები მშია?.. და განა მითქვამს, რომ ჩემი შიმშილი დაოკებადია?.. განა ჩემი შიმშილი გადამდებია?.. იქნებ არ ვიცი.. იქნებ, მე ადამიანთა სიყვარული მშია.. იქნებ, მე მაღალი მთების მწვერვალთა ჩახუტება მშია.. იქნებ უმთვარო ღამის სიზმრები მშია...
მშია!
და განა მითქვამს კი ვინმესთვის, რომ მე ვერ გავუძლებ ამ შიმშილს?.. განა გამოვტყდი და გამოვუთქვი საკუთარ თავს ჩემი შიმშილის მიზეზი.. იქნებ ვტყუივარ.. იქნებ ვცრუობ.. იქნებ ვსარგებლობ, რომ არავინ მიცნობს და ჩემს საკვებს სხვას ვთავაზობ.. და ვინ რა იცის, რა მემეტება ჩემთვის... რას ვწილადობ და რას ვეძიძგილავები...
მშია!
იქნებ საკუთარი სული მშია.. რომ ვერ მოვიპოვე და ვერ მოვიძიე, ის სული მშია, რომ ვიგემო და დავიტოვო... იქნებ, სიცოცხლე ვარ და მზის ამოსვლა მშია.. იქნებ ვსიკვდილობ და მზის ჩასვლა მაქვს ნაგემი.. იქნებ ვებრძვი ჩამობერებულსა და ხავსიან ფიქრებს, სადღაც რომ მიმეტოვნენ.. გამოფიტულები და გამოუსადეგარნი.. შეციებულნი და დამძრალნი..
მშია!
სინანული მშია, ზედმეტად ვინდობ საკუთარ თავს.. სხვისი სიყვარული მშია, ჩემს ეგოიზმში ჩამობუდებული ვ-შიმშილ-ობ... სინამდვილე მშია, გულწრფელობა და დანამდვილება.. სხვაზე ფიქრი მშია, რომ უცხოობა გავაქრო და ყველა სხვა გახდეს "მე", რომ მე ჩემს მაგიერ სხვა მტკიოდეს.. რომ არ დავინდო საკუთარი თავი და სხვა მერჩიოს..
მშია!
ნ აქ ვარ მე .. აქ კარავია.. აქ სამყაროა და ეს შიმშილიც ალბათ ყველასია...
Last edited by
ARCHILI on 26 აგვ 2008, 01:18, edited 1 time in total.
-
ZVIOSULI
- უსათუთესი
- Posts: 5090
- Joined: 16 ნოე 2006, 17:16
- Location: ზუპარკი
-
Contact:
Post
by ZVIOSULI » 09 ივლ 2007, 16:48
abaldui
კაი კი არა და კარგი კაცი ხარ შენა - არადა გუშინ და გუშინ წინა მეც ვიკარავე - უფრო სწორედ ვიპარალონე (თავზე მუხურა ისე წვიმდა და პატარ სახლს ვგავდი ანდა წახნაგიან ლოკოკინას, მაგრამ მერე კუროსავას ერთ გმის შემადარეს და მაგრად მესიამოვნა, მიყვარს კუროსავა და მისი ფილმები და გმირებიდა....) - ხოდა ეტყობა სენა მართლა მარტო და რჩი და სხვადროს შევეცდებით (ყველას სახელით და გულწრფელად - ეს ფორიმი დააქ შენი სახელი ამის ძალას იძლევა) არ დაგტოვოთ და ერთობაში ტქვა და იგძნო ნაგრძნობიერები გემრიელობა!
გაიხარე!

თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
