თევზაობის შესახებ

ნადირობის და თევზაობის მოყვარულთათვის

Moderators: Druides, Druides, Druides, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 15 ივნ 2007, 15:56

სიონზე არ ვიცი, მაგრამ ივრის შესართავთან, ჯიხოს ხეობას რომ ეძახიან, იქ კარგად იჭირება ხოლმე... ბუნებაც მაგარია...

თუმცა, შარშანწინ მანდ მე და მისტერ დრუიდ ბატონი კინაღამ დავიხრჩეთ ჭაობში :lol:

ისე, მეგობარო მისტერ hunter კარგი იქნება თუ წასვლის შემთხვევაში ინფორმაციას მოგვაწვდით მიმდინარე თევზაობისა და თევზის ჭერის პერსპექტივების შესახებ

აბალდუი
Image

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
თევზაობის შესახებ

Post by Kavtaradze » 17 ივნ 2007, 18:21

გაუმარჯოს საყვარელო ფორუმელებო, ეხლა ჩამოვედი მონასტრიდან და ხვალე მივდივარ დარიალის ხეობაში ისევ მონასტრის მშენებლობაზე, იქ თერგის გვერძე რაღაც მდინარეა და ბლომად არის კალმახიო და თავისუფალ დროს ვითევზავებ აუცილებლად :) ფოტოებს მერე მოგაწვდით :) ისე კალმახზე ვაპირებ თევზაობას :) იხარეთ.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 18 ივნ 2007, 11:19

შაბათ-კვირას სათევაზოდ ვაპირებ წასვლას.. ვინც წარმატებებს მისურვებს, მის სახელძე თითო თევზს დავიჭერ..

ნუ თუ ამდენს ვერ დავიჭერ, მივირთმევ მაინც..

თუ ვერ მივირთმევ, ვიყიდი მაინც..

თუ...

ნუ ამასაც თუ ვერ მოვახერხებ და მესიამოვნება მაინც..

ამას კი მოავახერხებ...

დარიალში წამსვლელებს კარგ ამინდებს ვუსურვებ..
წუხელ ჩამოვედი ყაზბეგიდან.. მონასტერში ვიყავი მეც. ოღონდ აჩხოტში..

აბალდუი
Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Toma » 18 ივნ 2007, 11:33

ნაყოფიერ თევზაობას გისურვებ
Image
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 18 ივნ 2007, 12:29

დიდი მადლობა Toma


ერთი თევზის დაჭერის ვალდებულება უკვე ავიღე...

წინა დღეებში ყაზბეგში ვიყავი (მონასტერში)..

ისე, "სასხვათაშორისოდ" :wink: თევზჭერის საკითხებიც გავარკვიე..

სნოს ზემოთ, ახალციხესთან საკალმახეებია და სამომავლოდ იქ თევზაობასაც ვუმიზნებ

ვნახოთ...

Toma-ს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებისათვის

აბალდუი
Image

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
თევზაობის შესახებ

Post by TORO » 18 ივნ 2007, 13:08

ყველას მოგესალმებით!!!!!!!!!!

მე აქ ახალი წევრი ვარ, თორნიკე მქვია, თუმცა იმედი მაქ აქ ბევრი უიმედოდ დაავადებული (რათქმაუნდა თევზაობით) მოიყრის თავს.....

მოკლედ ჯერ კარგად არა ვარ აქაურობაში გარკვეული და ნელნელა გავშინაურდები, ისე იდეები ძალიან საყურადღებო გაქვთ.

ჰო მართლა უახლოეს მომავალში ვგეგმავ ტარიბანაზე (დალის მთის ნაკრძალი) წასვლას საზნებზე სანადიროდ, თუ ვინმეს აზრი მოწონს დავკონტაქტდეთ... ჩემი გათვლით ერთი პერსონა 2 ღამის გათევით 50 ლარს დახარჯავს (სასტუმრო და საკვების ჩათვლით). სასტუმროს და არა კარავს იმიტო ვცერ რომ მოგეხსენებათ გიურზების მაფია ჩინურ ტრიადებზე ”ნავაროჩენია” მანდ და მაინც არ არის სასიამოვნო კარავში დილით ან ღამით სპალნიკში რომ გრძელ დაკუნთულ გველუკასთან ერთად გაგეღვიძოს.

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
თევზაობის შესახებ

Post by TORO » 18 ივნ 2007, 13:30

ჰო მართლა შაბათს პირადი რეკორდი მოვხსენი ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა თევზი დავიჭირე, დიდი 2 კგ და 5გრ- თეთრი ამური (ჩემთვის დიდია:) პატარა ზომა წონას არ დაექვემდებარა მაგრამ ორივეს სურათებს გაჩვენებთ! :))))

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
თევზაობის შესახებ

Post by TORO » 18 ივნ 2007, 13:31

უპს - სურათები ვერ მივაბი :?

hunter
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 28 მაი 2007, 10:15
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by hunter » 18 ივნ 2007, 19:06

ტყის მხარეს ანუ კაშხლიდან მარცხენა ნაპირზე თევზი თითქმის არ მოდიოდა, ბალახიან ნაპირზე ვიდექით, ერთ ერთ ყურეში და იქ შედარებით არა უშავდა, ძირითადად ღამე, კოფტონს არაფერი გაკარებია,
ადგილობრივებს უამრავი ბადეები აქვთ ჩაყრილი, დაკეტილი აქვთ მთელი ტბა.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 19 ივნ 2007, 17:57

მოგესალმებით

ახალ წევრს წარმატებები (ისე ვიძახი, თითქოს მე ვიყო ვეტერანი :D )

შამაიაზე და მურწაზე სათევზაოდ შაბათ-კვირას ვაპირებ წასვლას მთაში ...

იმედია.. ამინდიც გამიმართლებს...

დილას 6-ზე ადრე რომ ადგები და მზის ამოსვლას მდინარესთან შეხვდები... და...

ოოო... მთელი სამყარო ამ დროს ერთია...

მეთანხმებით ვირტუალურო თანამეთევზავეებო?

მაგარია... ყველაზე მაგარი...

(სიამოვნებით მხოლოდ ერთი რაღაც თუ გაუსწრებს მას..)

აბალდუი
Image

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
თევზაობის შესახებ

Post by TORO » 20 ივნ 2007, 10:13

რიბაკებს გაუმარჯოს!
აბა ვინმეს რამე იდეა თუ აქვს? ან ტარიბანას ამბები თუ ვინმემ იცის? იმ დღეს ტიპი ვნახე "სიგნალიზატორებს" ყიდულობდა ტარიბანაზე მივდივარო ღამისთევით. რამოდენიმე დღის წინ 30 კილო დავიჭირე ერთ ღამეშიო სულ 2 და 3 კილოიანი ეგზემპლარები ერთმა კიდე ანკესი წამართვაოოოო. კიდე ამბობენ ბაზალეთიდან 9 კილომეტრში მთებში წყალსაცავიაო... სახელი არ ვიცი მაგრამ ზაან გემრიელი თევზი მოდისო.
ისეკი კოპტონზე ბევრად ეფექტური ე.წ. "ფიდერია"

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
თევზაობის შესახებ

Post by TORO » 20 ივნ 2007, 10:29

abaldui
წარმატებებისთვის მადლობა მომიხსენებია, მაგრამ ინტერში ჭიას ვერ აბანავებ :) ასე რომ ჯობია რიბაკები შევიკრიბოთ და რეალური რამე დავგეგმოთ

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 20 ივნ 2007, 10:33

TORO

ჯობია რიბაკები შევიკრიბოთ და რეალური რამე დავგეგმოთ


ეს გონივრულიც არის.. ლოგიკურიც და შესანიშნავი იდეაც...

ამ საკითხის განხორციელების სეზონი კი ადგილზეა...

ცხადია, ჯობია რაიმე კონკრეტულიც დავგეგმოთ...

(ერთი ის არის, რომ უახლოესი ორი კვირა თავის დასვენებებით დაგეგმილი მაქვს და მერე მეც შემოგიერთდებით)...

აბალდუი

პ.ს. (შრიფთის გამოცცვლა დამეზარა) ; მიხარია რიბაკების გაცნობა.. მე მხოლოდ მოყვარული ვარ და დამატებით პრაქტიკაზე უარს, ცხადია, არ ვიტყვი...
Image

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
თევზაობის შესახებ

Post by TORO » 20 ივნ 2007, 10:41

abaldui
არც მე ვარ ჭიპმპოჭრილი მეთევზე ბავშვობის მერე არც მითევზავია მაგრამ 2 წლის წინ როცა ჩავუჯექი და საფუძვლიანად დავიწყე ამ საქმის შესწავლა, გამაკვირვა სირთულემ და მრავალფეროვნებამ ამ დაავადების (თევზაობის) ანუ ყოველთვის იქნება ისეთი რაღაც რაც არ იცი... აი წინა შაბათს მაგალითად ამურის დაჭერის ტექნიკა ვისწავლე და ამ შაბათს აუცილებლად გამოვცდი, ნუ ტექნიკა ტივტივით თევზაობის მუღამს ვერ შეედრება მაგრამ სამაგიეროდ დიდი თევზის გამოყვანაც დიდი ადრენალინია, ასე რომ სწავლა სიბერემდეო...
ცურვა კიდე დახრჩობამდე..

hunter
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 28 მაი 2007, 10:15
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by hunter » 20 ივნ 2007, 10:51

ბაზალეთის იქით ნამდვილად არის წყალსაცავი "გრემისხევი" ადრე ძალიან ხშირად დავდიოდით, ხრამული მოდის კარგად პუშოკზე, და დონკაზე კარასი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]