ცხენოსნობა

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by kotetbeli » 08 ივნ 2007, 03:05

hellen
ხოოო... თუშეთში კიდევ ასეთი რაღაც გამანდეს: ცხენზე რომ დაჯდები, 2 წუთში გატყობს მხედარი ხარ თუ გოიმიო!.. :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ცხენოსნობა

Post by lama » 08 ივნ 2007, 10:26

kotetbeli wrote:hellen
ხოოო... თუშეთში კიდევ ასეთი რაღაც გამანდეს: ცხენზე რომ დაჯდები, 2 წუთში გატყობს მხედარი ხარ თუ გოიმიო!.. :D
კი სვანეთშიც ასეთი ცხენები არიან

:D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ცხენოსნობა

Post by N67 » 08 ივნ 2007, 12:26

hellen
დიდი მადლობა კაი თემის ავტორობისთვის :)

უსაყვარლესი ცხოველია..
რა გითხრა აბა როცა იპოდრომი ფეხბურთის სათამაშო და სამტლაშა-მტლუშო ადგილადაა ქცეული (უარესებს რომ თავი გავანებოთ)...

მოკლედ სერიოზულად დაკავებულობის რა გითხრა ისე კი სადაც ვნახავ მაგ ცხოველს შესაძლებლობას არ ვუშვებ ზურგზე შემოვევლო ... :roll:
მერე მკიდია (როცა მთაში ვარ) სამი დღე მინც ცხენის ბუზები რომ ამეკიდებიან სუნის გამო :D

:)

hellen
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 30 ივლ 2006, 20:12
Location: Georgia
ცხენოსნობა

Post by hellen » 08 ივნ 2007, 21:21

kotetbeli wrote:hellen
ხოოო... თუშეთში კიდევ ასეთი რაღაც გამანდეს: ცხენზე რომ დაჯდები, 2 წუთში გატყობს მხედარი ხარ თუ გოიმიო!.. :D
2 წუთში კი არა, მაპატიე და, ტაკოს რომ დადებ უნაგირზე, ცხენმა უკვე იცის არიფი ხარ თუ მხედარი :lol:

პ.ს. ამას წინათ, მეგობარი მეკამათებოდა ცხენოსნობა სპორტის ექსტრემალური სახეობა არ არისო... არადაა აბა ტალახიან ამინდში შეჯექი ზედ, ისე გაგიჭენდ-გამოგიჭენდება, უკვე ზუსტად იცი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა ("საშუალო დონის") ცხენის მათვა :)
ძალიან "ბუინობს" ტალახში :shock: ერთი ორჯერ ჩამახუტა კიდეც მუხლამდე ტალახს :oops: :lol:
ქალთევზები თმებს არ ვივარცხნით :roll:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ცხენოსნობა

Post by guruli » 08 ივნ 2007, 22:08

ვახ, მაშ, იპოდრომზეც ვიკრიბებით? :lol: :lol: რომ გაგვიყიდეს უკვე? :roll: :roll: ცხენი ძალიან მიყვარს, როგორც ცხოველი... ჯირითი - მით უფრო, მაგრამ კარგ მოჯირითეობაზე თავს ვერ დავდებ. ერთხელ თუშეთში, მეად ჩემ ბიძაშვილის ბალღ (აუ, რა ჩავუთუშურე!!! :lol: )დიკლოდან ჟველურთას ვბრუნდებოდით. გზად ომალოში შევიარეთ შეფისთვის ნაცნობ არშაულიძიაანთა. ომალოში გზიდან რომ ადიხარ, ასავლელიდან სოფლამდე კარგა დიდი მინდორია და აი, სწორედ იქ ნებაზე მივუშვით ცხენები... :P :P :P ცხენის კისერზე გართხმული ვნებივრობდი რა, ისე საკაიფოდ მიქროდა...

hellen
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 30 ივლ 2006, 20:12
Location: Georgia
ცხენოსნობა

Post by hellen » 09 ივნ 2007, 00:34

guruli

:wink: ჰო , გაგვიყიდეს, თუმცა სანამ ახალი თავლები აშენდება თუ არ ვცდები, ლისის ტბაზე, იქამდე კაი 2 წელია... ასე რომ, მოით, მოით :wink:

ლტოლვილების კოტეჯების დემონტაჟი უკვე დაიწყეს, მიკვირს, ასეთ სიღარიბეში და სიბინძურეში, ცხენების გვერდით როგორ ცხოვრობენ ... :shock: მოკლედ, მაგარი მისახედია რა იპოდრომი...
ქალთევზები თმებს არ ვივარცხნით :roll:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ცხენოსნობა

Post by Gvalva » 09 ივნ 2007, 02:37

იპოდრომზე შეხვედრა არ გამომაპაროთ რაა, მეც მაქვს პატარა საქმე მანდ ;)

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ცხენოსნობა

Post by gobe » 09 ივნ 2007, 14:06

guruli wrote:... ცხენი ძალიან მიყვარს, როგორც ცხოველი...
მეც ცხოველივით მიყვარს.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ცხენოსნობა

Post by guruli » 09 ივნ 2007, 14:49

gobe
მეც ცხოველივით მიყვარს.
:lol: :lol: :lol: :lol:
ჯერ ერთი, არიან ცხოველები (მცენარეებიც, ადამიანებიც, სულიერი თუ უსულო არსებები), რომლებიც არ მიყვარს. და მეორეც - მანდ გამომრჩენია სიტყვა "არისტოკრატიული". ცხენი ჩემში სიდიადის შეგრძნებას იწვევს, რადგან დიდია, ლამაზი, ჯანსაღი... როგორც ძაღლი მიყვარს დიდი და ჯიშიანი, ისე - ცხენიც. ტანდაბალ ცხენებს იმდენად არ ვაფასებ. რაც უფრო დიდია და მასიური, მით უფრო მომწონს. თან, ძაან ჭკვიანი ცხოველია. ამავდროულად, დამყოლი, მორჩილი, ადამიანის მეგობარი. წინა გვერდზე კოტე წერდა, როგორ მიაქროლებდა ღამით ცხენი ვიწრო ბილიკზე დიდი ქარაფის თავზე... სულ მიკვირს, თუშები ცხვარს რატომ აყენებენ პირველ ადგილზე. მართალია, ცხვარი აძლევთ საზრდოს, მაგრამ ცხენზე მათი სიცოცხლეა დამოკიდებული. კოტესი არ იყოს, ისინიც ეგრე არიან მინდობილი ცხენზე. არყით რომ გატყვრებიან და მოახტებიან ცხენებს, ძაანაც რომ დააძალო, სახლის გზას მაინც ვერ გეტყვიან. ამ დროს ცხენია მათი იმედი. ამას თუ ერთი ფეხი წაუცდა, მორჩა, დამთავრდა კაცის სიცოცხლე... თუშებს წესად აქვთ - სადაც ეგრე დაიღუპება ვინმე, იქ ქვის პატარა, ასე, 1-1,5-იან ქვის ნიშებს - დოგებს აგებენ. მთელი თუშეთი მასეთი დოგებითაა მოფენილი...
ბუნებრივია, ცხენი შეუცვლელი ცხოველი იყო ხევსურების, ფშავლების, მთიულების თუ სხვებისთვის.
Last edited by guruli on 09 ივნ 2007, 15:33, edited 1 time in total.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by kotetbeli » 09 ივნ 2007, 14:59

მოდით, ხვალ, კვირას შევიაროთ იპოდრომზე... რას იტყვით?..
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ცხენოსნობა

Post by guruli » 09 ივნ 2007, 15:19

kotetbeli
მოდით, ხვალ, კვირას შევიაროთ იპოდრომზე... რას იტყვით?..
ზუსტად ხვალ 8 მასალა უნდა ჩავაბარო ჟურნალისთვის. მგონი, გავდივარ დამკაში, მაგრამ ბოლი ამივიდა ამ კლავიატურაზე კაკუნით. :lol: :lol: გაორმაგებულ კი არა, გახუთმაგებულ რეჟიმში ვმუშაობ. მოკლედ, მე სახვალიოდ - პას! :cry:

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by Toma » 10 ივნ 2007, 22:19

kotetbeli wrote:მოდით, ხვალ, კვირას შევიაროთ იპოდრომზე... რას იტყვით?..
სამწუხაროდ ძალიან გვიან წავიკითხე თორემ მე დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდი, შენ თვითონ იცი ცხენზე ჯდომა?

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by kotetbeli » 11 ივნ 2007, 17:47

Toma wrote:
kotetbeli wrote:მოდით, ხვალ, კვირას შევიაროთ იპოდრომზე... რას იტყვით?..
სამწუხაროდ ძალიან გვიან წავიკითხე თორემ მე დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდი, შენ თვითონ იცი ცხენზე ჯდომა?
მე პირიქით, ცხენს ვეკითხები ხოლმე თუ გამიძლებს... :roll: :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ცხენოსნობა

Post by N67 » 12 ივნ 2007, 11:46

ხომ არ იცით ხალხო ცხენების ამბავი იქ კიდე ყავთ გაქირავების ამბავში?

იმდენი თვეა აღარ ვმჯდარვარ..

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by kotetbeli » 12 ივნ 2007, 17:59

N67
ეგ მეც მაინტერესებს...
1. თუ აქირავებენ კიდევ და რა ღირს?
2. რომელ დღეებში და საათებში მუშაობენ?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]