ახლა მორიგ ჭკვიანურ აზრს მოგაწვდით
ეს აქცია ხომ საქველმოქმედოა? ესე იგი ხალხი უნდა დაესწროს და რაღაც-რაღაცეები უნდა იყიდონ და მთელი ამბები ხო?
განსაკუთრებით უნდა დავაინტრიგოთ უცხოელები, რომლებისთვისაც უნდა მოვამზადოთ ფლაერები და საინფორმაციო ბუკლეტები ხომ კი?
ხოდა თქვე კაიდედმამისშვილებო, ვისაც იქ მოსვლის სურვილი და რაიმეს ყიდვის საშუალება აქვს, ეგ ხალხი მუშაოოოოოოოოობს.
გუშინ აუზზე ვუთხარი სასტავებს ამ აქციის შესახებ და ყველამ რა იკითხა იცით? სამსახურის მერე 7 საათისთის რომ გავიდეთ, ხომ იქნება კიდევ ვინმეო?
სწორედ მიმიხვდით ძვირფასო მოქალაქე-მოკარვეებო. ეს აქცია უნდა ჩატარდეს უღრუბლო და მშვენიერ ივნისის შაბათს. წინა დღეებში უნდა გავიდეს ანონსები ტელევიზიებით და გაზეთებით. ჩვენ უნდა შევქმნათ აუცილებლობა და ილუზია იმისა, რომ იმ კონკრეტულ შაბათს ხალხი ზოოპარკსა და ცირკში გართობის ნაცვლად უნდა მოვიდეს მზიურში. უხ რა პიარშიკი გავაღვიძე ჩემში
და კიდევ. არ ვიცი ვინმემ უკვე ახსენა თუ არა(ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია) და კარგი იქნება თუ ამას გავაპიარებთ როგორც
ხევსურეთის დღე თბილისში. ასე მეტი ინტრიგა ექნება და ხევსურეთის მოტრფიალეებსაც უფრო მოვიზიდავთ, ბეეეეევრ ფულებს დავახარჯვინებთ და ბეეეევრ ბავშვს გავახარებთ.
ახლა მეტი იდეა არ მომდის. წავედი...
მოიცათ 1 წუთით. 4-ში მარხვა იწყება და იმის საშიშროება, რომ ხალხი შაბათს ქორწილებსა და მისდაგვარ ღრეობებში

წაძუნძულდება ნაკლებია.
ახლა ნაღდად წავედი. ეზოში ლუდი მიფუჭდება

ხო...თუ ამ იდეას გაიზიარებთ მაშინ სათაურში სახელი და რიცხვი შევცვალოთ