caucasica
ნუ ბრაზობ
კაცო, არ ვბრაზობ, არა, არა, არა, გამიგონეთ!..

მინდა, რომ მეტად იაქტიუროთ. ახლა ამაზეც მეტყვიან, ბრაზობო.

უბრალოდ, მე ველოდი, რომ აქაც ისეთივე მსჯელობა წავიდოდა დაგეგმვაზე, როგორც იმ პირველ ორში. ეს რომ ასე არაა და რაღაც პასიურობა რომ შეინიშნება, წინა გვერდები და სხვების პოსტებიც მოწმობს. მე ვერ გავიგე, რატომ გადაება ეს აქცია ხევსურულ საღამოს. ერთი მეორეს გამორიცხავს? და თუ გამორიცხავს, გვემსჯელა ამაზეც... თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ორივე ტვირთი ერთად წავიღოთ და ერთ ხარჯში გამოვიდეთ, თანახმა ვარ, მაგრამ ჯერ არ გარკვეულა, რა მიგვაქვს სკოლისთვის. და თუ ორივეს ერთად წაღება გვინდოდა, გვეთქვა დროზე, ბოლო დღეებში რომ მი-პმ-ებთ ამაზე? უარს იტყოდა ვინმე? ახლა თარიღიც გაირკვა, მაგრამ ჯანდაბას - გადავდოთ, ოღონდ როდის გაირკვევა, რა მიგვაქვს სკოლისთვის... და კიდევ - მე ვადასტურებდი, რატომ ჯობდა იქ წასვლა ივლისის პირველ ნახევარში და არა მეორეში: 1). მერე იქ დღეობები იწყება და ქეიფის მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. 2). აგვისტოს დასაწყისში თუშეთში მივდივართ და ასე მოკლე დროში 2 ასეთ გასვლას ვერ მოვასწრებთ. არ მინდოდა ამის თქმა და არც მითქვამს აქამდე, მაგრამ თუშეთში წასვლას 1 კვირითაც ვერ გადავდებ, რადგან მერე დედაჩემის წლისთავია და...
მოკლედ, მე არგუმენტები ვერ მოვისმინე ამაზე, თორემ არ ვჩხუბობ.
რუკა კიდევ შეგიზლია ნახო აქ
გოგი-გობე-ვან გოგისა არ იყოს, გავიგე, ყრუ კი არა ვარო,

მეც გავიგე ეგ რუკა და სამსახურშიც ხშირად ჩავჩერებივარ. შენ გვთავაზობ, რომ დათვისჯვარიდან ჩავიდეთ ხახაბოში, გავიდეთ არდოტში და მერე ავუყვეთ მუცო-არდოტისკენ. მე გეკითხები, შატილიდან რომ დავეშვათ მუცო-არდოტ-ანდაქ-ხახაბოსკენ და დათვისჯვარი ასე ამოვიაროთ, არ შეიძლება მეთქი? მოკლედ, მაგ მარშრუტის საპირისპირო მიმართულებით გავლაზე ვსაუბრობ. პირველ დღეს ვნახავთ კისტანს, სატლ-ანატორს და თუ მანქანა გადადის იქით, ჩავალთ მუცოში თუ არდოტში. იქ გავათევთ ღამეს, მეორე დილას ჩავალთ ანდაქში, მოვინახულებთ შორენას ოჯახს, მერე გავალთ ხახაბოში და ავუყვებით დათვიჯვარს, რომლის გადაღმაც დაგხვდება მანქანა. მგონი, ასე უფრო მოვიგებთ დროში და იმიტომ დამაინტერესა - სანახავების უმრავლესობას პირველ დღეს ვნახავთ. თანაც, არდოტიდან ანდაქამდე შორი არაა. მგონი, ანდაქიდან ხახაბოში გასასვლელად არდოტში მოგვიწევს ასვლა და იქიდან უნდა გადავიდეთ, არა? მაინც მგონია, რომ დროში უფო მოვიგებთ.
ადმინ, ეს თემა იმდენჯერ გააწითლე, სირცხვილისგან გაშავდა უკვე და ისევ შეუცვალე ფერი, სანამ დროა.
თუ ყველას გაწყობთ ეს თარიღი, სამშაბათს, 19 საათზე შევიკრიბოთ სადმე - ვერის ბაღში, ვაკის პარკში...