ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007
ნამდვილი მოხევე
ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007
ესეც ნამდვილი სოფელი, ლამას კომენტარი იქნებოდა კარგი...
ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007
რომელი კომენტარი? დამსეტყვე ცაო?GOGONA wrote: ესეც ნამდვილი სოფელი, ლამას კომენტარი იქნებოდა კარგი...
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007
ჩანჩქერი.
ხიდიდან გადაღებული, მობილურით გადაღებულ სურათს მეტს ნუ მოსთხოვთ რაა

აქ რომ ხიდი ჩანს ჩანჩქერი იმის ქვეშ არის
ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007
კომენტარები გააკეთეთრაა
Last edited by GOGONA on 24 ივნ 2007, 16:04, edited 1 time in total.
ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007
გავაგრძელებ თხრობას...
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, გამოჩნდა თინათინის სოფელი იუხო, რომლის სურათიც გოოგნამ დადო ზემოთ. იმდენად ლამაზად მოგვეჩვენა, რომ სურათების გადაღებას 20 წუთი დავახარჯეთ. პირდაპირ ვაპირებდით აჭრას, მაგრამ თინათინმა გზას მივყვეთო და მოვუარეთ სოფელს.
სოფელში ზემოთ ნაჩვენები კოშკის გარდა შემორჩენილია სასაფლაოზე მდგარი ეკლესიაა შემორჩენილი, ასევე საგვარეულო კოშკი, რომელზეც იმ გვარის ხალხი იყო შეკრებილი და რამოდენიმე ნაკოშკარ-ნასახლარი.
თინათინი, ჯაბა, ვოვა და ლამა თინათინის სახლისკენ გაემართნენ, მე და ნატალია სასაფლაოს ეკლესიასთან "ჩავრჩით". მალე დავეწიეთ. ადგილობრივმა ბებიებმა უკვე სკოლაც დაიხურაო - ახალგაზრდები აღარ არიან და მოხუცებს კიდევ სწავლა აღარ გვინდაო გაგვეხუმრნენ... 6 კომლიაო დარჩენილი სოფელშიო.
თინათინმა თავისიანები გაგვაცნო. ბ-ნმა ტარიელმა (ტომასთან ერთად რომაა გადაღებული სურათზე) იმ კუთხის ისტორიის მოყოლა დაგვიწყო. ლამა მისი ბიბლიოთეკით იყო აღფრთოვანებული. მე რაც მართლა აღმაფრთოვანა, სახლის მოწყობა იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მთის ასეთ სოფელში თანამედროვედ მოწყობილ სახლს შევხვდებოდი თავისი უნიტაზებით, საშხაპეთი, კალონკით (რა ქვია ქართულად მაგას), გაზქურით და მთელი ამბებით. ბ-ნი ტარიელი და თინათინი თავიანთ მხატვრობას გვიჩვენებდნენ... ვინმემ გადაიღო მაგენი? ბიჭები კი დურბინდით გავერთეთ, ლომისი თვალწინ იყო გადაშლილი. მეზობელი სოფლის კოშკები და ცეცხლის კოშკი თვალწინ გვედგნენ, იქვე მოცანდა გუდაურის სათხილამურო ტრასის საბაგიროს ანძებიც. ერთი მთის არბენა (2 საათი დასჭირდებაო) და უკვე იქ იქნებოდი კაცი.
დამავიწყდა მეთქვა. დაახლოებით მაშინ როდესაც ქვედა ჩანჩქერს გამოვცდით, თომა და გოგონა გამოვიდნენ ხაზზე და მობილურით ვკარნახობდით როგორ დაგვწეოდნენ. სახლში მისულებმა დავიცადეთ და გოგონა თავისი გუნდით და ნივით პირდაპირ მოგვადგნენ.

მოხევურ ქადას გემო ააქვს... ნუ... ნამცეცებს დავდევდით
ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007
თომა ეგრევე მიხვდა, რომ სასულიერო ორკესტრიდან განხორციელებული მობილური ზარის მე მეკუთვნოდა.. ეგ ზემოთ უნდა მეთქვა, სანამ სოფელს მივადგებოდით
სოფლიდან უცებ გამოევდით, ნატალიამ ღამით ვერ ვატარებო და ღელავდა. 2 კილომეტრში ხიდი იყო, ხიდის ქვეშ კი მშვენიერი ჩანჩქერი. ეს ჩანჩქერი სოფელ წკორეს ძირში მოქაფქაფებს. მაშინათვე ამ ჩანჩქერში ბანაობის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ ჯერ კიდევ მჟავე წყალთან ბანაობისას ცივი აბაზანების მიღებამ ბანაობის სურვილი ყველას გაუქრო. ასე რომ მარტო შევრჩი ჩანჩქერს. წყალი ცივი იყო, მაგრამ დღის განმავლობაში ცოტათი გამთბარიყო. გავბოტე და მივუახლოვდი ჩანჩქერს. ჩანჩქერის მიერ გაკეთებული აუზის სიღრმე არ ვიცოდი, ამიტომაც ვერ შევბედე მარტოკამ გადასვლა. თუ ფეხს ვერ მიუწვდენ, მაშინ მთის მდინარე წაგიღებს და არ ღირს გარისკვად. სოფელში დაბრუნებულმა რომ ვიკითხე, აღმოჩნდა, რომ აუზი არ ყოფილა ძალიან ღრმა, რაზედაც გული დამწყდა, რომ მცოდნოდა, გავრისკავდი და გადავცოცდებოდი, მაგარი სანახავი იყო, გორდის ჩანჩქერებში ცურაობა მომაგონა, მაგრამ აქ ნაკადი გაცილებით სწრაფი იყო.
სოფლიდან უცებ გამოევდით, ნატალიამ ღამით ვერ ვატარებო და ღელავდა. 2 კილომეტრში ხიდი იყო, ხიდის ქვეშ კი მშვენიერი ჩანჩქერი. ეს ჩანჩქერი სოფელ წკორეს ძირში მოქაფქაფებს. მაშინათვე ამ ჩანჩქერში ბანაობის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ ჯერ კიდევ მჟავე წყალთან ბანაობისას ცივი აბაზანების მიღებამ ბანაობის სურვილი ყველას გაუქრო. ასე რომ მარტო შევრჩი ჩანჩქერს. წყალი ცივი იყო, მაგრამ დღის განმავლობაში ცოტათი გამთბარიყო. გავბოტე და მივუახლოვდი ჩანჩქერს. ჩანჩქერის მიერ გაკეთებული აუზის სიღრმე არ ვიცოდი, ამიტომაც ვერ შევბედე მარტოკამ გადასვლა. თუ ფეხს ვერ მიუწვდენ, მაშინ მთის მდინარე წაგიღებს და არ ღირს გარისკვად. სოფელში დაბრუნებულმა რომ ვიკითხე, აღმოჩნდა, რომ აუზი არ ყოფილა ძალიან ღრმა, რაზედაც გული დამწყდა, რომ მცოდნოდა, გავრისკავდი და გადავცოცდებოდი, მაგარი სანახავი იყო, გორდის ჩანჩქერებში ცურაობა მომაგონა, მაგრამ აქ ნაკადი გაცილებით სწრაფი იყო.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007
აუ, არავის უნდა რომ წყალგამძლე ფოტოაპარატი მაჩუქოს? ჩანჩქერი ქვემოდან იმისთანა იყო რომ... მოხევურ ქადაზე უფრო მაგარი