ახლა თქვენს მსჯელობას ვკითხულობ და გამახსენდა შარშან როგორ შევესწარი თუშური ცხენების საუბარს...
,,-ესაა შენი მხედარი?
-ჰო, ნასვამია და დღესაც სახლში უნდა მივიყვანო.
-სიფხიზლე როგორი აქვს, კარგად გექცევა?
-კი, ეს კარგი ტიპია, მარა მაგის ბიძაშვილს მივყავდი ხოლმე ტყეში შეშაზე და გამტანჯა, ვირივით მექცეოდა, მერე მოვიფიქრე და ვითომ ტოტების ქანაობაზე ვფრთხებოდი... გადმოვაგდე რამდენჯერმე და იმის მერე შეშისგან და ტყისგან დავისვენე.
-აუუ, ამ ჩემი მხედრის ბიძაშვილები იყვნენ ჩამოსულები ქალაქიდან... აუუ, რა "გოროდი" სასტავი იყო რო იცოდე, დამტანჯეს რა... ავოეე, მანქანას და თვითმფრინავს რომ არ გაცდენილან რა, ყანაა! რამდენჯერაც შემაჯდა ერთი, იმდენჯერ ვერ გავიგე რა უნდოდა!
- იიიიჰჰააჰჰჰაააჰჰჰააა, ვიცი, ვიცი, ხან მარჯვნიმ მოეღრიცებოდა უნაგირი, ხან-მარჯვნივ ხო?..
- ჰოოო, ზუუსტად და თან უზანგებიც რომ ,,ნასკებივით" ეცვა ბოლომდე...
- აბაა, აბაა...
- აუ, ჩემ პატრონს ვცემ პატივს, თორე "აჩუ, აჩუ"-ს დავაძახებინებდი მაგის ბიძაშვილებს!..
- დოღზე რა ქენი ხითანობას?
- ეეხ, ნიშაანთ ქოჩორამ გვთხოვა სანამ დავეწყობოდით-ძმებო, ხო იცით, ცოტა ჯანი აღარ მიჭრის და ეს ჩემი პატრონის გუნებაზე აღარ არის მაგის გამოო, იმ დღეს იპოდრომიდან ყოფილან ამოსულები ჩემს საყიდლად, მგონი ამ ჩემ პატრონსაც ჭკუაში დაუჯდა და რამე უნდა მიშველოთო... ავდექით და ცხენებმა მთელი დოღი ფეხი ვითრიეთ, მათრახებიც ავიტანეთ, ჭყივილ-კივილიც, მარა ეს ჩვენი ნიშაანთ ქოჩორა გამარჯვებული გავხადეთ... გუშინ ისევ ცამოსულან იპოდრომიდან და ქოჩორას პატრონს სულ მარილიანი თოფით გაუგდია-ამ ცხენს რა გამაყიდინებსო...
- ეეხ, მადლია, მადლი...
- ეს ვიღაა? (ჩემზე იყო საუბარი, მე არ შევიმჩნიე)
- რეზოს სტუმარია, ესეც მაგარი "გოროდია", დახამებულია ცხენებზე. იმდღეს ჯერ ჩამოსული არ იყო და შუადღეს მამუკას ცხენს რო შემოაჯდა, დაბინდებულს ძლივს ჩამოსვეს იქიდან...
- ისე, კაი მხედარია?
- კაი არა ისა... რეზო უხსნიდა ასე ქენი, ისე ქენიო, ეტყობა ზოოპარკის ცხენი-ატრაქციონის გარდა სხვაზე არა მჯდარა...
- რავი, ტკიპასავით კი იჯდა ზედ და...
- ვახ, რეზომ ასწავლა მეთქი!
- აუ, მოტრიალდი რა, ეხლა გაანათებს და თვალები არ გეტკინოს...
- რა გაანათებს კაცო?
- ფოტოს გიღებს, ფოტოს!
- აუუ,ახლა მივხვდი- დოღზე დაგვასხივა რა!
- კაი, წამო, წამო, თორე მაგას ციფრული ექნება, კადრები მაგას არ გამოელევა და დავსხივდი უკვე!
- კაი, წამო, სანამ ესენი აქა ჭყავიან და ძოვენ, ჩვენ ცხენებთან ავიდეთ, სოფლის თავში სეირნობენ ეხლა ალბათ...

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...